მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
116-ე საჯარო სკოლაში უფროსკლასელებმა მე-8 კლასელს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს -  მანდატურის სამსახურის განცხადება
116-ე საჯარო სკოლაში უფროსკლასელებმა მე-8 კლასელს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს -  მანდატურის სამსახურის განცხადება

თბი­ლი­სის 116-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შეს­ვე­ნე­ბის დროს უფ­როსკლა­სე­ლებ­მა მე-8 კლა­სის მოს­წავ­ლეს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს. მათი ცნო­ბით, და­შა­ვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

„მიმ­დი­ნა­რე წლის 3 დე­კემ­ბერს, მან­და­ტუ­რი ახორ­ცი­ე­ლებ­და სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ის დის­ტან­ცი­ურ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას, რა დრო­საც მან ვი­დე­ო­კა­მე­რი­დან შე­ნიშ­ნა, რომ შეს­ვე­ნე­ბის დროს, დე­რე­ფან­ში, უფ­როსკლა­სე­ლი ბი­ჭე­ბის ხუმ­რო­ბამ და თა­მაშ­მა უხე­ში ფორ­მა მი­ი­ღო. მან­და­ტურ­მა ინ­ფორ­მა­ცია მყი­სი­ე­რად გა­დას­ცა კო­ლე­გას, რო­მე­ლიც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ვი­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვის და ვი­თა­რე­ბა­ში გარ­კვე­ვის­თა­ნა­ვე, მან­და­ტურ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მე-8 კლა­სის მოს­წავ­ლე ბიჭს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და მცი­რე ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა. მას ად­გილ­ზე გა­ე­წია პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა, თუმ­ცა, მან­და­ტუ­რის მი­თი­თე­ბით, სკო­ლის ექიმ­მა მა­ინც გა­მო­ი­ძა­ხა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. თა­ვად მან­და­ტურ­მა კი ფაქ­ტი აც­ნო­ბა პო­ლი­ცი­ას. აღ­ნიშ­ნულ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი­სა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გა­ტარ­და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა. ამ­ჟა­მად, ფაქტს პო­ლი­ცია სწავ­ლობს. მე-8 კლა­სე­ლი მოს­წავ­ლე ბი­ჭის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას არა­ვი­თა­რი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tbiliseli
1

ქვეყნის ერთ-ერთი დიდი ტკივილი და ტრაგედიაა, ძაან დაუნდობელი თაობა წამოვიდა! ჩემს თაობას მასწავლებლების გვეშინოდა, ამათ პოლიციის აღარ ეშინიათ, მასწავლებლებზე და დირექტორზე ლაპარაკიც ზედმეტია!!!!

!!!
1

ძალიან კარგი რომ დროული რეაგირება მოხდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

116-ე საჯარო სკოლაში უფროსკლასელებმა მე-8 კლასელს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს -  მანდატურის სამსახურის განცხადება

116-ე საჯარო სკოლაში უფროსკლასელებმა მე-8 კლასელს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს -  მანდატურის სამსახურის განცხადება

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შესვენების დროს უფროსკლასელებმა მე-8 კლასის მოსწავლეს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. მათი ცნობით, დაშავებული მოსწავლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, მანდატური ახორციელებდა სკოლის ტერიტორიის დისტანციურ მეთვალყურეობას, რა დროსაც მან ვიდეოკამერიდან შენიშნა, რომ შესვენების დროს, დერეფანში, უფროსკლასელი ბიჭების ხუმრობამ და თამაშმა უხეში ფორმა მიიღო. მანდატურმა ინფორმაცია მყისიერად გადასცა კოლეგას, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. სიტუაციის განმუხტვის და ვითარებაში გარკვევისთანავე, მანდატურმა აღმოაჩინა, რომ მე-8 კლასის მოსწავლე ბიჭს მიყენებული ჰქონდა მცირე ფიზიკური დაზიანება. მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა, მანდატურის მითითებით, სკოლის ექიმმა მაინც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თავად მანდატურმა კი ფაქტი აცნობა პოლიციას. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ გატარდა უსაფრთხოების წესით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება. ამჟამად, ფაქტს პოლიცია სწავლობს. მე-8 კლასელი მოსწავლე ბიჭის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ულამაზესი ზუგდიდელი გოგონას წარმატება სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსზე - "ყველა გრძნობა ერთად მერეოდა..."

რა გახდა მეტრო "ვარკეთილში" დაკვამლიანების მიზეზი - "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განმარტება

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მაღაზიაში შემთხვევით ნივთი გაგიტყდათ?