საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუცა კონკურენტად აღმიქვამს და ჩემი წასვლა უნდოდა…" - რა გეგმები აქვს მარტა ბარამიძეს "მასტერშეფის" შემდეგ
"ნუცა კონკურენტად აღმიქვამს და ჩემი წასვლა უნდოდა…" - რა გეგმები აქვს მარტა ბარამიძეს "მასტერშეფის" შემდეგ

ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუს "მას­ტერ­შე­ფის" ყო­ვე­ლი გა­და­ცე­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით არის სავ­სე. მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნა­ხევ­რდა, მაგ­რამ დღემ­დე გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რი არ ჩანს, ყო­ველ გა­და­ცე­მას თა­ვი­სი გმი­რი ჰყავს. წინა გა­და­ცე­მის გმი­რი მარ­ტა ბა­რა­მი­ძე აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც ურ­თუ­ლე­სი და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლა და ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი კუ­პა­ტი მო­ამ­ზა­და.

რა­ტომ და­ა­ვა­ლა ნუ­ცამ კუ­პა­ტის მომ­ზა­დე­ბა მას, რა ხდე­ბა კუ­ლი­სებს მიღ­მა, რა­ტომ გა­უ­ზი­ა­რა იმუ­ნი­ტე­ტი დი­მუს და რა გეგ­მე­ბი აქვს მო­მა­ვალ­ში - ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მარ­ტა ბა­რა­მი­ძე AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

- ბოლო გა­და­ცე­მა­ში ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი კუ­პა­ტის მომ­ზა­დე­ბა და­გე­ვა­ლა. რო­გორ ფიქ­რობ, რა­ტომ მოგ­ცა ნუ­ცამ კუ­პა­ტი მა­ინ­ცდა­მა­ინც შენ?

- ფაქ­ტია, რომ ნუცა კონ­კუ­რენ­ტად აღ­მიქ­ვამს და ჩემი წას­ვლა უნ­დო­და. რად­გან ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და­ვა­ლე­ბა მე მომ­ცა, ფიქ­რობ­და, რომ ამას თავს ვერ გა­ვარ­თმევ­დი. მარ­თლა ურ­თუ­ლე­სი და­ვა­ლე­ბა იყო ჩემ­თვის. მით უმე­ტეს, რომ კუ­პა­ტი ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად მო­ვამ­ზა­დე. არც კი ვჭამ. წლე­ბის წინ მქონ­და ნა­ჭა­მი და იმით გა­ვიხ­სე­ნე, რო­გო­რი გე­მო­სი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

- შოუ ძა­ლი­ან და­ძა­ბულ ეტაპ­ზეა. რო­გორ უმკლავ­დე­ბი სტრესს?

- გა­და­ღე­ბის დროს მარ­თლა ძა­ლი­ან დიდი და­ძა­ბუ­ლო­ბაა. ყვე­ლა ნერ­ვი­უ­ლობს და სტრეს­შია. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია, ჩემი თა­ვის გამ­ხნე­ვე­ბაა: მიდი მარ­ტა, კერძზე იყა­ვი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, შენ ეს გა­მო­გი­ვა! ამა­ზე მე­ტად არა­ფე­რი არ მეხ­მა­რე­ბა იმ მო­მენ­ტში.

- შენი მთა­ვა­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვინ არის?

- აღ­მოჩ­ნდა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი. ყო­ველ­დღე ისეთ სით­ბო­სა და სი­ხა­რულს ვგრძნობ, იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მწერს, რომ შოკ­ში ვარ-ხოლ­მე. ქუ­ჩა­ში მე­ხუ­ტე­ბი­ან და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. ხან­და­ხან თუ და­ჟი­ნე­ბულ მზე­რას ვგრძნობ, მაგ­რამ ვხვდე­ბი, რომ ის ადა­მი­ა­ნი მოს­ვლას ვერ ბე­დავს და ერი­დე­ბა, მე მივ­დი­ვარ, ვე­ხუ­ტე­ბი. არა­ფე­რი არ არის მო­სა­რი­დე­ბე­ლი. მწე­რენ კი­დეც, საკ­მა­ოდ ხში­რად ვსა­უბ­რობთ. ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის მხარ­და­ჭე­რა თან ძა­ლი­ან მა­ხა­რებს და დიდ სტი­მულს მაძ­ლევს, მაგ­რამ თან ცოტა არ იყოს, მა­ნერ­ვი­უ­ლებს - არ მინ­და მათ იმე­დე­ბი გა­ვუც­რუო.

- შენი კონ­კუ­რენ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ არ ელოდ­ნენ, ასე­თი ძლი­ე­რი კუ­ლი­ნა­რი თუ იყა­ვი. შენი აზ­რით, რა­ტომ?

- შოუს და­სა­წყის­ში ჩემი ნერ­ვი­უ­ლო­ბის დონე მდუ­ღა­რე წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რას ჰგავ­და. მერე გა­რე­მოს შე­ვე­გუე, დავ­მშვიდ­დი და ჩემი თა­ვის გა­მოვ­ლე­ნა და­ვი­წყე. ამის შემ­დეგ სი­თა­მა­მეც მო­მე­მა­ტა და ალ­ბათ, ამი­ტო­მაც გა­ი­ზარ­და ჩემი კერ­ძე­ბის ხა­რის­ხი.

- შენ თა­ვად ვის აღიქ­ვამ მთა­ვარ კონ­კუ­რენ­ტად?

- არის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე, რომ­ლებ­საც ჩემ­ზე გა­ცი­ლე­ბით დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ და მათ­თან შე­ჯიბ­რე­ბა უფრო რთუ­ლია. მა­გა­ლი­თად, ნუცა საფ­რან­გეთ­ში მუ­შა­ობ­და, გაგა შეფმ­ზა­რე­უ­ლია და თა­ვი­ანთ ტექ­ნი­კებს იყე­ნე­ბენ. თუმ­ცა "მას­ტერ­შეფ­ში" ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის ვა­რა­უ­დი, რო­მელ გა­და­ცე­მა­ში ვინ იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო და ვინ აღ­მოჩ­ნდე­ბა სუს­ტი.

- შენი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა რა არის?

- კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა, რაც მუდ­მი­დავ სი­ახ­ლე­ე­ბის ძებ­ნა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

- ერთხელ იმუ­ნი­ტე­ტი მო­ი­პო­ვე. რო­გო­რი შეგ­რძნე­ბაა, როცა იცი, რომ იმ დღეს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად რჩე­ბი შო­უ­ში?

- ერთი მხრივ, მშვი­დად ხარ, რომ იცი, არ ვარ­დე­ბი, მაგ­რამ იმ­დე­ნად მიყ­ვარს მზა­დე­ბა, რომ ის პე­რი­ო­დი, როცა სხვე­ბი კერ­ძებ­ზე მუ­შა­ო­ბენ და მე "ვის­ვე­ნებ", ძა­ლი­ან არ მსი­ა­მოვ­ნებს. უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, იმუ­ნი­ტე­ტის დრო­საც ვამ­ზა­დებ­დეთ.

- რა­ტომ გა­უ­ზი­ა­რე იმუ­ნი­ტე­ტი დი­მუს და არა რო­მე­ლი­მე სხვა მო­ნა­წი­ლეს?

- ჩემ­თვის ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია დიმუ და ვფიქ­რობ, იმ­სა­ხუ­რებ­და იმუ­ნი­ტეტს. იყო რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, ვის­ზეც მი­ფიქ­რია, რომ მი­მე­ცა იმუ­ნი­ტე­ტი, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, რომ ამით თა­ვის გა­მო­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვარ­თმევ­დი მათ; შანსს, რომ და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნათ, ისი­ნი სუს­ტე­ბი არ არი­ან და კარ­გად მომ­ზა­დე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

- არის კუ­ლი­ნა­რია ის სფე­რო, რო­მელ­შიც მარ­ტა ბა­რა­მი­ძე დარ­ჩე­ბა?

- აუ­ცი­ლებ­ლად, მა­გა­ზე კი­თხვის ნი­შა­ნიც კი არ მაქვს! ეს არის საქ­მე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს და მო­მავ­ლის­თვის დიდი გეგ­მე­ბი მაქვს. მინ­და ერთ ძა­ლი­ან კარგ საქ­მეს მოვ­კი­დო ხელი და ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო ქარ­თუ­ლი street food-ის შექ­მნა­ში. ტუ­რის­ტი რომ ჩა­მო­დის ქვე­ყა­ნა­ში და უნდა ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­ეც­ნოს, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ქუ­ჩის საკ­ვებს აგე­მოვ­ნებს. არა­და, ზეთ­ში შემ­წვა­რი ღვე­ზე­ლე­ბი და ხა­ჭა­პუ­რე­ბი არ არის ის, რაც ჩვენ კარ­გად წარ­მოგ­ვა­ჩენს.

რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლა ქარ­თუ­ლი კერ­ძი შე­იძ­ლე­ბა ისე გა­და­კეთ­დეს, რომ ადა­მი­ან­მა ქუ­ჩა­ში მი­ირ­თვას, წვნი­ა­ნე­ბიც კი - ლო­ბიო, სა­ცი­ვი... ძა­ლი­ან ბევ­რი იდეა მაქვს და მინ­და, გა­ვა­კე­თო ისე­თი სივ­რცე, სა­დაც ამ ყვე­ლაფ­რის მომ­ზა­დე­ბა და ხალ­ხის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბა შე­მეძ­ლე­ბა. ამის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი რე­სურ­სია სა­ჭი­რო, პირ­ველ რიგ­ში, ფი­ნან­სუ­რი და რო­გორც კი შევ­ძლებ, ჩემს იდე­ას აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ.

ავ­ტო­რი: მა­რი­ამ ტუ­რ­ძი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vato
0

ყოჩაღი გოგო! შემოგევლე!

*****
0

ძალიან კარგი გოგონაა, ვგულშემატკივრობ, მინდა რომ გაიმარჯვოს, ნუცა კი მაღიზიანებს თავისი ქედმაღლობით, თავი ყველაზე კარგი ჰგონია, ეს კი ძალიან კარგია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ნუცა კონკურენტად აღმიქვამს და ჩემი წასვლა უნდოდა…" - რა გეგმები აქვს მარტა ბარამიძეს "მასტერშეფის" შემდეგ

"ნუცა კონკურენტად აღმიქვამს და ჩემი წასვლა უნდოდა…" - რა გეგმები აქვს მარტა ბარამიძეს "მასტერშეფის" შემდეგ

ქვეყნის ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუს "მასტერშეფის" ყოველი გადაცემა მოულოდნელობებით არის სავსე. მონაწილეთა რაოდენობა განახევრდა, მაგრამ დღემდე გამოკვეთილი ლიდერი არ ჩანს, ყოველ გადაცემას თავისი გმირი ჰყავს. წინა გადაცემის გმირი მარტა ბარამიძე აღმოჩნდა, რომელმაც ურთულესი დავალება შეასრულა და ვეგეტარიანული კუპატი მოამზადა.

რატომ დაავალა ნუცამ კუპატის მომზადება მას, რა ხდება კულისებს მიღმა, რატომ გაუზიარა იმუნიტეტი დიმუს და რა გეგმები აქვს მომავალში - ამასთან დაკავშირებით მარტა ბარამიძე AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- ბოლო გადაცემაში ვეგეტარიანული კუპატის მომზადება დაგევალა. როგორ ფიქრობ, რატომ მოგცა ნუცამ კუპატი მაინცდამაინც შენ?

- ფაქტია, რომ ნუცა კონკურენტად აღმიქვამს და ჩემი წასვლა უნდოდა. რადგან ყველაზე რთული დავალება მე მომცა, ფიქრობდა, რომ ამას თავს ვერ გავართმევდი. მართლა ურთულესი დავალება იყო ჩემთვის. მით უმეტეს, რომ კუპატი ცხოვრებაში პირველად მოვამზადე. არც კი ვჭამ. წლების წინ მქონდა ნაჭამი და იმით გავიხსენე, როგორი გემოსი უნდა ყოფილიყო.

- შოუ ძალიან დაძაბულ ეტაპზეა. როგორ უმკლავდები სტრესს?

- გადაღების დროს მართლა ძალიან დიდი დაძაბულობაა. ყველა ნერვიულობს და სტრესშია. ერთადერთი, რაც შემიძლია, ჩემი თავის გამხნევებაა: მიდი მარტა, კერძზე იყავი ორიენტირებული, შენ ეს გამოგივა! ამაზე მეტად არაფერი არ მეხმარება იმ მომენტში.

- შენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?

- აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი. ყოველდღე ისეთ სითბოსა და სიხარულს ვგრძნობ, იმდენი ადამიანი მწერს, რომ შოკში ვარ-ხოლმე. ქუჩაში მეხუტებიან და მეუბნებიან, რომ მგულშემატკივრობენ. ხანდახან თუ დაჟინებულ მზერას ვგრძნობ, მაგრამ ვხვდები, რომ ის ადამიანი მოსვლას ვერ ბედავს და ერიდება, მე მივდივარ, ვეხუტები. არაფერი არ არის მოსარიდებელი. მწერენ კიდეც, საკმაოდ ხშირად ვსაუბრობთ. ამდენი ადამიანის მხარდაჭერა თან ძალიან მახარებს და დიდ სტიმულს მაძლევს, მაგრამ თან ცოტა არ იყოს, მანერვიულებს - არ მინდა მათ იმედები გავუცრუო.

- შენი კონკურენტები აღნიშნავენ, რომ არ ელოდნენ, ასეთი ძლიერი კულინარი თუ იყავი. შენი აზრით, რატომ?

- შოუს დასაწყისში ჩემი ნერვიულობის დონე მდუღარე წყლის ტემპერატურას ჰგავდა. მერე გარემოს შევეგუე, დავმშვიდდი და ჩემი თავის გამოვლენა დავიწყე. ამის შემდეგ სითამამეც მომემატა და ალბათ, ამიტომაც გაიზარდა ჩემი კერძების ხარისხი.

- შენ თავად ვის აღიქვამ მთავარ კონკურენტად?

- არის რამდენიმე მონაწილე, რომლებსაც ჩემზე გაცილებით დიდი გამოცდილება აქვთ და მათთან შეჯიბრება უფრო რთულია. მაგალითად, ნუცა საფრანგეთში მუშაობდა, გაგა შეფმზარეულია და თავიანთ ტექნიკებს იყენებენ. თუმცა "მასტერშეფში" ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეუძლებელია იმის ვარაუდი, რომელ გადაცემაში ვინ იქნება საუკეთესო და ვინ აღმოჩნდება სუსტი.

- შენი მთავარი უპირატესობა რა არის?

- კრეატიულობა, რაც მუდმიდავ სიახლეების ძებნაში გამოიხატება.

- ერთხელ იმუნიტეტი მოიპოვე. როგორი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ იმ დღეს გარანტირებულად რჩები შოუში?

- ერთი მხრივ, მშვიდად ხარ, რომ იცი, არ ვარდები, მაგრამ იმდენად მიყვარს მზადება, რომ ის პერიოდი, როცა სხვები კერძებზე მუშაობენ და მე "ვისვენებ", ძალიან არ მსიამოვნებს. უკეთესი იქნებოდა, იმუნიტეტის დროსაც ვამზადებდეთ.

- რატომ გაუზიარე იმუნიტეტი დიმუს და არა რომელიმე სხვა მონაწილეს?

- ჩემთვის ძალიან კარგი ადამიანია დიმუ და ვფიქრობ, იმსახურებდა იმუნიტეტს. იყო რამდენიმე ადამიანი, ვისზეც მიფიქრია, რომ მიმეცა იმუნიტეტი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამით თავის გამოჩენის შესაძლებლობას ვართმევდი მათ; შანსს, რომ დაემტკიცებინათ, ისინი სუსტები არ არიან და კარგად მომზადება შეუძლიათ.

- არის კულინარია ის სფერო, რომელშიც მარტა ბარამიძე დარჩება?

- აუცილებლად, მაგაზე კითხვის ნიშანიც კი არ მაქვს! ეს არის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და მომავლისთვის დიდი გეგმები მაქვს. მინდა ერთ ძალიან კარგ საქმეს მოვკიდო ხელი და ჩემი წვლილი შევიტანო ქართული street food-ის შექმნაში. ტურისტი რომ ჩამოდის ქვეყანაში და უნდა ქართულ სამზარეულოს გაეცნოს, პირველ რიგში, სწორედ ქუჩის საკვებს აგემოვნებს. არადა, ზეთში შემწვარი ღვეზელები და ხაჭაპურები არ არის ის, რაც ჩვენ კარგად წარმოგვაჩენს.

რეალურად, ყველა ქართული კერძი შეიძლება ისე გადაკეთდეს, რომ ადამიანმა ქუჩაში მიირთვას, წვნიანებიც კი - ლობიო, საცივი... ძალიან ბევრი იდეა მაქვს და მინდა, გავაკეთო ისეთი სივრცე, სადაც ამ ყველაფრის მომზადება და ხალხისთვის შეთავაზება შემეძლება. ამისთვის ძალიან ბევრი რესურსია საჭირო, პირველ რიგში, ფინანსური და როგორც კი შევძლებ, ჩემს იდეას აუცილებლად განვახორციელებ.

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

მაშველებმა ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს - როგორია დაშავებულის მდგომარეობა

"როდესაც მოზარდი სიკვდილს ებრძვის, მიმძიმს ამაზე საუბარი" - რას წერს "მწვანე სკოლის" დირექტორი 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე

ბიძინა ივანიშვილი და ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე შვილიშვილთან ერთად - ფოტო ბერას "ინსტაგრამიდან"