სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მცდარია მშობლების წარმოდგენა, რომ ბავშვი ენებს სწავლობს კომპიუტერიდან" - პედიატრი ეკა უბერი გაჯეტებზე დამოკიდებულებასა და მის სავალალო შედეგებზე
"მცდარია მშობლების წარმოდგენა, რომ ბავშვი ენებს სწავლობს კომპიუტერიდან" - პედიატრი ეკა უბერი გაჯეტებზე დამოკიდებულებასა და მის სავალალო შედეგებზე

მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბოლო კვლე­ვის თა­ნახ­მად, 11-17 წლამ­დე ბავ­შვე­ბი პა­სი­უ­რე­ბი არი­ან და ძა­ლი­ან ცო­ტას მოძ­რა­ო­ბენ. პა­სი­უ­რო­ბის მი­ზე­ზი კი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ბავ­შვე­ბის გა­ჯე­ტებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა.

კვლე­ვა 146 ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და და შე­დე­გე­ბი სა­ვა­ლა­ლოა. პე­დი­ატ­რი ეკა უბე­რი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ანა­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში:

"ჯან­მო-ს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვფიქ­რობ, რომ სამ­წუ­ხა­როდ იგი­ვე მო­ნა­ცე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ი­დოს სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლით­ზეც. მეტ­საც გე­ტყვით, გა­ჯე­ტებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­მარ­ტო ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის აქ­ტი­ვო­ბას აფერ­ხებს, არა­მედ მთე­ლი რიგი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­ზე­ზიც შე­იძ­ლე­ბა იყოს.

პირ­ველ რიგ­ში ჭარ­ბი წონა და სიმ­სუქ­ნე, რომ­ლის უხ­ში­რე­სი მი­ზე­ზი არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კვე­ბა და და­ბა­ლი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბაა, რაც ტექ­ნი­კა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ახ­ლავს თან. თა­ვის მხრივ, ჭარ­ბი წონა ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის ერთ-ერთი რისკ-ფაქ­ტო­რია.

- იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ თუ არა ტე­ლე­ვი­ზორ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე?

- რა თქმა უნდა, კომ­პი­უ­ტე­რი, ტე­ლე­ვი­ზო­რი, ტე­ლე­ფო­ნი - არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რა იქ­ნე­ბა, რო­დე­საც მო­ზარ­დი დიდ­ხანს ზის ერთ ად­გი­ლას, არა­აქ­ტი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ესეც და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ერთ-ერთი ფორ­მაა.

მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვი­სა და ამე­რი­კის პე­დი­ატრთა აკა­დე­მი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ბავ­შვი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ნი­მუმ ორი სა­ა­თი უნდა იყოს აქ­ტი­უ­რი

აქ­ტი­ვო­ბა­ში ვგუ­ლის­ხმობ რო­გორც სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბას, ასე­ვე ეზო­ში სირ­ბილ­სა და თა­მაშს.

ჩემს პრაქ­ტი­კა­ში ხში­რია გა­ჯე­ტებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და სამ­წუ­ხა­როდ, ად­რე­ულ ასაკ­ში მშობ­ლე­ბი თა­ვად უწყო­ბენ ხელს ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და არ ფიქ­რო­ბენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით რა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს. სა­ერ­თოდ, ორ წლამ­დე ერთი წა­მი­თაც კი და­უშ­ვე­ბე­ლია ბავ­შვის­თვის ტე­ლე­ფონ­თან ან ტე­ლე­ვი­ზორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს აფერ­ხებს გო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას!

მცდა­რია მშობ­ლე­ბის წარ­მოდ­გე­ნა, რომ ბავ­ში ბევრ რა­მეს და გან­სა­კუთ­რე­ბით ენებს სწავ­ლობს კომ­პი­უ­ტე­რი­დან. მას შემ­დეგ რაც აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ბავ­შვი არ ლა­პა­რა­კობს, მე­ტყვე­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ხდე­ბა ასო­ცი­ა­ლუ­რი, ურ­ჩევ­ნია ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ ან მო­ბი­ლუ­რით ხელ­ში ჯდო­მა, მშობ­ლე­ბი ტე­ხენ გან­გაშს და უწევთ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მშო­ბე­ლი გა­ჯე­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლობს ბავ­შვის გა­მოკ­ვე­ბას, რო­დე­საც ბავ­შვო­ბი­დან ამას აჩ­ვევ, შემ­დეგ ქცე­ვის სა­ხით უყა­ლიბ­დე­ბა და მი­აჩ­ნია, რომ ამის გა­რე­შე კვე­ბის პრო­ცე­სი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

- რო­გო­რია თქვე­ნი, რო­გორც პე­დი­ატ­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი?

- მშობ­ლებს ვურ­ჩევ და გა­ვი­მე­ო­რებ მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ას - არ შე­იძ­ლე­ბა 2 წლამ­დე ბავ­შვის­თვის გა­ჯე­ტებ­თან და ტე­ლე­ფონ­თან არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა!

ორი­დან-ოთხ წლამ­დე ერთი სა­ა­თი შე­იძ­ლე­ბა მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა რა­მეს უყუ­რონ. 4 წლი­დან კი მაქ­სი­მუმ ერთი ან ორი სა­ა­თი. და­ნარ­ჩე­ნი პე­რი­ო­დი მო­ზარ­დი უნდა და­კავ­დეს სხვა­დას­ხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბით. ხში­რია მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლა­დო­ბის ელე­მენ­ტებს შე­ი­ცავს, მრავ­ლად არი­ან გმი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებ­ში ძი­ლის დარ­ღვე­ვი­სა და ქცე­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დნენ.

მეც დედა ვარ და და­ვე­თან­ხმე­ბი მშობ­ლებს, რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლია ორი წლის ბავ­ში გა­არ­თო, თუმ­ცა ვიცი რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გე­ბი მოყ­ვე­ბა, ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემ­მა ორი წლის შვილ­მა არ იცის გა­ჯე­ტებ­თან და ტე­ლე­ფონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

- სკო­ლა­ში თუ უნდა ატა­რონ გა­ჯე­ტე­ბი?

- სკო­ლე­ბი კომ­პი­უ­ტე­რი­ზი­რე­ბუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სად ამის გა­რე­შე ვერ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა აქაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რი­თია და­კა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვი. მი­ვე­სალ­მე­ბი მო­ბი­ლუ­რე­ბის აკ­რძალ­ვას სკო­ლებ­ში, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე რთუ­ლია მისი აკ­რძალ­ვა, რად­გან მშობ­ლის­თვის კონ­ტრო­ლის ერთ-ერთი ხელ­სა­წყოა. გა­მო­სა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ამ დროს ტე­ლე­ფო­ნი ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე.

- გა­მო­სა­ვა­ლი რა­შია, რო­დე­საც ბავ­შვს ან მო­ზარდს უკვე აქვს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პრობ­ლე­მა, რა უნდა გა­ა­კე­თოს მშო­ბელ­მა?

- რაც უფრო ად­რე­ულ ასაკ­ში მოხ­დე­ბა ამის მარ­თვა და პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა, პე­დი­ატ­რის, ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გე­ბის და პირ­ველ რიგ­ში, მშობ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბით და ძა­ლის­ხმე­ვით, რა თქმა უნდა, პრობ­ლე­მა გა­მოს­წო­რე­ბა­დია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატა
0

ვერ დაგეთანხმებით. არაერთი შემთხვევაა,ბავშმა სუფთად ისწავლა კომპიუტერიდან უცხო ენა. კარის მეზობლის 6 წლის ბავშვი, ოჯახში რუსული რომ არავინ იცის, ისე სუფთად ლაპარაკობს რუსულად, ქართული სიტყვებისთვისაც კი იშველიებს ხან. გრამატიკულად გამართულად ,უშეცდომოდ და უაქცენტოდ!

იგივეს ვიტყვი რამდენიმე ახლობლის,შვილზე ინგლისური რომ ისწავლეს კომპ. იდან და სუფდათ საუბრობენ.

რიტა
1

ბავშვი სპორტით უნდა დაკავდეს.ეს ყველაზე კარგი გამოსავალია.კომპიუტერი და ნებისმიერი გაჯეტი ჩვენს ყოველდღიურობაში ისეა შემოჭრილი,უიმისოდ უკვე აღარ შეიძლება.ამიტომ ზომიერება რომ იყოს დაცული,ატარეთ ბავშვები ცეკვაზე ან სპორტზე და აღარ ექნებათ მთელი დღე ინტერნეტში ჯდომის დრო ან სურვილი.თუკი ბავშვი დროს საინტერესოდ ატარებს,მას დამატებითი სტიმულატორები აღარ სჭირდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მცდარია მშობლების წარმოდგენა, რომ ბავშვი ენებს სწავლობს კომპიუტერიდან" - პედიატრი ეკა უბერი გაჯეტებზე დამოკიდებულებასა და მის სავალალო შედეგებზე

"მცდარია მშობლების წარმოდგენა, რომ ბავშვი ენებს სწავლობს კომპიუტერიდან" - პედიატრი ეკა უბერი გაჯეტებზე დამოკიდებულებასა და მის სავალალო შედეგებზე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო კვლევის თანახმად, 11-17 წლამდე ბავშვები პასიურები არიან და ძალიან ცოტას მოძრაობენ. პასიურობის მიზეზი კი ტექნოლოგიების განვითარება და ბავშვების გაჯეტებზე დამოკიდებულებაა.

კვლევა 146 ქვეყანაში ჩატარდა და შედეგები სავალალოა. პედიატრი ეკა უბერი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ანალოგიური მდგომარეობაა საქართველოში:

"ჯანმო-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ იგივე მონაცემები შეიძლება დაიდოს საქართველოს მაგალითზეც. მეტსაც გეტყვით, გაჯეტებზე დამოკიდებულება არამარტო ბავშვებისა და მოზარდების აქტივობას აფერხებს, არამედ მთელი რიგი დაავადებების მიზეზიც შეიძლება იყოს.

პირველ რიგში ჭარბი წონა და სიმსუქნე, რომლის უხშირესი მიზეზი არარაციონალური კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობაა, რაც ტექნიკაზე დამოკიდებულებას ახლავს თან. თავის მხრივ, ჭარბი წონა ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია.

- იგივე შეიძლება ვთქვათ თუ არა ტელევიზორზე დამოკიდებულებაზე?

- რა თქმა უნდა, კომპიუტერი, ტელევიზორი, ტელეფონი - არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება, როდესაც მოზარდი დიდხანს ზის ერთ ადგილას, არააქტიურ მდგომარეობაშია, ესეც დამოკიდებულების ერთ-ერთი ფორმაა.

მსოფლიო ჯანდაცვისა და ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, ბავშვი დღის განმავლობაში მინიმუმ ორი საათი უნდა იყოს აქტიური

აქტივობაში ვგულისხმობ როგორც სპორტულ აქტივობას, ასევე ეზოში სირბილსა და თამაშს.

ჩემს პრაქტიკაში ხშირია გაჯეტებზე დამოკიდებულება და სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში მშობლები თავად უწყობენ ხელს ამ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და არ ფიქრობენ, მოგვიანებით რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. საერთოდ, ორ წლამდე ერთი წამითაც კი დაუშვებელია ბავშვისთვის ტელეფონთან ან ტელევიზორთან ურთიერთობა. ეს აფერხებს გონების განვითარებას!

მცდარია მშობლების წარმოდგენა, რომ ბავში ბევრ რამეს და განსაკუთრებით ენებს სწავლობს კომპიუტერიდან. მას შემდეგ რაც აღმოჩნდება, რომ ბავშვი არ ლაპარაკობს, მეტყველების პრობლემები აქვს, ხდება ასოციალური, ურჩევნია ტელევიზორის წინ ან მობილურით ხელში ჯდომა, მშობლები ტეხენ განგაშს და უწევთ სერიოზულ პრობლემასთან გამკლავება.

განსაკუთრებულად ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობელი გაჯეტების საშუალებით ცდილობს ბავშვის გამოკვებას, როდესაც ბავშვობიდან ამას აჩვევ, შემდეგ ქცევის სახით უყალიბდება და მიაჩნია, რომ ამის გარეშე კვების პროცესი წარმოუდგენელია.

- როგორია თქვენი, როგორც პედიატრის რეკომენდაციები?

- მშობლებს ვურჩევ და გავიმეორებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას - არ შეიძლება 2 წლამდე ბავშვისთვის გაჯეტებთან და ტელეფონთან არანაირი ურთიერთობა!

ორიდან-ოთხ წლამდე ერთი საათი შეიძლება მივცეთ საშუალება რამეს უყურონ. 4 წლიდან კი მაქსიმუმ ერთი ან ორი საათი. დანარჩენი პერიოდი მოზარდი უნდა დაკავდეს სხვადასხვა ტიპის აქტივობებით. ხშირია მულტიპლიკაციური ფილმები, რომლებიც ძალადობის ელემენტებს შეიცავს, მრავლად არიან გმირები, რომლებიც ბავშვებში ძილის დარღვევისა და ქცევითი აშლილობების მიზეზი შეიძლება გახდნენ.

მეც დედა ვარ და დავეთანხმები მშობლებს, რომ საკმაოდ რთულია ორი წლის ბავში გაართო, თუმცა ვიცი რა, მოგვიანებით არასახარბიელო შედეგები მოყვება, ჩემდა საბედნიეროდ, ჩემმა ორი წლის შვილმა არ იცის გაჯეტებთან და ტელეფონთან ურთიერთობა.

- სკოლაში თუ უნდა ატარონ გაჯეტები?

- სკოლები კომპიუტერიზირებულია და შესაბამისად ამის გარეშე ვერ იქნება, თუმცა აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რითია დაკავებული ბავშვი. მივესალმები მობილურების აკრძალვას სკოლებში, თუმცა ამ ეტაპზე რთულია მისი აკრძალვა, რადგან მშობლისთვის კონტროლის ერთ-ერთი ხელსაწყოა. გამოსავალი შეიძლება იყოს ამ დროს ტელეფონი ინტერნეტის გარეშე.

- გამოსავალი რაშია, როდესაც ბავშვს ან მოზარდს უკვე აქვს დამოკიდებულების პრობლემა, რა უნდა გააკეთოს მშობელმა?

- რაც უფრო ადრეულ ასაკში მოხდება ამის მართვა და პრობლემის მოგვარება, პედიატრის, ნეიროფსიქოლოგების და პირველ რიგში, მშობლების ხელშეწყობით და ძალისხმევით, რა თქმა უნდა, პრობლემა გამოსწორებადია.