მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დეპუტატები 5 საათზე გააღვიძეს და ცხვრებივით შერეკეს პარლამენტში" - რუსთაველზე რკინის ჯებირები აღარ დგას
"დეპუტატები 5 საათზე გააღვიძეს და ცხვრებივით შერეკეს პარლამენტში" - რუსთაველზე რკინის ჯებირები აღარ დგას

ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი პარ­ლა­მენ­ტში დი­ლის 07:00 სა­ა­თის­თვის შე­ვიდ­ნენ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, სწო­რედ ამის გამო არ დახ­ვდათ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს პარ­ლა­მენ­ტთან რკი­ნის ჯე­ბი­რე­ბი, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე გუ­შინ იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

„დღეს „ბერ­ლი­ნის კედ­ლე­ბი“ თბი­ლის­ში მხო­ლოდ ერთი მი­ზე­ზით არ დაგ­ვხვდა, დი­ლის 05:00 სა­ათ­ზე გა­აღ­ვი­ძეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი და რო­გორც ცხვრე­ბი ისე შე­რე­კეს პარ­ლა­მენ­ტში 07:00 სა­ათ­ზე. თუ ასე სურთ მუ­შა­ო­ბა, კი ბა­ტო­ნო, იმუ­შა­ონ ასე. ხან ნაკ­რძა­ლად გა­მო­ა­ცხა­დონ სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი, ხან დი­ლის 05:00 სა­ათ­ზე გა­აღ­ვი­ძონ დე­პუ­ტა­ტე­ბი. არა­უ­შავს ჩვენ არ და­ვიღ­ლე­ბით. შემ­დგო­მი სე­სია რომ იქ­ნე­ბა, ისევ ღა­მეს გა­ვა­თე­ნებთ და ისევ დავ­დგე­ბით აქ და რო­გორ შევ­ლენ, ვნა­ხოთ. ის ხვრე­ლე­ბიც ვი­ცით, სა­ი­და­ნაც გუ­შინ შე­დი­ოდ­ნენ დე­პუ­ტა­ტე­ბი. იმ ხვრე­ლებ­საც ამოვ­ქო­ლავთ“, - გა­ნა­ცხა­და ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა.

მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ად­რი­ა­ნად მის­ვლა­ზე გან­მარ­ტე­ბას პარ­ლა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რი აკე­თებს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პარ­ლა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, 09:00 სა­ათ­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მა იყო და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა, ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, აღ­ნიშ­ნუ­ლი სხდო­მა მე­დი­ის­თვის და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

დე­პუ­ტა­ტი სოფო კი­ლა­ძე ერთ-ერთი იყო, ვინც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ადრე მი­ვი­და.

„რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რო­მელ სა­ათ­ზე მო­ვე­დი? სოფო კი­ლა­ძე არის ერთ-ერთი ის დე­პუ­ტა­ტი, რო­მე­ლიც ადრე მო­დის ხოლ­მე,"- გა­ნა­ცხა­და სოფო კი­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას, კი­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლის ქცე­ვა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებს.

„ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი გა­სუ­ლია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბი­დან და ამით ვე­რა­ვი­თარ პო­ლი­ტი­კურ დი­ვი­დენ­დს ვერ მი­ი­ღე­ბენ. სი­ძულ­ვი­ლის ენა, ადა­მი­ა­ნე­ბის და­ბუ­ლინ­გე­ბა მათ არ მი­იყ­ვანს კარგ შე­დე­გამ­დე. ისი­ნი იქ­ცე­ვი­ან ზუს­ტად ისე, რო­გორც „კმა­რა" იქ­ცე­ო­და თა­ვის დრო­ზე და რა შე­დე­გიც მი­ი­ღო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ასე­თი ძა­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­გან, ყვე­ლამ ვნა­ხეთ“, - გა­ნა­ცხა­და სოფო კი­ლა­ძემ.

ოპო­ზი­ცი­ის და სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მო­რი­გი პი­კე­ტი­რე­ბის მიზ­ნით სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან 10:00 სა­ა­თი­დან შე­იკ­რიბ­ნენ, თუმ­ცა უმ­რავ­ლე­სო­ბის თით­ქმის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა უკვე პარ­ლა­მენ­ტში იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში 10:00 სა­ა­თის­თვის, როცა პირ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა - კერ­ძოდ, იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა იყო და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი, მხო­ლოდ უმ­რავ­ლე­სო­ბის რამ­დე­ნი­მე წევ­რი მი­ვი­და.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცხვრები
17

ცხვრებს მართლაც ძალიან გვანან ისინი, პარლამენტს რომ უვლიან გარშემო. ნეტავი ტელევიზორში მაინც ვერ ხედავენ, რას დაემსგავსნენ!?

გოგა
22

ცხვრები თქვენ ხართ ნაცები მიშასი ის გაფინანსებ,და საერთოდ ხალხის სახელით ნუ ლაპარაკობთ ,ყველა ნაცი მატროსოვზე მათ კოხაბიტაციამ იხსნა არც ახლაა გვიან არ დაბლოკოთ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"დეპუტატები 5 საათზე გააღვიძეს და ცხვრებივით შერეკეს პარლამენტში" - რუსთაველზე რკინის ჯებირები აღარ დგას

"დეპუტატები 5 საათზე გააღვიძეს და ცხვრებივით შერეკეს პარლამენტში" - რუსთაველზე რკინის ჯებირები აღარ დგას

ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, უმრავლესობის წევრები პარლამენტში დილის 07:00 საათისთვის შევიდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, სწორედ ამის გამო არ დახვდათ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან რკინის ჯებირები, რომელიც ადგილზე გუშინ იყო განთავსებული.

„დღეს „ბერლინის კედლები“ თბილისში მხოლოდ ერთი მიზეზით არ დაგვხვდა, დილის 05:00 საათზე გააღვიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და როგორც ცხვრები ისე შერეკეს პარლამენტში 07:00 საათზე. თუ ასე სურთ მუშაობა, კი ბატონო, იმუშაონ ასე. ხან ნაკრძალად გამოაცხადონ სამთავრობო სექტორი, ხან დილის 05:00 საათზე გააღვიძონ დეპუტატები. არაუშავს ჩვენ არ დავიღლებით. შემდგომი სესია რომ იქნება, ისევ ღამეს გავათენებთ და ისევ დავდგებით აქ და როგორ შევლენ, ვნახოთ. ის ხვრელებიც ვიცით, საიდანაც გუშინ შედიოდნენ დეპუტატები. იმ ხვრელებსაც ამოვქოლავთ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მმართველი გუნდის წევრების საკანონმდებლო ორგანოში ადრიანად მისვლაზე განმარტებას პარლამენტის პრესსამსახური აკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, 09:00 საათზე უმრავლესობის სხდომა იყო დაგეგმილი, თუმცა, ინფორმაციისთვის, აღნიშნული სხდომა მედიისთვის დაანონსებული არ ყოფილა.

დეპუტატი სოფო კილაძე ერთ-ერთი იყო, ვინც საკანონმდებლო ორგანოში ადრე მივიდა.

„რა მნიშვნელობა აქვს, რომელ საათზე მოვედი? სოფო კილაძე არის ერთ-ერთი ის დეპუტატი, რომელიც ადრე მოდის ხოლმე,"- განაცხადა სოფო კილაძემ.

რაც შეეხება საპროტესტო აქციას, კილაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილის ქცევა არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს.

„ოპოზიციის ნაწილი გასულია დემოკრატიული ჩარჩოებიდან და ამით ვერავითარ პოლიტიკურ დივიდენდს ვერ მიიღებენ. სიძულვილის ენა, ადამიანების დაბულინგება მათ არ მიიყვანს კარგ შედეგამდე. ისინი იქცევიან ზუსტად ისე, როგორც „კმარა" იქცეოდა თავის დროზე და რა შედეგიც მიიღო საზოგადოებამ ასეთი ძალის ხელისუფლებაში მოსვლისგან, ყველამ ვნახეთ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის მორიგი პიკეტირების მიზნით საკანონმდებლო ორგანოსთან 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, თუმცა უმრავლესობის თითქმის სრული შემადგენლობა უკვე პარლამენტში იმყოფებოდა. საკანონმდებლო ორგანოში 10:00 საათისთვის, როცა პირველი ღონისძიება - კერძოდ, იურიდიული კომიტეტის სხდომა იყო დაანონსებული, მხოლოდ უმრავლესობის რამდენიმე წევრი მივიდა.

"ვარ ზრდასრული ადამიანი და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად" - იურიდიულმა კომიტეტმა შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

კახა კალაძე მარგველაშვილზე - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც

ძვირად ღირებული ავტომობილი, სახლები და მიწები გერმანიაში - რა ქონებას ფლობს ლევან კობიაშვილი