კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში, გაქირავებულ ბინაში აკრძალული ღია კამერიანი გამათბობლით ორი ბავშვი მოიწამლა - "თბილისი ენერჯის" განცხადება
თბილისში, გაქირავებულ ბინაში აკრძალული ღია კამერიანი გამათბობლით ორი ბავშვი მოიწამლა - "თბილისი ენერჯის" განცხადება

თბი­ლის­ში, გა­ქი­რა­ვე­ბულ ბი­ნა­ში აკ­რძა­ლუ­ლი ღია კა­მე­რი­ა­ნი გა­მათ­ბობ­ლით ორი არას­რულ­წლოვ­ნის მო­წამ­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პა­ნია „თბი­ლი­სი ენერ­ჯი“ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

კომ­პა­ნია გა­ზის მომ­ხმა­რებ­ლებს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­სა და გა­ზის უსაფრ­თხოდ მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დებს.

„თბი­ლის­ში, გა­ქი­რა­ვე­ბულ ბი­ნა­ში აკ­რძა­ლუ­ლი ღია კა­მე­რი­ა­ნი გა­მათ­ბობ­ლით ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი მო­ი­წამ­ლა. შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვარ­კე­თილ­ში მოხ­და. თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ ცხელ ხაზ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და, რომ ვარ­კე­თი­ლის რა­ი­ონ­ში, ერთ-ერთი მი­სა­მარ­თი­დან ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ეჭვი ცე­ო­ზე იყო. მი­სა­მარ­თზე გა­სულ­მა სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ჯგუფ­მა გა­ზის გა­ჟონ­ვა ვერ­სად და­ა­ფიქ­სი­რა. თუმ­ცა, აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­ქი­რა­ვე­ბულ ბი­ნა­ში, სა­დაც ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი მო­ი­წამ­ლა და სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა, აკ­რძა­ლუ­ლი და მკვლე­ლი ღია კა­მე­რი­ა­ნი გა­მათ­ბო­ბე­ლი იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ბავ­შვე­ბის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის მი­ზე­ზიც ეს ღია წვის კა­მე­რი­ა­ნი გა­მათ­ბო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ასე­ვე დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ ჯგუფ­მა ერთხელ უკვე ჩაჭ­რა მკვლე­ლი და სა­ში­ში და­ნად­გა­რი. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგი­ვე და­ნად­გა­რი თვით­ნე­ბუ­რად და­ა­ერ­თეს ქსელ­ზე“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, სტა­ტის­ტი­კუ­რად მო­წამ­ვლის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის 70% გა­ქი­რა­ვე­ბულ ან და­გი­რა­ვე­ბულ ბი­ნებ­ში ხდე­ბა, სა­დაც ბი­ნის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი არ იცა­ვენ გა­ზის უსაფრ­თხოდ მოხ­მა­რე­ბის წე­სებს და გა­სა­ქი­რა­ვე­ბელ ბი­ნა­ში ღია კა­მე­რი­ან და­ნად­გა­რებს ამონ­ტა­ჟე­ბენ.

„კომ­პა­ნია „თბი­ლი­სი ენერ­ჯი“ კა­ტე­გო­რი­უ­ლად გაფრ­თხი­ლებთ - ღია წვის კა­მე­რი­ა­ნი და­ნად­გა­რე­ბი სა­ხი­ფა­თოა თქვე­ნი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის! გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვე­ბი და თვით­ნე­ბუ­რად არ და­ა­ერ­თოთ ჩახ­სნი­ლი და­ნად­გა­რე­ბი. ხში­რად გა­ა­ნი­ა­ვეთ ფარ­თი და არ და­ტო­ვოთ უყუ­რა­დღე­ბოდ გა­ზის და­ნად­გა­რე­ბი“, - ნათ­ქვა­მია „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

#არ­გა­რისCO

CO (ცეო) კლავს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თბილისში, გაქირავებულ ბინაში აკრძალული ღია კამერიანი გამათბობლით ორი ბავშვი მოიწამლა - "თბილისი ენერჯის" განცხადება

თბილისში, გაქირავებულ ბინაში აკრძალული ღია კამერიანი გამათბობლით ორი ბავშვი მოიწამლა - "თბილისი ენერჯის" განცხადება

თბილისში, გაქირავებულ ბინაში აკრძალული ღია კამერიანი გამათბობლით ორი არასრულწლოვნის მოწამვლასთან დაკავშირებით კომპანია „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს.

კომპანია გაზის მომხმარებლებს სპეციალისტების რჩევების გათვალისწინებისა და გაზის უსაფრთხოდ მოხმარების წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

„თბილისში, გაქირავებულ ბინაში აკრძალული ღია კამერიანი გამათბობლით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში მოხდა. თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, რომ ვარკეთილის რაიონში, ერთ-ერთი მისამართიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეჭვი ცეოზე იყო. მისამართზე გასულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა გაზის გაჟონვა ვერსად დააფიქსირა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ გაქირავებულ ბინაში, სადაც ორი მცირეწლოვანი მოიწამლა და სიკვდილს გადაურჩა, აკრძალული და მკვლელი ღია კამერიანი გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზიც ეს ღია წვის კამერიანი გამათბობელი აღმოჩნდა.

ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე „თბილისი ენერჯის“ ჯგუფმა ერთხელ უკვე ჩაჭრა მკვლელი და საშიში დანადგარი. თუმცა, მოგვიანებით იგივე დანადგარი თვითნებურად დააერთეს ქსელზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კომპანიის ცნობით, სტატისტიკურად მოწამვლის და გარდაცვალების 70% გაქირავებულ ან დაგირავებულ ბინებში ხდება, სადაც ბინის მეპატრონეები არ იცავენ გაზის უსაფრთხოდ მოხმარების წესებს და გასაქირავებელ ბინაში ღია კამერიან დანადგარებს ამონტაჟებენ.

„კომპანია „თბილისი ენერჯი“ კატეგორიულად გაფრთხილებთ - ღია წვის კამერიანი დანადგარები სახიფათოა თქვენი სიცოცხლისათვის! გაითვალისწინეთ სპეციალისტების რჩევები და თვითნებურად არ დააერთოთ ჩახსნილი დანადგარები. ხშირად გაანიავეთ ფართი და არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები“, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

#არგარისCO

CO (ცეო) კლავს!

ავარია ქუთაისში მსხვერპლით დასრულდა, დაშავებული ახალგაზრდები კი მძიმედ არიან

ძამის ხეობაში ხანძარია

ავარია გორში - 13 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა