მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ქართული კერძის რეცეპტი, რომლებიც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ - რჩევები კულინარისგან
3 ქართული კერძის რეცეპტი, რომლებიც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ - რჩევები კულინარისგან

რო­გორ უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს თქვე­ნი სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა, რა სას­მე­ლე­ბით შე­გიძ­ლი­ათ შეხ­ვდეთ ვირ­თხის წელს და რო­მე­ლია ის სამი კერ­ძი, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ამ­ზა­დოთ 2020 წლის­თვის - ექ­სკლუ­ზი­ურ რე­ცეპ­ტებს AMBEBI.GE-ს მკი­თხველს უზი­ა­რებს "კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ექ­სპე­დი­ცი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ქეთი კვი­ჭი­ძე.

"სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს სა­დღე­სას­წა­უ­ლო, ფე­რა­დი და ბრჭყვი­ლა. ეს ერ­თგვა­რი რი­ტუ­ა­ლია და პა­ტივს მი­ვა­გებთ ახ­ლად შე­მობ­რძა­ნე­ბულ წელს. ძვე­ლად ხალ­ხს სჯე­რო­და, რო­გორც დახ­ვდე­ბო­და ახალ წელს, ისე­თი წელი ექ­ნე­ბო­დათ, ამი­ტომ რაც შე­იძ­ლე­ბა ბა­რა­ქი­ა­ნი სუფ­რა უნდა გა­ე­შა­ლათ.

- რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბის ხილი უხ­დე­ბა სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რას?

- ხილი სე­ზო­ნუ­რად რაც მო­ი­პო­ვე­ბა ის უნდა გვქონ­დეს. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვაა, ჩვენ­თან ძი­რი­თა­დად ვაშ­ლი, ფორ­თო­ხა­ლი, მან­და­რი­ნი, კა­რა­ლი­ო­კი, ბრო­წე­უ­ლი და ყუ­რძე­ნი, რო­გორც ქარ­თუ­ლი მი­წის სიმ­ბო­ლო.

- რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია ამ დროს ბევ­რი გა­ფორ­მე­ბა სუფ­რა­ზე - ნივ­თე­ბი, სუ­ვე­ნი­რე­ბი, რო­მელ­თაც საკ­ვე­ბი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ აქვს?

- ძვე­ლი დრო­ი­დან სუფ­რას ამ­კობ­დნენ სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბით და აფორ­მებ­დნენ მას. სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში სხვა­დას­ხვა გა­სა­ფორ­მე­ბე­ლი იყო მი­ღე­ბუ­ლი. ზოგს აცხობ­დნენ კი­დეც. მა­გა­ლი­თად, ფშავ-ხევ­სუ­რეთ­ში "ბე­დის გო­გას" აცხობ­დნენ.

ახალ წელს (14 იან­ვარს ახა­ლი სტი­ლით) „წელ­წა­დის“ შე­სახ­ვედ­რად, ფშავ­ლე­ბი წინა დღეს ემ­ზა­დე­ბი­ან და ამ დღეს „ლი­ტა­ნი­ა­დღეს“ უწო­დე­ბენ. სა­ღა­მოს ვახ­შმის­თვის დი­ა­სახ­ლი­სი იწყებს მზა­დე­ბას, ქა­დებს გა­მო­ა­ცხობს, ხინ­კლის ფარშს და ცომს მო­ამ­ზა­დებს, ხა­ჭა­პუ­რებს და­ა­ცხობს. ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე ბე­დის­კვე­რე­ბის ცხო­ბას და­ი­წყებს. კვე­რი ხორ­ბლის ფქვილ­ზე და წყალ­ზე მო­ზე­ლი­ლი ცო­მის­გან ცხვე­ბა და ადა­მი­ა­ნის თა­ვის და კის­რის ფორ­მა აქვს.

ერთ-ერთი ბე­დის კვე­რი და­ნარ­ჩე­ნებ­ზე ხუთ­ჯერ დი­დია, მრგვა­ლი ფორ­მა აქვს, მზის სიმ­ბო­ლოა და "გო­გას" უწო­დე­ბენ. თი­თო­ე­ულ ბე­დის­კვერ­ზე „სა­თავ­ნო“ ნი­შა­ნია დას­მუ­ლი, რო­მე­ლიც პატ­რო­ნის შრო­მა-საქ­მი­ა­ნო­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია: მე­ცხვა­რი­სას ცხვრის ფარა, მეძ­რო­ხი­სას - ძრო­ხა, გუთ­ნის­დე­დი­სას - სახ­რე, პუ­რის თავ­თა­ვი და სხვა.

"გო­გა­ზე" შუ­ა­ში ჯვარს ჩა­მო­უს­მე­ვენ და ოთხ ნა­წი­ლად გა­ყო­ფენ, შემ­დეგ ხის სა­ვარ­ცხლით წერ­ტი­ლე­ბად და­ხა­ტა­ვენ „სა­თავ­ნო“ ნიშ­ნე­ბად. თი­თო­ე­ულ ნა­წილ­ში ჩა­ი­ფიქ­რე­ბენ, ოჯახ­ზე, ბა­რა­ქა­ზე, ბედ­ზე, სა­ქო­ნელ­ზე, სამ­შობ­ლო­ზე და ა.შ.

კვე­რის გა­მო­ცხო­ბის დროს, ყვე­ლა­ნი თა­ვი­ანთ ბე­დის კვე­რებს გუ­ლის ფან­ცქა­ლით ელო­დე­ბი­ან, რად­გა­ნაც ხალ­ხის რწმე­ნით, ვისი ბე­დის კვე­რიც აფუვ­დე­ბა, ის სამ­ზე­ო­ში იმა­ტებს და ბედ­ნი­ე­რიც იქ­ნე­ბაო. ბე­დის კვე­რი თუ ჩა­ი­თუთ­ქა, ცუ­დია და ეს პატ­რო­ნის უბე­დო­ბის ნი­შა­ნი­აო.

ხა­ტი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს მეკვლე მოყ­ვე­ბათ, დი­ა­სახ­ლი­სი მეკვლეს ხვდე­ბა თაფლს და ერ­ბოს აჭ­მევს და "გო­გას" მი­არ­თმევს. მეკვლე ზღურ­ბლზე კვერს შე­ა­გო­რებს და თუ ბე­დის კვე­რი წაღ­მა და­ე­ცე­მა, იმ წელს კარ­გი ბედი ექ­ნე­ბა ოჯახს. მეკვლე და­ი­ლო­ცე­ბა შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით - 'შე­მოვ­დგი ფეხი, გწყა­ლობ­დეთ ღმერ­თი, ფეხი ჩემი, კვა­ლი ან­გე­ლო­ზი­სა…"

- გაგ­ვა­ცა­ნით 3 გა­მორ­ჩე­უ­ლი კერ­ძის რე­ცეპ­ტი, რომ­ლე­ბიც ახა­ლი წლის სუფ­რა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გვქონ­დეს და სა­სურ­ვე­ლია თა­ვად მო­ვამ­ზა­დოთ...

- სა­ერ­თოდ, ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რია ნიგვზი­ა­ნი კერ­ძე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი, თა­ნაც თაგ­ვის წელი მო­დის და მას უნდა ვა­სი­ა­მოვ­ნოთ. ეს, ჩვენ ქარ­თვე­ლებს, ნამ­დვი­ლად არ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა... გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე რე­ცეპტს სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბი­დან, რომ­ლებ­შიც ნი­გოზს და თხილს გა­მო­ვი­ყე­ნებთ.

გუ­რუ­ლი სა­ცი­ვი

მოვ­ხარ­შოთ ინ­და­უ­რი, მო­ხარ­შუ­ლი ხორ­ცი ამო­ვი­ღოთ ბუ­ლი­ო­ნი­დან დავ­ჭრათ სა­შუ­ა­ლო­ზე პა­ტა­რა ნაჭ­რე­ბად, მა­რი­ლი მო­ვა­ყა­როთ და ღუ­მელ­ში შე­ვა­წით­ლოდ.

ბუ­ლი­ონს მოვ­ხა­დოთ ზე­მო­დან ცხი­მი და თა­ვი­სი­ვე ცხიმ­ში მოვ­შუ­შოთ დაჭ­რი­ლი 3/ 4 თავი ხახ­ვი, კარ­გად შე­ვა­წით­ლოთ 4 კბილ ნი­ორ­თან ერ­თად.

გა­ვა­ტა­როთ ნა­ხე­ვა­რი კილო ნი­გო­ზი, და­ვუ­მა­ტოთ 2 ჩაის კოვ­ზი უცხო სუ­ნე­ლი, 2 ჩაის კოვ­ზი ხმე­ლი ქინ­ძი, 2 ჩაის კოვ­ზი ზაფ­რა­ნა (ყვი­თე­ლი ყვა­ვი­ლი ), 3/4 ცალი დაფ­ქუ­ლი მი­ხა­კი, 1 ჩაის კოვ­ზი და­რი­ჩი­ნი, 1 ჩაის კოვ­ზი დაფ­ქუ­ლი წი­თე­ლი წი­წა­კა, მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით. მო­შუ­შულ ხახვთან ერ­თად და­ვი­წყოთ ნიგვზის ზელა და ზე­თის გა­მოყ­ვა­ნა. ზეთი რომ გა­მო­უ­ვა, გა­დავ­წუ­როთ და გა­და­ვი­ნა­ხოთ ცალ­კე ჭურ­ჭელ­ში.

ნიგვზის მასა კა­რა­მე­ლი­ზე­ბულ ხახვთან ერ­თად გავცრათ სა­ცერ­ზე თუ გვინ­და წმინ­და მასა მი­ვი­ღოთ. შემ­დეგ, და­ვას­ხათ ნელ-ნელა 10 ჩაის ჭიქა გა­და­წუ­რუ­ლი ბუ­ლი­ო­ნი, ცე­ცხლზე შევ­დგათ და ვუ­რი­ოთ. წა­მო­დუ­ღე­ბას და გუ­რუ­ლე­ბი რო­გორც იტყვი­ან - ურ­წყუ­ლის (ზე­ვი­დან ყვი­თე­ლი ცხი­მი) მოგ­დე­ბას და­ვე­ლო­დოთ. წა­მო­დუ­ღე­ბუ­ლი მასა და­ვას­ხათ ლან­გარ­ზე დაჭ­რილ ინ­და­ურს, ოდ­ნავ რომ შეგ­რილ­დე­ბა მო­ვას­ხათ 1 სუფ­რის კოვ­ზი თეთ­რი ღვი­ნის ძმა­რი და ნიგვზის ზეთი.

მი­ირ­თვით რო­გორც ცხე­ლი, ასე­ვე ცივი.

სოკო თხი­ლის ბა­ჟე­ში

ეს რე­ცეპ­ტი პი­რა­დად მე მო­ვი­პო­ვე რე­გი­ო­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას. 1 კგ კალ­მა­ხა სოკო გა­ვარ­ჩი­ოთ, გავ­რე­ცხოთ ცივ წყალ­ში, შე­ვაშ­როთ, მო­ვა­ყა­როთ მა­რი­ლი და გა­მო­ვა­ცხოთ ღუ­მელ­ში. რო­დე­საც შე­წით­ლდე­ბა, გა­მო­ვი­ღოთ.

მო­ვამ­ზა­დოთ სო­უ­სი - 3 ჭიქა თხი­ლი, 1 მწვა­ნე წი­წა­კა, 4 ძირი კამა, ქინ­ძი, ოხ­რა­ხუ­ში ერ­თად დავ­ნა­ყოთ ან გა­ვა­ტა­როთ. 2 თავი წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ხახ­ვი კა­რაქ­ში მოვ­შუ­შოთ და ავუ­რი­ოთ.

4 კბი­ლი და­ნა­ყი­ლი ნი­ო­რი ავუ­რი­ოთ სო­კოს შეწ­ვის დროს მი­ღე­ბულ წვენ­ში და და­ვა­მა­ტოთ 2 ჩაის კოვ­ზი ძმა­რი, მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით. მი­ღე­ბუ­ლი მასა კარ­გად ავუ­რი­ოთ და მო­ვას­ხათ შემ­წვარ სო­კოს. ზე­მო­დან გა­სა­ფორ­მებ­ლად მო­ა­ყა­რეთ ყვი­თე­ლი ყვა­ვი­ლის ფოთ­ლე­ბი და სუფ­რა­ზე ძა­ლი­ან ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

კორ­კო­ტის გო­ზი­ნა­ყი გა­წუ­რუ­ლი მაწ­ვნით

ეს არის დე­სერ­ტი, რო­მელ­ზეც მე, და­დუ­ნა ღლონტმა და გოგა მა­ი­სუ­რა­ძემ ვი­მუ­შა­ვეთ.

ავი­ღოთ 500 გრა­მი დამ­ბა­ლი ხორ­ბა­ლი, შე­ვუ­რი­ოთ 750 გრა­მი შა­ქა­რი, 500 გრა­მი წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ოდ­ნავ მო­ხა­ლუ­ლი ნი­გო­ზი. ეს მასა ერ­თად გა­ვალ­ღოთ ტა­ფა­ზე ან ქვაბ­ში. დუ­ღილს რომ და­ი­წყებს და მასა კა­რა­მე­ლი­ზი­რე­ბას, შეგ­ვიძ­ლია ცხე­ლი მასა ჩა­ვუშ­ვათ ცივ წყლი­ან ჭი­ქა­ში და თუ გა­მაგრდე­ბა ესე­ი­გი მზა­დაა. გა­მოვ­რთოთ და მივ­ცეთ გო­ზი­ნა­ყის ფორ­მა.

500 გრა­მი გა­წუ­რუ­ლი მა­წო­ნი (800 გრა­მი მაწ­ვნის­გან მი­ვი­ღებთ 500 გრამ გა­წუ­რულ მა­წონს) და­ვა­მა­ტოთ 250 გრა­მი მას­კარ­პო­ნე და კარ­გად ავთქვი­ფოთ. 30 /30 გრა­მი ლეღ­ვის და ქლი­ა­ვის ჩირი წვრი­ლად დავ­ჭრათ და ფენა-ფენა ჩა­ვა­წყოთ შუ­შის ჭურ­ჭელ­ში და­ტე­ხილ გო­ზი­ნაყ­თან ერ­თად და ფენა-ფენა და­ვას­ხათ მი­ღე­ბუ­ლი კრე­მის მასა. ზე­ვი­დან გა­ვა­ფორ­მოთ კენკრით. მერ­წმუ­ნეთ, უგემ­რი­ე­ლე­სია...

- რაც შე­ე­ხე­ბა სას­მელს... ამ­ბო­ბენ, რომ ახალ წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შამ­პა­ნუ­რი უხ­დე­ბა. კი­დევ რას და­ა­მა­ტებ­დით და სას­მე­ლის რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბა მო­უხ­დე­ბა იმ კერ­ძებს, რო­მე­ლიც ურ­ჩი­ეთ ჩვენს მკი­თხველს?

- სა­ცივს ძა­ლი­ან მო­უხ­დე­ბა თეთ­რი, ქვევ­რის ღვი­ნო - ხიხ­ვი ან ქისი. სო­კოს­თან ცო­ლი­კო­ურს ან კრა­ხუ­ნას შე­ვარ­ჩევ­დი. დე­სერტს კი ძა­ლი­ან მო­უხ­დე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ფე­რა­ვი.

ფოტო: ქეთი კვი­ჭი­ძე, პა­ა­ტა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი, კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ექ­სპე­დი­ცია

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nnn
0

გურული საცივს ადესა რომ მივაყოლო დამიჭერენ

ზურა
2

საფერავი დესერტს კი არა მწვადს და ხაშლამას უხდება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

3 ქართული კერძის რეცეპტი, რომლებიც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ - რჩევები კულინარისგან

3 ქართული კერძის რეცეპტი, რომლებიც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ - რჩევები კულინარისგან

როგორ უნდა გამოიყურებოდეს თქვენი საახალწლო სუფრა, რა სასმელებით შეგიძლიათ შეხვდეთ ვირთხის წელს და რომელია ის სამი კერძი, რაც აუცილებლად უნდა მოამზადოთ 2020 წლისთვის - ექსკლუზიურ რეცეპტებს AMBEBI.GE-ს მკითხველს უზიარებს "კულინარიული ექსპედიციის" ხელმძღვანელი ქეთი კვიჭიძე.

"საახალწლო სუფრა აუცილებლად უნდა იყოს სადღესასწაულო, ფერადი და ბრჭყვილა. ეს ერთგვარი რიტუალია და პატივს მივაგებთ ახლად შემობრძანებულ წელს. ძველად ხალხს სჯეროდა, როგორც დახვდებოდა ახალ წელს, ისეთი წელი ექნებოდათ, ამიტომ რაც შეიძლება ბარაქიანი სუფრა უნდა გაეშალათ.

- რომელი სახეობის ხილი უხდება სადღესასწაულო სუფრას?

- ხილი სეზონურად რაც მოიპოვება ის უნდა გვქონდეს. ყველა ქვეყანაში სხვადასხვაა, ჩვენთან ძირითადად ვაშლი, ფორთოხალი, მანდარინი, კარალიოკი, ბროწეული და ყურძენი, როგორც ქართული მიწის სიმბოლო.

- რამდენად მისაღებია ამ დროს ბევრი გაფორმება სუფრაზე - ნივთები, სუვენირები, რომელთაც საკვები დანიშნულება არ აქვს?

- ძველი დროიდან სუფრას ამკობდნენ სხვადასხვა ნივთებით და აფორმებდნენ მას. საქართველოში სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა გასაფორმებელი იყო მიღებული. ზოგს აცხობდნენ კიდეც. მაგალითად, ფშავ-ხევსურეთში "ბედის გოგას" აცხობდნენ.

ახალ წელს (14 იანვარს ახალი სტილით) „წელწადის“ შესახვედრად, ფშავლები წინა დღეს ემზადებიან და ამ დღეს „ლიტანიადღეს“ უწოდებენ. საღამოს ვახშმისთვის დიასახლისი იწყებს მზადებას, ქადებს გამოაცხობს, ხინკლის ფარშს და ცომს მოამზადებს, ხაჭაპურებს დააცხობს. ახალი წლის დადგომამდე ბედისკვერების ცხობას დაიწყებს. კვერი ხორბლის ფქვილზე და წყალზე მოზელილი ცომისგან ცხვება და ადამიანის თავის და კისრის ფორმა აქვს.

ერთ-ერთი ბედის კვერი დანარჩენებზე ხუთჯერ დიდია, მრგვალი ფორმა აქვს, მზის სიმბოლოა და "გოგას" უწოდებენ. თითოეულ ბედისკვერზე „სათავნო“ ნიშანია დასმული, რომელიც პატრონის შრომა-საქმიანობის დამახასიათებელია: მეცხვარისას ცხვრის ფარა, მეძროხისას - ძროხა, გუთნისდედისას - სახრე, პურის თავთავი და სხვა.

"გოგაზე" შუაში ჯვარს ჩამოუსმევენ და ოთხ ნაწილად გაყოფენ, შემდეგ ხის სავარცხლით წერტილებად დახატავენ „სათავნო“ ნიშნებად. თითოეულ ნაწილში ჩაიფიქრებენ, ოჯახზე, ბარაქაზე, ბედზე, საქონელზე, სამშობლოზე და ა.შ.

კვერის გამოცხობის დროს, ყველანი თავიანთ ბედის კვერებს გულის ფანცქალით ელოდებიან, რადგანაც ხალხის რწმენით, ვისი ბედის კვერიც აფუვდება, ის სამზეოში იმატებს და ბედნიერიც იქნებაო. ბედის კვერი თუ ჩაითუთქა, ცუდია და ეს პატრონის უბედობის ნიშანიაო.

ხატიდან დაბრუნებულებს მეკვლე მოყვებათ, დიასახლისი მეკვლეს ხვდება თაფლს და ერბოს აჭმევს და "გოგას" მიართმევს. მეკვლე ზღურბლზე კვერს შეაგორებს და თუ ბედის კვერი წაღმა დაეცემა, იმ წელს კარგი ბედი ექნება ოჯახს. მეკვლე დაილოცება შემდეგი სიტყვებით - 'შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა…"

- გაგვაცანით 3 გამორჩეული კერძის რეცეპტი, რომლებიც ახალი წლის სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქონდეს და სასურველია თავად მოვამზადოთ...

- საერთოდ, ქართული კულინარია ნიგვზიანი კერძებითაა ცნობილი, თანაც თაგვის წელი მოდის და მას უნდა ვასიამოვნოთ. ეს, ჩვენ ქართველებს, ნამდვილად არ გაგვიჭირდება... გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს საქართველოს რეგიონებიდან, რომლებშიც ნიგოზს და თხილს გამოვიყენებთ.

გურული საცივი

მოვხარშოთ ინდაური, მოხარშული ხორცი ამოვიღოთ ბულიონიდან დავჭრათ საშუალოზე პატარა ნაჭრებად, მარილი მოვაყაროთ და ღუმელში შევაწითლოდ.

ბულიონს მოვხადოთ ზემოდან ცხიმი და თავისივე ცხიმში მოვშუშოთ დაჭრილი 3/ 4 თავი ხახვი, კარგად შევაწითლოთ 4 კბილ ნიორთან ერთად.

გავატაროთ ნახევარი კილო ნიგოზი, დავუმატოთ 2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი, 2 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი, 2 ჩაის კოვზი ზაფრანა (ყვითელი ყვავილი ), 3/4 ცალი დაფქული მიხაკი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი, 1 ჩაის კოვზი დაფქული წითელი წიწაკა, მარილი გემოვნებით. მოშუშულ ხახვთან ერთად დავიწყოთ ნიგვზის ზელა და ზეთის გამოყვანა. ზეთი რომ გამოუვა, გადავწუროთ და გადავინახოთ ცალკე ჭურჭელში.

ნიგვზის მასა კარამელიზებულ ხახვთან ერთად გავცრათ საცერზე თუ გვინდა წმინდა მასა მივიღოთ. შემდეგ, დავასხათ ნელ-ნელა 10 ჩაის ჭიქა გადაწურული ბულიონი, ცეცხლზე შევდგათ და ვურიოთ. წამოდუღებას და გურულები როგორც იტყვიან - ურწყულის (ზევიდან ყვითელი ცხიმი) მოგდებას დაველოდოთ. წამოდუღებული მასა დავასხათ ლანგარზე დაჭრილ ინდაურს, ოდნავ რომ შეგრილდება მოვასხათ 1 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი და ნიგვზის ზეთი.

მიირთვით როგორც ცხელი, ასევე ცივი.

სოკო თხილის ბაჟეში

ეს რეცეპტი პირადად მე მოვიპოვე რეგიონებში მოგზაურობისას. 1 კგ კალმახა სოკო გავარჩიოთ, გავრეცხოთ ცივ წყალში, შევაშროთ, მოვაყაროთ მარილი და გამოვაცხოთ ღუმელში. როდესაც შეწითლდება, გამოვიღოთ.

მოვამზადოთ სოუსი - 3 ჭიქა თხილი, 1 მწვანე წიწაკა, 4 ძირი კამა, ქინძი, ოხრახუში ერთად დავნაყოთ ან გავატაროთ. 2 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი კარაქში მოვშუშოთ და ავურიოთ.

4 კბილი დანაყილი ნიორი ავურიოთ სოკოს შეწვის დროს მიღებულ წვენში და დავამატოთ 2 ჩაის კოვზი ძმარი, მარილი გემოვნებით. მიღებული მასა კარგად ავურიოთ და მოვასხათ შემწვარ სოკოს. ზემოდან გასაფორმებლად მოაყარეთ ყვითელი ყვავილის ფოთლები და სუფრაზე ძალიან ლამაზად გამოიყურება.

კორკოტის გოზინაყი გაწურული მაწვნით

ეს არის დესერტი, რომელზეც მე, დადუნა ღლონტმა და გოგა მაისურაძემ ვიმუშავეთ.

ავიღოთ 500 გრამი დამბალი ხორბალი, შევურიოთ 750 გრამი შაქარი, 500 გრამი წვრილად დაჭრილი ოდნავ მოხალული ნიგოზი. ეს მასა ერთად გავალღოთ ტაფაზე ან ქვაბში. დუღილს რომ დაიწყებს და მასა კარამელიზირებას, შეგვიძლია ცხელი მასა ჩავუშვათ ცივ წყლიან ჭიქაში და თუ გამაგრდება ესეიგი მზადაა. გამოვრთოთ და მივცეთ გოზინაყის ფორმა.

500 გრამი გაწურული მაწონი (800 გრამი მაწვნისგან მივიღებთ 500 გრამ გაწურულ მაწონს) დავამატოთ 250 გრამი მასკარპონე და კარგად ავთქვიფოთ. 30 /30 გრამი ლეღვის და ქლიავის ჩირი წვრილად დავჭრათ და ფენა-ფენა ჩავაწყოთ შუშის ჭურჭელში დატეხილ გოზინაყთან ერთად და ფენა-ფენა დავასხათ მიღებული კრემის მასა. ზევიდან გავაფორმოთ კენკრით. მერწმუნეთ, უგემრიელესია...

- რაც შეეხება სასმელს... ამბობენ, რომ ახალ წელს განსაკუთრებულად შამპანური უხდება. კიდევ რას დაამატებდით და სასმელის რომელი სახეობა მოუხდება იმ კერძებს, რომელიც ურჩიეთ ჩვენს მკითხველს?

- საცივს ძალიან მოუხდება თეთრი, ქვევრის ღვინო - ხიხვი ან ქისი. სოკოსთან ცოლიკოურს ან კრახუნას შევარჩევდი. დესერტს კი ძალიან მოუხდება ნებისმიერი საფერავი.

ფოტო: ქეთი კვიჭიძე, პაატა ვარდანაშვილი, კულინარიული ექსპედიცია

ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის კუთხით მიღწეულ შედეგებს ევროკავშირი დადებითად აფასებს

"მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა 5 დღე ინახება, ფლაკონი გახსნიდან 5 სთ-ში უნდა დაიხარჯოს" - ვაქცინაციის რთული მხარეები და Covid 19-ის ვაქცინების გამოვლენილი უკუჩვენებები

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს 1 მილიონ 700 ათასი მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მიმდინარე წლის ბოლომდე აიცრება