კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქორწილში მიმავალი ქალები და ბავშვები აფეთქებამ იმსხვერპლა - ავღანეთში გარდაცვლილებს შორის ორი ჩვილია
ქორწილში მიმავალი ქალები და ბავშვები აფეთქებამ იმსხვერპლა - ავღანეთში გარდაცვლილებს შორის ორი ჩვილია

ავ­ღა­ნე­თის ჩრდი­ლო­ე­თით, გზა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ბომ­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ში მყო­ფი სულ მცი­რე, 15 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა - Associated Press წერს, რომ მსხვერ­პლთა შო­რის ექ­ვსი ქალი, ექ­ვსი პა­ტა­რა გო­გო­ნა და ორი ჩვი­ლია. ისი­ნი ქორ­წილ­ში მი­დი­ოდ­ნენ. გარ­დაც­ვლი­ლია მძღო­ლიც. შს სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლის, ნას­რათ რა­ჰი­მის თქმით, კუნ­დუ­ზის პრო­ვინ­ცი­ა­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, ასე­ვე, და­შავ­და ორი ადა­მი­ა­ნი.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ კი­დევ ერთი აფეთ­ქე­ბა მოხ­და, გარ­და­იც­ვა­ლა პო­ლი­ცი­ე­ლი. შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­ა­ჩე­რეს ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­თაც და­უდ­გე­ნელ პი­რებს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­დაჰ­ქონ­დათ. მან­ქა­ნა­ში მსხდო­მებ­მა პო­ლი­ცი­ას ცე­ცხლი გა­უხ­სნეს, შემ­დეგ კი თა­ვად მო­შო­რე­ბით გა­იქ­ცნენ და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა დის­ტან­ცი­უ­რად აა­მოქ­მე­დეს.

ავ­ღა­ნე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ორი­ვე თავ­დას­ხმა­ში თა­ლი­ბანს ადა­ნა­შა­უ­ლებს. ორ­გა­ნი­ზა­ცია ქვეყ­ნის ნა­ხე­ვარ­ზე მეტს აკონ­ტრო­ლებს, თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს თავ­დას­ხმებს, რომ­ლის სა­მიზ­ნე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა ძა­ლი­ან ხში­რად თავ­დას­ხმებს ჩვე­უ­ლერ­ბი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც ეწი­რე­ბი­ან.

აშშ-სა და თა­ლი­ბანს შო­რის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სექ­ტემ­ბერ­ში ჩა­ი­შა­ლა.

ბადრი
0

მეცოდება ეგ ხალხი. როდისმე ხომ უნდა ეღირსოთ მშვიდობა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ქორწილში მიმავალი ქალები და ბავშვები აფეთქებამ იმსხვერპლა - ავღანეთში გარდაცვლილებს შორის ორი ჩვილია

ქორწილში მიმავალი ქალები და ბავშვები აფეთქებამ იმსხვერპლა - ავღანეთში გარდაცვლილებს შორის ორი ჩვილია

ავღანეთის ჩრდილოეთით, გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი სულ მცირე, 15 ადამიანი გარდაიცვალა - Associated Press წერს, რომ მსხვერპლთა შორის ექვსი ქალი, ექვსი პატარა გოგონა და ორი ჩვილია. ისინი ქორწილში მიდიოდნენ. გარდაცვლილია მძღოლიც. შს სამინისტროს წარმომადგენლის, ნასრათ რაჰიმის თქმით, კუნდუზის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ასევე, დაშავდა ორი ადამიანი.

რამდენიმე საათის შემდეგ კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, გარდაიცვალა პოლიციელი. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გააჩერეს ავტომობილი, რომლითაც დაუდგენელ პირებს ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაჰქონდათ. მანქანაში მსხდომებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი თავად მოშორებით გაიქცნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ორივე თავდასხმაში თალიბანს ადანაშაულებს. ორგანიზაცია ქვეყნის ნახევარზე მეტს აკონტროლებს, თითქმის ყოველდღიურად ახორციელებს თავდასხმებს, რომლის სამიზნე შეიარაღებული ძალები და მთავრობის წევრები არიან, თუმცა ძალიან ხშირად თავდასხმებს ჩვეულერბივი მოქალაქეებიც ეწირებიან.

აშშ-სა და თალიბანს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებები სექტემბერში ჩაიშალა.

რუსეთში ავტობუსის მდინარეში გადავარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი

ლეონარდო დიკაპრიო ბრაზილიის პრეზიდენტს პასუხობს