პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენს ხარჯავენ ქართველები საახალწლო საჩუქრებში? – რა შედეგი აჩვენა AMBEBI.GE-ს კვლევამ
რამდენს ხარჯავენ ქართველები საახალწლო საჩუქრებში? – რა შედეგი აჩვენა AMBEBI.GE-ს კვლევამ

ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულს დიდ სი­ხა­რულ­თან ერ­თად, დიდი ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯი ახ­ლავს თან. ამ დროს ყვე­ლა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ცდი­ლობს, უხვი სუფ­რა ჰქონ­დეს და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ჩუქ­რე­ბიც არ და­ა­ვი­წყდეს.

ახა­ლი წელი სა­ჩუქ­რე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, შობა-ახა­ლი წლის სა­ჩუქ­რებ­ში საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა იხარ­ჯე­ბა.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და იმით, სა­შუ­ა­ლოდ რა თან­ხას ხარ­ჯა­ვენ ქარ­თვე­ლე­ბი სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რებ­ში. ჩვენ კვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ და სა­ერ­თო ჯამ­ში, 50-მდე ადა­მი­ა­ნი გა­მოვ­კი­თხეთ, რო­მელ­თა ასა­კი 20-დან 45 წლამ­დე მერ­ყე­ობს. ჩვე­ნი კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხულ­თა უმე­ტე­სო­ბა სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რებ­ში 200 ლა­რამ­დე თან­ხას ხარ­ჯავს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ იმ ადა­მი­ან­თა შო­რის, რომ­ლე­ბიც სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რებს არ ყი­დუ­ლო­ბენ, 80% მა­მა­კა­ცია. რო­გორც ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, მარ­თა­ლია, იან­ვარ­ში უფუ­ლო­ბის გამო წუ­წუ­ნე­ბენ და ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ, მაგ­რამ სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რებს გვერდს მა­ინც ვერ უვ­ლი­ან.

ნატა, 32 წლის: "სა­ჩუქ­რებს ძი­რი­თა­დად ახალ წლამ­დე ორი კვი­რით ადრე ვყი­დუ­ლობ. შარ­შან 100 ლარი დავ­ხარ­ჯე, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ წელს უფრო მეტი და­მე­ხარ­ჯე­ბა. იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც რა­ღაც უნდა ვუ­ყი­დო, ძა­ლი­ან ია­ფი­ა­ნი სა­ჩუქ­რე­ბიც რომ შე­ვარ­ჩიო, მა­ინც ბევ­რზე ადის“.

საბა, 28 წლის: "სა­ჩუქ­რებს არ ვყი­დუ­ლობ არა­ვის, მაგ­რამ სხვე­ბი მჩუქ­ნი­ან. კი, ვიქ­ცე­ვი ეგო­ის­ტუ­რად, მაგ­რამ არ არის ჩემი სტი­ლი ეს სა­ჩუქ­რე­ბის შერ­ჩე­ვა, არ შე­მიძ­ლია".

ლია, 39 წლის: "ახალ წელს ოჯა­ხის ხარ­ჯი ისე­დაც დი­დია და ამას სა­ჩუქ­რე­ბიც ემა­ტე­ბა. ბო­ლოს ასი ლა­რით ვრჩე­ბი ხოლ­მე და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ეგ თან­ხა შემ­დეგ ხელ­ფა­სამ­დე გე­ყოს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხელ­ფა­სე­ბი არ გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ყვე­ლა გა­ვა­ხა­როთ და ახლა ვფიქ­რობ, შე­ვამ­ცი­რო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სია, რომ­ლებ­საც რამე უნდა ვა­ჩუ­ქო, ასე­ვე სა­ჩუქ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც. 200 ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი თან­ხა, სა­ჩუქ­რებ­ში ბოლო წლე­ბია არ და­მი­ხარ­ჯავს".

თეა, 24 წლის: "ძი­რი­თა­დად მე­გობ­რებს ვყი­დუ­ლობ ხოლ­მე შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბ­ფა­სი­ან სა­ჩუქ­რებს და ვცდი­ლობ, 100 ლარს არ გა­და­ვა­ჭარ­ბო. ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ჩუქ­რე­ბის გა­ცე­მის და მი­ღე­ბის პრო­ცე­სიც. ახა­ლი წელი მგო­ნი ამი­ტო­მაც მიყ­ვარს ასე ძა­ლი­ან".

დათა 32 წლის: "50 ლარ­ზე მეტს სა­ჩუქ­რებ­ში არ ვხარ­ჯავ. ძი­რი­თა­დად ჩე­მით ვა­კე­თებ ხოლ­მე რა­ღა­ცებს, ხელ­ნა­კეთ ნივ­თებს, რომ­ლებ­საც მე­გობ­რებს, ოჯა­ხის წევ­რებს ვჩუქ­ნი. მგო­ნია, რომ ასე­თი სა­ჩუქ­რე­ბი უფრო ღი­რე­ბუ­ლია".

გა­ცი­ლე­ბით მეტი თან­ხა იხარ­ჯე­ბა სა­შო­ბაო და სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ხელ­ფა­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად უფრო მა­ღა­ლია.

მა­გა­ლი­თად, გე­ლა­პის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ყო­ვე­ლი მე­სა­მე ამე­რი­კე­ლი სა­შო­ბაო სა­ჩუქ­რებ­ში 900-დან 1000 დო­ლა­რამ­დე თან­ხას ხარ­ჯავს. ამე­რი­კე­ლე­ბი სა­ჩუქ­რებს ძი­რი­თა­დად ფას­დაკ­ლე­ბე­ბის დროს ყი­დუ­ლო­ბენ. რო­გორც წესი, მათი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ერ­თმა­ნეთს ჩუქ­ნის ტექ­ნი­კას, სა­მოსს, რო­მელ­საც ფას­დაკ­ლე­ბე­ბის დროს ია­ფად ყი­დუ­ლო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სან დრო©
8

ვინმემ რომ 1000 დოლარიანი საჩუქარი გაგიკეთოს ბავშვს არ მოანათლინებთ??? მეორედ!

ლიანა
0

საჩუქრები ძალიან კარგია სასიხარულოა როგორიც არ უნდა იყოს დიდი თუ პატარა.მთავარია ფინანსები გქონდეს დღევანდელ გადასახედიდან ძალიან ძნელია თქვა რამდენ პროცენტს აქვს საშუალება და რამდენს არა სიხარულის ეს შანსი. გულდააწყვეტია ყველაფერი ისეთი ძვირია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რამდენს ხარჯავენ ქართველები საახალწლო საჩუქრებში? – რა შედეგი აჩვენა AMBEBI.GE-ს კვლევამ

რამდენს ხარჯავენ ქართველები საახალწლო საჩუქრებში? – რა შედეგი აჩვენა AMBEBI.GE-ს კვლევამ

ახალი წლის დღესასწაულს დიდ სიხარულთან ერთად, დიდი ფინანსური ხარჯი ახლავს თან. ამ დროს ყველა შეძლებისდაგვარად ცდილობს, უხვი სუფრა ჰქონდეს და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებიც არ დაავიწყდეს.

ახალი წელი საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, შობა-ახალი წლის საჩუქრებში საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება.

AMBEBI.GE დაინტერესდა იმით, საშუალოდ რა თანხას ხარჯავენ ქართველები საახალწლო საჩუქრებში. ჩვენ კვლევა ჩავატარეთ და საერთო ჯამში, 50-მდე ადამიანი გამოვკითხეთ, რომელთა ასაკი 20-დან 45 წლამდე მერყეობს. ჩვენი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა საახალწლო საჩუქრებში 200 ლარამდე თანხას ხარჯავს.

საინტერესოა, რომ იმ ადამიანთა შორის, რომლებიც საახალწლო საჩუქრებს არ ყიდულობენ, 80% მამაკაცია. როგორც ჩვენთან საუბრისას მოქალაქეები ამბობენ, მართალია, იანვარში უფულობის გამო წუწუნებენ და ეკონომიკური პრობლემები ექმნებათ, მაგრამ საახალწლო საჩუქრებს გვერდს მაინც ვერ უვლიან.

ნატა, 32 წლის: "საჩუქრებს ძირითადად ახალ წლამდე ორი კვირით ადრე ვყიდულობ. შარშან 100 ლარი დავხარჯე, მაგრამ ვფიქრობ, რომ წელს უფრო მეტი დამეხარჯება. იმდენი ადამიანია, ვისაც რაღაც უნდა ვუყიდო, ძალიან იაფიანი საჩუქრებიც რომ შევარჩიო, მაინც ბევრზე ადის“.

საბა, 28 წლის: "საჩუქრებს არ ვყიდულობ არავის, მაგრამ სხვები მჩუქნიან. კი, ვიქცევი ეგოისტურად, მაგრამ არ არის ჩემი სტილი ეს საჩუქრების შერჩევა, არ შემიძლია".

ლია, 39 წლის: "ახალ წელს ოჯახის ხარჯი ისედაც დიდია და ამას საჩუქრებიც ემატება. ბოლოს ასი ლარით ვრჩები ხოლმე და წარმოუდგენელია ეგ თანხა შემდეგ ხელფასამდე გეყოს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხელფასები არ გვაძლევს საშუალებას ყველა გავახაროთ და ახლა ვფიქრობ, შევამცირო იმ ადამიანების სია, რომლებსაც რამე უნდა ვაჩუქო, ასევე საჩუქრების ღირებულებაც. 200 ლარზე ნაკლები თანხა, საჩუქრებში ბოლო წლებია არ დამიხარჯავს".

თეა, 24 წლის: "ძირითადად მეგობრებს ვყიდულობ ხოლმე შედარებით ნაკლებფასიან საჩუქრებს და ვცდილობ, 100 ლარს არ გადავაჭარბო. ძალიან მიყვარს საჩუქრების გაცემის და მიღების პროცესიც. ახალი წელი მგონი ამიტომაც მიყვარს ასე ძალიან".

დათა 32 წლის: "50 ლარზე მეტს საჩუქრებში არ ვხარჯავ. ძირითადად ჩემით ვაკეთებ ხოლმე რაღაცებს, ხელნაკეთ ნივთებს, რომლებსაც მეგობრებს, ოჯახის წევრებს ვჩუქნი. მგონია, რომ ასეთი საჩუქრები უფრო ღირებულია".

გაცილებით მეტი თანხა იხარჯება საშობაო და საახალწლო საჩუქრებში განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ხელფასები საქართველოსთან შედარებით, ბევრად უფრო მაღალია.

მაგალითად, გელაპის კვლევის მიხედვით, ყოველი მესამე ამერიკელი საშობაო საჩუქრებში 900-დან 1000 დოლარამდე თანხას ხარჯავს. ამერიკელები საჩუქრებს ძირითადად ფასდაკლებების დროს ყიდულობენ. როგორც წესი, მათი ძირითადი ნაწილი ერთმანეთს ჩუქნის ტექნიკას, სამოსს, რომელსაც ფასდაკლებების დროს იაფად ყიდულობენ.

"წლის დაგვირგვინება..." - პატრული ხელის მოსაწერად პირდაპირ სამოქმედო კვადრატიდან მივიდა (ფოტო)

მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა

“33 წლამდე ასაკის კაცები უსარგებლოები არიან“ - ჯენიფერ ლოპესი