სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის  მაღალჩინოსნები დააკავეს, მასტერას და ლევან ქარდავას კი ბრალი წარუდგინეს
ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის  მაღალჩინოსნები დააკავეს, მასტერას და ლევან ქარდავას კი ბრალი წარუდგინეს

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბიზ­ნეს­მენ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის საქ­მე­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს გია დგე­ბუ­ა­ძეს (მას­ტე­რა), და­ვით ქო­ქაშ­ვილს, ილია გამ­გე­ბელ­სა და ლე­ვან ქარ­და­ვას ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი­სად­მი ბრა­ლის დად­გე­ნი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნის სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

კუდ-ის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ბრა­ლად ედე­ბათ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა და გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა.

„თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის და გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფაქ­ტზე კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დ.ქ. და ი.გ. ბრალ­დე­ბუ­ლად და­ა­კა­ვა, ხოლო მე­ო­რე მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის ლ. ქ.-ს მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა მისი ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და შემ­დე­გი: 2006 წლის ივ­ნი­სი-ივ­ლი­სის თვის პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტში მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ბიზ­ნეს­მენ არ­კა­დი (ბად­რი) პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მი­მართ გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი­ყო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყო კონ­ტრო­ლი მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ზე, დაც­ვა­სა და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი უკავ­შირ­დე­ბო­და მის პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, რაც მი­უ­ღე­ბე­ლი იყო იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და აღიქ­მე­ბო­და მა­ღა­ლი რის­კის საფრ­თხედ.

2006 წლის ივ­ლი­სი-აგ­ვის­ტოს თვის პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­ი­გეგ­მა ურეკ­ში მდე­ბა­რე არ­კა­დი (ბად­რი) პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახლზე თავ­დას­ხმა, რაც გუ­ლის­ხმობ­და სახ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლებს. ღო­ნის­ძი­ე­ბა წარ­მო­ად­გენ­და გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ აქ­ცი­ას და მიზ­ნად ისა­ხავ­და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­წყვე­ტას. ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბამ­დე, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­ვა­ლე­ბა მი­ე­ცა ურე­კის პო­ლი­ცი­ის იმ­ჟა­მინ­დელ უფ­როსს ჯე­მალ შა­მა­თა­ვას, მო­რი­გე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჯგუ­ფე­ბი მო­ეხ­სნა არ­კა­დი (ბად­რი) პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის სახ­ლი­დან. ჯე­მალ შა­მა­თა­ვამ ღო­ნის­ძი­ე­ბის და­წყე­ბამ­დე მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის კო­მენ­ტანტს და გა­აფრ­თხი­ლა მო­სა­ლოდ­ნე­ლი თავ­დას­ხმის თა­ო­ბა­ზე. ეს ფაქ­ტი ცნო­ბი­ლი გახ­და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის­თვის.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის გამო ჯე­მალ შა­მა­თა­ვას დას­ჯის მიზ­ნით, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე­ო­რე მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის - გ.დ.-ს ორ­გა­ნი­ზე­ბით შე­მუ­შა­ვე­ბულ იქნა მისი გან­ზრახ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბის გეგ­მა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­შიც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - ლ.ქ., დ.ქ. და ი.გ.

გეგ­მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით დაბა ურეკ­ში, გ.დ.-ს ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ­მა პირ­მა ბ.ბ.-მ მო­ახ­დი­ნა თ.წ.-ს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­სა და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის ქურ­დო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა, რის გა­მოც იგი და­ა­კა­ვეს და მი­იყ­ვა­ნეს ურე­კის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში, სა­დაც მან მი­ი­ყე­ნა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა, და­იწ­ვა სხე­ულ­ზე სი­გა­რე­ტი და ამ ფაქ­ტის ჩა­დე­ნა­ში ამ­ხი­ლა ურე­კის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ჯე­მალ შა­მა­თა­ვა. ასე­ვე და­ნა­შა­უ­ლის, კერ­ძოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბის იძუ­ლე­ბა­ში ჯე­მალ შა­მა­თა­ვა ამ­ხი­ლა თ. წ.-მ.

2006 წლის 22 აგ­ვის­ტოს, ჯე­მალ შა­მა­თა­ვა და­ი­ბა­რეს ქ. ფო­თის პო­ლი­ცი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბა­ში, სა­დაც ასე­ვე მი­ვი­და ლ.ქ. ორ თან­მხლებ პირ­თან ერ­თად. ლ. ქ.-მ იძუ­ლე­ბით წა­მო­იყ­ვა­ნა ჯე­მალ შა­მა­თა­ვა და წა­რად­გი­ნა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, სა­დაც იმა­ვე დღეს, გ.დ.-ს ორ­გა­ნი­ზე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის და ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის/მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­კა­ვე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 144 პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“",ბ“ "დ“ და სსკ-ის 139-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. ამ უკა­ნას­კნელს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პირ­თა მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტი­თა და ამა­ვე კო­დექ­სის 147-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ცხრი­დან თორ­მეტ წლამ­დე ვა­დით.

რაც შე­ე­ხე­ბა გ.დ.-ს, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, იგი და­ა­კა­ვეს ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში და ამის შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ელ­და მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. შე­სა­ბა­მი­სად, გ.დ.-ს მი­მართ გა­ტარ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი დევ­ნის და­სა­წყე­ბად ექ­სტრა­დი­რე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ქვეყ­ნის თან­ხმო­ბის მი­სა­ღე­ბად.

ამ ეტაპ­ზე საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პირ­თა დად­გე­ნა-მხი­ლე­ბის მიზ­ნით“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
2

ბოლივუდის სცენარია თუ რა უბედურებაა )))))))))))))

ნიკოლოზი
0

ხოდა ვისაც მიშა მოგენატრად დაისვით სახლში მასტერა, ახალაიები და სხვა მწამებლები...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის  მაღალჩინოსნები დააკავეს, მასტერას და ლევან ქარდავას კი ბრალი წარუდგინეს

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის  მაღალჩინოსნები დააკავეს, მასტერას და ლევან ქარდავას კი ბრალი წარუდგინეს

თბილისის პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებს გია დგებუაძეს (მასტერა), დავით ქოქაშვილს, ილია გამგებელსა და ლევან ქარდავას ბრალი წარუდგინა.

აღნიშნული პირებისადმი ბრალის დადგენილების გამოტანის საკითხზე განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და განზრახ უკანონო დაკავება.

„თბილისის პროკურატურამ სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები დ.ქ. და ი.გ. ბრალდებულად დააკავა, ხოლო მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის ლ. ქ.-ს მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2006 წლის ივნისი-ივლისის თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ბიზნესმენ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიმართ გააქტიურებულიყო მეთვალყურეობა, გაძლიერებულიყო კონტროლი მის საცხოვრებელ სახლებზე, დაცვასა და მასთან დაახლოებულ პირებზე. აღნიშნული ქმედებები უკავშირდებოდა მის პოლიტიკურ აქტივობას, რაც მიუღებელი იყო იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის და აღიქმებოდა მაღალი რისკის საფრთხედ.

2006 წლის ივლისი-აგვისტოს თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა ურეკში მდებარე არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა, რაც გულისხმობდა სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს. ღონისძიება წარმოადგენდა გამაფრთხილებელ აქციას და მიზნად ისახავდა პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტას. ღონისძიების ჩატარებამდე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დავალება მიეცა ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს ჯემალ შამათავას, მორიგე პოლიციის თანამშრომლების ჯგუფები მოეხსნა არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის სახლიდან. ჯემალ შამათავამ ღონისძიების დაწყებამდე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა პატარკაციშვილის კომენტანტს და გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმის თაობაზე. ეს ფაქტი ცნობილი გახდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისთვის.

აღნიშნული ქმედების გამო ჯემალ შამათავას დასჯის მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის - გ.დ.-ს ორგანიზებით შემუშავებულ იქნა მისი განზრახ უკანონოდ დაკავების გეგმა, რომლის განხორციელებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები - ლ.ქ., დ.ქ. და ი.გ.

გეგმის რეალიზაციის მიზნით დაბა ურეკში, გ.დ.-ს ნდობით აღჭურვილმა პირმა ბ.ბ.-მ მოახდინა თ.წ.-ს მობილური ტელეფონისა და ძვირფასეულობის ქურდობის ინსცენირება, რის გამოც იგი დააკავეს და მიიყვანეს ურეკის პოლიციის შენობაში, სადაც მან მიიყენა თვითდაზიანება, დაიწვა სხეულზე სიგარეტი და ამ ფაქტის ჩადენაში ამხილა ურეკის პოლიციის უფროსი ჯემალ შამათავა. ასევე დანაშაულის, კერძოდ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებაში ჯემალ შამათავა ამხილა თ. წ.-მ.

2006 წლის 22 აგვისტოს, ჯემალ შამათავა დაიბარეს ქ. ფოთის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ასევე მივიდა ლ.ქ. ორ თანმხლებ პირთან ერთად. ლ. ქ.-მ იძულებით წამოიყვანა ჯემალ შამათავა და წარადგინა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, სადაც იმავე დღეს, გ.დ.-ს ორგანიზებით განხორციელებული ქმედებების და ხელოვნურად შექმნილი გარემოებების/მტკიცებულებების საფუძველზე, დაკავებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ,,დ“ და სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ უკანასკნელს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზემოხსენებულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თორმეტ წლამდე ვადით.

რაც შეეხება გ.დ.-ს, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, იგი დააკავეს ნიდერლანდების სამეფოში და ამის შემდეგ განხორციელდა მისი ექსტრადირება საქართველოში. შესაბამისად, გ.დ.-ს მიმართ გატარდება საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურები დევნის დასაწყებად ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობის მისაღებად.

ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

"ბექას არაფერი ახსოვს... მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის" - რას ყვებიან მკვლელობაში ბრალდებულ ძმიშვილზე ემზარ და ნორა კვიციანები

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოკლულის მეგობარი ბექა კვიციანი დააკავეს

ვინ და რატომ მოკლა ნოდარ ცხადაძე და სად არის ბექა კვიციანი?!  - "სადისტურადაა მოკლული, ბიჭის სხეულიდან 8 ტყვია ამოიღეს"