სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპირფარეშოში ტელეფონით შედიხართ და "ფეისბუქს" სქროლავთ? - კვლევის თანახმად, ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ
საპირფარეშოში ტელეფონით შედიხართ და "ფეისბუქს" სქროლავთ? - კვლევის თანახმად, ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქის ადა­მი­ან­თა დიდ ნა­წილს გვი­ჭირს მოვ­წყდეთ სმარ­ტფო­ნებს, ციფ­რულ ტექ­ნი­კას. ზო­გი­ერ­თი სა­პირ­ფა­რე­შო­შიც კი არ შე­დის ტე­ლე­ფო­ნის გა­რე­შე, აბა­ზა­ნის მი­ღე­ბის დრო­საც თან აქვს და მსგავ­სი ქმე­დე­ბა ნორ­მა­დაც მი­აჩ­ნია.

მკვლე­ვა­რე­ბი თან­ხმდე­ბი­ან იმა­ზე, რომ სმარ­ტფო­ნის გა­მუდ­მე­ბით მოხ­მა­რე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მუდ­მი­ვად სქ­როლ­ვა, ბევ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თო იმ შემ­თხვე­ვა­შია, თუ ის სა­პირ­ფა­რო­შიც შე­გაქვთ და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სქ­როლ­ვას აგ­რძე­ლებთ.

ეს, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე თქვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უს­ვამს ხაზს. ამავდრო­უ­ლად, მეც­ნი­ერ­თა მტკი­ცე­ბით, გაქვთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი და რის­კის ქვეშ დგას ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბაც.

2015 წელს აშშ-ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნე­ბის 90%-ს სმარ­ტფო­ნი სა­პირ­ფა­რე­შო­შიც მი­აქვს. თუ თქვენც ასეთ ადა­მი­ან­თა რი­ცხვს ეკუთ­ვნით, მე­დი­კო­სე­ბი გირ­ჩე­ვენ, რომ ეს მავ­ნე ჩვე­ვა აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­შო­როთ.

მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი ჯე­ი­სონ ტეტ­რო ამ­ბობს, რომ სმარ­ტფო­ნის ეკ­რა­ნი ისე­დაც უამ­რავ ბაქ­ტე­რი­ას ატა­რებს. სა­პირ­ფა­რე­შო­ში შე­ტა­ნით კი იზ­რდე­ბა რის­კი იმი­სა, რომ მას­ზე ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის კი­დევ უფრო სა­ხი­ფა­თო ბაქ­ტე­რი­ე­ბი გა­და­ვა. ტეტ­როს თქმით, შე­საძ­ლოა ტე­ლე­ფო­ნის ეკ­რან­ზე ფე­კა­ლუ­რი ბაქ­ტე­რი­ე­ბი მოხ­ვდეს, ეკ­რა­ნი­დან კი კან­ზე გა­და­ვი­დეს და მისი დას­ნე­ბოვ­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის ექ­სპერ­ტის მტკი­ცე­ბით, კა­ნის სი­წით­ლის, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის, გა­მო­ნაყ­რის და სხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, სწო­რედ ის არის, რომ ტე­ლე­ფო­ნი სა­პირ­ფა­რე­შო­ში შე­აქვთ, სა­დაც მას­ზე სხვა­დას­ხვა მავ­ნე ბაქ­ტე­რია ხვდე­ბა.

ჯე­ი­სონ ტეტ­რო გირ­ჩევთ, რომ სმარ­ტფო­ნი შორს და­ტო­ვოთ სა­პირ­ფა­რე­შოს­გან. ამას­თა­ნა­ვე, დარ­წმუნ­დით, რომ სა­პირ­ფა­რე­შო­დან გა­მოს­ვლი­სას სა­გულ­და­გუ­ლოდ და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი და თუ მა­ინც შე­ი­ტანთ ტე­ლე­ფონს, არ სქ­რო­ლოთ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, არ ისა­უბ­როთ და გა­მოს­ვლი­სას სპე­ცი­ა­ლუ­რი გამ­წმენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბით კარ­გად გაწ­მინ­დეთ.

გარ­და იმი­სა, რომ სა­პირ­ფა­რე­შო­ში ტე­ლე­ფო­ნის გა­რე­შე შეს­ვლით, მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან და­ი­ცავთ თავს, ამავდრო­უ­ლად, ეს თქვენს ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, როცა ტე­ლე­ფო­ნი მუ­დამ თან გაქვთ და არა­სო­დეს ხართ მის გა­რე­შე, ეს მენ­ტა­ლურ აშ­ლი­ლო­ბას იწ­ვევს.

ფსი­ქო­ლო­გე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უნდა არ­სე­ბობ­დეს თუნ­დაც ერთი ისე­თი ად­გი­ლი, სა­დაც მცი­რე პე­რი­ოდს მა­ინც სმარ­ტფო­ნის გა­რე­შე გა­ა­ტა­რებთ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯერი
5

აღარ იცით რა იბჟუტუროთ და რა სისულელეები წეროთ. ანუ ტელეფონი ტუალეტიდან გამოტანის შემდეგ სპეციალური საშუალებით უნდა გაიწმინდოს? ხსნარით ხომ არ უნდა დამუშავდეს? ან აჯობებს შაბიამნით შევწამლოთ. 

rasa
8

მაგ ლოგიკით ტუალეტში საერთოდ არ უნდა ვისუნთქოთ, რომ ფეკალური ბაქტერიები საერთოდ ავიცილოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

საპირფარეშოში ტელეფონით შედიხართ და "ფეისბუქს" სქროლავთ? - კვლევის თანახმად, ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ

საპირფარეშოში ტელეფონით შედიხართ და "ფეისბუქს" სქროლავთ? - კვლევის თანახმად, ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ

ტექნოლოგიების ეპოქის ადამიანთა დიდ ნაწილს გვიჭირს მოვწყდეთ სმარტფონებს, ციფრულ ტექნიკას. ზოგიერთი საპირფარეშოშიც კი არ შედის ტელეფონის გარეშე, აბაზანის მიღების დროსაც თან აქვს და მსგავსი ქმედება ნორმადაც მიაჩნია.

მკვლევარები თანხმდებიან იმაზე, რომ სმარტფონის გამუდმებით მოხმარება, სოციალური ქსელების მუდმივად სქროლვა, ბევრი თვალსაზრისითაა საფრთხის შემცველი, მაგრამ განსაკუთრებით სახიფათო იმ შემთხვევაშია, თუ ის საპირფაროშიც შეგაქვთ და სოციალური ქსელების სქროლვას აგრძელებთ.

ეს, პირველ ყოვლისა, ციფრულ ტექნოლოგიებზე თქვენს დამოკიდებულებას უსვამს ხაზს. ამავდროულად, მეცნიერთა მტკიცებით, გაქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები და რისკის ქვეშ დგას ფიზიკური ჯანმრთელობაც.

2015 წელს აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანების 90%-ს სმარტფონი საპირფარეშოშიც მიაქვს. თუ თქვენც ასეთ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნით, მედიკოსები გირჩევენ, რომ ეს მავნე ჩვევა აუცილებლად მოიშოროთ.

მიკრობიოლოგიის სპეციალისტი ჯეისონ ტეტრო ამბობს, რომ სმარტფონის ეკრანი ისედაც უამრავ ბაქტერიას ატარებს. საპირფარეშოში შეტანით კი იზრდება რისკი იმისა, რომ მასზე ჯანმრთელობისთვის კიდევ უფრო სახიფათო ბაქტერიები გადავა. ტეტროს თქმით, შესაძლოა ტელეფონის ეკრანზე ფეკალური ბაქტერიები მოხვდეს, ეკრანიდან კი კანზე გადავიდეს და მისი დასნებოვნება გამოიწვიოს.

მიკრობიოლოგიის ექსპერტის მტკიცებით, კანის სიწითლის, გაღიზიანების, გამონაყრის და სხვა გართულებების გამომწვევი მიზეზი, ზოგ შემთხვევაში, სწორედ ის არის, რომ ტელეფონი საპირფარეშოში შეაქვთ, სადაც მასზე სხვადასხვა მავნე ბაქტერია ხვდება.

ჯეისონ ტეტრო გირჩევთ, რომ სმარტფონი შორს დატოვოთ საპირფარეშოსგან. ამასთანავე, დარწმუნდით, რომ საპირფარეშოდან გამოსვლისას საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები და თუ მაინც შეიტანთ ტელეფონს, არ სქროლოთ სოციალური ქსელები, არ ისაუბროთ და გამოსვლისას სპეციალური გამწმენდი საშუალებით კარგად გაწმინდეთ.

გარდა იმისა, რომ საპირფარეშოში ტელეფონის გარეშე შესვლით, მავნე ბაქტერიების ზემოქმედებისგან დაიცავთ თავს, ამავდროულად, ეს თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახება. როგორც აღმოჩნდა, როცა ტელეფონი მუდამ თან გაქვთ და არასოდეს ხართ მის გარეშე, ეს მენტალურ აშლილობას იწვევს.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ უნდა არსებობდეს თუნდაც ერთი ისეთი ადგილი, სადაც მცირე პერიოდს მაინც სმარტფონის გარეშე გაატარებთ.

ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო ხდება

"საზარელი და შოკისმომგვრელი“ აღმოჩენა კანადაში - ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 750-ზე მეტი უსახელო საფლავი იპოვეს

სამხრეთ აფრიკელ ქალს 10 ტყუპი არ გაუჩენია და ის ორსულადაც არ ყოფილა - რატომ მოიგონა 37 წლის გოშამემ შვილების გაჩენა? - უჩვეულო ამბის დეტალები