მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ" - რას იხსენებდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ გადარჩენილი რუსი სამხედრო მფრინავები
"ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ" - რას იხსენებდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ გადარჩენილი რუსი სამხედრო მფრინავები

რუსი მფრი­ნა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს ქარ­თველ­მა ექი­მებ­მა გა­და­არ­ჩი­ნეს, რუ­სუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მუდ­მი­ვად იყ­ვნენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მათ გა­დარ­ჩე­ნა­ში წვლი­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბულ ქარ­თველ ექიმს, ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს მი­უ­ძღო­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­კა­ვე­ბუ­ლი ექი­მის შვილ­მა გა­ავ­რცე­ლა.

"სხვა­თა შო­რის, ის ორი რუსი მფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა მხა­რემ ჩა­მო­აგ­დო, მისი პა­ცი­ენ­ტე­ბი იყ­ვნენ. შემ­დეგ შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩოს შუ­ა­მავ­ლო­ბით, მათი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა გან­ხორ­ცი­ელ­და",- გა­ნა­ცხა­და ირი­ნა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა.

"და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლია და ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა" - ამ სა­თა­უ­რით გა­მო­აქ­ვეყ­ნა ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის მიერ გა­დარ­ჩე­ნილ რუს პი­ლოტ­ზე წლე­ბის წინ სტა­ტია mk.ru-მ (Московский Комсомолец) .

"ქარ­თვე­ლე­ბის მიერ ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი Су-24-ის ეკი­პა­ჟის ყვე­ლა წევ­რი და­ი­ღუ­პა, მხო­ლოდ პი­ლო­ტი ვი­ა­ჩეს­ლავ მალ­კო­ვი გა­დარ­ჩა, თუმ­ცა ხერ­ხე­მა­ლი ორ ად­გი­ლას ჰქონ­და გა­და­ტე­ხი­ლი, ტყვედ აიყ­ვა­ნეს და თბი­ლი­სის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ… იმავდრო­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, გა­სა­მარ­თლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 25 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­და. თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ 13 ქარ­თველ ჯა­რის­კაც­ში გა­დაც­ვა­ლეს, რომ­ლე­ბიც რუ­სულ მხა­რეს ტყვედ ჰყავ­და..." - წერ­და გა­მო­ცე­მა.

რუ­სუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, პი­ლოტს ხან­გრძლი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია დას­ჭირ­და.

"მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ერ­თან, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ის ბი­ნი­თაც და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს... გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, რომ მას­ზე სა­ქარ­თვე­ლომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და, რუ­სეთ­ში არ იცოდ­ნენ, არც თა­ვად მალ­კოვ­მა იცო­და და შემ­თხვე­ვით, მა­ღა­ლი რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე გა­ი­გო..." - წერ­და გა­მო­ცე­მა.

მალ­კოვს მა­ნამ­დე, 1994 წელს, ჩეჩ­ნე­თის პირ­ველ ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და, სა­დაც მედ­ლი­თაც და­ა­ჯილ­დო­ვეს.

"იმ ომის სამ­ხრეთ ოსე­თის ამ­ბებ­თან შე­და­რე­ბა არც შე­იძ­ლე­ბა. აგ­ვის­ტოს ომი დროს, მახ­სოვს რო­გორ და­ვე­ცი მი­წა­ზე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ეკი­პა­ჟის სხვა წევ­რე­ბიც ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ. ისე ცხე­ლო­და, გო­ნე­ბა დავ­კარ­გე. ამ დროს ვი­ღა­ცებ­მა მი­პო­ვეს. გზა­ში, მან­ქა­ნა­ში მო­ვე­დი გონ­ზე, რა­ტომ­ღაც მჯე­რო­და, რომ ოსე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ის ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი ბი­ჭე­ბი შევ­ნიშ­ნე.

შემ­დეგ რა­ღაც და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს მი­ვა­დე­ქით, სა­დაც პო­ლი­ცი­ის ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი ადა­მი­ა­ნი დამ­ხვდა, წარ­წე­რით "GEORGIA" . მა­შინ მივ­ხვდი, რომ ქარ­თვე­ლე­ბის ტყვე ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნად მექ­ცე­ოდ­ნენ. მან­ქა­ნა­ში გო­გო­ნა იჯდა, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლად მახ­სოვს. გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში მი­მიყ­ვა­ნეს. შე­სას­ვლელ­თან, დაჭ­რი­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლებ­საც ჩემს და­ნახ­ვა­ზე ბრა­ზი მო­ე­რი­ათ და მო­საკ­ლა­ვად გა­მო­ი­წივ­ნენ.

მათ ია­რა­ღიც თან ჰქონ­დათ. გო­გო­ნა ისე შე­შინ­და, მე­თა­უ­რო­ბას და­უ­რე­კა და მათ იქა­უ­რო­ბას მოგ­ვა­შო­რეს. სხვა ქარ­თველ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა გა­და­მარ­ჩი­ნეს, ომზე კრინ­ტი არ დას­ცდე­ნი­ათ. ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ძა­ლი­ან კო­რექ­ტუ­ლე­ბი იყ­ვნენ. იქი­დან თბი­ლი­სის მთა­ვარ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც ქარ­თველ­მა ექი­მებ­მა ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ა­ფა­სეს და ამიხ­სნეს, რომ ხერ­ხე­მა­ლი მქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი..." - ამ­ბობ­და რუსი სამ­ხედ­რო, რო­მე­ლიც სო­ფელ იგო­ეთ­ში ქარ­თველ ტყვე ჯა­რის­კა­ცებ­ზე გა­დაც­ვა­ლეს. ის ამ­ჟა­მა­დაც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რე­ბას გა­ნაგ­რძობს.

მე­ო­რე გა­დარ­ჩე­ნი­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი პოლ­კოვ­ნი­კი იგორ ზი­ნო­ვი, რო­მელ­საც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში უმ­კურ­ნა­ლეს, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ა­ში წა­ვი­და.

"მას ქარ­თვე­ლე­ბის ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნა ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უ­წია. რაც მთა­ვა­რია, ის ტყვედ თა­ვის ძველ მე­გობ­რებს ჰყავ­დათ. 50 წლის სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში, იმ ომის შემ­დეგ "ცნო­ბი­ე­რე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა" მოხ­და და მან არ­მი­ი­დან წას­ვლა გა­და­წყვი­ტა..." - წერ­და წლე­ბის წინ kem.kp.ru.

იგორ ზი­ნო­ვი და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ზი­ნოვ­მა კა­ტა­პულ­ტი­რე­ბის შემ­დეგ გო­ნე­ბა და­კარ­გა და გონს მხო­ლოდ თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით და­უბ­რუნ­და.

"მად­ლო­ბე­ლი ვარ მათი, მათ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ ჩემ­თვის სი­ცო­ცხლე შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ. რო­გორც ტყვეს, ისე არას­დროს მომ­ქცე­ვი­ან. მათ­გან პა­ტი­ვის­ცე­მას ვგრძნობ­დი, რო­გორც პა­ცი­ენ­ტი, რად­გან ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რებ­დნენ, რომ ფეხ­ზე დავ­მდგა­რი­ყა­ვი, რა­საც იმ ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებ­ზე ვერ ვი­ტყვი, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან და­კი­თხვა­ზე შე­მო­დი­ოდ­ნენ..." - იხ­სე­ნებს ის.

ქარ­თვე­ლი ექი­მის ცხინ­ვა­ლის ცი­ხე­ში ტყვე­ო­ბას რუს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. ერთი ნა­წი­ლი, ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ქმე­დე­ბას პრო­ვო­კა­ცი­ულს უწო­დებს, თუმ­ცა, არი­ან ისე­თე­ბი, ვი­საც მი­აჩ­ნი­ათ, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად წა­სულ ექიმს სი­ტყვა იმ რუს­მა მფრი­ნა­ვებ­მაც უნდა შე­ა­წი­ონ, ვინც მისი წყა­ლო­ბით გა­დარ­ჩნენ.

"რუსი ექი­მე­ბის ხელ­ში რომ ჩა­ვარ­დნი­ლი­ყა­ვით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვერ გა­დარ­ჩე­ბო­დით, იქ­ნებ ახლა მა­ინც გე­ყოთ გამ­ბე­და­ო­ბა და უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნუ­რი მად­ლო­ბა უთხრათ იმ კაცს დახ­მა­რე­ბის­თვის... თან ამ­ბობთ, რომ დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით გვექ­ცე­ოდ­ნე­ნო" - წერს ვა­ლე­რი ვო­ლო­ხი­ნი.

ცნო­ბის­თვის, ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში და­კა­ვე­ბულ ქარ­თველ ექიმს ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის, 15 ნო­ემ­ბერს, ახალ­გო­რის ე.წ.სა­სა­მარ­თლომ ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პა­ცი­ენ­ტის სა­ნა­ხა­ვად მი­დი­ო­და.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურული NEWS !
4

დადგება დრო და მთელი დღევანდელი "სამხრეთ ოსთის მთავრობა" აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისათვის რაც მათ კისერზეა (სინდისი არ გააჩნიათ)!!!

vaso
0

უნდა შეიგნონ რომ ექიმისთვის საზღვარი. არ არსებობს მითუმეტეს საქართველოში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ" - რას იხსენებდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ გადარჩენილი რუსი სამხედრო მფრინავები

"ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ" - რას იხსენებდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ გადარჩენილი რუსი სამხედრო მფრინავები

რუსი მფრინავები, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველმა ექიმებმა გადაარჩინეს, რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მუდმივად იყვნენ. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მათ გადარჩენაში წვლილი საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს მიუძღოდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაკავებული ექიმის შვილმა გაავრცელა.

"სხვათა შორის, ის ორი რუსი მფრინავი, რომელიც ქართულმა მხარემ ჩამოაგდო, მისი პაციენტები იყვნენ. შემდეგ შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით, მათი საზღვარგარეთ გადაყვანა განხორციელდა",- განაცხადა ირინა გაფრინდაშვილმა.

"დაჯილდოვებულია და ძალიან სახიფათოა" - ამ სათაურით გამოაქვეყნა ქართველი ექიმების მიერ გადარჩენილ რუს პილოტზე წლების წინ სტატია mk.ru-მ (Московский Комсомолец) .

"ქართველების მიერ ჩამოგდებული Су-24-ის ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა, მხოლოდ პილოტი ვიაჩესლავ მალკოვი გადარჩა, თუმცა ხერხემალი ორ ადგილას ჰქონდა გადატეხილი, ტყვედ აიყვანეს და თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდნენ… იმავდროულად, საქართველოს კანონმდებლობით, გასამართლების შემთხვევაში 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. თუმცა, საბოლოოდ 13 ქართველ ჯარისკაცში გადაცვალეს, რომლებიც რუსულ მხარეს ტყვედ ჰყავდა..." - წერდა გამოცემა.

რუსული მედია იუწყებოდა, რომ საქართველოში მკურნალობის შემდეგ, პილოტს ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა.

"მაშინდელი პრემიერთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ის ბინითაც დააკმაყოფილეს... გათავისუფლების შემდეგ, რომ მასზე საქართველომ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, რუსეთში არ იცოდნენ, არც თავად მალკოვმა იცოდა და შემთხვევით, მაღალი რანგის თანამდებობის პირების შეხვედრაზე გაიგო..." - წერდა გამოცემა.

მალკოვს მანამდე, 1994 წელს, ჩეჩნეთის პირველ ომში მონაწილეობის გამოცდილება ჰქონდა, სადაც მედლითაც დააჯილდოვეს.

"იმ ომის სამხრეთ ოსეთის ამბებთან შედარება არც შეიძლება. აგვისტოს ომი დროს, მახსოვს როგორ დავეცი მიწაზე, დარწმუნებული ვიყავი, ეკიპაჟის სხვა წევრებიც ცოცხლები იყვნენ. ისე ცხელოდა, გონება დავკარგე. ამ დროს ვიღაცებმა მიპოვეს. გზაში, მანქანაში მოვედი გონზე, რატომღაც მჯეროდა, რომ ოსები იყვნენ, თუმცა პოლიციის ფორმაში ჩაცმული ბიჭები შევნიშნე.

შემდეგ რაღაც დასახლებულ პუნქტს მივადექით, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანი დამხვდა, წარწერით "GEORGIA" . მაშინ მივხვდი, რომ ქართველების ტყვე ვიყავი. ძალიან თავაზიანად მექცეოდნენ. მანქანაში გოგონა იჯდა, რომელიც გამორჩეულად მახსოვს. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიმიყვანეს. შესასვლელთან, დაჭრილი ქართველი სამხედროები იყვნენ, რომლებსაც ჩემს დანახვაზე ბრაზი მოერიათ და მოსაკლავად გამოიწივნენ.

მათ იარაღიც თან ჰქონდათ. გოგონა ისე შეშინდა, მეთაურობას დაურეკა და მათ იქაურობას მოგვაშორეს. სხვა ქართველმა სამხედროებმა გადამარჩინეს, ომზე კრინტი არ დასცდენიათ. ჩემდა გასაოცრად, ძალიან კორექტულები იყვნენ. იქიდან თბილისის მთავარ საავადმყოფოში გადამიყვანეს, სადაც ქართველმა ექიმებმა ჩემი მდგომარეობა შეაფასეს და ამიხსნეს, რომ ხერხემალი მქონდა დაზიანებული..." - ამბობდა რუსი სამხედრო, რომელიც სოფელ იგოეთში ქართველ ტყვე ჯარისკაცებზე გადაცვალეს. ის ამჟამადაც შეიარაღებულ ძალებში მსახურებას განაგრძობს.

მეორე გადარჩენილი სამხედრო მფრინავი პოლკოვნიკი იგორ ზინოვი, რომელსაც ასევე საქართველოში უმკურნალეს, შეიარაღებული ძალებიდან სამოქალაქო ავიაციაში წავიდა.

"მას ქართველების ტყვეობაში ყოფნა ათი დღის განმავლობაში მოუწია. რაც მთავარია, ის ტყვედ თავის ძველ მეგობრებს ჰყავდათ. 50 წლის სამხედრო მფრინავის ცხოვრებაში, იმ ომის შემდეგ "ცნობიერების გადატრიალება" მოხდა და მან არმიიდან წასვლა გადაწყვიტა..." - წერდა წლების წინ kem.kp.ru.

იგორ ზინოვი და ვლადიმერ პუტინი

გამოცემის ცნობით, ზინოვმა კატაპულტირების შემდეგ გონება დაკარგა და გონს მხოლოდ თბილისის საავადმყოფოში, ქართველი ექიმების ძალისხმევით დაუბრუნდა.

"მადლობელი ვარ მათი, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. როგორც ტყვეს, ისე არასდროს მომქცევიან. მათგან პატივისცემას ვგრძნობდი, როგორც პაციენტი, რადგან ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ ფეხზე დავმდგარიყავი, რასაც იმ ქართველ სამხედროებზე ვერ ვიტყვი, რომლებიც ჩემთან დაკითხვაზე შემოდიოდნენ..." - იხსენებს ის.

ქართველი ექიმის ცხინვალის ციხეში ტყვეობას რუს საზოგადოებაშიც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთი ნაწილი, ვაჟა გაფრინდაშვილის ქმედებას პროვოკაციულს უწოდებს, თუმცა, არიან ისეთები, ვისაც მიაჩნიათ, რომ პაციენტების დასახმარებლად წასულ ექიმს სიტყვა იმ რუსმა მფრინავებმაც უნდა შეაწიონ, ვინც მისი წყალობით გადარჩნენ.

"რუსი ექიმების ხელში რომ ჩავარდნილიყავით, დარწმუნებული ვარ, ვერ გადარჩებოდით, იქნებ ახლა მაინც გეყოთ გამბედაობა და უბრალოდ, ადამიანური მადლობა უთხრათ იმ კაცს დახმარებისთვის... თან ამბობთ, რომ დიდი პატივისცემით გვექცეოდნენო" - წერს ვალერი ვოლოხინი.

ცნობისთვის, ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ქართველი ლეიტენანტი ზოოპარკში ემალებოდა ნაცისტებს... - უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ახალი მონაცემები

შს მინისტრის მოულოდნელი საჩუქარი თანამშრომელს, რომელიც 30 წელია სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს

თავდაცვის ძალების თანამშრომელმა სამინისტროს კუთვნილი, 10 000 ლარამდე ღირებულების სამხედრო ფეხსაცმელი და ფორმა მიითვისა