სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
200-მდე მოკლულის ცხედრებს დასამარხად ოჯახებს არ აძლევენ - ირანში აქციის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებიან
200-მდე მოკლულის ცხედრებს დასამარხად ოჯახებს არ აძლევენ - ირანში აქციის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებიან

საწ­ვა­ვის ფა­სე­ბის ზრდის გამო ირან­ში საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღამ იფეთ­ქა. BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პა­რას­კე­ვის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, ათო­ბით ადა­მი­ა­ნი იყოს მოკ­ლუ­ლი. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­უ­წო­დებს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს, არ გა­და­ა­მე­ტონ ძა­ლებს, არ გა­მო­ი­ყე­ნონ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ინ­ტერ­ნე­ტის მი­წო­დე­ბა აღად­გი­ნონ.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Amnesty International ინ­ფორ­მა­ცი­ით, 21 ქა­ლაქ­ში სულ მცი­რე 106 ადა­მი­ა­ნია მოკ­ლუ­ლი.

მდგო­მა­რე­ო­ბას ისიც არ­თუ­ლებს, რომ შა­ბათს ქვე­ყა­ნა­ში ინ­ტერ­ნე­ტი გა­თი­შეს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, აქ­ცი­ე­ბი ბევრ ქა­ლაქ­სა და სო­ფელ­ში გა­ი­მარ­თა.

საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა გა­სულ კვი­რას, პა­რას­კევს აგორ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ბენ­ზი­ნი 50%-ით გაძ­ვირ­დე­ბო­და. ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ჰა­სან რუ­ჰა­ნიმ გა­ნა­ცხა­და, რომ მთავ­რო­ბა ხალ­ხის ინ­ტე­რე­სის სა­სარ­გებ­ლოდ მოქ­მე­დებ­და და თან­ხას ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე გა­ჭირ­ვე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ახ­მარ­დნენ.

თუმ­ცა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა იმ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­გან, რო­მე­ლიც აშშ-ს სან­ქცი­ე­ბის გამო მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს.

კვი­რას საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი უკვე 100-მდე ქა­ლაქ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სულ მცი­რე 100 ბან­კი და 75 მა­ღა­ზია დაწ­ვეს, 1000-მდე ადა­მი­ა­ნი კი და­კა­ვე­ბუ­ლია.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 200-მდე ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, 3 ათა­სი კი და­შავ­და. ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ადას­ტუ­რე­ბენ.

BBC-ს ჟურ­ნა­ლის­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხებს ცხედ­რე­ბის დაკ­რძალ­ვის ნე­ბას არ აძ­ლე­ვენ. სა­ჯა­რო ად­გი­ლებ­ში - პარ­კებ­სა და მთა­ვარ ქუ­ჩებ­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი დგა­ნან. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ბევ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი, გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ გაგ­ზავ­ნა კი სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლად გა­მო­ცხად­და.

მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, ორ­შა­ბათს მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე მშვი­დი იყო და „მომ­დევ­ნო ორ დღე­ში მა­სობ­რივ არე­უ­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი მთლი­ა­ნად იქ­ნე­ბო­და აღ­მო­ფხვრი­ლი“.

თუმ­ცა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გან­თავ­სე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ში ჩანს, რომ ორ­შა­ბათს ღა­მით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ქა­ლა­ქე­ბის ნა­წილ­ში მა­ინც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თე­ი­რან­თან ახ­ლოს სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბიც.

გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის უმაღ­ლეს­მა კო­მი­სარ­მა რუ­პერტ კოლ­ვილ­მა ჟე­ნე­ვა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ შეშ­ფო­თე­ბუ­ლია ირან­ში მიმ­დი­ნა­რე ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის გამო. მისი თქმით, ძა­ლი­ან რთუ­ლია გარ­დაც­ვლილ­თა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბის დად­გე­ნა, თუმ­ცა ირა­ნუ­ლი მე­დი­ი­სა და სხვა წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე ათო­ბით ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი.

პრე­ზი­დენ­ტი რუ­ჰა­ნი კი ამ­ბობს, რომ ადა­მი­ა­ნებს აქვთ პრო­ტეს­ტის უფ­ლე­ბა, თუმ­ცა „საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გან­სხვავ­დე­ბა ამ­ბო­ხის­გან, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლი უნდა იყოს."

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზვიადი
10

გაამკაცრეთ საზღვრის კონტროლი!!!! არ დაუშვათ მათი აქ შემოსახლება!!!! იცოდეთ რომ უამრავი ირანელი მოაწყდება საზღვარს. და თუ გაუხსნით საზღვარს მერე კი გადაყვებით მაგ საქციელს იმიტომ რომ მერე მიშას სექრა კი არა მთელი საქართველო გამოვა გარეთ!!!!

emigranti
6

sadaa putini mieshvelos ruxanis aki bashar asadi ase ixsna..........

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

200-მდე მოკლულის ცხედრებს დასამარხად ოჯახებს არ აძლევენ - ირანში აქციის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებიან

200-მდე მოკლულის ცხედრებს დასამარხად ოჯახებს არ აძლევენ - ირანში აქციის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებიან

საწვავის ფასების ზრდის გამო ირანში საპროტესტო ტალღამ იფეთქა. BBC-ს ინფორმაციით, გაეროს ადამიანის უფლებადამცველები ამბობენ, რომ პარასკევის შემდეგ, შესაძლოა, ათობით ადამიანი იყოს მოკლული. ორგანიზაციის წარმომადგენელი მოუწოდებს სამართალდამცველებს, არ გადაამეტონ ძალებს, არ გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი და ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის მიწოდება აღადგინონ.

ორგანიზაციის Amnesty International ინფორმაციით, 21 ქალაქში სულ მცირე 106 ადამიანია მოკლული.

მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ შაბათს ქვეყანაში ინტერნეტი გათიშეს. ამის მიუხედავად, აქციები ბევრ ქალაქსა და სოფელში გაიმართა.

საპროტესტო ტალღა გასულ კვირას, პარასკევს აგორდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბენზინი 50%-ით გაძვირდებოდა. ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ მთავრობა ხალხის ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებდა და თანხას ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას მოახმარდნენ.

თუმცა, გადაწყვეტილებას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა იმ ქვეყნის მოსახლეობისგან, რომელიც აშშ-ს სანქციების გამო მძიმე ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს.

კვირას საპროტესტო აქციები უკვე 100-მდე ქალაქში მიმდინარეობდა. სულ მცირე 100 ბანკი და 75 მაღაზია დაწვეს, 1000-მდე ადამიანი კი დაკავებულია.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 5 დღის განმავლობაში 200-მდე ადამიანი მოკლეს, 3 ათასი კი დაშავდა. ქვეყნის ოფიციალური პირები მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებენ.

الهی بمیرم.... امروز در بهبهان.#IranProtests #Internet4Iran pic.twitter.com/Icv22VbKAb
— میترا شهمیرزادی (@hamid_aslanian) November 19, 2019

BBC-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, გარდაცვლილების ოჯახებს ცხედრების დაკრძალვის ნებას არ აძლევენ. საჯარო ადგილებში - პარკებსა და მთავარ ქუჩებზე შეიარაღებული სამართალდამცველები დგანან. დაკავებულები არიან ბევრი უნივერსიტეტის სტუდენტები, გადაღებული ვიდეოების საზღვარგარეთ გაგზავნა კი სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა.

Days of protests in Iran over rising gasoline prices and a subsequent government crackdown have killed more than 100 people, Amnesty International says. https://t.co/ZwMAevw6h8 pic.twitter.com/ia95myLte8
— ABC News (@ABC) November 20, 2019

მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ორშაბათს მდგომარეობა უკვე მშვიდი იყო და „მომდევნო ორ დღეში მასობრივ არეულობებთან დაკავშირებით პრობლემები მთლიანად იქნებოდა აღმოფხვრილი“.

თუმცა, სოციალურ ქსელებში განთავსებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ორშაბათს ღამით საპროტესტო აქციები ქალაქების ნაწილში მაინც მიმდინარეობდა. თეირანთან ახლოს სასიკვდილოდ დაჭრეს სამართალდამცველებიც.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა რუპერტ კოლვილმა ჟენევაში განაცხადა, რომ შეშფოთებულია ირანში მიმდინარე ძალადობრივი ქმედებების გამო. მისი თქმით, ძალიან რთულია გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა, თუმცა ირანული მედიისა და სხვა წყაროების ცნობით, საპროტესტო აქციებზე ათობით ადამიანია გარდაცვლილი.

პრეზიდენტი რუჰანი კი ამბობს, რომ ადამიანებს აქვთ პროტესტის უფლება, თუმცა „საპროტესტო აქციები განსხვავდება ამბოხისგან, საზოგადოებრივი უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს."

ნეთანიაჰუს გაფრთხილება: "ვთქვი, რომ "ჰამასსა" და სხვა ტერორისტულ ჯგუფებს დარტყმას მივაყენებდით და ასეც ვიქცევით, ეს ჯერ არ მორჩენილა"

პანდემიის მეორე წელს უფრო მაღალი იქნება კორონავირუსით სიკვდილიანობა, ვიდრე პირველ წელს იყო - ჯანმო-ს შემაშფოთებელი პროგნოზი

ლიეტუვამ საქართველოსთვის ვაქცინების 15 000 დოზა დაამტკიცა