სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მიაწოდა ბინ ლადენს 11 სექტემბრის ტერაქტის იდეა
ვინ მიაწოდა ბინ ლადენს 11 სექტემბრის ტერაქტის იდეა

ცნო­ბი­ლია, ტე­რო­რის­ტთა წრე­ებ­ში რო­გორ მომ­წიფ­და 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტის იდეა. პა­კის­ტა­ნელ­მა ხა­ლიდ შეიხ მო­ჰა­მედ­მა, რომ­ლის ან­გა­რიშ­ზე მრა­ვა­ლი სის­ხლი­ა­ნი აქ­ცი­აა, "ალ ქა­ი­დას" მე­თა­ურ ბინ ლა­დენს 1996 წელს ავ­ღა­ნეთ­ში ჩა­ა­კი­თხა და შეს­თა­ვა­ზა ათი თვითმფრი­ნა­ვის ერ­თდრო­უ­ლად გა­ტა­ცე­ბა და აშშ-ში ცნო­ბი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მიზ­ნე­ე­ბის­თვის და­ჯა­ხე­ბა.

ბინ ლა­დენ­მა ჩა­ნა­ფიქ­რი გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მი­იჩ­ნია და და­ი­წუ­ნა, თუმ­ცა სამი წლის შემ­დეგ გა­და­ი­ფიქ­რა და მო­ჰა­მე­დი ყან­და­ღარ­ში მი­იწ­ვია ამ გეგ­მის მცი­რე­მას­შტა­ბი­ა­ნი ვერ­სი­ის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად. სწო­რედ ამ­გვა­რად და­ი­გეგ­მა 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტი...

ხა­ლიდ შეიხ მო­ჰა­მე­დი

სა­ნამ ტე­რო­რის­ტი გახ­დე­ბო­და, “წინა ცხოვ­რე­ბა­ში” ხა­ლიდ შეიხ მო­ჰა­მედ­მა აშშ-ში ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, თვითმფრი­ნა­ვე­ბის ცა­თამბჯე­ნე­ბის­თვის შე­ჯა­ხე­ბის იდეა სწო­რედ 1945 წლის ინ­ცი­დენ­ტი­დან გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნა...

1945 წლის 28 ივ­ლისს დი­ლის 9 სა­ათ­სა და 40 წუთ­ზე, სქელ ნისლში, ბომბდამ­შე­ნი B-25 “მიტ­ჩე­ლი” ნიუ-იორ­კის ცა­თამბჯენ "ემ­პა­ი­ერ სტე­იტ ბილ­დინგს" და­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბა მოხ­და 78-ე და მე-80 სარ­თუ­ლებს შო­რის, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი კა­თო­ლი­კუ­რი საბ­ჭოს ოფი­სე­ბი იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი. ავა­რი­ის შე­დე­გად შე­ნო­ბა­ში გაჩ­ნდა 5,5X6,1 მეტ­რი ზო­მის ხვრე­ლი. შე­ნო­ბის სტრუქ­ტუ­რუ­ლი მთლი­ა­ნო­ბა შე­ჯა­ხე­ბას არ და­ურ­ღვე­ვია, თუმ­ცა და­ი­ღუ­პა 14 ადა­მი­ა­ნი - ეკი­პა­ჟის 3 წევ­რი და 11 შე­ნო­ბა­ში მყო­ფი.

ერთ-ერ­თმა ძრა­ვამ გამ­ჭო­ლად გა­ი­ა­რა ცა­თამბჯენ­ში, გახ­ვრი­ტა მო­პირ­და­პი­რე კე­დე­ლი, იფ­რი­ნა კი­დევ 270 მეტ­რი და ახ­ლომ­დე­ბა­რე შე­ნო­ბას და­ე­ცა, სა­დაც ცე­ცხლში გა­ნად­გურ­და პენ­ტჰა­უს­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი სამ­ხატ­ვრო სტუ­დია. მე­ო­რე ძრა­ვა და შა­სის ნა­წი­ლი ლიფ­ტის შახ­ტში ჩაც­ვივ­და. წარ­მოქ­მნი­ლი ხან­ძა­რი 40 წუთ­ში ჩა­აქ­რეს - ეს ერ­თა­დერ­თი ხან­ძა­რია ასეთ სი­მაღ­ლე­ზე, რომ­ლის გა­კონ­ტრო­ლე­ბაც მო­ხერ­ხდა.

პი­ლოტ უი­ლი­ამ სმი­თის ნეშ­ტი მხო­ლოდ ორი დღის შემ­დეგ იპო­ვეს ლიფ­ტის შახ­ტის ფსკერ­ზე. შე­ნო­ბის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და მსხვერ­პლის მი­უ­ხე­და­ვად, "ემ­პა­ი­ერ სტე­იტ ბილ­დინ­გი" მომ­დევ­ნო ორ­შა­ბათს გა­იხ­სნა.

სხვა­თა შო­რის, 1960-იან წლებ­ში, როცა პრო­ექტდე­ბო­და მსოფ­ლი­ოს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ტყუ­პი ცა­თამბჯე­ნი, ამ ინ­ცი­დენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ნი­ხი­ლეს სცე­ნა­რი, თუ ერთ-ერთ შე­ნო­ბას შემ­თხვე­ვით ბო­ინ­გი-707 შე­ე­ჯა­ხე­ბო­და. თუმ­ცა, 2001 წელს ტყუ­პი ცა­თამბჯე­ნი ბო­ინგ-767-მა იმ­სხვერ­პლა...

P.S. ცა­თამბჯენ­ზე კი­დევ ერთი შე­ჯა­ხე­ბა 2006 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს 18:42 სა­ათ­ზე მოხ­და - ნიუ-იორკში, მა­ნ­ჰე­ტე­ნის უბან ზემო ისტ-სა­იდ­ში ერ­თძ­რა­ვი­ა­ნი მსუ­ბუ­ქი თვითმფრი­ნა­ვი (Cirrus SR20) მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი ცა­თამბჯე­ნის (Belaire) ჩრდი­ლო­ეთ მხა­რეს შე­ე­ჯა­ხა.

მრა­ვალ­ბი­ნი­ან ცა­თამბჯენს პა­ტა­რა თვითმფრი­ნა­ვი 2006 წელ­საც და­ე­ჯა­ხა

და­ი­ღუ­პა ეკი­პა­ჟის ორი­ვე წევ­რი და კი­დევ 21 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. რამ­დე­ნი­მე ბი­ნა­ში წარ­მოქ­მნი­ლი ხან­ძა­რი ორ სა­ათ­ში ჩა­აქ­რეს. მი­ზე­ზი პი­ლო­ტის შეც­დო­მა გახ­და, თუმ­ცა კო­მი­სი­ამ ვერ და­ად­გი­ნა, ვინ იჯდა სა­ჭეს­თან - თვითმფრი­ნა­ვის მფლო­ბე­ლი, “ნიუ-იორკ იან­კი­ზის” ფეხ­ბურ­თე­ლი კორი ლიდ­ლი თუ მისი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მფრი­ნა­ვი-ინ­სტრუქ­ტო­რი ტა­ი­ლერ სტენ­ჯე­რი...

მომ­ზა­დე­ბუ­ლია CNN-ის მი­ხედ­ვით;

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
60

ვინ მიაწოდაო? ვინ და დიკ ჩეინიმ, ჯორჯ ბუშმა, დონალდ რამსფელდმა, მთელმა რესპუბლიკურმა შაიკამ... ჰო, აბა ბიჯო, მოჰამედ ატა მართავდა ბოინგს, ის უვიცი, პლანერის დაქოქვა რომ ვერ ასწავლა ინსტრუქტორმა...

დათო
58

ესაა გამოგონილი ამბავი ამერიკელების მიერ, რადგან ამ დაჯახების შემდეგ მიიღეს ერაყში შესვლის ,,ნებართვა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ვინ მიაწოდა ბინ ლადენს 11 სექტემბრის ტერაქტის იდეა

ვინ მიაწოდა ბინ ლადენს 11 სექტემბრის ტერაქტის იდეა

ცნობილია, ტერორისტთა წრეებში როგორ მომწიფდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის იდეა. პაკისტანელმა ხალიდ შეიხ მოჰამედმა, რომლის ანგარიშზე მრავალი სისხლიანი აქციაა, "ალ ქაიდას" მეთაურ ბინ ლადენს 1996 წელს ავღანეთში ჩააკითხა და შესთავაზა ათი თვითმფრინავის ერთდროულად გატაცება და აშშ-ში ცნობილი სამოქალაქო სამიზნეებისთვის დაჯახება.

ბინ ლადენმა ჩანაფიქრი განუხორციელებლად მიიჩნია და დაიწუნა, თუმცა სამი წლის შემდეგ გადაიფიქრა და მოჰამედი ყანდაღარში მიიწვია ამ გეგმის მცირემასშტაბიანი ვერსიის შესამუშავებლად. სწორედ ამგვარად დაიგეგმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი...

ხალიდ შეიხ მოჰამედი

სანამ ტერორისტი გახდებოდა, “წინა ცხოვრებაში” ხალიდ შეიხ მოჰამედმა აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინის სასოფლო-სამეურნეო და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაამთავრა. სავსებით შესაძლებელია, თვითმფრინავების ცათამბჯენებისთვის შეჯახების იდეა სწორედ 1945 წლის ინციდენტიდან განევითარებინა...

1945 წლის 28 ივლისს დილის 9 საათსა და 40 წუთზე, სქელ ნისლში, ბომბდამშენი B-25 “მიტჩელი” ნიუ-იორკის ცათამბჯენ "ემპაიერ სტეიტ ბილდინგს" დაეჯახა. შეჯახება მოხდა 78-ე და მე-80 სართულებს შორის, სადაც ეროვნული კათოლიკური საბჭოს ოფისები იყო განლაგებული. ავარიის შედეგად შენობაში გაჩნდა 5,5X6,1 მეტრი ზომის ხვრელი. შენობის სტრუქტურული მთლიანობა შეჯახებას არ დაურღვევია, თუმცა დაიღუპა 14 ადამიანი - ეკიპაჟის 3 წევრი და 11 შენობაში მყოფი.

ერთ-ერთმა ძრავამ გამჭოლად გაიარა ცათამბჯენში, გახვრიტა მოპირდაპირე კედელი, იფრინა კიდევ 270 მეტრი და ახლომდებარე შენობას დაეცა, სადაც ცეცხლში განადგურდა პენტჰაუსში განლაგებული სამხატვრო სტუდია. მეორე ძრავა და შასის ნაწილი ლიფტის შახტში ჩაცვივდა. წარმოქმნილი ხანძარი 40 წუთში ჩააქრეს - ეს ერთადერთი ხანძარია ასეთ სიმაღლეზე, რომლის გაკონტროლებაც მოხერხდა.

პილოტ უილიამ სმითის ნეშტი მხოლოდ ორი დღის შემდეგ იპოვეს ლიფტის შახტის ფსკერზე. შენობის დაზიანებისა და მსხვერპლის მიუხედავად, "ემპაიერ სტეიტ ბილდინგი" მომდევნო ორშაბათს გაიხსნა.

სხვათა შორის, 1960-იან წლებში, როცა პროექტდებოდა მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენი, ამ ინციდენტის გათვალისწინებით განიხილეს სცენარი, თუ ერთ-ერთ შენობას შემთხვევით ბოინგი-707 შეეჯახებოდა. თუმცა, 2001 წელს ტყუპი ცათამბჯენი ბოინგ-767-მა იმსხვერპლა...

P.S. ცათამბჯენზე კიდევ ერთი შეჯახება 2006 წლის 11 ოქტომბერს, საღამოს 18:42 საათზე მოხდა - ნიუ-იორკში, მანჰეტენის უბან ზემო ისტ-საიდში ერთძრავიანი მსუბუქი თვითმფრინავი (Cirrus SR20) მრავალბინიანი ცათამბჯენის (Belaire) ჩრდილოეთ მხარეს შეეჯახა.

მრავალბინიან ცათამბჯენს პატარა თვითმფრინავი 2006 წელსაც დაეჯახა

დაიღუპა ეკიპაჟის ორივე წევრი და კიდევ 21 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე ბინაში წარმოქმნილი ხანძარი ორ საათში ჩააქრეს. მიზეზი პილოტის შეცდომა გახდა, თუმცა კომისიამ ვერ დაადგინა, ვინ იჯდა საჭესთან - თვითმფრინავის მფლობელი, “ნიუ-იორკ იანკიზის” ფეხბურთელი კორი ლიდლი თუ მისი სერტიფიცირებული მფრინავი-ინსტრუქტორი ტაილერ სტენჯერი...

მომზადებულია CNN-ის მიხედვით;