მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა - "მის წინააღმდეგ ჩვენებები გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ მისცეს"
ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა - "მის წინააღმდეგ ჩვენებები გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ მისცეს"

ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნისტრს, ბრალ­დე­ბულ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს, ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე არ­სენ კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მისი წი­ნა­სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის თა­რი­ღი გა­ნი­სა­ზღვრა.

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და. დაც­ვის მხა­რე აღ­ნიშ­ნულ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმა და გა­ნა­ცხა­და, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მი­მართ აღ­კვე­თის არ­ცერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, სულ­ხან კო­მა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ადე­იშ­ვი­ლის მო­მართ დევ­ნის და­წყე­ბის სტან­დარ­ტი არ არ­სე­ბობს და არც წი­ნა­სას­მარ­თლო სხდო­მის თა­რი­ღი უნდა და­ნიშ­ნუ­ლი­ყო.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე წინა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 9 იან­ვარს, 12:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პარ­ტი­ის წევ­რის, გუ­რამ ჩა­ლა­გაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცეს ჩვე­ნე­ბე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა გუ­რამ დო­ნა­ძემ და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ზუ­რაბ მი­ქა­ძემ მის­ცეს.

რო­გორც ჩა­ლა­გაშ­ვი­ლი აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის­გან გა­ი­გო, რო­მელ­საც საქ­მის მა­სა­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­და­ე­ცა.

"რო­გორც გა­ვარ­კვიე, გუ­რამ დო­ნა­ძემ და ზუ­რაბ მი­ქა­ძემ ორი დღის წინ ჩვე­ნე­ბა მის­ცეს. სა­ნაც­ვლოდ, ისი­ნი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას მი­ი­ღე­ბენ და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე გა­მოვ­ლენ. ასეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას რა აზრი აქვს, არ ვიცი. ჩვე­ნე­ბის ში­ნა­არ­სი ასე­თია - გა­მიშ­ვით სახ­ლში და მო­ვა­წერ ხელს, თუკი, და­მა­ვა­ლებთ რა­მეს", - გა­ნა­ცხა­და ჩა­ლა­გაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­სა და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს ახა­ლი ბრა­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ წა­უ­ყე­ნეს. ორი­ვე მათ­განს ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას ედა­ვე­ბი­ან.

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­სა და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 332-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით (2006 წლის 31 მა­ი­სამ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცია) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას სა­მი­დან რვა წლამ­დე ვა­დით.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
19

ამან იმდენი იჩალიჩა კაი სროკიც გაიჩალიჩა.

bes
18

ეს რუსთავი ორის პატრონი არაა??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა - "მის წინააღმდეგ ჩვენებები გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ მისცეს"

ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა - "მის წინააღმდეგ ჩვენებები გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ მისცეს"

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

რაც შეეხება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მისი წინასასამართლო პროცესის თარიღი განისაზღვრა.

ირაკლი ოქრუაშვილისთვის სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ უნდა იყოს გამოყენებული.

ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, ადეიშვილის მომართ დევნის დაწყების სტანდარტი არ არსებობს და არც წინასასმართლო სხდომის თარიღი უნდა დანიშნულიყო.

აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

ოქრუაშვილის პარტიის წევრის, გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ მისცეს ჩვენებები შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ მისცეს.

როგორც ჩალაგაშვილი აცხადებს, აღნიშნულის შესახებ მან ოქრუაშვილის ადვოკატისგან გაიგო, რომელსაც საქმის მასალები რამდენიმე საათის წინ გადაეცა.

"როგორც გავარკვიე, გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ ორი დღის წინ ჩვენება მისცეს. სანაცვლოდ, ისინი საპროცესო შეთანხმებას მიიღებენ და თავისუფლებაზე გამოვლენ. ასეთ თავისუფლებას რა აზრი აქვს, არ ვიცი. ჩვენების შინაარსი ასეთია - გამიშვით სახლში და მოვაწერ ხელს, თუკი, დამავალებთ რამეს", - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

გარდაბანში დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს ავტომობილიდან 100 000 ლარი გასტაცა

"პოლიციის თანამშრომლებს ნუ გვაგინებ" - ქუთაისში, კომენდანტის საათის დამრღვევმა სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ბათუმის საკარანტინე ზონაში მოთავსებულ 28 წლის მამაკაცს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება უპოვეს