მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავიზღვიოთ თავი გინეკოლოგიური პათოლოგიებისგან - ნინო ჩოგოვაძის რეკომენდაციები
როგორ დავიზღვიოთ თავი გინეკოლოგიური პათოლოგიებისგან - ნინო ჩოგოვაძის რეკომენდაციები

გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრობ­ლე­მაა რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ონ­კო­გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბის მა­ტე­ბა ახალ­გაზ­რდა ქა­ლებ­ში. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქა­ლებ­მა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე და­ი­წყონ ზრუნ­ვა თა­ვი­ანთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. მით უფრო, რომ მკურ­ნა­ლო­ბის უახ­ლე­სი მე­თო­დე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლიო სტან­დარ­ტია, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

რო­დის უნდა ჩა­ტარ­დეს პა­პი­ლო­მა ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა, რა სიხ­ში­რით უნდა მი­მარ­თონ ქა­ლებ­მა პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის­თვის ექიმს და გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის რო­მე­ლი მიდ­გო­მა არის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი? ამ და სხვა თე­მებ­ზე აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ოპე­რა­ცი­უ­ლი გი­ნე­კო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ონ­კო­გი­ნე­კო­ლო­გი , მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ნინო ჩო­გო­ვა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რა და­ა­ვა­დე­ბებს მკურ­ნა­ლობთ თო­დუ­ას კლი­ნი­კის გი­ნე­კო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში?

- ჩვენს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ხის გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა: გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი გა­სინ­ჯვა, კოლ­პოს­კო­პია, პაპ ტეს­ტი, ულტრაბ­გე­რი­თი დი­აგ­ნოს­ტი­კა, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის და საშ­ვი­ლოს­ნოს ღრუს ბი­ოფ­სია. ასე­ვე, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი­სა და უშ­ვი­ლო­ბის მკურ­ნა­ლო­ბა.

მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ პა­ცი­ენ­ტებს ისე­თი პა­თო­ლო­გი­ე­ბის დროს, რო­გო­რი­ცაა:

უშ­ვი­ლო­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა და მკურ­ნა­ლო­ბა, საკ­ვერ­ცხის კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი და ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი, ენ­დო­მეტ­რი­ო­ზი, საშ­ვი­ლოს­ნოს მი­ო­მა, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის პა­თო­ლო­გი­ე­ბი, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის და ტა­ნის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე, ვულ­ვის პა­თო­ლო­გი­ე­ბი, გე­ნი­ტა­ლუ­რი პრო­ლაფ­სი.

ასე­ვე ტარ­დე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი და ქი­რურ­გი­უ­ლი ჰის­ტე­როს­კო­პია საშ­ვი­ლოს­ნოს ღრუს შემ­დე­გი პა­თო­ლო­გი­ე­ბის დროს:

  • საშ­ვი­ლოს­ნოს ღრუს პო­ლი­პე­ბი
  • ენ­დო­მეტ­რი­უ­მის ჰი­პერ­პლა­ზია
  • შე­ხორ­ცე­ბი­თი პრო­ცე­სი საშ­ვი­ლოს­ნოს ღრუ­ში
  • სუბ­მუ­კო­ზუ­რი მი­ო­მის კვან­ძი
  • საშ­ვი­ლოს­ნოს ღრუს ტი­ხა­რი, T-სე­ბუ­რი საშ­ვი­ლოს­ნო

- რა სა­ხის გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თავთ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას?

- რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ჩვენს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ტარ­დე­ბა რო­გორც კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბის, ისე ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა.

ვი­ყე­ნებთ ქი­რურ­გი­უ­ლი მიდ­გო­მის სრულ სპექტრს, რო­გო­რი­ცაა ვა­გი­ნა­ლუ­რი ქი­რურ­გია, მუ­ცელკ­ვე­თა ანუ ლა­პა­რო­ტო­მია და ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი მე­თო­დი.

ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ რა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­ი­ნე­ბით, რო­გორც პა­ცი­ენ­ტის­თვის და კონ­კრე­ტუ­ლი პა­თო­ლო­გი­ის­თვის არის მო­წო­დე­ბუ­ლი, სწო­რედ იმ მიდ­გო­მით ხორ­ცი­ელ­დე­ბა ოპე­რა­ცი­ე­ბი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია თო­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში.

- რო­გო­რია კლი­ნი­კის ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ოპე­რა­ცი­უ­ლი გი­ნე­კო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- დიდი სი­ა­მა­ყით მინ­და აღ­ვნიშ­ნო , რომ თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში გვაქვს ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ო­პე­რა­ციო, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რით, და ქი­რურ­გი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით. მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია 3D ლა­პა­როს­კო­პია, რო­მე­ლიც გა­ნა­პი­რო­ბებს სა­ო­პე­რა­ციო ვე­ლის სა­უ­კე­თე­სო სივ­რცობ­რივ ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ას და ქი­რურ­გი­უ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის სი­ზუს­ტეს.

გვაქვს ყვე­ლა­ნა­ი­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად: სის­ხლძარ­ღვე­ბის სი­ე­ლინ­გი, ლი­გა­შუ და ა.შ. მათი სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი ხა­სი­ათ­დე­ბა ნაკ­ლე­ბი პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი ტკი­ვი­ლით და გარ­თუ­ლე­ბე­ბით.

დი­აგ­ნოს­ტი­კა­სა და შემ­დგომ­ში სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის და­გეგ­მვა­ში უდი­დე­სი როლი აქვს მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სულ და კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფებს, რო­მე­ლიც ფარ­თოდ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჩვენ­თან.

კლი­ნი­კა­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს, ჩა­ვა­ტა­როთ პო­ზიტ­რო­ნულ-ემი­სი­უ­რი ტო­მოგ­რა­ფია, ე.წ. PET/CT, რო­მე­ლიც ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბას გვიჩ­ვე­ნებს. ეს არის უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რად­გან მათ აღარ უწევთ სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა ამ კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

- რა არის თო­დუ­ას კლი­ნი­კის უპი­რა­ტე­სო­ბა საშ­ვი­ლოს­ნოს ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში?

- კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ვა­დე­ბე­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა რო­გორც ღია წე­სით ანუ მუ­ცელკ­ვე­თით, ისე ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი მე­თო­დით. ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი ქი­რურ­გია კი არის მე­ტად დამ­ზოგ­ვე­ლი, ნაკ­ლე­ბად ტრავ­მუ­ლი მე­თო­დი, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს პა­ცი­ენ­ტე­ბის ად­რე­ულ პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას.

ჩვენ გვყავს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ონ­კო­ლო­გი­უ­რი გუნ­დი, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლი ონ­კო­პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას კონ­სი­ლი­უმ­ზე მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მით გა­ნი­ხი­ლავს .

კონ­სი­ლი­უმ­ზე ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად: ქი­რურ­გია სჯობს კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის დროს თუ რა­დიო ან ქი­მი­ო­თე­რა­პია , ან/და მათი კომ­ბი­ნა­ცია.

მე ვა­მა­ყობ ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ონ­კო­ლო­გე­ბის გუნ­დით და სრუ­ლად ვენ­დო­ბი მათ დი­აგ­ნოზს.

გარ­და ამი­სა, ჩვენ­თან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა კვლე­ვის გა­კე­თე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და არ გვი­წევს პა­ცი­ენ­ტის გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა სხვა­გან, რაც ძა­ლი­ან დიდი კომ­ფორ­ტია რო­გორც ექი­მე­ბის­თვის, ასე­ვე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. პა­ცი­ენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ სრუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა ერთ სივ­რცე­ში დი­აგ­ნოს­ტი­კის, მკურ­ნა­ლო­ბი­სა და შემ­დგო­მი მო­ნი­ტო­რინ­გის ჩათ­ვლით.

- პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით რო­მე­ლი კვლე­ვე­ბი უნდა ჩა­ი­ტა­რონ ქა­ლებ­მა და რა სიხ­ში­რით?

- პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის და მკურ­ნა­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით.

სკრი­ნინ­გუ­ლი მე­თო­დე­ბი­დან უპი­რა­ტე­სია საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის და­ნა­მა­ტე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვით, ხოლო თუ რა­ი­მე პა­თო­ლო­გია იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი, შემ­დეგ ინიშ­ნე­ბა სიღ­რმი­სე­უ­ლი კვლე­ვე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია და ა.შ. ასე­ვე, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის ცი­ტო­ლო­გია და კოლ­პოს­კო­პია. პაპ ტეს­ტი პა­თო­ლო­გი­ე­ბის მი­ხედ­ვით ტარ­დე­ბა 1, 2 ან 3 წე­ლი­წად­ში ერთხელ.

გო­გო­ნე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა უნდა ხდე­ბო­დეს უკვე მე­ნარ­ხეს ასაკ­ში. 11-14 წლის პე­რი­ოდ­ში ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი და სა­სურ­ვე­ლია, ხოლო სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბი­დან 1 წე­ლი­წად­ში პაპ ტეს­ტის გა­კე­თე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვაქ­ცი­ნა­ცია. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, ვი­საც პა­ტა­რა ასა­კის გო­გო­ნა ყავს , სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბამ­დე ჩა­უ­ტა­რონ პა­პი­ლო­მა ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია. რად­გან საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კიბო პა­პი­ლო­მა ვირუ­სის მა­ღა­ლი ონ­კო­ტი­პე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

12-13 წლის ასა­კამ­დე აცრა უფა­სოა და მოზ­რდილ ასაკ­ში უკვე ფა­სი­ა­ნია.

კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით მინ­და მო­ვუ­წო­დო ჩვენს ქალ­ბა­ტო­ნებს, რომ ყვე­ლა მათ­გან­მა ასა­კის გა­ნურ­ჩევ­ლად: არის ის რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ასაკ­ში თუ მე­ნო­პა­უ­ზა­ში აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ი­ტა­როს პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა პაპ ტეს­ტი, კოლ­პოს­კო­პია , მცი­რე მენ­ჯის ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვა და მა­მოგ­რა­ფია, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ შორსწა­სუ­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორ დავიზღვიოთ თავი გინეკოლოგიური პათოლოგიებისგან - ნინო ჩოგოვაძის რეკომენდაციები

როგორ დავიზღვიოთ თავი გინეკოლოგიური პათოლოგიებისგან - ნინო ჩოგოვაძის რეკომენდაციები

გინეკოლოგიური დაავადებები ქალის ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ონკოგინეკოლოგიური პათოლოგიების მატება ახალგაზრდა ქალებში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ქალებმა ადრეული ასაკიდანვე დაიწყონ ზრუნვა თავიანთ ჯანმრთელობაზე. მით უფრო, რომ მკურნალობის უახლესი მეთოდები, რომლებიც მსოფლიო სტანდარტია, დღეს საქართველოში წარმატებით გამოიყენება.

როდის უნდა ჩატარდეს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა, რა სიხშირით უნდა მიმართონ ქალებმა პროფილაქტიკური კვლევებისთვის ექიმს და გინეკოლოგიური პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობის რომელი მიდგომა არის ყველაზე ეფექტიანი? ამ და სხვა თემებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ონკოგინეკოლოგი , მედიცინის დოქტორი ნინო ჩოგოვაძე გვესაუბრება.

- რა დაავადებებს მკურნალობთ თოდუას კლინიკის გინეკოლოგიურ განყოფილებაში?

- ჩვენს განყოფილებაში ტარდება ყველა სახის გინეკოლოგიური გამოკვლევა: გინეკოლოგიური გასინჯვა, კოლპოსკოპია, პაპ ტესტი, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, საშვილოსნოს ყელის და საშვილოსნოს ღრუს ბიოფსია. ასევე, ენდოკრინოლოგიური პათოლოგიებისა და უშვილობის მკურნალობა.

მკურნალობა უტარდებათ პაციენტებს ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა:

უშვილობის ქირურგიული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, საკვერცხის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნები, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები, საშვილოსნოს ყელის და ტანის ავთვისებიანი სიმსივნე, ვულვის პათოლოგიები, გენიტალური პროლაფსი.

ასევე ტარდება დიაგნოსტიკური და ქირურგიული ჰისტეროსკოპია საშვილოსნოს ღრუს შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • საშვილოსნოს ღრუს პოლიპები
  • ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია
  • შეხორცებითი პროცესი საშვილოსნოს ღრუში
  • სუბმუკოზური მიომის კვანძი
  • საშვილოსნოს ღრუს ტიხარი, T-სებური საშვილოსნო

- რა სახის გინეკოლოგიური პათოლოგიების შემთხვევაში მიმართავთ ქირურგიულ ჩარევას?

- როგორც აღვნიშნე, ჩვენს განყოფილებაში ტარდება როგორც კეთილთვისებიანი გინეკოლოგიური პათოლოგიების, ისე ონკოლოგიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა.

ვიყენებთ ქირურგიული მიდგომის სრულ სპექტრს, როგორიცაა ვაგინალური ქირურგია, მუცელკვეთა ანუ ლაპაროტომია და ლაპაროსკოპიული მეთოდი.

ვხელმძღვანელობთ რა საერთაშორისო გაიდლაინებით, როგორც პაციენტისთვის და კონკრეტული პათოლოგიისთვის არის მოწოდებული, სწორედ იმ მიდგომით ხორციელდება ოპერაციები და ინდივიდუალურია თოთოეული პაციენტის შემთხვევაში.

- როგორია კლინიკის ტექნიკური შესაძლებლობები ოპერაციული გინეკოლოგიის მიმართულებით?

- დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო , რომ თოდუას კლინიკაში გვაქვს ულტრათანამედროვე საოპერაციო, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით, და ქირურგიული ინსტრუმენტებით. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 3D ლაპაროსკოპია, რომელიც განაპირობებს საოპერაციო ველის საუკეთესო სივრცობრივ ვიზუალიზაციას და ქირურგიული მანიპულაციის სიზუსტეს.

გვაქვს ყველანაირი თანამედროვე ინსტრუმენტი, როგორიც არის, მაგალითად: სისხლძარღვების სიელინგი, ლიგაშუ და ა.შ. მათი საშუალებით ჩატარებული ოპერაციების შემდგომი პერიოდი ხასიათდება ნაკლები პოსტოპერაციული ტკივილით და გართულებებით.

დიაგნოსტიკასა და შემდგომში სწორი მკურნალობის დაგეგმვაში უდიდესი როლი აქვს მაგნიტურ-რეზონანსულ და კომპიუტერულ ტომოგრაფებს, რომელიც ფართოდ არის წარმოდგენილი ჩვენთან.

კლინიკაში შესაძლებლობა გვაქვს, ჩავატაროთ პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია, ე.წ. PET/CT, რომელიც ონკოლოგიური დაავადების გავრცელებას გვიჩვენებს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა პაციენტებისთვის, რადგან მათ აღარ უწევთ საზღვარგარეთ წასვლა ამ კვლევის ჩასატარებლად.

- რა არის თოდუას კლინიკის უპირატესობა საშვილოსნოს ონკოლოგიური პათოლოგიების მკურნალობაში?

- კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გინეკოლოგიური ონკოლოგიური დავადებების ქირურგიული მკურნალობა ხორციელდება როგორც ღია წესით ანუ მუცელკვეთით, ისე ლაპაროსკოპიული მეთოდით. ლაპაროსკოპიული ქირურგია კი არის მეტად დამზოგველი, ნაკლებად ტრავმული მეთოდი, რაც განაპირობებს პაციენტების ადრეულ პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას.

ჩვენ გვყავს შესანიშნავი ონკოლოგიური გუნდი, რომელიც თითოეული ონკოპაციენტის მდგომარეობას კონსილიუმზე მულტიდისციპლინური მიდგომით განიხილავს .

კონსილიუმზე ჩვენ განვიხილავთ პაციენტების მკურნალობის ტაქტიკას ინდივიდუალურად: ქირურგია სჯობს კონკრეტული შემთხვევის დროს თუ რადიო ან ქიმიოთერაპია , ან/და მათი კომბინაცია.

მე ვამაყობ ჩვენი პროფესიონალი ონკოლოგების გუნდით და სრულად ვენდობი მათ დიაგნოზს.

გარდა ამისა, ჩვენთან აბსოლუტურად ყველა კვლევის გაკეთებაა შესაძლებელი და არ გვიწევს პაციენტის გადამისამართება სხვაგან, რაც ძალიან დიდი კომფორტია როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის. პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება ერთ სივრცეში დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი მონიტორინგის ჩათვლით.

- პროფილაქტიკის მიზნით რომელი კვლევები უნდა ჩაიტარონ ქალებმა და რა სიხშირით?

- პროფილაქტიკური გამოკვლევები ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკის და მკურნალობის თვალსაზრისით.

სკრინინგული მეთოდებიდან უპირატესია საშვილოსნოს ყელის დანამატების დიაგნოსტიკა ულტრაბგერითი კვლევით, ხოლო თუ რაიმე პათოლოგია იქნა აღმოჩენილი, შემდეგ ინიშნება სიღრმისეული კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ა.შ. ასევე, საშვილოსნოს ყელის ციტოლოგია და კოლპოსკოპია. პაპ ტესტი პათოლოგიების მიხედვით ტარდება 1, 2 ან 3 წელიწადში ერთხელ.

გოგონების გამოკვლევა უნდა ხდებოდეს უკვე მენარხეს ასაკში. 11-14 წლის პერიოდში ულტრაბგერითი კვლევა უკვე შესაძლებელი და სასურველია, ხოლო სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 1 წელიწადში პაპ ტესტის გაკეთება აუცილებელია.

ასევე, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. მოვუწოდებ ყველას, ვისაც პატარა ასაკის გოგონა ყავს , სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ჩაუტარონ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. რადგან საშვილოსნოს ყელის კიბო პაპილომა ვირუსის მაღალი ონკოტიპებით არის გამოწვეული.

12-13 წლის ასაკამდე აცრა უფასოა და მოზრდილ ასაკში უკვე ფასიანია.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა მოვუწოდო ჩვენს ქალბატონებს, რომ ყველა მათგანმა ასაკის განურჩევლად: არის ის რეპროდუქციულ ასაკში თუ მენოპაუზაში აუცილებლად ჩაიტაროს პროფილაქტიკური გამოკვლევები, როგორიცაა პაპ ტესტი, კოლპოსკოპია , მცირე მენჯის ულტრაბგერითი კვლევა და მამოგრაფია, რათა თავიდან ავიცილოთ შორსწასული ონკოლოგიური დაავადებები.

NS

“ევროკრედიტში” გრანდიოზული გათამაშება დაიწყო

ჭვანის ხეობაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ადგილი შეიქმნება

„პეპელას“ ახალი ფილიალი დიღომში და სამდღიანი გრანდიოზული ფასდაკლებები ყველასთვის!