კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"
შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

"მოქ­მე­დი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის იუ­რი­დი­უ­ლი დიპ­ლო­მის ნამ­დვი­ლო­ბა არ დას­ტურ­დე­ბა" - ამის შე­სა­ხებ „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე არ დას­ტურ­დე­ბა, რომ შალ­ვა თა­დუ­მა­ძის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მა­გის­ტრის ხა­რისხს უთა­ნაბრდე­ბო­დეს.

"მოქ­მედ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა, შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ, რო­მე­ლიც უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტია, პარ­ლა­მენ­ტში გა­სა­უბ­რე­ბი­სას, მის იუ­რი­დი­ულ დიპ­ლომ­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­უ­სა­ბა­მო­ბებ­ზე გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ა­კე­თა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან წე­რი­ლიც წა­რად­გი­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის, სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ანა­ლი­ზის შე­დე­გად, კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავთ, რომ არ დას­ტურ­დე­ბა მოქ­მე­დი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მიერ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ქონა. კერ­ძოდ, მო­სა­მარ­თლეს უნდა ჰქონ­დეს არა­ნაკ­ლებ მა­გის­ტრის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი.

თა­დუ­მა­ძის დიპ­ლო­მი

დას­ტურ­დე­ბა თუ არა შალ­ვა თა­დუ­მა­ძის დიპ­ლო­მის ნამ­დვი­ლო­ბა იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი­სათ­ვის გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლით? - არ დას­ტურ­დე­ბა, რად­გან გა­ნათ­ლე­ბის ხა­რი­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის პა­სუხ­ში პირ­და­პირ იკი­თხე­ბა, რომ შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს მის­თვის დიპ­ლო­მის ნამ­დვი­ლო­ბის შეს­წავ­ლის თხოვ­ნით არ მი­უ­მარ­თავს და შე­სა­ბა­მი­სად, ცენ­ტრს ამ სა­კი­თხზე არ უმსჯე­ლია.

დას­ტურ­დე­ბა თუ არა, რომ შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ 5-წლი­ა­ნი სას­წავ­ლო კურ­სი გა­ი­ა­რა? - არ დას­ტურ­დე­ბა.

კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას, არ­სე­ბობ­და თუ არა 1994-1998 წლებ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე 5-წლი­ა­ნი სას­წავ­ლო კურ­სი, ვი­ნა­ი­დან ცენ­ტრი არ ფლობს ამ სა­კი­თხზე დო­კუ­მენ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არც გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა­შია და­ცუ­ლი. სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლა­ში ერ­თა­დერ­თი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც იძებ­ნე­ბა, რექ­ტო­რის მიერ 1997 წლის 2 სექ­ტემ­ბერს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის 1997-1998 სას­წავ­ლო წლის გეგ­მაა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა მხო­ლოდ 4 წელს შე­ად­გენ­და.

დას­ტურ­დე­ბა თუ არა, რომ შალ­ვა თა­დუ­მა­ძის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა უთა­ნაბრდე­ბა მა­გის­ტრის ხა­რისხს? - არ დას­ტურ­დე­ბა.

ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ცენ­ტრმა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის 1998 წლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს კვა­ლი­ფი­კა­ცია მა­გის­ტრის ხა­რისხს გა­უ­თა­ნაბ­რა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად სას­წავ­ლე­ბე­ლი 1994 წელს და­ფუძნ­და. თუმ­ცა, და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის ძი­ე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ ასე­თი 3 შემ­თხვე­ვა არ­სე­ბობს და სა­მი­ვე შემ­თხვე­ვა­ში სტუ­დენ­ტებ­მა სწავ­ლა 1993 წელს სხვა სას­წავ­ლებ­ლებ­ში და­ი­წყეს, შემ­დეგ თა­დუ­მა­ძის სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­და­ვიდ­ნენ და მას­თან ერ­თად, 1998 წელს და­ამ­თავ­რეს, მაგ­რამ თა­დუ­მა­ძის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათი სწავ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბამ მთლი­ა­ნო­ბა­ში 5 წელი შე­ად­გი­ნა. დიპ­ლო­მის ნამ­დვი­ლო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა გუ­ლის­ხმობს სწავ­ლე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გა­მოკ­ვლე­ვას, ამ­დე­ნად, თა­დუ­მა­ძის დიპ­ლო­მის ნამ­დვი­ლო­ბა სხვა მა­გა­ლი­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ისე­დაც ვერ და­დას­ტურ­დე­ბა.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი არ არის შალ­ვა თა­დუ­მა­ძის დიპ­ლო­მის მა­გის­ტრთან გა­თა­ნაბ­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი. კერ­ძოდ, იუ­რი­დი­ულ­მა კო­მი­ტეტ­მა ცენ­ტრს ჰკი­თხა, უთა­ნაბრდე­ბა თუ არა თა­დუ­მა­ძის დიპ­ლო­მი არა­ნაკ­ლებ მა­გის­ტრის დიპ­ლომს. ცენ­ტრის პა­სუხ­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს არც აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვით მი­უ­მარ­თავს მათ­თვის და შე­სა­ბა­მი­სად, ცენ­ტრს ამის შე­სა­ხებ არც უმსჯე­ლია. ამის შე­სა­ხებ არც უმსჯე­ლია.

დას­ტურ­დე­ბა თუ არა, რომ შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს სას­წავ­ლებ­ლის ექ­სტერ­ნა­ტის წე­სით დამ­თავ­რე­ბა შე­ეძ­ლო? - არ დას­ტურ­დე­ბა.

წე­რილ­ში მოყ­ვა­ნი­ლია „გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის (01.08.1997) მუხ­ლე­ბი, რო­მელ­თა თა­ნახ­მად, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და ექ­სტერ­ნა­ტის ფორ­მით. თუმ­ცა, ამ პა­სუხ­ში არ არის და­ზუს­ტე­ბუ­ლი, რომ იმა­ვე კა­ნო­ნის 57-ე მუხ­ლის „ზ“ და „თ“ პუნ­ქტე­ბის მი­ხედ­ვით, კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბი­დან ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი­ყო ექ­სტერ­ნა­ტის ფორ­მით სწავ­ლე­ბის დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც, წე­სით, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს უნდა მი­ე­ღო. თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­მო­წე­რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ვარ­კვი­ეთ, რომ მსგავ­სი დო­კუ­მენ­ტი არც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და არც ცენ­ტრს არ მო­ე­პო­ვე­ბათ და სა­ვა­რა­უ­დოდ, არც ყო­ფი­ლა მი­ღე­ბუ­ლი.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ვუ­წო­დებთ შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს, ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­მარ­თოს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ეროვ­ნულ ცენ­ტრს, მისი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დიპ­ლო­მის ნამ­დვი­ლო­ბის პრო­ცე­დუ­რის დად­გე­ნის მო­თხოვ­ნით და ასე­ვე, იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მა­გის­ტრის ხა­რისხს უთა­ნაბრდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღეს იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტებს კენ­ჭი უყა­რა. დე­პუ­ტა­ტებ­მა წარ­მოდ­გე­ნი­ლი 20 კან­დი­და­ტი­დან მხა­რი 14 მათ­განს და­უ­ჭი­რეს, მათ შო­რის არი­ან გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი შალ­ვა თა­დუ­მა­ძე და მისი მო­ად­გი­ლე მა­მუ­კა ვა­სა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანზორი
2

ასეთი "განსწავლული" მთავარი პროკურორი რომ გვყავს და ასეთი პიროვნებებით რომ კომპლექტდება უზენაესი სასამართლო, მიტომაცაა ჩვენს ქვეყანაში დაცული ადამიანის უფლებები!

?
7

და რაში სჭირდება რო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

"მოქმედი გენერალური პროკურორის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება" - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ასევე არ დასტურდება, რომ შალვა თადუმაძის მიერ მიღებული განათლება მაგისტრის ხარისხს უთანაბრდებოდეს.

"მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, პარლამენტში გასაუბრებისას, მის იურიდიულ დიპლომთან დაკავშირებულ შეუსაბამობებზე განმარტებები გააკეთა. მოგვიანებით კი, საკანონმდებლო ორგანოში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან წერილიც წარადგინა.

აღნიშნული ინფორმაციის, საარქივო მასალებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არ დასტურდება მოქმედი გენერალური პროკურორის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის აუცილებელი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი კვალიფიკაციის ქონა. კერძოდ, მოსამართლეს უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

თადუმაძის დიპლომი

დასტურდება თუ არა შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტისათვის გაგზავნილი წერილით? - არ დასტურდება, რადგან განათლების ხარიხის განვითარების ეროვნული ცენტრის პასუხში პირდაპირ იკითხება, რომ შალვა თადუმაძეს მისთვის დიპლომის ნამდვილობის შესწავლის თხოვნით არ მიუმართავს და შესაბამისად, ცენტრს ამ საკითხზე არ უმსჯელია.

დასტურდება თუ არა, რომ შალვა თადუმაძემ 5-წლიანი სასწავლო კურსი გაიარა? - არ დასტურდება.

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არსებობდა თუ არა 1994-1998 წლებში ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე 5-წლიანი სასწავლო კურსი, ვინაიდან ცენტრი არ ფლობს ამ საკითხზე დოკუმენტურ ინფორმაციას. ამის შესახებ ინფორმაცია არც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაშია დაცული. საარქივო მასალაში ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც იძებნება, რექტორის მიერ 1997 წლის 2 სექტემბერს დამტკიცებული იურიდიული ფაკულტეტის 1997-1998 სასწავლო წლის გეგმაა, რომლის მიხედვითაც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის ხანგრძლივობა მხოლოდ 4 წელს შეადგენდა.

დასტურდება თუ არა, რომ შალვა თადუმაძის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება მაგისტრის ხარისხს? - არ დასტურდება.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც ცენტრმა ჰუმანიტარული ინსტიტუტის 1998 წლის კურსდამთავრებულებს კვალიფიკაცია მაგისტრის ხარისხს გაუთანაბრა, მიუხედავად იმისა, რომ თავად სასწავლებელი 1994 წელს დაფუძნდა. თუმცა, დამატებითი ინფორმაციის ძიებისას აღმოჩნდა, რომ ასეთი 3 შემთხვევა არსებობს და სამივე შემთხვევაში სტუდენტებმა სწავლა 1993 წელს სხვა სასწავლებლებში დაიწყეს, შემდეგ თადუმაძის სასწავლებელში გადავიდნენ და მასთან ერთად, 1998 წელს დაამთავრეს, მაგრამ თადუმაძისგან განსხვავებით, მათი სწავლის ხანგრძლივობამ მთლიანობაში 5 წელი შეადგინა. დიპლომის ნამდვილობის დადასტურება გულისხმობს სწავლებისა და კვალიფიკაციის მინიჭების საკითხის ინდივიდუალურ გამოკვლევას, ამდენად, თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა სხვა მაგალითების საფუძველზე ისედაც ვერ დადასტურდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტში წარდგენილი არ არის შალვა თადუმაძის დიპლომის მაგისტრთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, იურიდიულმა კომიტეტმა ცენტრს ჰკითხა, უთანაბრდება თუ არა თადუმაძის დიპლომი არანაკლებ მაგისტრის დიპლომს. ცენტრის პასუხში ხაზგასმულია, რომ შალვა თადუმაძეს არც აღნიშნული კითხვით მიუმართავს მათთვის და შესაბამისად, ცენტრს ამის შესახებ არც უმსჯელია. ამის შესახებ არც უმსჯელია.

დასტურდება თუ არა, რომ შალვა თადუმაძეს სასწავლებლის ექსტერნატის წესით დამთავრება შეეძლო? - არ დასტურდება.

წერილში მოყვანილია „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (01.08.1997) მუხლები, რომელთა თანახმად, განათლების მიღება შეიძლებოდა ექსტერნატის ფორმით. თუმცა, ამ პასუხში არ არის დაზუსტებული, რომ იმავე კანონის 57-ე მუხლის „ზ“ და „თ“ პუნქტების მიხედვით, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დამტკიცებულიყო ექსტერნატის ფორმით სწავლების დებულება, რომელიც, წესით, განათლების სამინისტროს უნდა მიეღო. თუმცა, ოფიციალური მიმოწერის საფუძველზე გავარკვიეთ, რომ მსგავსი დოკუმენტი არც განათლების სამინისტროსა და არც ცენტრს არ მოეპოვებათ და სავარაუდოდ, არც ყოფილა მიღებული.

ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ შალვა თადუმაძეს, ოფიციალურად მიმართოს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, მისი უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის პროცედურის დადგენის მოთხოვნით და ასევე, იმის დასადასტურებლად, რომ მის მიერ მიღებული განათლება მაგისტრის ხარისხს უთანაბრდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.

LIVE: "360 გრადუსი" - თამარ ჩუგოშვილი, რამაზ საყვარელიძე, ირაკლი მეზურნიშვილი

"აბდა-უბდა გადასკუპტა, აქეთ ტაში, იქით - ტაში... ასე გვიყვარს ჩვენ თამაში, ეს არის თქვენი ლეიტმოტივი" - ქანთარია ოპოზიციას

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე