მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციის ლიდერები და რას გეგმავენ 25 ნოემბერს
რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციის ლიდერები და რას გეგმავენ 25 ნოემბერს

"ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის" ოფის­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბის შეხ­ვედ­რა დას­რულ­და. დღეს შეკ­რე­ბილ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა 25 ნო­ემ­ბერს და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რეს და არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ე.წ. გერ­მა­ნუ­ლი მო­დელ­ზე შე­თან­ხმდნენ.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 25 ნო­ემ­ბერს, 19:00 სა­ათ­ზე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის ნა­წი­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე, ხოლო მე­ო­რე ნა­წი­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შე­იკ­რი­ბე­ბი­ან. რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი მსვლე­ლო­ბით პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდე­ბი­ან.

აქ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ისი­ნი პარ­ლა­მენ­ტის ხე­ლახ­ლა პი­კე­ტი­რე­ბას მო­ახ­დნენ.

"ჩვენ ისევ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­ი­თა და გეგ­მით მივ­დი­ვართ. მშვი­დო­ბი­ან, არა­ძა­ლა­დობ­რივ პრო­ტესტს ყო­ველ­დღი­უ­რად აქვს შე­დე­გი. ჩვენ ამ ბრძო­ლას მი­ვიყ­ვანთ ბო­ლომ­დე და გა­მარ­ჯვე­ბამ­დე. ეს არის სრუ­ლი­ად ახა­ლი თა­ო­ბის მიდ­გო­მა, რო­მელ­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ერ­თვე­ბა და რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს", - გა­ნა­ცხა­და პარ­ტია „ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რის, და­ვით ბაქ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პრო­ტეს­ტი გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ­დე, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ კრი­ზისს თვალს არ გა­უს­წო­რებს და მის გან­სა­მუხ­ტად ნა­ბი­ჯებს არ გა­დად­გამს.

რო­გორც ბაქ­რა­ძემ ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აქ­ცი­ის დაშ­ლას ეც­დე­ბი­ან, პო­ლი­ცი­ის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა ამ­ჯე­რა­დაც არ მოხ­დე­ბა.

„მთა­ვა­რი, რა­ზეც თან­მდე­ბა ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია, გახ­ლავთ ის, რომ გაგ­რძელ­დე­ბა პრო­ტეს­ტე­ბი და პრო­ტეს­ტე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ­დე, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა თვა­ლი გა­უს­წო­როს იმ უმ­ძი­მეს პო­ლი­ტი­კურ კრი­ზისს, რო­მე­ლიც მან სა­კუ­თა­რი ტყუ­ი­ლე­ბით შექ­მნა ამ ქვე­ყა­ნა­ში და გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი ამ კრი­ზი­სე­ბის გან­სა­მუხ­ტად. ასე რომ, რა­საც ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია იზი­ა­რებს გახ­ლავთ ის, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა. მათ შო­რის, ხვალ შვიდ სა­ათ­ზე შედ­გე­ბა შეკ­რე­ბა რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე, სა­ი­და­ნაც მშვი­დო­ბი­ა­ნი მსვლე­ლო­ბით გად­მო­ვი­ნაც­ვლებთ პარ­ლა­მენ­ტთან. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბი­ან ად­გილ­ზე და აქ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა სამ­შა­ბათს დი­ლი­და­ნაც და ხაზს ვუს­ვამ, ეს იქ­ნე­ბა სრუ­ლი­ად მშვი­დო­ბი­ა­ნი და არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ცია. ამას გარ­და, პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­ტარ­დე­ბა უფრო მცი­რე ზო­მის აქ­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ზე და ეს იქ­ნე­ბა იმის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა მო­ი­ტა­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტყუ­ილ­მა და სიმ­შვი­დეს მო­ი­ტანს კრი­ზი­სი­დან გა­მო­სავ­ლის მო­ძებ­ნა და არა პო­ლი­ცი­ი­სა და სპეც­რაზ­მის დახ­მა­რე­ბით ოპო­ზი­ცი­ი­სა და ხალ­ხის მო­თხოვ­ნე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა. რა თქმა უნდა, ახ­ლაც დაშ­ლას ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ, იმი­ტომ რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მკა­ფიო სტრა­ტე­გი­აა, რომ დი­ა­ლო­გი­სა და გა­მო­სავ­ლის მო­ძებ­ნის ნაც­ვლად ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ა­ტა­როს პო­ლი­ცი­ა­სა და სპეც­რაზმზე, ამი­ტომ დაშ­ლას ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ, მაგ­რამ აქ­ცია იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი. თქვენ ნა­ხეთ, რო­გო­რი იყო მო­მი­ტინ­გე­ე­ბის რე­აქ­ცია ამას წი­ნა­თაც, არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და ძა­ლა­დო­ბა პო­ლი­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბით არ ყო­ფი­ლა, არც ახლა არ იქ­ნე­ბა. რამ­დენ­ჯე­რაც დაშ­ლის პო­ლი­ცია მშვი­დო­ბი­ან აქ­ცი­ას, იმ­დენ­ჯერ და­შა­ლონ, მით უფრო უკე­თე­სად და­ი­ნა­ხავ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა რა ტი­პის სა­ხელ­მწი­ფომ­დე მი­იყ­ვა­ნა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბა“ სა­ქარ­თვე­ლო“, - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

„გირ­ჩის“ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი ძა­ლო­ვან უწყე­ბებს არ ჩა­ი­ბა­რე­ბენ, ბაქ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ეს სა­კი­თხი ოპო­ზი­ცი­ის დღის წეს­რიგ­ში ჯერ არ დამ­დგა­რა.

„გირ­ჩის“ ინი­ცი­ა­ტი­ვა დღის წეს­რიგ­ში არ დამ­დგა­რა. დღეს ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი იყო ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლად და­გეგ­მვა ხვა­ლინ­დე­ლი აქ­ცი­ი­სა, ასე­ვე, ვი­სა­უბ­რეთ გერ­მა­ნულ მო­დელ­ზეც და პრაქ­ტი­კუ­ლად ოპო­ზი­ცია ამ სა­კი­თხზეც შე­ჯე­რე­ბუ­ლია, რო­გო­რი უნდა იყოს მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გერ­მა­ნუ­ლი მო­დე­ლი, რო­მა­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს თა­ნა­ბარ და სა­მარ­თლი­ან სა­არ­ჩევ­ნო პი­რო­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

ბაქ­რა­ძემ პრე­ზი­დენ­ტის ის გან­ცხა­დე­ბაც შე­ა­ფა­სა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, დის­კუ­სი­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტში უნდა გა­და­ვი­დეს. მისი თქმით, “რო­გორც ჩანს, ზუ­რა­ბიშ­ვილს რუ­სულ ჭა­ღებ­სა და ირა­ნულ მამ­ლებ­ზე ზრუნ­ვა­ში გა­მორ­ჩა, რომ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა ამ ქვე­ყა­ნა­ში აღარ იც­ვლე­ბა“.

„რო­გორც ყო­ველ­თვის ქალ­ბა­ტი ნი­ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ახერ­ხებს, რომ იყოს სრუ­ლი­ად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში და დღეს ის სა­უბ­რობს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის ცვლი­ლე­ბა­ზე, მე მას მინ­და შე­ვახ­სე­ნო, რომ სა­არ­ჩე­ვო კო­დექ­სის ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა მას შემ­დეგ, რაც შე­იც­ვლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა. რო­გორც ჩანს მას რუ­სულ ჭა­ღებ­სა და ირა­ნულ მამ­ლებ­ზე ზრუნ­ვა­ში გა­მორ­ჩა, რომ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა ამ ქვე­ყა­ნა­ში აღარ იც­ვლე­ბა, იმი­ტომ, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მო­ა­ტყუა სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ა­ნებ­მა და­ი­ჯე­რონ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხელ­ში არ აღ­მოჩ­ნდე­ბა თო­ფი­ა­ნი და „ჟუ­ჩო­კი­ა­ნი“ ხალ­ხი - პო­ლი­ცია, პრო­კუ­რა­ტუ­რა და სუს-ი“, - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის“ ლი­დერ­მა, ზურა ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მან "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის" ოფის­ში ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ლი­დე­რებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­აჟ­ღე­რა.

მისი თქმით, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ ხალ­ხის ნდო­ბა ვერ და­იბ­რუ­ნა და სწო­რედ ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთა­ვა­რი ბერ­კე­ტი ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, რაც უნდა წა­არ­თვან.

„პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა და­ი­ჯე­რონ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხელ­ში არ აღ­მოჩ­ნდე­ბა თო­ფი­ა­ნი და „ჟუ­ჩო­კი­ა­ნი“ ხალ­ხი- პო­ლი­ცია, პრო­კუ­რა­ტუ­რა და სუს-ი. „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ ვერ და­იბ­რუ­ნა ხალ­ხის ნდო­ბა და ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ბერ­კე­ტი, რი­თიც ის ებ­რძვის ოპო­ზი­ცი­ას. მათი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი, გარ­და იმი­სა, რომ ის ხარ­ჯავს ფულს, არის ის, რომ თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა, ისევ დაბ­რუნ­დე­ბი­ან „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი“ და ისევ იქ­ნე­ბა სის­ხლი და ტე­რო­რი. ეს ბერ­კე­ტი ივა­ნიშ­ვილს უნდა წა­ვარ­თვათ“, - აღ­ნიშ­ნა ზურა ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
joni
14

ბოქლომი და თალაკვაძის ტაშტი არ დაგავიწყდეთ !!!

ავლიპ ხალხური
18

ამათიც, იმათიც, ამის მერე ვინც იქნება იმათიც ........

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციის ლიდერები და რას გეგმავენ 25 ნოემბერს

რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციის ლიდერები და რას გეგმავენ 25 ნოემბერს

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა. დღეს შეკრებილმა პოლიტიკოსებმა 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრეს და არჩევნებთან დაკავშირებით ე.წ. გერმანული მოდელზე შეთანხმდნენ.

მათი ინფორმაციით, 25 ნოემბერს, 19:00 საათზე ოპოზიციური პარტიის ლიდერების ნაწილი რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო მეორე ნაწილი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები მსვლელობით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

აქციის დასრულების შემდეგ ისინი პარლამენტის ხელახლა პიკეტირებას მოახდნენ.

''ჩვენ ისევ ჩვენი სტრატეგიითა და გეგმით მივდივართ. მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს ყოველდღიურად აქვს შედეგი. ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე და გამარჯვებამდე. ეს არის სრულიად ახალი თაობის მიდგომა, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი ერთვება და რომელიც საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს", - განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს თვალს არ გაუსწორებს და მის განსამუხტად ნაბიჯებს არ გადადგამს.

როგორც ბაქრაძემ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები აქციის დაშლას ეცდებიან, პოლიციის მიმართ ძალადობა და წინააღმდეგობის გაწევა ამჯერადაც არ მოხდება.

„მთავარი, რაზეც თანმდება ყველა ოპოზიციური პარტია, გახლავთ ის, რომ გაგრძელდება პროტესტები და პროტესტები გაგრძელდება მანამდე, სანამ ხელისუფლება იძულებული არ იქნება თვალი გაუსწოროს იმ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც მან საკუთარი ტყუილებით შექმნა ამ ქვეყანაში და გადადგას ნაბიჯები ამ კრიზისების განსამუხტად. ასე რომ, რასაც ყველა ოპოზიციური პარტია იზიარებს გახლავთ ის, რომ მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება. მათ შორის, ხვალ შვიდ საათზე შედგება შეკრება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მშვიდობიანი მსვლელობით გადმოვინაცვლებთ პარლამენტთან. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან ადგილზე და აქცია გაგრძელდება სამშაბათს დილიდანაც და ხაზს ვუსვამ, ეს იქნება სრულიად მშვიდობიანი და არაძალადობრივი აქცია. ამას გარდა, პარალელურად ჩატარდება უფრო მცირე ზომის აქციები სხვადასხვა ადგილებზე და ეს იქნება იმის გამოხატულება, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოიტანა ხელისუფლების ტყუილმა და სიმშვიდეს მოიტანს კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და არა პოლიციისა და სპეცრაზმის დახმარებით ოპოზიციისა და ხალხის მოთხოვნების იგნორირება. რა თქმა უნდა, ახლაც დაშლას ვერ გამოვრიცხავთ, იმიტომ რომ ხელისუფლების მკაფიო სტრატეგიაა, რომ დიალოგისა და გამოსავლის მოძებნის ნაცვლად ყველაფერი გადაატაროს პოლიციასა და სპეცრაზმზე, ამიტომ დაშლას ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ აქცია იქნება მშვიდობიანი. თქვენ ნახეთ, როგორი იყო მომიტინგეების რეაქცია ამას წინათაც, არანაირი წინააღმდეგობა და ძალადობა პოლიციასთან მიმართებით არ ყოფილა, არც ახლა არ იქნება. რამდენჯერაც დაშლის პოლიცია მშვიდობიან აქციას, იმდენჯერ დაშალონ, მით უფრო უკეთესად დაინახავ ჩვენი საზოგადოება რა ტიპის სახელმწიფომდე მიიყვანა „ქართულმა ოცნება“ საქართველო“, - განაცხადა ბაქრაძემ.

„გირჩის“ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც გაერთიანებული ოპოზიციური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ძალოვან უწყებებს არ ჩაიბარებენ, ბაქრაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი ოპოზიციის დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარა.

„გირჩის“ ინიციატივა დღის წესრიგში არ დამდგარა. დღეს ძირითადი საკითხი იყო ორგანიზაციულად დაგეგმვა ხვალინდელი აქციისა, ასევე, ვისაუბრეთ გერმანულ მოდელზეც და პრაქტიკულად ოპოზიცია ამ საკითხზეც შეჯერებულია, როგორი უნდა იყოს მოდიფიცირებული გერმანული მოდელი, რომალიც საქართველოში უზრუნველყოფს თანაბარ და სამართლიან საარჩევნო პირობებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძემ პრეზიდენტის ის განცხადებაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც, დისკუსიები პარლამენტში უნდა გადავიდეს. მისი თქმით, “როგორც ჩანს, ზურაბიშვილს რუსულ ჭაღებსა და ირანულ მამლებზე ზრუნვაში გამორჩა, რომ საარჩევნო სისტემა ამ ქვეყანაში აღარ იცვლება“.

„როგორც ყოველთვის ქალბატი ნიზურაბიშვილი ახერხებს, რომ იყოს სრულიად არაადეკვატური შექმნილ ვითარებაში და დღეს ის საუბრობს საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე, მე მას მინდა შევახსენო, რომ საარჩევო კოდექსის ცვლილებები განიხილება მას შემდეგ, რაც შეიცვლება საარჩევნო სისტემა. როგორც ჩანს მას რუსულ ჭაღებსა და ირანულ მამლებზე ზრუნვაში გამორჩა, რომ საარჩევნო სისტემა ამ ქვეყანაში აღარ იცვლება, იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა საზოგადოება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება თოფიანი და „ჟუჩოკიანი“ ხალხი - პოლიცია, პროკურატურა და სუს-ი“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ინიციატივა მან "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრისას გააჟღერა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხის ნდობა ვერ დაიბრუნა და სწორედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი ბერკეტი ოპოზიციის წინააღმდეგ, რაც უნდა წაართვან.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება თოფიანი და „ჟუჩოკიანი“ ხალხი- პოლიცია, პროკურატურა და სუს-ი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ დაიბრუნა ხალხის ნდობა და ეს არის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რითიც ის ებრძვის ოპოზიციას. მათი მთავარი გზავნილი, გარდა იმისა, რომ ის ხარჯავს ფულს, არის ის, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლება, ისევ დაბრუნდებიან „ნაციონალები“ და ისევ იქნება სისხლი და ტერორი. ეს ბერკეტი ივანიშვილს უნდა წავართვათ“, - აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.

ზოგი ჭირი მარგებელია - მადლობა ღმერთს, სამაგიეროდ, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე "ნაცმოძრაობის" მხრიდან - ირაკლი კობახიძე

"ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე" - საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა სხდომას მართავს

თბილისში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები ეხმაურებიან