კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად უკრძალავენ მოხუცებს, თავშესაფარში არ მიხვიდე, გვარცხვენო..." - ვინ და როგორ ზრუნავს ხანდაზმულებზე საქართველოში
"ხშირად უკრძალავენ მოხუცებს, თავშესაფარში არ მიხვიდე, გვარცხვენო..." - ვინ და როგორ ზრუნავს ხანდაზმულებზე საქართველოში

სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­ში­შე­სუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია და სა­კუ­თარ რიგს ასე­უ­ლო­ბით ხან­დაზ­მუ­ლი ელო­დე­ბა. ად­გი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვებს ან - გარ­და­იც­ვლე­ბა.

ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე 15 პან­სი­ო­ნა­ტია. აქე­დან ორი დიდი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხოლო 13 სა­თე­მო, ე.წ.კერ­ძო სახ­ლის ტი­პის თავ­შე­სა­ფა­რი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­შია. მათ გარ­და, არ­სე­ბობს კერ­ძო სა­ო­ჯა­ხო ტი­პის თავ­შე­საფ­რე­ბიც.

ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 500-700 ლა­რამ­დე ჯდე­ბა. ფასს მო­ხუ­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­ზღვრავს. ყო­ველ­თვი­ურ გა­და­სა­ხად­ში სამ­ჯე­რა­დი კვე­ბა, ხან­დაზ­მუ­ლის მოვ­ლა და პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა შე­დის.

მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნა შე­უძ­ლი­ათ 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ქა­ლებს, მა­მა­კა­ცებს კი - 65 წლის ასა­კი­დან. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, თა­მარ გო­ცა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ცე­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის ოდე­ნო­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლია თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლის სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, სო­ცი­ა­ლუ­რი ქუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ცე­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა დღე­ში მი­ნი­მუმ 12 ლარს, ხოლო მაქ­სი­მუმ 20 ლარს შე­ად­გენს.

"ოქ­ტომ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით ჩვენს სა­თე­მო მომ­სა­ხუ­რე­ბას იღებ­და 113 მო­ხუ­ცე­ბუ­ლი. თავ­შე­სა­ფარ­ში მოხ­ვედ­რას ელო­დე­ბა 20 ადა­მი­ა­ნი და ვფიქ­რობთ, რომ მაქ­სი­მუმ ორ თვე­ში ჩავ­რთავთ ამ პროგ­რა­მა­ში. სა­ჭი­როა ად­გი­ლე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. იმი­სათ­ვის, რომ ხან­დაზ­მულ­მა ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ი­ღოს, უნდა მი­მარ­თოს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, მი­ა­კი­თხავს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, შე­ა­ფა­სებს მის სა­ჭი­რო­ე­ბას და შემ­დეგ მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

წელს „სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვის პროგ­რა­მის“ ფარ­გლებ­ში 300 ბე­ნე­ფი­ცი­არ­ზეა სა­თე­მო მომ­სა­ხუ­რე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ეს არის ამ წლის ლი­მი­ტი. სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ორი დიდი ზო­მის მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფა­რი, რომ­ლის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­საც ტრე­ფი­კინ­გის ფონ­დი ახორ­ცი­ე­ლებს და სრუ­ლად აფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფო.

და­ნარ­ჩე­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მი­საა, 24 ბე­ნე­ფი­ცი­არ­ზე გათ­ვლი­ლი. მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა და­ბა­ლი არ არის. წლის და­სა­წყის­ში 70-მდე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი გვყავ­და რიგ­ში, და­ვა­მა­ტეთ ად­გი­ლე­ბი და შევ­ძე­ლით მათი გა­და­ნა­წი­ლე­ბა. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მსურ­ველ­თა 70% ბო­ლოს უარს ამ­ბობს პროგ­რა­მა­ში ჩა­რი­ცხვა­ზე" - აცხა­დებს თა­მარ გო­ცა­ძე.

კერ­ძო პან­სი­ო­ნა­ტე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­გორც ბიზ­ნე­სი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ შედ­გა. გან­სხვა­ვე­ბით ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან, სა­დაც მო­ხუც­თა პენ­სი­ას­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნეც მა­ღა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ხუც­თა სახ­ლის შე­მო­სავ­ლის წყა­როდ ქცე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, რად­გა­ნაც აქ მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცი, სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლით ვერ შეძ­ლებს ჰქონ­დეს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სი­ბე­რე.

მო­ხუ­ცე­ბულ­თა და შშმ პირ­თა პან­სი­ო­ნა­ტის „ჩემი ოჯა­ხის“ მე­პატ­რო­ნე მაია ახა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ თა­ვი­დან მისი ორ­გა­ნი­ზა­ცია კერ­ძო იყო, ხოლო მას შემ­დეგ, რაც მათ არ­სე­ბო­ბას საფრ­თხე შე­ექ­მნა, სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბას შე­უ­ერ­თდნენ:

"ამ საქ­მეს 2005 წლი­დან ვემ­სა­ხუ­რე­ბით. 2013 წლამ­დე კერ­ძო იყო, ამ­ჟა­მად ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბას ვი­ღებთ. ეს არის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის პან­სი­ო­ნა­ტი და შვიდ ხან­დაზ­მულს ვემ­სა­ხუ­რე­ბით. ამ­ჟა­მად გვყავს ხუთი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი, ორი გარ­და­იც­ვა­ლა. აქა­ურ ცხოვ­რე­ბას აქვს წე­სე­ბი, რა თქმა უნდა. ისი­ნი მუდ­მი­ვად აქ ცხოვ­რო­ბენ, აქვთ დღის მან­ძილ­ზე გას­ვლის, გა­სე­ირ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­უძ­ლი­ათ წე­ლი­წად­ში 20 დღე და­ტო­ვონ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, წა­ვიდ­ნენ ნა­თე­სა­ვებ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან.

მო­ხუ­ცე­ბის­თვის გვაქვს სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი - ეზო­ში ვარ­ჯი­შო­ბენ, თა­მა­შო­ბენ, მცე­ნა­რე­ე­ბის დარ­გვა­ში, ჭრა-კერ­ვა­სა და სხვა აქ­ტო­ვო­ბებ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი. თუმ­ცა, ძი­რი­თა­დად გვყავს მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი: ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლე­ბი, გო­ნე­ბა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლე­ბი და ა.შ." - გვიყ­ვე­ბა მაია ახა­ლა­ძე.

გარ­და სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო თავ­შე­საფ­რე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც, რო­მე­ლიც უსას­ყიდ­ლოდ სთა­ვა­ზობს ხან­დაზ­მუ­ლებს დღის ცენ­ტრის მომ­სა­ხუ­რე­ბას და უფა­სო კვე­ბას. „სა­ქარ­თვე­ლოს კა­რი­ტა­სი“ უკვე 25 წე­ლია მუ­შა­ობს, არ­სე­ბობს და ძი­რი­თა­დად სო­ცი­ა­ლუ­რად გა­ჭირ­ვე­ბულ ფე­ნებს უწევს დახ­მა­რე­ბას:

"ხან­დაზ­მუ­ლე­ბის­თვის "კა­რი­ტასს" აქვს ორი პროგ­რა­მა - სო­ცი­ა­ლუ­რი ზრუნ­ვის და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი. სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის პროგ­რა­მა შინ­მოვ­ლის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობს და ხან­დაზ­მუ­ლებს აწ­ვდის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას შინ, ხოლო სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს დღის ცენ­ტრის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

გვაქვს ხან­დაზ­მულ­თა ერთი დღის ცენ­ტრი თბი­ლის­ში და ჩვე­ნი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­სა­დი­ლო ემ­სა­ხუ­რე­ბა ამ სეგ­მენტს. გვყავს დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფოც შე­მო­დის მცი­რე და­ფი­ნან­სე­ბით. ამ მო­მენ­ტის­თვის, 40 ადა­მი­ა­ნია დღის ცენ­ტრში და აქე­დან ექ­ვსია მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით.

გვაქვს ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლე­ბი, ასე რომ, მო­ხუ­ცე­ბუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ მობ­რძან­დნენ ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, მოგ­ვიყ­ვნენ თა­ვი­ანთ პრობ­ლე­მა­ზე და თუ ჩავ­თვლით, რომ ის სა­ჭი­რო­ებს დახ­მა­რე­ბას, ვა­ნა­წი­ლებთ დღის ცენ­ტრში" - აცხა­დებს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი ზრუნ­ვის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი ინგა ჩხე­ი­ძე და ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სტე­რე­ო­ტი­პულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რე­ბის მი­მართ, რაც მისი თქმით, მო­ხუ­ცე­ბუ­ლებს ბა­რი­ე­რებს უქ­მნის მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში.

ჩხე­ი­ძე AMBEBI.GE-სთან ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რს ჯერ კი­დევ მი­აჩ­ნია, რომ მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში მოხ­ვედ­რა ოჯა­ხის­თვის ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვია.

"ჩვენ­თან ოჯა­ხე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძალ­ზედ არას­წო­რია. ხში­რად უკ­რძა­ლა­ვენ კი­დეც მო­ხუ­ცებს სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, თავ­შე­სა­ფარ­ში არ მიხ­ვი­დე, ნუ გვარ­ცხვე­ნო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მქონ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბო­და მკურ­ნა­ლო­ბა, ოჯა­ხის წევ­რი ვერ მკურ­ნა­ლობ­და მას და სა­ჭი­რო იყო ამ ადა­მი­ა­ნის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა, თუმ­ცა ოჯახ­მა სირ­ცხვი­ლად ჩათ­ვა­ლა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­ე­წია დახ­მა­რე­ბა.

პირ­ველ რიგ­ში ეს არის ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბა­ლი დო­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი. ევ­რო­პის არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ ით­ვლე­ბა სირ­ცხვი­ლად მო­ხუ­ცე­ბულ­თა მის­ვლა სა­ო­ჯა­ხო ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. თუკი ოჯა­ხი ვერ ახერ­ხებს მო­ხუ­ცის­თვის ღირ­სე­უ­ლი სი­ბე­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, მა­შინ მას­ზე უნდა იზ­რუ­ნონ შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა“ - ამ­ბობს ინგა ჩხე­ი­ძე.

ცნო­ბი­სათ­ვის, ხან­დაზ­მულ­თა პან­სი­ო­ნატ­ში ჩა­რი­ცხვას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან პი­რე­ბი:

  • მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბით;
  • ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის აქ­ტი­უ­რი ფორ­მით;
  • აქ­ტი­უ­რი სი­ფი­ლი­სით;
  • კა­ნის გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბით;
  • თა­ვი­სა და ზურ­გის ტვი­ნის თი­აქ­რე­ბის ღია ფორ­მით;
  • ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბით;
  • ისი­ნი, ვინც სა­ჭი­რო­ე­ბენ სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბას
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
18

sircxvilia sworedac,radgan evropashi migebulia saqartveloshi ara dabali cnobiereba qoniat?arc deda abarebs shvils bavsvta saxlshi gachenis mere ichirvebs da zrdis!

ვოოტ
1

" ტრეფიკინგის ფონდი" ძალიან მომეწონა, იქნებ უფრო დაწვრილებით მოგვითხროთ მისი საქმიანობის შესახებ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ხშირად უკრძალავენ მოხუცებს, თავშესაფარში არ მიხვიდე, გვარცხვენო..." - ვინ და როგორ ზრუნავს ხანდაზმულებზე საქართველოში

"ხშირად უკრძალავენ მოხუცებს, თავშესაფარში არ მიხვიდე, გვარცხვენო..." - ვინ და როგორ ზრუნავს ხანდაზმულებზე საქართველოში

საქართველოში ხანშიშესულებისთვის განკუთვნილი თავშესაფრები სრულად შევსებულია და საკუთარ რიგს ასეულობით ხანდაზმული ელოდება. ადგილები ძირითადად იმ შემთხვევაში თავისუფლდება, თუ ბენეფიციარი დაწესებულებას საკუთარი სურვილით დატოვებს ან - გარდაიცვლება.

ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე 15 პანსიონატია. აქედან ორი დიდი დაწესებულება თბილისსა და ქუთაისში ფუნქციონირებს, ხოლო 13 სათემო, ე.წ.კერძო სახლის ტიპის თავშესაფარი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია. მათ გარდა, არსებობს კერძო საოჯახო ტიპის თავშესაფრებიც.

ფასიან პანსიონატებში ხანდაზმულის ერთთვიანი ცხოვრება საშუალოდ 500-700 ლარამდე ჯდება. ფასს მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაზღვრავს. ყოველთვიურ გადასახადში სამჯერადი კვება, ხანდაზმულის მოვლა და პირველადი სამედიცინო მომსახურება შედის.

მოქმედი კანონმდებლობით, თავშესაფრის მოთხოვნა შეუძლიათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს, მამაკაცებს კი - 65 წლის ასაკიდან. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების სამმართველოს ხელმძღვანელი, თამარ გოცაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული დაფინანსების ოდენობა, დამოკიდებულია თავშესაფრის მაძიებლის სოციალურ მდგომარეობაზე, სოციალური ქულების შესაბამისად. სახელმწიფოს მიერ გაცემული დაფინანსება დღეში მინიმუმ 12 ლარს, ხოლო მაქსიმუმ 20 ლარს შეადგენს.

"ოქტომბრის მდგომარეობით ჩვენს სათემო მომსახურებას იღებდა 113 მოხუცებული. თავშესაფარში მოხვედრას ელოდება 20 ადამიანი და ვფიქრობთ, რომ მაქსიმუმ ორ თვეში ჩავრთავთ ამ პროგრამაში. საჭიროა ადგილები გათავისუფლდეს. იმისათვის, რომ ხანდაზმულმა ეს მომსახურება მიიღოს, უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, მიაკითხავს სოციალური მუშაკი, შეაფასებს მის საჭიროებას და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

წელს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვებზე ზრუნვის პროგრამის“ ფარგლებში 300 ბენეფიციარზეა სათემო მომსახურება გათვალისწინებული, ეს არის ამ წლის ლიმიტი. საქართველოში არის ორი დიდი ზომის მოხუცთა თავშესაფარი, რომლის ადმინისტრირებასაც ტრეფიკინგის ფონდი ახორციელებს და სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

დანარჩენი დაწესებულებები შედარებით მცირე ზომისაა, 24 ბენეფიციარზე გათვლილი. მომართვიანობა დაბალი არ არის. წლის დასაწყისში 70-მდე ბენეფიციარი გვყავდა რიგში, დავამატეთ ადგილები და შევძელით მათი გადანაწილება. ხშირია შემთხვევები, როდესაც მსურველთა 70% ბოლოს უარს ამბობს პროგრამაში ჩარიცხვაზე" - აცხადებს თამარ გოცაძე.

კერძო პანსიონატების მფლობელები ამბობენ, რომ ეს საქმიანობა, როგორც ბიზნესი, საქართველოში ჯერჯერობით ვერ შედგა. განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, სადაც მოხუცთა პენსიასთან ერთად საზოგადოების ცნობიერების დონეც მაღალია, საქართველოში მოხუცთა სახლის შემოსავლის წყაროდ ქცევა შეუძლებელი გახდა, რადგანაც აქ მარტოხელა მოხუცი, საკუთარი შემოსავლით ვერ შეძლებს ჰქონდეს უზრუნველყოფილი სიბერე.

მოხუცებულთა და შშმ პირთა პანსიონატის „ჩემი ოჯახის“ მეპატრონე მაია ახალაძე ამბობს, რომ თავიდან მისი ორგანიზაცია კერძო იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ არსებობას საფრთხე შეექმნა, სახელმწიფო დაფინანსებას შეუერთდნენ:

"ამ საქმეს 2005 წლიდან ვემსახურებით. 2013 წლამდე კერძო იყო, ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებას ვიღებთ. ეს არის საოჯახო ტიპის პანსიონატი და შვიდ ხანდაზმულს ვემსახურებით. ამჟამად გვყავს ხუთი ბენეფიციარი, ორი გარდაიცვალა. აქაურ ცხოვრებას აქვს წესები, რა თქმა უნდა. ისინი მუდმივად აქ ცხოვრობენ, აქვთ დღის მანძილზე გასვლის, გასეირნების საშუალება, შეუძლიათ წელიწადში 20 დღე დატოვონ დაწესებულება, წავიდნენ ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან.

მოხუცებისთვის გვაქვს სხვადასხვა აქტივობები - ეზოში ვარჯიშობენ, თამაშობენ, მცენარეების დარგვაში, ჭრა-კერვასა და სხვა აქტოვობებში არიან ჩართული. თუმცა, ძირითადად გვყავს მძიმე კატეგორიის ბენეფიციარები: ლოგინად ჩავარდნილები, გონებადაქვეითებულები და ა.შ." - გვიყვება მაია ახალაძე.

გარდა სახელმწიფო და კერძო თავშესაფრებისა, საქართველოში მოქმედებს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაც, რომელიც უსასყიდლოდ სთავაზობს ხანდაზმულებს დღის ცენტრის მომსახურებას და უფასო კვებას. „საქართველოს კარიტასი“ უკვე 25 წელია მუშაობს, არსებობს და ძირითადად სოციალურად გაჭირვებულ ფენებს უწევს დახმარებას:

"ხანდაზმულებისთვის "კარიტასს" აქვს ორი პროგრამა - სოციალური ზრუნვის და სამედიცინო მომსახურების პროგრამები. სამედიცინო მომსახურების პროგრამა შინმოვლის საკითხებზე მუშაობს და ხანდაზმულებს აწვდის სამედიცინო მომსახურებას შინ, ხოლო სოციალური პროგრამა უზრუნველყოფს დღის ცენტრის ფუნქციონირებას.

გვაქვს ხანდაზმულთა ერთი დღის ცენტრი თბილისში და ჩვენი ჰუმანიტარული სასადილო ემსახურება ამ სეგმენტს. გვყავს დონორი ორგანიზაციები, თუმცა სახელმწიფოც შემოდის მცირე დაფინანსებით. ამ მომენტისთვის, 40 ადამიანია დღის ცენტრში და აქედან ექვსია მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებით.

გვაქვს ვაკანტური ადგილები, ასე რომ, მოხუცებულებს შეუძლიათ მობრძანდნენ ჩვენს ორგანიზაციაში, მოგვიყვნენ თავიანთ პრობლემაზე და თუ ჩავთვლით, რომ ის საჭიროებს დახმარებას, ვანაწილებთ დღის ცენტრში" - აცხადებს ორგანიზაციის სოციალური ზრუნვის პროგრამის მენეჯერი ინგა ჩხეიძე და ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე მოხუცთა თავშესაფრების მიმართ, რაც მისი თქმით, მოხუცებულებს ბარიერებს უქმნის მომსახურების მიღების პროცესში.

ჩხეიძე AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ საქართველოში ბევრს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ მოხუცებულთა თავშესაფარში მოხვედრა ოჯახისთვის ღირსების შემლახავია.

"ჩვენთან ოჯახების დამოკიდებულება ძალზედ არასწორია. ხშირად უკრძალავენ კიდეც მოხუცებს საკუთარი ოჯახის წევრები, თავშესაფარში არ მიხვიდე, ნუ გვარცხვენო. რამდენიმე დღის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაც ადამიანს სჭირდებოდა მკურნალობა, ოჯახის წევრი ვერ მკურნალობდა მას და საჭირო იყო ამ ადამიანისთვის დახმარების გაწევა, თუმცა ოჯახმა სირცხვილად ჩათვალა, რომ ორგანიზაციას გაეწია დახმარება.

პირველ რიგში ეს არის ცნობიერების დაბალი დონით გამოწვეული. ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ ითვლება სირცხვილად მოხუცებულთა მისვლა საოჯახო ტიპის დაწესებულებებში. თუკი ოჯახი ვერ ახერხებს მოხუცისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფას, მაშინ მასზე უნდა იზრუნონ შესაბამისმა ორგანიზაციებმა“ - ამბობს ინგა ჩხეიძე.

ცნობისათვის, ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხვას არ ექვემდებარებიან პირები:

  • მწვავე ინფექციური დაავადებით;
  • ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;
  • აქტიური სიფილისით;
  • კანის გადამდები დაავადებით;
  • თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით;
  • ისინი, ვინც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას