მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლაში ხატვის მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი ცნობილი ოჯახიდან
სკოლაში ხატვის მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი ცნობილი ოჯახიდან

მე­სა­მე პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა 2 დღის წინ ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დიდ დარ­ბაზ­ში ჰქონ­და, მისი ნა­მუშ­ვრე­ბი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­მა ჩე­უ­ლე­ბი­სა­მებრ მო­ი­წო­ნა, თუმ­ცა ნუკ­რი-თა­მარ ნა­ჭყე­ბია ამ­ბობს, რომ თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რია. ტი­ლო­ზე ძი­რი­თა­დად ზე­თის სა­ღე­ბა­ვე­ბით მუ­შა­ობს. აქა-იქ აკ­რილ­საც იყე­ნებს. ნა­ტურ­მორ­ტე­ბი, პე­ი­ზა­ჟე­ბი, პორ­ტრე­ტე­ბი, საკ­მა­რი­სა­დაა მის ნა­მუშ­ვრებ­ში, სტი­ლი იმპრე­სი­ო­ნის­ტუ­ლია...

„ტრა­ბახ­ში ნუ ჩა­მო­მარ­თმევთ და რა­ღა­ცე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში კარ­გად გა­მომ­დის. პრე­ტენ­ზი­ას ჩემს გა­ნათ­ლე­ბა­ზეც ვა­ცხა­დებ, მაგ­რამ მე და ხატ­ვა ერ­თმა­ნე­თის­გან თა­ვი­დან შორს ვი­ყა­ვით. თუმ­ცა ძა­ლი­ან მომ­წონ­და. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლი­სას (მე­ვი­ო­ლი­ნე ვარ), იმ­დე­ნად კარ­გი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის პრო­ფე­სო­რი გვყავ­და, ისე სა­ინ­ტე­რე­სოდ მოგ­ვი­თხრობ­და ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, გან­სა­კუთ­რე­ბით იმპრე­სი­ო­ნის­ტებ­ზე, რომ სულ ოც­ნე­ბად მქონ­და, მეც რა­ღაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ვამ­ბობ ხოლ­მე, დაკ­ვრას თავი რომ და­ვა­ნე­ბე, ალ­ბათ ჩემ­და უნე­ბუ­რად, ღმერ­თმა ეს გზა მაჩ­ვე­ნა. ვი­ყი­დე ფუნ­ჯე­ბი, ტილო, ზე­თის სა­ღე­ბა­ვე­ბი და ხატ­ვა და­ვი­წყე. ეს იყო და­ახ­ლო­ე­ბით, 2011 წელი... ისე შე­მიყ­ვარ­და ეს პრო­ცე­სი, - მას მერე ზე­თის სა­ღე­ბა­ვის სუნს რომ შვი­სუნ­თქავ ხოლ­მე, მერე უკვე ვე­ღარ ვჩერ­დე­ბი. ამ ყვე­ლაფ­რის­გან დიდ სუ­ლი­ერ საზ­რდოს ვი­ღებ. ძა­ლი­ან მი­ზი­დავს, იმ­დე­ნად ჩე­მია ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ და­ნარ­ჩენ სამ­ყა­როს ვწყდე­ბი, აქ ვპო­უ­ლობ ჩემს ად­გილს. ამ ყვე­ლა­ფერს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ. შე­იძ­ლე­ბა, ზოგ­ჯერ ერთი ტილო საათ-ნა­ხე­ვარ­შიც შევ­ქმნა და ზოგს, ერთი კვი­რა მო­ვუნ­დე. ასე რომ, რო­დე­საც სა­მუ­შა­ოდ ვჯდე­ბი, არას­დროს ვიცი, რას დავ­ხა­ტავ. რა­ღაც ჩა­ნა­ფიქ­რი მაქვს და მინ­და, ის გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, ფე­რე­ბის მოძ­რა­ო­ბა ისე წა­ვი­დეს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა რამ მი­ვი­ღო. ასე­თი რა­ღა­ცე­ბიც ხდე­ბა,“ - ამ­ბობს რეს­პონ­დენ­ტი, რომ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა და სიმ­შვი­დე მო­დის.

„არა­სო­დეს არა­ვის ვაჩ­ვე­ნებ ჩემს ემო­ცი­ებს, თუ რა­ი­მე სიმ­ძი­მე მაქვს, ამას ვე­რა­ვინ გა­ი­გებს. ცუდ გუ­ნე­ბა­ზე არ ვხა­ტავ, ნა­მუშ­ვარ­ში უარ­ყო­ფი­თი ენერ­გია არ უნდა გა­და­ვი­დეს. მნახ­ველ­მა ის პო­ზი­ტი­ვი უნდა იგ­რძნოს, რა­საც იმ წუ­თის­თვის გან­ვიც­დი და მას­ში ვდებ. გა­მო­ფე­ნა­ზე მო­სულ­მა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, - რო­გო­რიც შენ ხარ, შენი ნა­ხა­ტე­ბიც ისე­თი­აო.

მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი სიმ­ძი­მი­სა, რად­გა­ნაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ იყო რთუ­ლი დღე­ე­ბი, ჯერ მამა გარ­და­მეც­ვა­ლა, ერთ წელ­ში (2013-ში) დავ­კარ­გე დედა და მე­უღ­ლე... არა­და, დე­დი­სერ­თა ვარ და მათი და­კარ­გვა კი­დევ უფრო მწვა­ვე იყო ჩემ­თვის... ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი, ჩემს მშობ­ლებს ეს გა­მო­ფე­ნა რომ ენა­ხათ. მათ ჩემს აღ­ზრდა-გა­ნათ­ლე­ბა­ში დიდი შრო­მა და ენერ­გია ჩა­დეს. მამა, გივი ნა­ჭყე­ბია, ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ზეპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ინ­ჟი­ნე­რი გახ­ლდათ - ნა­ხე­ვა­რი ქუ­თა­ი­სი მისი აშე­ნე­ბუ­ლია. მოკ­ლედ, მი­უ­ხე­და­ვად ჩემი ბევ­რი სუ­ლი­ე­რი ტრავ­მი­სა, მა­ინც შევ­ძე­ლი ფეხ­ზე მყა­რად დავ­მდგა­რი­ყა­ვი. სა­კუ­თა­რი სახე ისევ მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა და ჩემი პი­როვ­ნე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა ამ ფორ­მით მო­მეხ­დი­ნა,“ - გვე­უბ­ნე­ბა ნუკ­რი ნა­ჭყე­ბია.

გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს პირ­ვე­ლი ნა­ხა­ტი, ქე­რათ­მი­ა­ნი ქა­ლის სევ­დი­ა­ნი პორ­ტრე­ტი, მე­გობ­რე­ბი ეუბ­ნე­ბი­ან, რომ მის ავ­ტო­პორ­ტრეტს ჰგავს...

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სტი­ლით და ცხოვ­რე­ბით ძა­ლი­ან უყ­ვარს ფრი­და კალო. „რო­გო­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი ჰქონ­და ცხოვ­რე­ბა­ში, არა­ნორ­მა­ლურ ტკი­ვი­ლებს იტან­და და და­წო­ლილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხა­ტავ­და. როცა ადა­მი­ა­ნი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ამ­დენს და ასე ქმნის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ჯან­სა­ღად მყო­ფი მო­ეშ­ვას?! არ­გენ­ტი­ნა­ში რომ ვი­ყა­ვი, ბუ­ე­ნოს-აი­რეს­ში „მალ­ბას“ მუ­ზე­უმ­ში მისი ორი­გი­ნა­ლე­ბი ვნა­ხე, ეს ჩემ­თვის დიდი მოვ­ლე­ნა იყო“.

- ე.ი. ბავ­შვო­ბა­ში არას­დროს გქო­ნი­ათ მცდე­ლო­ბა, გე­ხა­ტათ, ხომ?

- ხატ­ვის მას­წავ­ლე­ე­ბილ 4-იანს ხატ­ვა­ში იმი­ტომ მი­წერ­და, რომ და­ნარ­ჩენ საგ­ნებ­ში 5-ია­ნე­ბი მქონ­და. ერთხელ კონ­კურ­სში მთხო­ვეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ისე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა გა­ვა­კე­თე, მას­წავ­ლე­ბელ­საც შერ­ცხვა და მეც. პე­და­გო­გი რუს-ქარ­თვე­ლა იყო და მი­თხრა: „იზ ტე­ბია ნი­ჩე­ვო ნე ვი­ძეტ!“ - ეს სი­ტყვე­ბი სულ მახ­სოვ­და, რომ ხატ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­დო­და.

- ქალი ნუკ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლია...

- როცა და­ვი­ბა­დე, თურ­მე ხა­ლე­ბით მო­ჩი­თუ­ლი ვი­ყა­ვი და მა­მამ ნუკ­რი ამი­ტომ და­მარ­ქვა, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად დე­და­მი­სის სა­ხე­ლიც მქვია... მოკ­ლედ, დღემ­დე შე­მომ­რჩა ორი სა­ხე­ლი - ქა­ლის და კა­ცის, რო­მე­ლიც თა­ვი­სე­ბურ პრობ­ლე­მებს მიქ­მნის, სა­ნამ გა­მიც­ნო­ბენ და მნა­ხა­ვენ, უმე­ტე­სად მა­მა­კა­ცი ვგო­ნი­ვარ, შე­სა­ბა­მი­სად, კუ­რი­ო­ზუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბიც იქ­მნე­ბა. თუმ­ცა შეჩ­ვე­ვის მო­მენ­ტიც არის, სა­მე­გობ­რო ნუკ­რის მე­ძა­ხის და მეც ეს სა­ხე­ლი გა­ვი­თა­ვი­სე.

- პრო­ფე­სით მე­ვი­ო­ლი­ნე ხართ... რა­ტომ არ მუ­შა­ობთ თქვე­ნი პრო­ფე­სი­ით?

- მე­ვი­ო­ლი­ნედ გა­თხო­ვე­ბამ­დე, ქუ­თა­ი­სის სა­მუ­სი­კო სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ­დი. მერე ისე მოხ­და, რომ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, უკვე და­ო­ჯა­ხე­ბულ­მა და სამი შვი­ლის აღ­ზრდით და­კა­ვე­ბულ­მა, პრო­ფე­სი­ით საქ­მი­ა­ნო­ბა ვერ შევ­ძე­ლი. ოჯა­ხი და მუ­სი­კა ერ­თმა­ნეთს ვერ შე­ვუ­თავ­სე...

ასე რომ, ჩემი ცხოვ­რე­ბა და ინ­ტე­ლექ­ტი, რაც მქონ­და, ჩემს შვი­ლებს მი­ვუ­ძღვე­ნი, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ რა­ი­მეს ჩა­მოვ­რჩი - მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ­დი, ცხოვ­რე­ბის სი­ახ­ლე­ებს ავ­ყო­ლო­დი და ყვე­ლა სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვა შე­მე­ძი­ნა, რა­საც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გვთა­ვა­ზობ­და.

- შვი­ლე­ბი ახ­სე­ნეთ. თვე­ნი შვი­ლე­ბი­დან ერთს ირაკ­ლი გაფ­რინ­დაშ­ვილს ვიც­ნობ და ვა­დას­ტუ­რებ, რომ უნი­ჭი­ე­რე­სი და მრა­ვალ­მხრი­ვი უნა­რით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია...

- მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ კარ­გი შვი­ლე­ბი მყავს, მაგ­რამ ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. გოგი დინ­ჯია, ღრმად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი. როცა სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად იყო (რძა­ლი დიპ­ლო­მა­ტია), იქ ეს­პა­ნუ­რად მისი ავ­ტო­რო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია გა­მო­ი­ცა. წიგ­ნი მთელს სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში სა­ელ­ჩო­ე­ბით გავ­რცელ­და და სამ­ხრეთ ამე­რი­კამ ამ სა­ხი­თაც გაგ­ვიც­ნო. გვა­და­ლა­ხა­რას წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე გი­ორ­გი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი წიგ­ნი იყო ეს­პა­ნურ ენა­ზე. ირაკ­ლის მა­რა­ვალპრო­ფი­ლი­ა­ნი უნარ-ჩვე­ვე­ბი აქვს, ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გე­ბი მე­ტად იზი­დავს, გო­გის მხო­ლოდ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს, იცის ენე­ბი, წერს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბელ ტეს­ტე­ბის წიგნს, ნი­ნო­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი აქვს დამ­თვრე­ბუ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს.

- თქვენს გა­მო­ფე­ნას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, - რო­გორ შე­ა­ფა­სებთ მას?

- გა­მო­ფე­ნა 13 ოტომ­ბერს, ჩემს და­ბა­დე­ბის დღეს მინ­დო­და, გა­მე­მარ­თა (ჩვენს ოჯახ­ში 13 რი­ცხვი დო­მი­ნი­რებს - მეც 13-ში, ირაკ­ლი 13 ივ­ლის და ჩემი გო­გო­ნა 13 მარტსაა და­ბა­დე­ბუ­ლი)... ირაკ­ლის­თან სახ­ლში პა­ტა­რა კომ­პო­ზი­ცი­ით და ალა-ფურ­შე­ტით მინ­დო­და აღ­ნიშ­ვნა, მერე მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, - ამ­დე­ნი ნა­მუშ­ვა­რი გაქვს, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა ნა­ხო­სო. და­ვუ­ჯე­რე. მი­რი­ან ხო­სი­ტაშ­ვი­ლი სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე დაგ­ვეხ­მა­რა და დარ­ბა­ზი ორი დღით და­მით­მეს. გა­მო­ფე­ნის გახ­სნა მუ­სიკ­ლა­უ­რად ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­მა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა პი­ა­ნის­ტმა თი­ნი­კო ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა გა­ა­ფორ­მა, - სა­ინ­ტე­რე­სო სა­ღა­მო გა­მო­ვი­და.

- რა რჩე­ვა შე­გიძ­ლი­ათ სხვებს მის­ცეთ?

- ბევ­რის­თვის მით­ქვამს და გა­ვი­მე­ო­რებ - აი­ღონ ტილო, ფუნ­ჯე­ბი და ნა­ხა­ვენ, რას შეძ­ლე­ბენ! სხვა სამ­ყა­როს ნა­ხა­ვენ, თავს სხვა­ნა­ი­რად იგ­რძნო­ბენ, სა­კუ­თარ თავს სხვა კუ­თხით და­ი­ნა­ხა­ვენ... ეს საქ­მე იმედ­გაც­რუ­ე­ბას, დეპ­რე­სი­ას, კრი­ზისს და­ა­ვი­წყებთ... თუ ხატ­ვა არა, სხვა რა­მე­ში მო­სინ­ჯონ ძა­ლე­ბი. მით უმე­ტეს, რომ დღეს ინ­ტერ­ნე­ტი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ რა­ღაც მო­ი­ძებ­ნოს...

ხომ გე­უბ­ნე­ბუთ, კარ­გი შვი­ლე­ბი მყავს, სა­უ­კე­თე­სო სა­მე­გობ­რო, სამ­სა­ხუ­რიც, მაგ­რამ მარ­ტო­ო­ბას, რო­მე­ლიც მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გან­ვიც­დი, ფი­ზი­კურს თუ სუ­ლი­ერს, არის კი­დევ რა­ღაც მო­მენ­ტე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნი მარ­ტოდ გრძნობ თავს, ამ დროს ხატ­ვა ამ ყვე­ლა­ფერს ავ­სებს. ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა, ნა­ხა­ტე­ბი ჩემი სუ­ლე­რი სამ­ყა­როა.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- არ ვიცი, ვერ გე­ტყვით, - „ხვა­ლემ იფიქ­როს ხვა­ლი­სა“. ალ­ბათ ხვა­ლინ­დე­ლი დღეც ყვე­ლა­ფერს კარ­გს მო­ი­ტანს. ძა­ლი­ან შე­ვეც­დე­ბი, ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს იმე­დე­ბი არ გა­ვუც­რუ­ვო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sss
2

აი ჩემა მასწავლებელმა კი გამოიცნო რო მითხრა მე რო დედაშენი ვიყო ყოველდღე გცემდიო მართალია ვერ მცემს მაგრამ ის მაინც იწინასარმეტყველა ჩემი მეორე დედა გახდა (სიდედრიი)

მაია
1

ძალიან ვისიამოვნე ამ ნიჭიერი ქალბატონის შემოქმედებით წარმატებები

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სკოლაში ხატვის მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი ცნობილი ოჯახიდან

სკოლაში ხატვის მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი ცნობილი ოჯახიდან

მესამე პერსონალური გამოფენა 2 დღის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ჰქონდა, მისი ნამუშვრები დამთვალიერებელმა ჩეულებისამებრ მოიწონა, თუმცა ნუკრი-თამარ ნაჭყებია ამბობს, რომ თვითნასწავლი მხატვარია. ტილოზე ძირითადად ზეთის საღებავებით მუშაობს. აქა-იქ აკრილსაც იყენებს. ნატურმორტები, პეიზაჟები, პორტრეტები, საკმარისადაა მის ნამუშვრებში, სტილი იმპრესიონისტულია...

„ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და რაღაცები ცხოვრებაში კარგად გამომდის. პრეტენზიას ჩემს განათლებაზეც ვაცხადებ, მაგრამ მე და ხატვა ერთმანეთისგან თავიდან შორს ვიყავით. თუმცა ძალიან მომწონდა. კონსერვატორიაში სწავლისას (მევიოლინე ვარ), იმდენად კარგი ხელოვნების ისტორიის პროფესორი გვყავდა, ისე საინტერესოდ მოგვითხრობდა ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობის შესახებ, განსაკუთრებით იმპრესიონისტებზე, რომ სულ ოცნებად მქონდა, მეც რაღაც გამეკეთებინა. ვამბობ ხოლმე, დაკვრას თავი რომ დავანებე, ალბათ ჩემდა უნებურად, ღმერთმა ეს გზა მაჩვენა. ვიყიდე ფუნჯები, ტილო, ზეთის საღებავები და ხატვა დავიწყე. ეს იყო დაახლოებით, 2011 წელი... ისე შემიყვარდა ეს პროცესი, - მას მერე ზეთის საღებავის სუნს რომ შვისუნთქავ ხოლმე, მერე უკვე ვეღარ ვჩერდები. ამ ყველაფრისგან დიდ სულიერ საზრდოს ვიღებ. ძალიან მიზიდავს, იმდენად ჩემია ეს ყველაფერი, რომ დანარჩენ სამყაროს ვწყდები, აქ ვპოულობ ჩემს ადგილს. ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. შეიძლება, ზოგჯერ ერთი ტილო საათ-ნახევარშიც შევქმნა და ზოგს, ერთი კვირა მოვუნდე. ასე რომ, როდესაც სამუშაოდ ვჯდები, არასდროს ვიცი, რას დავხატავ. რაღაც ჩანაფიქრი მაქვს და მინდა, ის გავაკეთო, მაგრამ შეიძლება, ფერების მოძრაობა ისე წავიდეს, აბსოლუტურად სხვა რამ მივიღო. ასეთი რაღაცებიც ხდება,“ - ამბობს რესპონდენტი, რომლის ნამუშევრებიდან პოზიტიური განწყობა და სიმშვიდე მოდის.

„არასოდეს არავის ვაჩვენებ ჩემს ემოციებს, თუ რაიმე სიმძიმე მაქვს, ამას ვერავინ გაიგებს. ცუდ გუნებაზე არ ვხატავ, ნამუშვარში უარყოფითი ენერგია არ უნდა გადავიდეს. მნახველმა ის პოზიტივი უნდა იგრძნოს, რასაც იმ წუთისთვის განვიცდი და მასში ვდებ. გამოფენაზე მოსულმა მეგობარმა მითხრა, - როგორიც შენ ხარ, შენი ნახატებიც ისეთიაო.

მიუხედავად ბევრი სიმძიმისა, რადგანაც ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ იყო რთული დღეები, ჯერ მამა გარდამეცვალა, ერთ წელში (2013-ში) დავკარგე დედა და მეუღლე... არადა, დედისერთა ვარ და მათი დაკარგვა კიდევ უფრო მწვავე იყო ჩემთვის... ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემს მშობლებს ეს გამოფენა რომ ენახათ. მათ ჩემს აღზრდა-განათლებაში დიდი შრომა და ენერგია ჩადეს. მამა, გივი ნაჭყებია, ძალიან განათლებული ადამიანი იყო, ზეპროფესიონალი ინჟინერი გახლდათ - ნახევარი ქუთაისი მისი აშენებულია. მოკლედ, მიუხედავად ჩემი ბევრი სულიერი ტრავმისა, მაინც შევძელი ფეხზე მყარად დავმდგარიყავი. საკუთარი სახე ისევ მეჩვენებინა და ჩემი პიროვნების რეალიზება ამ ფორმით მომეხდინა,“ - გვეუბნება ნუკრი ნაჭყებია.

განსაკუთრებით უყვარს პირველი ნახატი, ქერათმიანი ქალის სევდიანი პორტრეტი, მეგობრები ეუბნებიან, რომ მის ავტოპორტრეტს ჰგავს...

შემოქმედებითი სტილით და ცხოვრებით ძალიან უყვარს ფრიდა კალო. „როგორი სიძნელეები ჰქონდა ცხოვრებაში, არანორმალურ ტკივილებს იტანდა და დაწოლილ მდგომარეობაში ხატავდა. როცა ადამიანი ასეთ მდგომარეობაში ამდენს და ასე ქმნის, როგორ შეიძლება ჯანსაღად მყოფი მოეშვას?! არგენტინაში რომ ვიყავი, ბუენოს-აირესში „მალბას“ მუზეუმში მისი ორიგინალები ვნახე, ეს ჩემთვის დიდი მოვლენა იყო“.

- ე.ი. ბავშვობაში არასდროს გქონიათ მცდელობა, გეხატათ, ხომ?

- ხატვის მასწავლეებილ 4-იანს ხატვაში იმიტომ მიწერდა, რომ დანარჩენ საგნებში 5-იანები მქონდა. ერთხელ კონკურსში მთხოვეს მონაწილეობა და ისეთი საშინელება გავაკეთე, მასწავლებელსაც შერცხვა და მეც. პედაგოგი რუს-ქართველა იყო და მითხრა: „იზ ტებია ნიჩევო ნე ვიძეტ!“ - ეს სიტყვები სულ მახსოვდა, რომ ხატვის მიმართულებით არაფერი გამომივიდოდა.

- ქალი ნუკრი საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია...

- როცა დავიბადე, თურმე ხალებით მოჩითული ვიყავი და მამამ ნუკრი ამიტომ დამარქვა, თუმცა ოფიციალურად დედამისის სახელიც მქვია... მოკლედ, დღემდე შემომრჩა ორი სახელი - ქალის და კაცის, რომელიც თავისებურ პრობლემებს მიქმნის, სანამ გამიცნობენ და მნახავენ, უმეტესად მამაკაცი ვგონივარ, შესაბამისად, კურიოზული სიტუაციებიც იქმნება. თუმცა შეჩვევის მომენტიც არის, სამეგობრო ნუკრის მეძახის და მეც ეს სახელი გავითავისე.

- პროფესით მევიოლინე ხართ... რატომ არ მუშაობთ თქვენი პროფესიით?

- მევიოლინედ გათხოვებამდე, ქუთაისის სამუსიკო სკოლაში ვმუშაობდი. მერე ისე მოხდა, რომ კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, უკვე დაოჯახებულმა და სამი შვილის აღზრდით დაკავებულმა, პროფესიით საქმიანობა ვერ შევძელი. ოჯახი და მუსიკა ერთმანეთს ვერ შევუთავსე...

ასე რომ, ჩემი ცხოვრება და ინტელექტი, რაც მქონდა, ჩემს შვილებს მივუძღვენი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმეს ჩამოვრჩი - მუდმივად ვცდილობდი, ცხოვრების სიახლეებს ავყოლოდი და ყველა საჭირო უნარ-ჩვევა შემეძინა, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიები გვთავაზობდა.

- შვილები ახსენეთ. თვენი შვილებიდან ერთს ირაკლი გაფრინდაშვილს ვიცნობ და ვადასტურებ, რომ უნიჭიერესი და მრავალმხრივი უნარით დაჯილდოებული ადამიანია...

- მადლობა ღმერთს, რომ კარგი შვილები მყავს, მაგრამ ძალიან განსხვავებულები არიან. გოგი დინჯია, ღრმად განათლებული, ისტორიის დოქტორი. როცა სამხრეთ ამერიკაში მეუღლესთან ერთად იყო (რძალი დიპლომატია), იქ ესპანურად მისი ავტორობით საქართველოს ისტორია გამოიცა. წიგნი მთელს სამხრეთ ამერიკაში საელჩოებით გავრცელდა და სამხრეთ ამერიკამ ამ სახითაც გაგვიცნო. გვადალახარას წიგნის ფესტივალზე გიორგი გაფრინდაშვილის ნამუშევარი პირველი ქართული წიგნი იყო ესპანურ ენაზე. ირაკლის მარავალპროფილიანი უნარ-ჩვევები აქვს, ხელოვნების დარგები მეტად იზიდავს, გოგის მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს, იცის ენები, წერს აბიტურიენტების მოსამზადებელ ტესტების წიგნს, ნინოსაც უნივერსიტეტი აქვს დამთვრებული და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით მუშაობს.

- თქვენს გამოფენას რომ დავუბრუნდეთ, - როგორ შეაფასებთ მას?

- გამოფენა 13 ოტომბერს, ჩემს დაბადების დღეს მინდოდა, გამემართა (ჩვენს ოჯახში 13 რიცხვი დომინირებს - მეც 13-ში, ირაკლი 13 ივლის და ჩემი გოგონა 13 მარტსაა დაბადებული)... ირაკლისთან სახლში პატარა კომპოზიციით და ალა-ფურშეტით მინდოდა აღნიშვნა, მერე მეგობარმა მითხრა, - ამდენი ნამუშვარი გაქვს, ეს საზოგადოებამ უნდა ნახოსო. დავუჯერე. მირიან ხოსიტაშვილი საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე დაგვეხმარა და დარბაზი ორი დღით დამითმეს. გამოფენის გახსნა მუსიკლაურად ჩემი ბავშვობის მეგობარმა, არაჩვეულებრივმა პიანისტმა თინიკო ბერუჩაშვილმა გააფორმა, - საინტერესო საღამო გამოვიდა.

- რა რჩევა შეგიძლიათ სხვებს მისცეთ?

- ბევრისთვის მითქვამს და გავიმეორებ - აიღონ ტილო, ფუნჯები და ნახავენ, რას შეძლებენ! სხვა სამყაროს ნახავენ, თავს სხვანაირად იგრძნობენ, საკუთარ თავს სხვა კუთხით დაინახავენ... ეს საქმე იმედგაცრუებას, დეპრესიას, კრიზისს დაავიწყებთ... თუ ხატვა არა, სხვა რამეში მოსინჯონ ძალები. მით უმეტეს, რომ დღეს ინტერნეტი ამის საშუალებას გვაძლევს, რომ რაღაც მოიძებნოს...

ხომ გეუბნებუთ, კარგი შვილები მყავს, საუკეთესო სამეგობრო, სამსახურიც, მაგრამ მარტოობას, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ განვიცდი, ფიზიკურს თუ სულიერს, არის კიდევ რაღაც მომენტები, როცა ადამიანი მარტოდ გრძნობ თავს, ამ დროს ხატვა ამ ყველაფერს ავსებს. ჩემი შემოქმედება, ნახატები ჩემი სულერი სამყაროა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით, - „ხვალემ იფიქროს ხვალისა“. ალბათ ხვალინდელი დღეც ყველაფერს კარგს მოიტანს. ძალიან შევეცდები, ჩემს გულშემატკივრებს იმედები არ გავუცრუვო.

რუსთაველის თეატრის მსახიობი ივანე გოგიტიძე გარდაიცვალა

"ორ ძალიან ძლიერ კულინარ კაცს მოვუგე" – "მასტერშეფის" გამარჯვებული

"მასტერშეფის" გამარჯვებული ნუცა სურგულაძე გახდა – "ვამაყობ, რომ პატარა ნუცას ავუხდინე ნანატრი ოცნება!"