სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს
შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"თუ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს შე­სას­ვლე­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ მოხ­დე­ბა, ასე­ვე, ტრან­სპორ­ტის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის გახ­სნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იმოქ­მე­დებს კა­ნო­ნით მის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში და შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს" - ამის შე­სა­ხებ უწყე­ბის მიერ გავცრე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გა­აფრ­თხი­ლეს და მის­ცეს გო­ნივ­რუ­ლი ვადა, ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი ბა­რი­ე­რე­ბის­გან გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს შე­სას­ვლე­ლე­ბი.

უკვე მე­ო­რე დღეა, პარ­ლა­მენ­ტთან შეკ­რე­ბილ­მა აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მო­ახ­დი­ნეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ყვე­ლა შე­სას­ვლე­ლის ბლო­კი­რე­ბა. გარ­და ამი­სა, პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი გა­ნაგ­რძობ­დნენ მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ღიად მო­წო­დე­ბას სა­პარ­ლა­მენ­ტო ორ­გა­ნოს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის­კენ. გა­მო­ხატ­ვის და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა გას­ცდა კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ფარ­გლებს, კერ­ძოდ, და­ირ­ღვა „შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-9 მუხ­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მად აკ­რძა­ლუ­ლია სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს შე­სას­ვლე­ლე­ბის ბლო­კი­რე­ბა და მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფერ­ხე­ბა.

შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ასე­ვე და­უშ­ვე­ბე­ლია ტრან­სპორ­ტის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის ნა­წი­ლობ­რივ ან სრუ­ლად გა­და­კეტ­ვა, თუ აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბას არ გა­ნა­პი­რო­ბებს მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა. პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი გო­ნივ­რუ­ლი ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ, თუ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს შე­სას­ვლე­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ მოხ­დე­ბა, ასე­ვე, ტრან­სპორ­ტის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის გახ­სნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იმოქ­მე­დებს კა­ნო­ნით მის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში და შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძის, 9 აპ­რი­ლის, ძმე­ბი ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბის ქუ­ჩებ­ზე და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეკ­რე­ბი­ლებს, შე­უძ­ლი­ათ გა­და­ად­გილ­დნენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"თუ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების გათავისუფლება არ მოხდება, ასევე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს" - ამის შესახებ უწყების მიერ გავცრელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილეს და მისცეს გონივრული ვადა, ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები.

უკვე მეორე დღეა, პარლამენტთან შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. გარდა ამისა, პოლიტიკური ლიდერები განაგრძობდნენ მხარდამჭერების ღიად მოწოდებას საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელის შეშლისკენ. გამოხატვის და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, რომლის თანახმად აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის თანახმად, ასევე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს მონაწილეთა რაოდენობა. პოლიციის თანამშრომლებისა და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ აქციის ორგანიზატორებისთვის მიცემული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, თუ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების გათავისუფლება არ მოხდება, ასევე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე - ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე და რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს, შეუძლიათ გადაადგილდნენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით" - ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლომ გიორგი რურუას პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში ხმაურია

"მშობლებთან  გახსნილები უნდა ვიყოთ, ვფიქრობდი, პრობლემებს თავად მოვაგვარებდი, რაც შეცდომა აღმოჩნდა" - მიხეილ კალანდიას ინტერვიუ ციხიდან