მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა ჩააგდო ცვლილებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით
პარლამენტმა ჩააგდო ცვლილებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით

პარ­ლა­მენ­ტმა სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­ტი­ტუ­ცი­ურ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით ჩა­აგ­დო.

პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე რე­გის­ტრა­ცია 141-მა დე­პუ­ტატ­მა გა­ი­ა­რა. პრო­პორ­ცი­ულ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლას პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით 101-მა დე­პუ­ტატ­მა, მათ შო­რის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა და­უ­ჭი­რეს მხა­რი. წი­ნა­აღ­მდეგ კი 3 დე­პუ­ტა­ტი წა­ვი­და, თუმ­ცა კვო­რუ­მი 113 ხმა იყო, რის გა­მოც კა­ნონპ­რო­ექ­ტი ჩა­ვარ­და.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის 93 დე­პუ­ტა­ტის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მი­თა და ნუ­ლო­ვა­ნი ბა­რი­ე­რით ჩა­ტარ­დე­ბა.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნის გარ­და­მა­ვალ დე­ბუ­ლე­ბებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ამო­ღე­ბუ­ლია ჩა­ნა­წე­რი 3%-იან სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ერ­სა და ასე­ვე, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კებ­ზე.

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნის გარ­და­მა­ვალ დე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­წე­რი­ლი ფორ­მუ­ლის მი­ხედ­ვით, იმი­სათ­ვის, რომ გა­ნი­სა­ზღვროს რამ­დე­ნი მან­და­ტი მი­ი­ღო პარ­ტი­ამ, მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 150-ზე გამ­რავ­ლდე­ბა და არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პარ­ტი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის ჯამ­ზე გა­ი­ყო­ფა. მი­ღე­ბუ­ლი მთე­ლი რი­ცხვი პარ­ტი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იქ­ნე­ბა.

თუ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­თა ჯამი 150-ზე ნაკ­ლე­ბია, გა­უ­ნა­წი­ლე­ბელ მან­და­ტებს თან­მიმ­დევ­რო­ბით მი­ი­ღე­ბენ უდი­დე­სი ნაშ­თის მქო­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად მან­დატს (მან­და­ტებს) მი­ი­ღებს ყვე­ლა ის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, რო­მე­ლიც მი­ი­ღებს სულ მცი­რე ერთი მან­და­ტის მი­სა­ღე­ბად საკ­მა­რი­სი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას.

პარ­ლა­მენ­ტის 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა აქვს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, რო­მელ­საც არა­ნაკ­ლებ 5 000 ამომ­რჩევ­ლის ხელ­მო­წე­რა ექ­ნე­ბა. ამომ­რჩევ­ლის ხელ­მო­წე­რე­ბით მხარ­და­ჭე­რის და­დას­ტუ­რე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან ის პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს პარ­ლა­მენ­ტის ან ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ბოლო არ­ჩევ­ნებ­ში და მი­ი­ღეს სულ ცოტა 15 000 ხმა. ასე­ვე, ხელ­მო­წე­რე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან პარ­ტი­ე­ბი, რო­მელ­თა კან­დი­დატ­მაც 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში მი­ი­ღო სულ ცოტა 15 000 ხმა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:O
4

ამათ მართლა ზწედმეტი მოზდით,როდემდე უნდა ვითმინოთ ამდენი ტყუილი,მართლა ჭკუა უნდა ვასწავლოთ რა თორე სხვა გზა აღარაა,აქ ცხოვრება აღარ შეიძლება.

z
3

ქოცებს რააა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პარლამენტმა ჩააგდო ცვლილებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით

პარლამენტმა ჩააგდო ცვლილებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში ხორციელდება. პროექტის მიხედვით, ამოღებულია ჩანაწერი 3%-იან საარჩევნო ბარიერსა და ასევე, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე.

კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში გაწერილი ფორმულის მიხედვით, იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენი მანდატი მიიღო პარტიამ, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. მიღებული მთელი რიცხვი პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება.

თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას.

პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერა ექნება. ამომრჩევლის ხელმოწერებით მხარდაჭერის დადასტურებისგან თავისუფლდებიან ის პარტიები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში და მიიღეს სულ ცოტა 15 000 ხმა. ასევე, ხელმოწერებისგან თავისუფლდებიან პარტიები, რომელთა კანდიდატმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღო სულ ცოტა 15 000 ხმა.

ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყეს - იგეგმება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება

მგონი, უბრალოდ სულელები არიან - როგორ აფასებენ ექპერტები  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას

ვინ დაინიშნენ საპარლამენტო თანამდებობებზე - თავმჯდომარეს 7 მოადგილე ეყოლება