მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ავარჩიოთ ტკივილგამაყუჩებელი? - ნევროლოგის რჩევები
როგორ ავარჩიოთ ტკივილგამაყუჩებელი? - ნევროლოგის რჩევები

ტკი­ვი­ლი ცალ­სა­ხად უსი­ა­მოვ­ნოა, თუმ­ცა ის ორ­გა­ნიზ­მის თავ­დაც­ვი­თი რე­აქ­ცი­აა და­ზი­ა­ნე­ბა­ზე. ტკი­ვი­ლი იმის მი­ნიშ­ნე­ბაა, რომ ორ­გა­ნიზ­მში რა­ღაც დარ­ღვე­უ­ლია და ესა თუ ის პრო­ცე­სი გა­მარ­თუ­ლად არ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ტკი­ვი­ლის დროს ადა­მი­ანს პირ­ვე­ლი რიგ­ში ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი ახ­სენ­დე­ბა. არას­ტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბის­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი(NSAIDs) ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ტკი­ვი­ლის(თა­ვის, კბი­ლის, მენსტრუ­ა­ლუ­რი, სახ­სრე­ბის და სხვა ტკი­ვი­ლის) მო­სახ­სნე­ლად, ან­თე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, ტემ­პე­რა­ტუ­რის და­საქ­ვე­ი­თებ­ლად.

მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ჩვე­უ­ლე­ბად იქცა არას­ტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბის­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად, ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე გა­მო­ყე­ნე­ბა, ასე ვთქვათ „მე მო­მიხ­და - შენც მო­გიხ­დე­ბას“ - პრინ­ცი­პით. რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ეს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და თუკი მა­ინც და­მო­უ­კი­დებ­ლად(ექი­მის გა­რე­შე) გა­დავ­წყვეტთ მათ მი­ღე­ბას, რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში? - ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის პრინ­ციპ­ზე, მათ ეფექტსა და შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა კლი­ნი­კა „ენ­მე­დი­ცის“ ექი­მი ნევ­რო­ლო­გი ანი ჩი­ქო­ბა­ვა.

რა პრო­ცე­სია ტკი­ვი­ლი და რო­გორ მოქ­მე­დე­ბენ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბი?

ტკი­ვი­ლი ორ­გა­ნიზ­მის რე­აქ­ცი­აა გარ­კვე­ულ და­ზი­ა­ნე­ბა­ზე, რო­გო­რი­ცაა ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი, ჭრი­ლო­ბა და სხვა. ტკი­ვი­ლი ორი სა­ხი­საა: მწვა­ვე და ქრო­ნი­კუ­ლი. მწვა­ვეა ტკი­ვი­ლი, რო­დე­საც ტკი­ვი­ლის აღ­ქმა ხდე­ბა გა­მომ­წვევ­თან შე­ხე­ბის დროს. ქრო­ნი­კუ­ლია ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც 2 კვი­რა­ზე მეტ­ხანს გრძელ­დე­ბა. და­ზი­ა­ნე­ბის დროს ხდე­ბა ან­თე­ბის რე­ცეპ­ტო­რე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, რა­საც მოყ­ვე­ბა სის­ხლძარ­ღვე­ბის შე­ვიწ­რო­ვე­ბა და ჩნდე­ბა ცი­ტო­კი­ნე­ბი. არას­ტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბის­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბი იწ­ვე­ვენ ცი­ტო­კი­ნე­ბის გარ­დაქ­მნის ბლო­კი­რე­ბას, რათა არ გან­ვი­თარ­დეს სპაზ­მი და შემ­დეგ ტკი­ვი­ლი. ასე­თია ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი.

რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ არას­ტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბის­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბის დროს?

ხან­მოკ­ლე პე­რი­ო­დით არას­ტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბის­სა­წი­ნა­არმ­დე­გო პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბა უსაფრ­თხოა ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის. ამი­ტო­მაც არის ეს პრე­პა­რა­ტე­ბი შე­ტა­ნი­ლი ურე­ცეპ­ტოდ გა­სა­ცემ მე­დი­კა­მენ­ტთა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში. მაგ­რამ იქ­მნე­ბა ცრუ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ასე­ვე უსაფრ­თხოა მათი ხან­გრძლი­ვი მი­ღე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის დროს.

არას­ტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბის­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბის საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე. არას­ტე­რო­ი­დე­ბის ძი­რი­თა­დი მოქ­მე­დე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მში გარ­კვე­უ­ლი ფერ­მენ­ტე­ბის (ცოგ-1 და ცოგ-2 ) აქ­ტი­ვო­ბის დაბ­ლოკ­ვით. მაგ­რამ ამ ფერ­მენ­ტებს, გარ­და ტკი­ვი­ლის ფორ­მი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა, ორ­გა­ნიზ­მში გა­აჩ­ნი­ათ სხვა ფუნ­ქცი­ე­ბიც, კერ­ძოდ,ცოგ-1 უზ­რუნ­ველ­ყოფს კუ­ჭის გარ­სის დამ­ცა­ვი ლორ­წო­ვა­ნის სინ­თეზს. ამი­ტომ მისი მოქ­მე­დე­ბის ხან­გრძლი­ვად დაბ­ლოკ­ვა ზრდის კუ­ჭი­დან სის­ხლდე­ნის რისკს, რაც ით­ვლე­ბა ყვე­ლა­ზე ხშირ გვერ­დით მოვ­ლე­ნად და მკურ­ნა­ლო­ბის ნა­ად­რე­ვი შე­წყვე­ტის მი­ზე­ზად.

ამ ჯგუ­ფის ყვე­ლა პრე­პა­რატს აქვს ეს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა?

რა თქმა უნდა, ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა იცი­ან, რომ ერთ პა­ცი­ენტს შე­საძ­ლოა 2-3 ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­დეს. ამი­ტო­მაც ცდი­ლო­ბენ, შექ­მნან უპი­რა­ტე­სად ცოგ-2-ის სე­ლექ­ტი­უ­რი ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­საც ეს გარ­თუ­ლე­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად ექ­ნე­ბათ. ჩვენს ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზეც არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი რა­მო­დე­ნი­მე ასე­თი პრე­პა­რა­ტი.

ხან­გრძლი­ვად მი­სა­ღებ პრე­პა­რა­ტებს შო­რის მინ­და გა­მოვ­ყო ახა­ლი მო­ლე­კუ­ლა – აცეკ­ლო­ფე­ნა­კი – აერ­ტა­ლი (უნ­გრე­თი, „გე­დე­ონ რიხ­ტე­რი“), რო­მელ­საც გა­აჩ­ნია უპი­რა­ტე­სად ცოგ-2-ის ინ­ჰი­ბი­რე­ბის ფუნ­ქცია, შე­სა­ბა­მი­სად სხვა არას­ტე­რო­ი­დულ ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან შე­და­რე­ბით ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად აქვს კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის მხრივ გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტია ამ ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტი­სათ­ვის.

რა შემ­თხვე­ვე­ბი­სას ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას აცეკ­ლო­ფე­ნა­კის(აერ­ტა­ლის) გა­მო­ყე­ნე­ბას?

პრე­პა­რატს სხვა­დას­ხვა შემ­თხვე­ვებ­ში ვი­ყე­ნებ. რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში ტკი­ვი­ლის არ­სე­ბო­ბი­სას, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ნერ­ვის გარ­სის შე­შუ­პე­ბას ან და­ზი­ა­ნე­ბას; რო­დე­საც პრო­ცე­სი ქრო­ნი­კუ­ლია; რო­დე­საც აღი­ნიშ­ნე­ბა ხრტი­ლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის და­ზი­ა­ნე­ბა(ართრი­ტი, ართრო­ზი, ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი); პრე­პა­რა­ტის უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გან­სა­კუთ­რე­ბით 60 წელ­ზე მეტი ასა­კის პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც ისე­დაც იღე­ბენ მრა­ვალ მე­დი­კა­მენტს.

რა­ტომ იყე­ნებთ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­სას „აერ­ტალს“ და არა სხვა NSAID-ს?

„აერ­ტალს” გა­აჩ­ნია გარ­კვე­უ­ლი გან­სხვა­ვე­ბე­ბი სხვა NSAID-ები­სა­გან, რო­მე­ლიც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი კვლე­ვე­ბით. ესე­ნია:

· ხრტი­ლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის დესტრუქ­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა და რე­გე­ნე­რა­ცი­ის ზრდა, აღ­დგე­ნის დაჩ­ქა­რე­ბა;

· უსაფრ­თხო­ე­ბა ხან­გრძლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბის დროს;

· კუჭ- ნაწ­ლა­ვი­დან სის­ხლდე­ნის ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი რის­კი;

· კომ­პლექ­სუ­რი (სამ­მა­გი) მოქ­მე­დე­ბა:

· მოქ­მე­დებს, რო­გორც არას­ტე­რო­ი­დი - ციკ­ლო­ოქ­სი­გე­ნა­ზა­ზე;

· მოქ­მე­დებს, რო­გორც სტე­რო­ი­დი - ქსო­ვი­ლო­ვან შე­შუ­პე­ბა­ზე;

· მოქ­მე­დებს, რო­გორც ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რი - ხრტი­ლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის რე­გე­ნე­რა­ცი­ა­ზე.

ვი­ნა­ი­დან სა­მი­ვე რგოლ­ზე ერ­თდრო­უ­ლად შე­უძ­ლია იმოქ­მე­დოს, ქრო­ნი­კუ­ლი პრო­ცე­სე­ბის დროს, რო­დე­საც ქსო­ვი­ლის დესტრუქ­ცია(რღვე­ვა) და­წყე­ბუ­ლია, აცეკ­ლო­ფე­ნაკს (აერ­ტალს) გა­აჩ­ნია ძლი­ე­რი ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი და ან­თე­ბის­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტი,იმ პა­ცი­ენ­ტებ­შიც კი, რო­მელ­თაც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო (მაგ.: შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა ანამ­ნეზ­ში, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი) შე­ზღუ­დუ­ლი აქვთ სტე­რო­ი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორ უნდა მი­ვი­ღოთ აცეკ­ლო­ფენ­კი (აერ­ტა­ლი)?

დღე­ში 2-ჯერ 12 სა­ა­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით ჭა­მის შემ­დეგ. ხან­გრძლი­ვო­ბა უნდა შე­არ­ჩი­ოს ექიმ­მა, თუმ­ცა ხან­გრძლი­ვი მი­ღე­ბი­სას ხა­სი­ათ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მეტი უსაფრ­თხო­ე­ბით, მათ შო­რის, კუჭ-ნაწ­ლა­ვუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

როგორ ავარჩიოთ ტკივილგამაყუჩებელი? - ნევროლოგის რჩევები

როგორ ავარჩიოთ ტკივილგამაყუჩებელი? - ნევროლოგის რჩევები

ტკივილი ცალსახად უსიამოვნოა, თუმცა ის ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა დაზიანებაზე. ტკივილი იმის მინიშნებაა, რომ ორგანიზმში რაღაც დარღვეულია და ესა თუ ის პროცესი გამართულად არ მიმდინარეობს.

ტკივილის დროს ადამიანს პირველი რიგში ტკივილგამაყუჩებელი ახსენდება. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები(NSAIDs) ფართოდ გამოიყენება ტკივილის(თავის, კბილის, მენსტრუალური, სახსრების და სხვა ტკივილის) მოსახსნელად, ანთების შესამცირებლად, ტემპერატურის დასაქვეითებლად.

მოსახლეობაში ჩვეულებად იქცა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების დამოუკიდებლად, ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენება, ასე ვთქვათ „მე მომიხდა - შენც მოგიხდებას“ - პრინციპით. რამდენად უსაფრთხოა ეს ჯანმრთელობისთვის და თუკი მაინც დამოუკიდებლად(ექიმის გარეშე) გადავწყვეტთ მათ მიღებას, რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთ შემთხვევებში? - ტკივილგამაყუჩებლების მოქმედების პრინციპზე, მათ ეფექტსა და შერჩევის კრიტერიუმებზე გვესაუბრება კლინიკა „ენმედიცის“ ექიმი ნევროლოგი ანი ჩიქობავა.

რა პროცესია ტკივილი და როგორ მოქმედებენ ტკივილგამაყუჩებლები?

ტკივილი ორგანიზმის რეაქციაა გარკვეულ დაზიანებაზე, როგორიცაა ანთებითი პროცესი, ჭრილობა და სხვა. ტკივილი ორი სახისაა: მწვავე და ქრონიკული. მწვავეა ტკივილი, როდესაც ტკივილის აღქმა ხდება გამომწვევთან შეხების დროს. ქრონიკულია ტკივილი, რომელიც 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება. დაზიანების დროს ხდება ანთების რეცეპტორების გააქტიურება, რასაც მოყვება სისხლძარღვების შევიწროვება და ჩნდება ციტოკინები. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები იწვევენ ციტოკინების გარდაქმნის ბლოკირებას, რათა არ განვითარდეს სპაზმი და შემდეგ ტკივილი. ასეთია ტკივილგამაყუჩებლების მოქმედების მექანიზმი.

რა უნდა გავითვალისწინოთ არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების დროს?

ხანმოკლე პერიოდით არასტეროიდული ანთებისსაწინაარმდეგო პრეპარატების მიღება უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის. ამიტომაც არის ეს პრეპარატები შეტანილი ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტთა ჩამონათვალში. მაგრამ იქმნება ცრუ შთაბეჭდილება, რომ ასევე უსაფრთხოა მათი ხანგრძლივი მიღება ქრონიკული პათოლოგიების დროს.

არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია ფარმაცევტულ ბაზარზე. არასტეროიდების ძირითადი მოქმედება ხორციელდება ორგანიზმში გარკვეული ფერმენტების (ცოგ-1 და ცოგ-2 ) აქტივობის დაბლოკვით. მაგრამ ამ ფერმენტებს, გარდა ტკივილის ფორმირებაში მონაწილეობისა, ორგანიზმში გააჩნიათ სხვა ფუნქციებიც, კერძოდ,ცოგ-1 უზრუნველყოფს კუჭის გარსის დამცავი ლორწოვანის სინთეზს. ამიტომ მისი მოქმედების ხანგრძლივად დაბლოკვა ზრდის კუჭიდან სისხლდენის რისკს, რაც ითვლება ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენად და მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტის მიზეზად.

ამ ჯგუფის ყველა პრეპარატს აქვს ეს გვერდითი მოვლენა?

რა თქმა უნდა, ფარმაცევტულმა კომპანიებმა იციან, რომ ერთ პაციენტს შესაძლოა 2-3 ქრონიკული დაავადება ჰქონდეს. ამიტომაც ცდილობენ, შექმნან უპირატესად ცოგ-2-ის სელექტიური ინჰიბიტორები, რომლებსაც ეს გართულებები ნაკლებად ექნებათ. ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზეც არის წარმოდგენილი რამოდენიმე ასეთი პრეპარატი.

ხანგრძლივად მისაღებ პრეპარატებს შორის მინდა გამოვყო ახალი მოლეკულა – აცეკლოფენაკი – აერტალი (უნგრეთი, „გედეონ რიხტერი“), რომელსაც გააჩნია უპირატესად ცოგ-2-ის ინჰიბირების ფუნქცია, შესაბამისად სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გართულებები, რაც მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ამ ჯგუფის მედიკამენტისათვის.

რა შემთხვევებისას ანიჭებთ უპირატესობას აცეკლოფენაკის(აერტალის) გამოყენებას?

პრეპარატს სხვადასხვა შემთხვევებში ვიყენებ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ტკივილის არსებობისას, რომელიც უკავშირდება ნერვის გარსის შეშუპებას ან დაზიანებას; როდესაც პროცესი ქრონიკულია; როდესაც აღინიშნება ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანება(ართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი); პრეპარატის უსაფრთხოებიდან გამომდინარე განსაკუთრებით 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში, რომლებიც ისედაც იღებენ მრავალ მედიკამენტს.

რატომ იყენებთ ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისას „აერტალს“ და არა სხვა NSAID-ს?

„აერტალს” გააჩნია გარკვეული განსხვავებები სხვა NSAID-ებისაგან, რომელიც დადასტურებულია მრავალრიცხოვანი კვლევებით. ესენია:

· ხრტილოვანი ქსოვილის დესტრუქციის შეჩერება და რეგენერაციის ზრდა, აღდგენის დაჩქარება;

· უსაფრთხოება ხანგრძლივი გამოყენების დროს;

· კუჭ- ნაწლავიდან სისხლდენის ყველაზე ნაკლები რისკი;

· კომპლექსური (სამმაგი) მოქმედება:

· მოქმედებს, როგორც არასტეროიდი - ციკლოოქსიგენაზაზე;

· მოქმედებს, როგორც სტეროიდი - ქსოვილოვან შეშუპებაზე;

· მოქმედებს, როგორც ქონდროპროტექტორი - ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციაზე.

ვინაიდან სამივე რგოლზე ერთდროულად შეუძლია იმოქმედოს, ქრონიკული პროცესების დროს, როდესაც ქსოვილის დესტრუქცია(რღვევა) დაწყებულია, აცეკლოფენაკს (აერტალს) გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი,იმ პაციენტებშიც კი, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მაგ.: შაქრიანი დიაბეტი, წყლულოვანი დაავადება ანამნეზში, ჰორმონალური დარღვევები) შეზღუდული აქვთ სტეროიდების გამოყენება.

დღის განმავლობაში როგორ უნდა მივიღოთ აცეკლოფენკი (აერტალი)?

დღეში 2-ჯერ 12 საათიანი ინტერვალით ჭამის შემდეგ. ხანგრძლივობა უნდა შეარჩიოს ექიმმა, თუმცა ხანგრძლივი მიღებისას ხასიათდება ყველაზე მეტი უსაფრთხოებით, მათ შორის, კუჭ-ნაწლავური გართულებების თვალსაზრისით.

Galaxy Fold ლიმიტირებული რაოდენობით საქართველოშია

„ისი პარის“ ახალი ფილიალი City Mall საბურთალოში გაიხსნა!

რომელი პროდუქტები უნდა შეიძინოთ წინასწარ, ახალ წლამდე