სამხედრო
მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანკისში მომხდარი მკვლელობა ჰესის მშენებლობას უკავშირდება? - რას ყვებიან ადგილობრივები
პანკისში მომხდარი მკვლელობა ჰესის მშენებლობას უკავშირდება? - რას ყვებიან ადგილობრივები

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ სა­ქო­ბი­ა­ნე­ში ორ გვარს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ხასო ხან­გოშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მუ­თოშ­ვი­ლე­ბი­სა და ქავ­თა­რაშ­ვი­ლე­ბის გვა­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა არც ისე დიდი ხნის კონ­ფლიქტს უკავ­შირ­დე­ბა.

ხან­გოშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­თოშ­ვი­ლე­ბი და ქავ­თა­რაშ­ვი­ლე­ბი შე­რი­გე­ბა­საც აპი­რებ­დნენ, თუმ­ცა დღეს მათ შო­რის შეხ­ვედ­რა მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და.

„თით­ქოს შე­რი­გე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო, შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს ახალ­გაზ­რდე­ბი და ეს მოხ­და. კონ­ფლიქ­ტი არც ისე დიდი ხა­ნია, რაც არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა რო­გორც ვიცი, მი­ზე­ზი რა­ღაც უმ­ნიშ­ვნე­ლო ამ­ბა­ვი იყო. მეტი არა­ფე­რი ვიცი“, - გა­ნა­ცხა­და ხასო ხან­გოშ­ვილ­მა.

მომ­ხდარს პი­რად კონ­ფლიქტთან არა­ვი­თა­რი სა­ერ­თო არ აქვს. ეს არის ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხზე და­წყე­ბუ­ლი დავა და იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც ლო­ბი­რებ­დნენ ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კითხს ხე­ო­ბა­ში, ვის უკა­ნაც დგას მთავ­რო­ბა, პო­ლი­ცია, მოკ­ლეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას, - ამის შე­სა­ხებ პან­კი­სის მკვიდრმა ლუ­ი­ზა მუ­თოშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ორ გვარს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას მოკ­ლუ­ლი პირი მისი ბი­ძაა.

მუ­თოშ­ვი­ლი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას ორ გვარს ასა­ხე­ლებს, რომ­ლე­ბიც მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის მომ­ხრე­ე­ბი არი­ან და მათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ლო­ბი­რებს.

„ერ­თა­დერ­თი რამ მინ­და გან­ვმარ­ტო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ი­გოს - ზო­გი­ერ­თი ჯგუ­ფი ცდი­ლობს პან­კის­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტი პი­რად და­ვამ­დე და გარ­ჩე­ვამ­დე და­იყ­ვა­ნოს, მაგ­რამ ამას პი­რად კონ­ფლიქტთან არა­ვი­თა­რი სა­ერ­თო არ აქვს. ეს არის ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხზე და­წყე­ბუ­ლი დავა და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ლო­ბი­რებ­დნენ ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კითხს ხე­ო­ბა­ში, ვის უკა­ნაც დგას მთავ­რო­ბა, პო­ლი­ცია, მათ მოკ­ლეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ჰე­სის შე­ნებ­ლო­ბას. ღიად ხე­ო­ბა­ში ვინც ამ სა­კითხს ლო­ბი­რებს, არი­ან ქავ­თა­რაშ­ვი­ლე­ბი და ფა­რე­უ­ლი­ძე­ე­ბი. და­პი­რის­პი­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 1-2 თვის წი­ნაც მოხ­და იგი­ვე სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა რა­ღაც­ნა­ი­რად ჩა­წყნარ­და სი­ტუ­ა­ცია. დღეს ყვე­ლა­ზე მძი­მე შე­დე­გი დად­გა და შე­ი­წი­რა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე.

ჩვე­ნი მხრი­დან დაჭ­რი­ლია ერთი ადა­მი­ა­ნი, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი, ისიც გვა­რად მუ­თოშ­ვი­ლი. ახლა უტარ­დე­ბა ოპე­რა­ცია და სტა­ბი­ლუ­რია მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. მე­ო­რე მხრი­დან არ მაქვს არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია, ვინ და რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია დაჭ­რი­ლი. დაჭ­რა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოხ­და. და­კა­ვე­ბუ­ლი ჯერ არა­ვი­ნაა და ეჭვი მე­პა­რე­ბა სა­ერ­თოდ ვინ­მე და­ა­კა­ვონ იმი­ტომ, რომ მათ ინ­ტე­რე­სებს იცა­ვენ.

ყვე­ლას ვთხოვ, ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და ინ­სტი­ტუ­ცი­ას, რომ ახლა ყვე­ლა­ზე მე­ტად გვჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, რად­გან მსხვერ­პლი კი­დევ არ იყოს. ძა­ლი­ან მძი­მეა, მაგ­რამ მა­ინც ვი­ტყვი, ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იყოს საკ­მა­რი­სი, ამ თე­მის და­სამ­თავ­რებ­ლად. ეს არ მოხ­დე­ბო­და კომ­პა­ნი­ას და მთავ­რო­ბას მთე­ლი 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხალ­ხთან კო­მუ­ნი­კა­ცია რომ ჰქო­ნო­და. ჩვენ რა­საც ვი­თხოვ­დით, ერ­თა­დერ­თი ის იყო, რომ ადა­მი­ა­ნუ­რი ენით ესა­უბ­რათ ჩვენ­თან და არა მას­ხრად აგ­დე­ბის ენით, რაც, რა თქმა უნდა, არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს და დღემ­დე იგი­ვეს აგ­რძე­ლე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ლუ­ი­ზა მუ­თოშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ სა­ქო­ბი­ა­ნე­ში ორ გვარს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნია მოკ­ლუ­ლი, ოთხი კი დაჭ­რი­ლი.მოკ­ლუ­ლია ვისი მუ­თოშ­ვი­ლი, დაჭ­რი­ლე­ბი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
18

ჰესისი მშენწბლობა ძალიან საშიშია თანაც ხანდოს ხეობაში. ამით საფრთხე ექმნება მთლიანად აქართველოს . 

უფალმა ნათწლში ამყოფოს გარდაცვლილის სული.

გურული NEWS !
18

ეს ფეოდალური პერიოდის გვარებს შორის ომი როდის უნდა დამთავრდეს! ყველაფერი პრობლემა პანკისის მუსულმანური თემისგან რატომ მოდის, დაამთავრეთ ეს "უხუცესთა სასამართლოები", ეგენი უფრო აგიჟებენ ისედაც ჭკუიდან გადასულ ხალხს. 30 წელია მიტინგები და პანკისი, მეტი აღარაფერი ისმის!!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პანკისში მომხდარი მკვლელობა ჰესის მშენებლობას უკავშირდება? - რას ყვებიან ადგილობრივები

პანკისში მომხდარი მკვლელობა ჰესის მშენებლობას უკავშირდება? - რას ყვებიან ადგილობრივები

პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელმა, ხასო ხანგოშვილმა განუცხადა, მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების გვარებს შორის დაპირისპირება არც ისე დიდი ხნის კონფლიქტს უკავშირდება.

ხანგოშვილის ინფორმაციით, მუთოშვილები და ქავთარაშვილები შერიგებასაც აპირებდნენ, თუმცა დღეს მათ შორის შეხვედრა მკვლელობით დასრულდა.

„თითქოს შერიგება უნდა მომხდარიყო, შეხვდნენ ერთმანეთს ახალგაზრდები და ეს მოხდა. კონფლიქტი არც ისე დიდი ხანია, რაც არსებობდა, თუმცა როგორც ვიცი, მიზეზი რაღაც უმნიშვნელო ამბავი იყო. მეტი არაფერი ვიცი“, - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

მომხდარს პირად კონფლიქტთან არავითარი საერთო არ აქვს. ეს არის ჰესის მშენებლობის საკითხზე დაწყებული დავა და იმ ადამიანებმა, რომლებიც ლობირებდნენ ჰესის მშენებლობის საკითხს ხეობაში, ვის უკანაც დგას მთავრობა, პოლიცია, მოკლეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჰესის მშენებლობას, - ამის შესახებ პანკისის მკვიდრმა ლუიზა მუთოშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე განცხადებით, ორ გვარს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული პირი მისი ბიძაა.

მუთოშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ორ გვარს ასახელებს, რომლებიც მისივე განცხადებით, ჰესის მშენებლობის მომხრეები არიან და მათ ხელისუფლება ლობირებს.

„ერთადერთი რამ მინდა განვმარტო, რომ საზოგადოებამ გაიგოს - ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს პანკისში მომხდარი ფაქტი პირად დავამდე და გარჩევამდე დაიყვანოს, მაგრამ ამას პირად კონფლიქტთან არავითარი საერთო არ აქვს. ეს არის ჰესის მშენებლობის საკითხზე დაწყებული დავა და ის ადამიანები, რომლებიც ლობირებდნენ ჰესის მშენებლობის საკითხს ხეობაში, ვის უკანაც დგას მთავრობა, პოლიცია, მათ მოკლეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჰესის შენებლობას. ღიად ხეობაში ვინც ამ საკითხს ლობირებს, არიან ქავთარაშვილები და ფარეულიძეები. დაპირისპირება დაახლოებით, 1-2 თვის წინაც მოხდა იგივე საკითხთან დაკავშირებით, თუმცა რაღაცნაირად ჩაწყნარდა სიტუაცია. დღეს ყველაზე მძიმე შედეგი დადგა და შეიწირა ადამიანის სიცოცხლე.

ჩვენი მხრიდან დაჭრილია ერთი ადამიანი, ჩემი ბიძაშვილი, ისიც გვარად მუთოშვილი. ახლა უტარდება ოპერაცია და სტაბილურია მისი მდგომარეობა. მეორე მხრიდან არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, ვინ და რამდენი ადამიანია დაჭრილი. დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. დაკავებული ჯერ არავინაა და ეჭვი მეპარება საერთოდ ვინმე დააკავონ იმიტომ, რომ მათ ინტერესებს იცავენ.

ყველას ვთხოვ, ყველა ორგანიზაციას და ინსტიტუციას, რომ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება, რადგან მსხვერპლი კიდევ არ იყოს. ძალიან მძიმეა, მაგრამ მაინც ვიტყვი, ერთი ადამიანის სიცოცხლე იყოს საკმარისი, ამ თემის დასამთავრებლად. ეს არ მოხდებოდა კომპანიას და მთავრობას მთელი 1 წლის განმავლობაში ხალხთან კომუნიკაცია რომ ჰქონოდა. ჩვენ რასაც ვითხოვდით, ერთადერთი ის იყო, რომ ადამიანური ენით ესაუბრათ ჩვენთან და არა მასხრად აგდების ენით, რაც, რა თქმა უნდა, არ დააკმაყოფილეს და დღემდე იგივეს აგრძელებენ“, - განაცხადა ლუიზა მუთოშვილმა.

ცნობისთვის, პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი.მოკლულია ვისი მუთოშვილი, დაჭრილები კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - "მგონია, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს - ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულად არის ეს ამბავი..."

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

"დაპირისპირება ჰესის გამო არ დაწყებულა... მიზეზი სხვა რამეა" - რას ჰყვება პანკისში დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმა