მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თქვა დაკითხვაზე ვაჟა გაფრინდაშვილმა - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ განცხადებას ავრცელებს
რა თქვა დაკითხვაზე ვაჟა გაფრინდაშვილმა - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ განცხადებას ავრცელებს

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ზე­წო­ლა, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი მხა­რე ახორ­ცი­ე­ლებს, უპერ­სპექ­ტი­ვოა. გან­ცხა­დე­ბას სა­ა­გენ­ტო „რესი“ ავ­რცე­ლებს.

„სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ზღვრის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტი 2019 წლის 9 ნო­ემ­ბერს დიდი ხნის წინ და­გეგ­მი­ლი იყო. ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და მივ­ლი­ნე­ბა­ში, მო­ი­ნა­ხუ­ლა ბალ­ტი­ის­პი­რა ქვეყ­ნე­ბიც, მათ შო­რის ეს­ტო­ნე­თი. 4 ნო­ემ­ბერს ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი დაბ­რუნ­და თბი­ლის­ში, სა­დაც 5-დან 8 ნო­ემ­ბრამ­დე კლი­ნი­კა­ში „მე­დიკ­ლაბ ჯორ­ჯია“ პა­ცი­ენ­ტებს იღებ­და. 6 ნო­ემ­ბერს „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ პრე­მი­ა­ლურ პა­კეტ­ზე „სოლო“ მას და­ე­რი­ცხა ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლი - 21000 ლარი. 8 ნო­ემ­ბერს მან კლი­ენ­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ შა­ბათ-კვი­რას თბი­ლის­ში არ იქ­ნე­ბო­და და პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბას ორ­შა­ბათს 11 სა­ა­თი­დან გა­ნა­ახ­ლებ­და,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის „სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მათი თქმით, აქვთ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბიც.

„გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის და­კი­თხვი­სას გა­ირ­კვა, რომ მან სა­ზღვა­რი გან­გებ გა­დაკ­ვე­თა, რად­გან უნ­დო­და მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა მო­ნას­ტე­რი, თუმ­ცა ვერ შეძ­ლო, სა­კუ­თა­რი რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ გარ­კვე­ვით ესა­უბ­რა. ასე­ვე, ვ. გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა უარი თქვა ეპა­სუ­ხა კი­თხვებს მისი პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბის შე­სა­ხებ და გა­ნა­ცხა­და, რომ არის სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მომ­ხრე, სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დარ­ღვე­ვას გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც „სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის კა­ნო­ნი­ერ უფ­ლე­ბას თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე“, სამ­ხრეთ ოსეთს მი­იჩ­ნევს „რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ად, რუ­სეთს კი, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ მტრად“ - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

„უწყე­ბა“ აღ­ნიშ­ნავს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი და და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის მიერ „გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ის­ტე­რი­კით“ მისი და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, „კო­მი­ტე­ტი“ პირ­და­პირ აკავ­ში­რებს პრო­ვო­კა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­სობ­რივ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­თან.

„სა­ქარ­თვე­ლოს ოპო­ზი­ცი­ის, მისი და­სავ­ლე­ლი კუ­რა­ტო­რე­ბი­სა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სის მცდე­ლო­ბა, მო­ი­პო­ვონ პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლით, ასე­ვე, ზე­წო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სამ­ხრეთ ოსე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე მისი შიდა რე­ი­ტინ­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის, უპერ­სპექ­ტი­ვოა“ ,- აღ­ნი­შუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯუმანჯი
0

ღამურები და კოვიდი დაავიწყდათ!!!

ვერიკო
7

დაიცა და.. კაგებე ეს ნაგლად გვიყვება იმაზე ვის რამდენი და რა ერიცხება ბანკებში..? მაგარი დარხეული რო გვაქვს ვერ ხვდებით ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რა თქვა დაკითხვაზე ვაჟა გაფრინდაშვილმა - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ განცხადებას ავრცელებს

რა თქვა დაკითხვაზე ვაჟა გაფრინდაშვილმა - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი მიიჩნევს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული ზეწოლა, რომელსაც ქართული მხარე ახორციელებს, უპერსპექტივოა. განცხადებას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

„სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, საზღვრის დარღვევის ფაქტი 2019 წლის 9 ნოემბერს დიდი ხნის წინ დაგეგმილი იყო. ნოემბრის დასაწყისში ვაჟა გაფრინდაშვილი საზღვარგარეთ იმყოფებოდა მივლინებაში, მოინახულა ბალტიისპირა ქვეყნებიც, მათ შორის ესტონეთი. 4 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილი დაბრუნდა თბილისში, სადაც 5-დან 8 ნოემბრამდე კლინიკაში „მედიკლაბ ჯორჯია“ პაციენტებს იღებდა. 6 ნოემბერს „საქართველოს ბანკის“ პრემიალურ პაკეტზე „სოლო“ მას დაერიცხა ფულადი გზავნილი - 21000 ლარი. 8 ნოემბერს მან კლიენტებთან საუბარში აღნიშნა, რომ შაბათ-კვირას თბილისში არ იქნებოდა და პაციენტების მიღებას ორშაბათს 11 საათიდან განაახლებდა,“ - აღნიშნულია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის“ განცხადებაში.

მათი თქმით, აქვთ გაფრინდაშვილის სატელეფონო ჩანაწერებიც.

„გაფრინდაშვილის დაკითხვისას გაირკვა, რომ მან საზღვარი განგებ გადაკვეთა, რადგან უნდოდა მოენახულებინა მონასტერი, თუმცა ვერ შეძლო, საკუთარი რელიგიური შეხედულებების შესახებ გარკვევით ესაუბრა. ასევე, ვ. გაფრინდაშვილმა უარი თქვა ეპასუხა კითხვებს მისი პარტიული კუთვნილების შესახებ და განაცხადა, რომ არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომხრე, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევას განიხილავს, როგორც „საქართველოს მოქალაქის კანონიერ უფლებას თავისუფლად გადაადგილებაზე“, სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიად, რუსეთს კი, საქართველოს მთავარ მტრად“ - ნათქვამია განცხადებაში.

„უწყება“ აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტებისა და ქართული და დასავლური მედიის მიერ „გაჩაღებული ისტერიკით“ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნის გათვალისწინებით, „კომიტეტი“ პირდაპირ აკავშირებს პროვოკაციას საქართველოში მასობრივ საპროტესტო აქციებთან.

„საქართველოს ოპოზიციის, მისი დასავლელი კურატორებისა და ოფიციალური თბილისის მცდელობა, მოიპოვონ პოლიტიკური ქულები ვაჟა გაფრინდაშვილით, ასევე, ზეწოლა განახორციელოს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაზე მისი შიდა რეიტინგის გაუმჯობესებისთვის, უპერსპექტივოა“ ,- აღნიშულია განცხადებაში.