მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ხდება ადამიანი ნარკოტიკზე დამოკიდებული და ვინ სთავაზობს მათ ისრაელში მკურნალობას
როგორ ხდება ადამიანი ნარკოტიკზე დამოკიდებული და ვინ სთავაზობს მათ ისრაელში მკურნალობას

ნივ­თი­ე­რე­ბა­სა თუ ქცე­ვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჯერ კი­დევ 1953 წელს აღი­ა­რა მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბად და მას შემ­დეგ მისი მკურ­ნა­ლო­ბის არა­ერ­თი მე­თო­დი შე­იქ­მნა. 1953 წლამ­დე კი ზიგმუნდ ფრო­ი­დი და კარლ იუნ­გი უკვე ცდი­ლობ­დნენ და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გან­კურ­ნე­ბას, თუმ­ცა ეს მცდე­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბით ვერ დას­რულ­და.

სა­ბო­ლო­ოდ, მსოფ­ლიო მი­ვი­და მო­საზ­რე­ბამ­დე, რომ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი უნდა იყოს ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ თა­ვა­დაც და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი სრუ­ლად აქვს სა­კუ­თარ თავ­ზე გა­და­ტა­ნი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ინო­ვა­ტო­რი სა­კონ­სულ­ტა­ციო-სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრი „გა­მო­სა­ვა­ლია“. ცენ­ტრში მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცუ­რი ფსი­ქო­ლო­გე­ბი და ფსი­ქი­ატ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ კლი­ენ­ტებ­თან, კონ­სულ­ტანტ-ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი კი სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი გა­და­ლა­ხეს, შემ­დეგ კი ის­რა­ე­ლის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრ „ფე­ნიქსში“ გა­ი­ა­რეს ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სი და „გა­მო­სა­ვალ­ში“ და­საქმდნენ.

რა პრობ­ლე­მაა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და რო­გო­რია მისი მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მო­დე­ლი - ამ სა­კი­თხებ­ზე „გა­მო­სა­ვა­ლის“ კონ­სულ­ტანტ-ინ­სტრუქ­ტო­რი გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ თა­ვა­დაც და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სიც სა­კუ­თარ თავ­ზე აქვს გა­მოც­დი­ლი.

- რა სა­ხის და­ა­ვა­დე­ბაა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- ჩვენ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გან­ვი­ხი­ლავთ რო­გორც და­ა­ვა­დე­ბას და არა რო­გორც ცუდ ჩვე­ვას ან დრო­ე­ბით აკ­ვი­ა­ტე­ბას.

ეს არის პირ­ვე­ლა­დი და­ა­ვა­დე­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ ის ჩნდე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ადა­მი­ა­ნი ნარ­კო­ტიკ­ზე ან ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­დე­ბა. მას უკვე ჰქონ­და ხა­სი­ა­თის პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც და­ერ­ქვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რად­გან ამ პრობ­ლე­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ხდე­ბი­ან გარ­კვე­ულ ნივ­თი­ე­რე­ბა­ზე ან ქცე­ვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი და მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი.

და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს გა­რე­მო და გე­ნე­ტი­კა. 75% აქვს გა­რე­მოს, რო­მე­ლიც ხა­სი­ა­თი­სა და არა­ჯან­სა­ღი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზია და მხო­ლოდ 25% აქვს გე­ნე­ტი­კას. გა­დამ­წყვე­ტი ეტა­პი ადა­მი­ა­ნის აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში არის მისი ბავ­შვო­ბა. 7-8 წლამ­დე პე­რი­ო­დი გან­სა­კუთ­რე­ბულ გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თის ფორ­მი­რე­ბა­ზე.

და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არის ბიო-ფსი­ქო-სო­ციო-სუ­ლი­ე­რი პრობ­ლე­მა. მო­ი­ცავს ოთხი­ვე სფე­როს და მკურ­ნა­ლო­ბაც აუ­ცი­ლებ­ლად კომ­პლექ­სუ­რი უნდა იყოს. ამავდრო­უ­ლად, ეს არის ქრო­ნი­კუ­ლი და პროგ­რე­სი­რე­ბა­დი პრობ­ლე­მა. ეს ნიშ­ნავს, რომ პრობ­ლე­მა მუდ­მი­ვად მწვავ­დე­ბა და ჩნდე­ბა ტო­ლე­რან­ტო­ბა. შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ადა­მი­ან­მა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა არ მო­იხ­მა­როს, მაგ­რამ მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე ის ვერ მო­ი­შო­რებს და­ძა­ბუ­ლო­ბას და სხვა სიმპტო­მებს. შე­სა­ბა­მი­სად, დიდი ალ­ბა­თო­ბით კვლავ და­ი­წყებს მოხ­მა­რე­ბას.

კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ანს არა­ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის რით­მი და მა­ნე­რა აქვს, ვერ არის პრო­დუქ­ტი­უ­ლი, არ აქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა.

- რო­გორ ხდე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა?

- არა­ჯან­სა­ღი ხა­სი­ა­თის და მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში ხდე­ბა. შე­დე­გად ადა­მი­ანს აქვს ორი არ­ჩე­ვა­ნი. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში ის გა­სინ­ჯავს ნარ­კო­ტიკს, რო­მე­ლიც შვე­ბას მის­ცემს, ში­ნა­გან პრობ­ლე­მებს და­ა­ვი­წყებს, უსაფრ­თხო­ე­ბის ყალბ შეგ­რძნე­ბას ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბებს და პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის ილუ­ზი­ას შე­უქ­მნის.

შე­დე­გად ის უფრო და უფრო ხში­რად მო­იხ­მარს ნარ­კო­ტიკს და უყა­ლიბ­დე­ბა ტო­ლე­რან­ტო­ბა. მე­ო­რე ვა­რი­ან­ტში ის ვერ სინ­ჯავს ან გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზის გამო გან­რი­დე­ბის ეფექ­ტი აქვს ნარ­კო­ტი­კის მი­მართ, მაგ­რამ და­ა­ვა­დე­ბა ში­ნა­გა­ნად მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე აწა­მებს. ეს არის მშრა­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ის არ მო­იხ­მარს ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბას, მაგ­რამ ყვე­ლა ის თვი­სე­ბა და ხა­სი­ა­თის დე­ფექ­ტი აქვს, რომ­ლის გა­მოც სო­ცი­უმს ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ მოს­წონს. ის აგ­რე­სი­უ­ლი და კონ­ფლიქ­ტუ­რია, მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს.

მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არის ში­ნა­გა­ნი და­ა­ვა­დე­ბა და არა მხო­ლოდ მოხ­მა­რე­ბით გა­მო­ხა­ტუ­ლი პრობ­ლე­მა.

ნარ­კო­ტი­კი არის მხო­ლოდ და­ა­ვა­დე­ბის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მა. რო­გორც თა­ვის ტკი­ვი­ლის დროს ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბელს ვსვამთ, ისე ამ პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბის დროს იღებს ადა­მი­ა­ნი ნარ­კო­ტიკს ან ალ­კოჰოლს. თუმ­ცა, მი­ღე­ბამ­დე მას პრობ­ლე­მა აქვს ნე­ი­როტ­რან­სმი­ტე­რებ­ში.

ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა - დო­ფა­მი­ნი, სე­რა­ტო­ნი­ნი, ენ­დორ­ფი­ნი, ნო­რად­რე­ნა­ლი, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არი­ან ემო­ცი­ებ­ზე, გან­წყო­ბა­ზე, ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბა­ზე, მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე, სტი­მულ­ზე, ორ­გა­ნიზ­მში დის­ბა­ლანსს გა­ნიც­დი­ან. ამი­ტომ, ნე­ი­როს­ტი­მუ­ლა­ტო­რი თა­ვი­დან მარ­თლაც მე­დი­კა­მენ­ტის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს და სწო­რედ ეს იწ­ვევს ტო­ლე­რან­ტო­ბას.

სწო­რედ ამი­ტომ, ადა­მი­ა­ნი მო­იხ­მარს თუ არ მო­იხ­მარს ნარ­კო­ტიკს, სრუ­ლად დესტრუქ­ცი­უ­ლი ქცე­ვი­თი მო­დე­ლი უყა­ლიბ­დე­ბა თუ არ შეც­ვლის სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მოს, არ იმუ­შა­ვებს ში­ნა­გან სამ­ყა­რო­სა და ფსი­ქი­კა­ზე, არ გა­და­ა­მუ­შა­ვებს გა­მო­უ­ხა­ტავ ემო­ცი­ებს...

- მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე გან­კურ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია? რა ეტაპ­ზე უნდა მოხ­დეს ჩა­რე­ვა?

- თუ ადა­მი­ა­ნი გულ­წრფე­ლი იქ­ნე­ბა სა­კუ­თარ თავ­თან, ის მიხ­ვდე­ბა რომ ნივ­თი­ე­რე­ბის ან ქცე­ვის მი­მართ ტო­ლე­რან­ტუ­ლია და მისი მოხ­მა­რე­ბა კონ­ტროლს აღარ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. თუმ­ცა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ის აგ­რძე­ლებს მი­ღე­ბას მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აც­ნო­ბი­ე­რებს რამ­ხე­ლა ზი­ა­ნი მი­ი­ღო. ამ დროს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რი­ათ ოჯა­ხის წევ­რებს, რომ­ლე­ბიც არ უნდა მო­ტყუვ­დნენ და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ცრუ და­პი­რე­ბე­ბით და უნდა იმოქ­მე­დონ, რომ ჩა­რე­ვა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მოხ­დეს.

და­მო­უ­კი­დებ­ლად ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი თა­ვის დახ­მა­რე­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა არც ერთ ეტაპ­ზე არ შე­უძ­ლია. შე­იძ­ლე­ბა მან გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი თავი და­ა­ნე­ბოს მოხ­მა­რე­ბას, მაგ­რამ თუ არ შეც­ვა­ლა მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, მუდ­მივ სტრეს­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბა­ში იცხოვ­რებს.

გვყავს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი, რომ­ლებ­საც რამ­დე­ნი­მე თვე არ მო­უხ­მა­რი­ათ ნარ­კო­ტი­კი, მაგ­რამ მიხ­ვდნენ, რომ ეს არ არის საკ­მა­რი­სი, სა­ჭი­როა უფრო ღრმა მუ­შა­ო­ბა და სპე­ცი­ა­ლის­ტის ჩარ­თუ­ლო­ბა.

- მკურ­ნა­ლო­ბის რა მე­თო­დებს სთა­ვა­ზობთ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს?

- მკურ­ნა­ლო­ბა ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო­სი. ხდე­ბა მისი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის, აზ­როვ­ნე­ბის, სუ­ლი­ე­რე­ბის, თვი­სე­ბე­ბის სრუ­ლი ფორ­მი­რე­ბა.

ამ ეტაპ­ზე პა­ცი­ენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად აპ­რო­ბი­რე­ბულ პროგ­რა­მებს, რო­გო­რი­ცაა - 12 ნა­ბი­ჯის პროგ­რა­მა, დე­ი­ტო­პი, მი­ნე­სო­ტუ­რი მო­დე­ლი. მკურ­ნა­ლო­ბა არის კომ­პლექ­სუ­რი. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია ფსი­ქი­ატ­რი, ფსი­ქო­ლო­გი, თე­რა­პევ­ტი, კონ­სულ­ტანტ–ინ­სტრუქ­ტო­რი.

გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა იმას, რომ კონ­სულ­ტანტ-ინ­სტრუქ­ტორს სა­კუ­თარ თავ­ზე ჰქონ­დეს ეს პრობ­ლე­მა გა­მოც­დი­ლი და და­მარ­ცხე­ბუ­ლი. თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა არას­დროს არის საკ­მა­რი­სი და შე­დე­გი­ა­ნი.

ამას ადას­ტუ­რებს ის ფაქ­ტიც, რომ მე-20 სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში, რო­დე­საც პირ­ვე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­და, მათ გან­კუ­რე­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ ფრო­ი­დი და იუნ­გი. ორი­ვემ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად, თუმ­ცა უშე­დე­გოდ იმუ­შა­ვა. იუნ­გმა 1 წელი იმუ­შა­ვა ამე­რი­კელ ალ­კოჰო­ლიკ­თან და ბო­ლოს თქვა, რომ ეს იყო სუ­ლი­ე­რი პრობ­ლე­მა და მას­თან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბით მუ­შა­ო­ბა უშე­დე­გო იქ­ნე­ბო­და. სწო­რედ ამის მერე მიხ­ვდნენ, რომ ეს არის ბიო–ფსი­ქო–სო­ციო–სუ­ლი­ე­რი პრობ­ლე­მა. დად­გინ­და, რომ ალ­კოჰო­ლი­კის პრობ­ლე­მა არა ალ­კოჰო­ლი, არა­მედ უალ­კოჰო­ლო­ბა იყო. სწო­რედ ამის მერე და­ი­წყო მკურ­ნა­ლო­ბის სწო­რი მე­თო­დე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

- რა ეტა­პე­ბად იყო­ფა ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა?

- პირ­ველ ეტაპ­ზე ბე­ნე­ფი­ცი­არს უტარ­დე­ბა კონ­სულ­ტა­ცია, რო­მე­ლიც ჩვენ­თან უფა­სოა. ვაკ­ვირ­დე­ბით მას და პრობ­ლე­მის ანა­ლიზს ვახ­დენთ, რომ პროგ­რა­მის სწო­რად შე­თა­ვა­ზე­ბა მოხ­დეს.

ზო­გა­დად, იდე­ა­ლუ­რი მო­დე­ლი მო­ი­ცავს: 3-6 თვი­ან სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბას, 3-6 თვი­ან ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას და თვით­დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფებს. ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში სტა­ცი­ო­ნა­რი არ არ­სე­ბობს და ჩვენ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ის­რა­ელ­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრ „ფე­ნიქსში“ ვთა­ვა­ზობთ მკურ­ნა­ლო­ბას.

2020 წელს სა­ქარ­თვე­ლო­შიც ვგეგ­მავთ სტა­ცი­ო­ნა­რის გახ­სნას. სწო­რედ იქ ხდე­ბა დე­ტოქ­სის გა­კე­თე­ბა. ვინც ის­რა­ელ­ში ვერ ახერ­ხებს წას­ვლას, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კლი­ენ­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­ში­ვე შევ­თა­ვა­ზებთ ჩვე­ნი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ექი­მი­სა და ფსი­ქი­ატ­რის მიერ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში დე­ტოქ­სის ჩა­ტა­რე­ბას.

დე­ტოქ­სი არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი იმის­თვის, რომ და­ი­წყოს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცე­სი. დე­ტოქ­სი ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ ადა­მი­ა­ნი იყოს ფხი­ზე­ლი.

შემ­დეგ ეტაპ­ზე კონ­სულ­ტანტ-ინ­სტრუქ­ტო­რი იწყებს პა­ცი­ენ­ტთან ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ მუ­შა­ო­ბას. ამ ეტაპ­ზე ჩარ­თუ­ლია ფსი­ქი­ატ­რიც, რომ არ გა­მოგ­ვე­პა­როს ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა ან სხვა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი პრობ­ლე­მა, გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი გეშ­ტალ­ტფ­სი­ქო­ლო­გე­ბიც მუ­შა­ო­ბენ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლებ­თან. თი­თო­ე­უ­ლი ამ რგო­ლის ჩარ­თუ­ლო­ბით ვი­ღებთ პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც და­მო­კი­დე­ბუ­ლის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შანსს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის.

- მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში რამ­დე­ნად არის ჩარ­თუ­ლი კლი­ენ­ტის ოჯა­ხი?

- და­მო­კი­დე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რი არის თა­ნა­და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თა­ნა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც იდენ­ტი­ფიცრ­დე­ბა რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ოჯა­ხის წევ­რებ­მაც ია­რონ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან.

ჩვე­ნი კლი­ენ­ტე­ბის­გან მო­ვი­თხოვთ, რომ ოჯა­ხის წევ­რებ­მა მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზე მა­ინც გა­ი­ა­რონ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სი. ეს პრო­ცე­სი სინ­ქრო­ნუ­ლი უნდა იყოს. ოჯა­ხის წევ­რე­ბი უნდა იყ­ვნენ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი, თუ რო­გორ მი­უდ­გნენ ამ ადა­მი­ანს გა­მო­ჯან­მრთლე­ბის პრო­ცეს­ში. ამ დროს ჰი­პერ­კონ­ტრო­ლი და ზედ­მე­ტი მზრუნ­ვე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა, ხე­ლა­ხა­ლი მოხ­მა­რე­ბის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი გახ­დეს.

მკურ­ნა­ლო­ბის დროს და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ან­ში ში­ნა­გა­ნი ბრძო­ლაა და საკ­მა­რი­სია იგ­რძნოს, რომ მისი არ სჯე­რათ და ის კვლავ მომ­ხმა­რე­ბე­ლი გახ­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი.

ლ. მ.
0

მე ვარ მოწმე იმისა, რომ სრულიად უმანკო გოგო, ბიოქიმიკოსი, მოეწყო სამუშაოდ ნარკოლოგიურ ცენტრში და განარკომანდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

როგორ ხდება ადამიანი ნარკოტიკზე დამოკიდებული და ვინ სთავაზობს მათ ისრაელში მკურნალობას

როგორ ხდება ადამიანი ნარკოტიკზე დამოკიდებული და ვინ სთავაზობს მათ ისრაელში მკურნალობას

ნივთიერებასა თუ ქცევაზე დამოკიდებულება ჯერ კიდევ 1953 წელს აღიარა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ქრონიკულ დაავადებად და მას შემდეგ მისი მკურნალობის არაერთი მეთოდი შეიქმნა. 1953 წლამდე კი ზიგმუნდ ფროიდი და კარლ იუნგი უკვე ცდილობდნენ დამოკიდებული ადამიანების განკურნებას, თუმცა ეს მცდელობა წარმატებით ვერ დასრულდა.

საბოლოოდ, მსოფლიო მივიდა მოსაზრებამდე, რომ დამოკიდებულების მკურნალობის პროცესში ჩართული უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ვინც გარკვეული პერიოდის წინ თავადაც დამოკიდებული იყო და რეაბილიტაციის პროცესი სრულად აქვს საკუთარ თავზე გადატანილი.

საქართველოში ამ მიმართულებით ინოვატორი საკონსულტაციო-სარეაბილიტაციო ცენტრი „გამოსავალია“. ცენტრში მაღალკვალიფიცური ფსიქოლოგები და ფსიქიატრები მუშაობენ კლიენტებთან, კონსულტანტ-ინსტრუქტორები კი სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც რეაბილიტაციის რთული და ხანგრძლივი პროცესი გადალახეს, შემდეგ კი ისრაელის ყველაზე წარმატებულ სარეაბილიტაციო ცენტრ „ფენიქსში“ გაიარეს ინსტრუქტორების სპეციალური კურსი და „გამოსავალში“ დასაქმდნენ.

რა პრობლემაა დამოკიდებულება და როგორია მისი მკურნალობის ყველაზე ეფექტური მოდელი - ამ საკითხებზე „გამოსავალის“ კონსულტანტ-ინსტრუქტორი გვესაუბრება, რომელიც წლების წინ თავადაც დამოკიდებული იყო და რეაბილიტაციის პროცესიც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი.

- რა სახის დაავადებაა დამოკიდებულება?

- ჩვენ დამოკიდებულებას განვიხილავთ როგორც დაავადებას და არა როგორც ცუდ ჩვევას ან დროებით აკვიატებას.

ეს არის პირველადი დაავადება, რაც ნიშნავს, რომ ის ჩნდება მანამ, სანამ ადამიანი ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდება. მას უკვე ჰქონდა ხასიათის პრობლემა, რომელსაც დაერქვა დამოკიდებულება, რადგან ამ პრობლემის მქონე ადამიანები ხდებიან გარკვეულ ნივთიერებაზე ან ქცევაზე დამოკიდებულები და მიჯაჭვულები.

დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს გარემო და გენეტიკა. 75% აქვს გარემოს, რომელიც ხასიათისა და არაჯანსაღი შინაგანი სამყაროს ჩამოყალიბების მთავარი მიზეზია და მხოლოდ 25% აქვს გენეტიკას. გადამწყვეტი ეტაპი ადამიანის აზროვნების ჩამოყალიბებაში არის მისი ბავშვობა. 7-8 წლამდე პერიოდი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათის ფორმირებაზე.

დამოკიდებულება არის ბიო-ფსიქო-სოციო-სულიერი პრობლემა. მოიცავს ოთხივე სფეროს და მკურნალობაც აუცილებლად კომპლექსური უნდა იყოს. ამავდროულად, ეს არის ქრონიკული და პროგრესირებადი პრობლემა. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა მუდმივად მწვავდება და ჩნდება ტოლერანტობა. შეიძლება გარკვეული პერიოდი ადამიანმა ნარკოტიკული საშუალება არ მოიხმაროს, მაგრამ მკურნალობის გარეშე ის ვერ მოიშორებს დაძაბულობას და სხვა სიმპტომებს. შესაბამისად, დიდი ალბათობით კვლავ დაიწყებს მოხმარებას.

კვლევები აჩვენებს, რომ დამოკიდებულ ადამიანს არაჯანსაღი ცხოვრების რითმი და მანერა აქვს, ვერ არის პროდუქტიული, არ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა.

- როგორ ხდება დამოკიდებულების ჩამოყალიბება?

- არაჯანსაღი ხასიათის და მიდრეკილებების ფორმირება ადრეულ ასაკში ხდება. შედეგად ადამიანს აქვს ორი არჩევანი. პირველ შემთხვევაში ის გასინჯავს ნარკოტიკს, რომელიც შვებას მისცემს, შინაგან პრობლემებს დაავიწყებს, უსაფრთხოების ყალბ შეგრძნებას ჩამოუყალიბებს და პრობლემების მოგვარების ილუზიას შეუქმნის.

შედეგად ის უფრო და უფრო ხშირად მოიხმარს ნარკოტიკს და უყალიბდება ტოლერანტობა. მეორე ვარიანტში ის ვერ სინჯავს ან გარკვეული მიზეზის გამო განრიდების ეფექტი აქვს ნარკოტიკის მიმართ, მაგრამ დაავადება შინაგანად მთელი ცხოვრების მანძილზე აწამებს. ეს არის მშრალი დამოკიდებულება. ის არ მოიხმარს ქიმიურ ნივთიერებას, მაგრამ ყველა ის თვისება და ხასიათის დეფექტი აქვს, რომლის გამოც სოციუმს ნარკოდამოკიდებული არ მოსწონს. ის აგრესიული და კონფლიქტურია, მცდარი შეხედულებები აქვს.

მარტივად რომ ვთქვათ, დამოკიდებულება არის შინაგანი დაავადება და არა მხოლოდ მოხმარებით გამოხატული პრობლემა.

ნარკოტიკი არის მხოლოდ დაავადების გამოხატვის ფორმა. როგორც თავის ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებელს ვსვამთ, ისე ამ პრობლემის არსებობის დროს იღებს ადამიანი ნარკოტიკს ან ალკოჰოლს. თუმცა, მიღებამდე მას პრობლემა აქვს ნეიროტრანსმიტერებში.

ნივთიერებები, როგორიცაა - დოფამინი, სერატონინი, ენდორფინი, ნორადრენალი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ემოციებზე, განწყობაზე, ბედნიერების შეგრძნებაზე, მოტივაციაზე, სტიმულზე, ორგანიზმში დისბალანსს განიცდიან. ამიტომ, ნეიროსტიმულატორი თავიდან მართლაც მედიკამენტის ფუნქციას ასრულებს და სწორედ ეს იწვევს ტოლერანტობას.

სწორედ ამიტომ, ადამიანი მოიხმარს თუ არ მოიხმარს ნარკოტიკს, სრულად დესტრუქციული ქცევითი მოდელი უყალიბდება თუ არ შეცვლის სოციალურ გარემოს, არ იმუშავებს შინაგან სამყაროსა და ფსიქიკაზე, არ გადაამუშავებს გამოუხატავ ემოციებს...

- მკურნალობის გარეშე განკურნება შესაძლებელია? რა ეტაპზე უნდა მოხდეს ჩარევა?

- თუ ადამიანი გულწრფელი იქნება საკუთარ თავთან, ის მიხვდება რომ ნივთიერების ან ქცევის მიმართ ტოლერანტულია და მისი მოხმარება კონტროლს აღარ შეესაბამება. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ის აგრძელებს მიღებას მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებს რამხელა ზიანი მიიღო. ამ დროს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ ოჯახის წევრებს, რომლებიც არ უნდა მოტყუვდნენ დამოკიდებული ადამიანის ცრუ დაპირებებით და უნდა იმოქმედონ, რომ ჩარევა რაც შეიძლება მალე მოხდეს.

დამოუკიდებლად ადამიანს საკუთარი თავის დახმარება და დამოკიდებულების მკურნალობა არც ერთ ეტაპზე არ შეუძლია. შეიძლება მან გარკვეული პერიოდი თავი დაანებოს მოხმარებას, მაგრამ თუ არ შეცვალა მსოფლმხედველობა, პრიორიტეტები და დამოკიდებულებები, მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში იცხოვრებს.

გვყავს ბენეფიციარი, რომლებსაც რამდენიმე თვე არ მოუხმარიათ ნარკოტიკი, მაგრამ მიხვდნენ, რომ ეს არ არის საკმარისი, საჭიროა უფრო ღრმა მუშაობა და სპეციალისტის ჩართულობა.

- მკურნალობის რა მეთოდებს სთავაზობთ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს?

- მკურნალობა ხდება ადამიანის შინაგანი სამყაროსი. ხდება მისი მსოფლმხედველობის, აზროვნების, სულიერების, თვისებების სრული ფორმირება.

ამ ეტაპზე პაციენტებს ვთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე მეტად აპრობირებულ პროგრამებს, როგორიცაა - 12 ნაბიჯის პროგრამა, დეიტოპი, მინესოტური მოდელი. მკურნალობა არის კომპლექსური. პროცესში ჩართულია ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, თერაპევტი, კონსულტანტ–ინსტრუქტორი.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ კონსულტანტ-ინსტრუქტორს საკუთარ თავზე ჰქონდეს ეს პრობლემა გამოცდილი და დამარცხებული. თეორიული ცოდნა არასდროს არის საკმარისი და შედეგიანი.

ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც პირველი დამოკიდებული ადამიანების იდენტიფიცირება მოხდა, მათ განკურებაზე მუშაობდნენ ფროიდი და იუნგი. ორივემ ძალიან აქტიურად, თუმცა უშედეგოდ იმუშავა. იუნგმა 1 წელი იმუშავა ამერიკელ ალკოჰოლიკთან და ბოლოს თქვა, რომ ეს იყო სულიერი პრობლემა და მასთან ფსიქოლოგიური მეთოდებით მუშაობა უშედეგო იქნებოდა. სწორედ ამის მერე მიხვდნენ, რომ ეს არის ბიო–ფსიქო–სოციო–სულიერი პრობლემა. დადგინდა, რომ ალკოჰოლიკის პრობლემა არა ალკოჰოლი, არამედ უალკოჰოლობა იყო. სწორედ ამის მერე დაიწყო მკურნალობის სწორი მეთოდების ჩამოყალიბება.

- რა ეტაპებად იყოფა ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა?

- პირველ ეტაპზე ბენეფიციარს უტარდება კონსულტაცია, რომელიც ჩვენთან უფასოა. ვაკვირდებით მას და პრობლემის ანალიზს ვახდენთ, რომ პროგრამის სწორად შეთავაზება მოხდეს.

ზოგადად, იდეალური მოდელი მოიცავს: 3-6 თვიან სტაციონარულ მკურნალობას, 3-6 თვიან ამბულატორიულ მკურნალობას და თვითდახმარების ჯგუფებს. ამ ეტაპზე საქართველოში სტაციონარი არ არსებობს და ჩვენ დაინტერესებულ პირებს ისრაელში არსებულ ყველაზე ეფექტურ სარეაბილიტაციო ცენტრ „ფენიქსში“ ვთავაზობთ მკურნალობას.

2020 წელს საქართველოშიც ვგეგმავთ სტაციონარის გახსნას. სწორედ იქ ხდება დეტოქსის გაკეთება. ვინც ისრაელში ვერ ახერხებს წასვლას, უახლოეს მომავალში კლიენტებს საქართველოშივე შევთავაზებთ ჩვენი ნდობით აღჭურვილი ექიმისა და ფსიქიატრის მიერ სახლის პირობებში დეტოქსის ჩატარებას.

დეტოქსი არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმისთვის, რომ დაიწყოს გამოჯანმრთელების პროცესი. დეტოქსი ემსახურება იმას, რომ ადამიანი იყოს ფხიზელი.

შემდეგ ეტაპზე კონსულტანტ-ინსტრუქტორი იწყებს პაციენტთან ამბულატორიულ მუშაობას. ამ ეტაპზე ჩართულია ფსიქიატრიც, რომ არ გამოგვეპაროს ბიპოლარული აშლილობა ან სხვა ფსიქიატრიული პრობლემა, გადამზადებული გეშტალტფსიქოლოგებიც მუშაობენ ნარკოდამოკიდებულებთან. თითოეული ამ რგოლის ჩართულობით ვიღებთ პროგრამას, რომელიც დამოკიდებულის გამოჯანმრთელების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.

- მკურნალობის პროცესში რამდენად არის ჩართული კლიენტის ოჯახი?

- დამოკიდებული პიროვნების ოჯახის წევრი არის თანადამოკიდებული, თანადამოკიდებულებაც იდენტიფიცრდება როგორც დაავადება. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ოჯახის წევრებმაც იარონ პროფესიონალთან.

ჩვენი კლიენტებისგან მოვითხოვთ, რომ ოჯახის წევრებმა მინიმალურ დონეზე მაინც გაიარონ სარეაბილიტაციო კურსი. ეს პროცესი სინქრონული უნდა იყოს. ოჯახის წევრები უნდა იყვნენ ინფორმირებულები, თუ როგორ მიუდგნენ ამ ადამიანს გამოჯანმრთლების პროცესში. ამ დროს ჰიპერკონტროლი და ზედმეტი მზრუნველობა შეიძლება, ხელახალი მოხმარების მაპროვოცირებელი გახდეს.

მკურნალობის დროს დამოკიდებულ ადამიანში შინაგანი ბრძოლაა და საკმარისია იგრძნოს, რომ მისი არ სჯერათ და ის კვლავ მომხმარებელი გახდება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ მკურნალობის პროცესში ოჯახის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები.

რატომ არ უნდა მიირთვათ ოჯახში დამზადებული ყველი და ვარგისია თუ არა მჟავე მაწონი – ყველაფერი, რაც რძესა და რძის ნაწარმის შესახებ უნდა იცოდეთ

Royal  Vake -   თანამედროვე საცხოვრებელი ვაკეში  რამდენიმე ჰექტარი რეკრეაციული ზონით

ახალი Toyota RAV4-ი ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან