მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პიერ რიშარი და ნინო კირთაძე 20 წლის შემდეგ - როგორ გაგრძელდა გადასაღებ მოედანზე დაწყებული მეგობრობა
პიერ რიშარი და ნინო კირთაძე 20 წლის შემდეგ - როგორ გაგრძელდა გადასაღებ მოედანზე დაწყებული მეგობრობა

1996 წელს, რე­ჟი­სორ ნანა ჯორ­ჯა­ძის გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი - "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კუ­ლი­ნა­რის 1001 რე­ცეპ­ტი", პირ­ვე­ლი და დღემ­დე ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი ფილ­მია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით "ოს­კა­რის" ნო­მი­ნან­ტი გახ­და უცხო­ე­ნო­ვა­ნი ფილ­მე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში.

ქარ­თულ-ფრან­გულ ფილმში მთა­ვარ როლს არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი, ფრან­გუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­და პიერ რი­შა­რი თა­მა­შობს, მას კი პარტნი­ო­რო­ბას მომ­ხიბ­ვლე­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი ნინო კირ­თა­ძე უწევს.

"შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კუ­ლი­ნა­რის 1001 რე­ცეპ­ტის" გა­და­ღე­ბე­ბი ქვეყ­ნის­თვის საკ­მა­ოდ რთულ პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა რო­გორც ამ­ბო­ბენ, რე­ჟი­სორს ფრან­გუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვის როლ­ზე და­თან­ხმე­ბა არ გას­ჭირ­ვე­ბია.

ჯორ­ჯა­ძემ და რი­შარ­მა ერ­თმა­ნე­თი კა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­იც­ნეს, სა­დაც ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის ფილ­მი - "რო­ბინ­ზო­ნი­ა­და ანუ ჩემი ინ­გლი­სე­ლი პაპი" ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთი პრი­ზი­ო­რი გახ­ლდათ, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს კი­ნო­მოვ­ლე­ნას კი ფრან­გი მსა­ხი­ო­ბიც ეს­წრე­ბო­და.

"ერ­თმა­ნეთს ფეს­ტი­ვა­ლის ბან­კეტ­ზე შევ­ხვდით, ახ­ლოს მოგ­ვი­წია ჯდო­მა... რომ ვუ­ყუ­რებ­დი ამ კაცს, სულ სხვა­ნა­ი­რი, ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, სევ­დი­ა­ნი მო­მეჩ­ვე­ნა. გა­ვი­სა­უბ­რეთ და ვუ­თხა­რი, არ გი­ფიქ­რი­ათ კო­მე­დი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბულ ჟანრ­ში თა­მა­ში-თქო? მი­თხრა, რო­გორ არ მი­ფიქ­რია, უბ­რა­ლოდ რე­ჟი­სო­რე­ბი მხო­ლოდ ასეთ რო­ლებ­ში მხე­და­ვენ და არა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თის გმირ­ზეო. სწო­რედ მა­შინ გა­დავ­წყვი­ტე მისი გა­და­ღე­ბა ფილმში, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბო­და კო­მე­დია", - იხ­სე­ნებს ნანა ჯორ­ჯა­ძე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ამ­გვა­რად, რი­შა­რი როლ­ზე და­თან­ხმდა და გა­და­ღე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­შიც დიდი სი­ხა­რუ­ლით ჩა­მო­ვი­და. ფილმში ქარ­თუ­ლი კი­ნოს მთე­ლი თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დი მო­ნა­წი­ლე­ობ­და: კახი კავ­სა­ძე, ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნი, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე, ნინო კირ­თა­ძე და სხვე­ბი.

ფილ­მი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოდ­გა ნინო კირ­თა­ძის­თვის - სწო­რედ ამ ფილ­მის შემ­დეგ, მან ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა საფ­რან­გეთ­ში გა­აგ­რძე­ლა. ცოტა ხნის წინ ქარ­თველ­მა მსა­ხი­ობ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პიერ რი­შარ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­ავ­რცე­ლა წარ­წე­რით - " 20 წლის შემ­დეგ..."

AMBEBI.GE ნინო კირ­თა­ძეს და­უ­კავ­შირ­და და პიერ რი­შარ­თან მისი ეკ­რა­ნუ­ლი პარტნი­ო­რო­ბის, ასე­ვე კადრს მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ ჰკი­თხა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მათი მე­გობ­რო­ბა საფ­რან­გეთ­შიც გაგ­რძელ­და და ნინო კირ­თა­ძის ერთ-ერთი ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რი, სწო­რედ რი­შა­რია.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინო ნანა ჯორ­ჯა­ძის ფილმზე მუ­შა­ო­ბა 1996-97 წლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის საკ­მა­ოდ რთულ პე­რი­ოდ­ში... რო­გორ გა­იხ­სე­ნებ­დით იმ დროს და რო­გორ მოხ­და, რომ იმ სირ­თუ­ლე­ებ­მა, რაც იმ პე­რი­ო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობ­და, ფილმზე ზე­გავ­ლე­ნა ვერ მო­ახ­დი­ნა?

- დიახ, ამ ფილ­მს სწო­რედ ასეთ პე­რი­ოდ­ში ვი­ღებ­დით... გარ­და იმი­სა, რომ უცხო­ე­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდი ჯგუ­ფი იყო ჩა­მო­სუ­ლი, სა­ერ­თოდ პირ­ვე­ლი კოპ­რო­დუქ­ცია გახ­ლდათ ქარ­თულ კი­ნო­ში. გარ­და პიერ რი­შა­რი­სა, რო­მე­ლიც მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებ­და, საკ­მა­ოდ დიდი ჯგუ­ფი ჩა­მო­ვი­და საფ­რან­გე­თი­დან და ესეც ძა­ლი­ან დიდი მოვ­ლე­ნა იყო იმ დრო­ის თბი­ლი­სის­თვის, ჩვენ­თვის ყვე­ლას­თვის.

ნა­ნამ მა­შინ ძა­ლი­ან დიდი საქ­მე გა­ა­კე­თა, ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი­სას მო­ა­ხერ­ხა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბა ბევ­რი უცხო­ე­ლის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა სირ­თუ­ლე­ებს, ჩვენ მარ­თლაც რთულ მო­მენ­ტებ­ში ვი­ღებ­დით. მახ­სოვს გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვით წა­სუ­ლი წყნე­თის მი­და­მო­ებ­ში, თუ მან­გლის­ში მთე­ლი დღით და რომ ჩა­მო­ვე­დით, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ტე­რაქ­ტის ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ისე ვი­ღებ­დით, რომ არა­ფე­რი გაგ­ვი­გია ამის შე­სა­ხებ და რა თქმა უნდა, შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო ყვე­ლას­თვის.

მახ­სოვს მან­გლის­ში ვი­ღებ­დით ერთ ღრუბ­ლი­ან დღეს, ნაწ­ვი­მა­რი და სა­ო­ცა­რი ნის­ლი იყო... მდე­ლო­ზე მო­დი­ო­და იქა­უ­რი მწყემ­სი, გა­მო­ვი­და ნის­ლი­დან ეს კაცი, და­ი­ნა­ხა პიერ რი­შა­რი და ჩა­ვარ­და შოკ­ში - მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ პე­რი­ოდ­ში უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობ­და რი­შა­რი ჩვენ­თან და მსოფ­ლი­ო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ფაქტს, რომ არ ეტყო­ბა ამ მძი­მე პე­რი­ო­დის დაღი ფილ­მს, ეს ნამ­დვი­ლად ასეა. ფილ­მის პრე­მი­ე­რა კა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე შედ­გა და იქ თქვეს, რო­გო­რი მდი­და­რი ფილ­მი­აო, არ აი­სა­ხა ნა­მუ­შე­ვარ­ზე ის სირ­თუ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ვა­წყდე­ბო­დით.

- ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში რი­შა­რი ამ­ბობ­და, მახ­სოვს რო­გორ ვმღე­რო­დით ამ ფილმზე მუ­შა­ო­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვცეკ­ვავ­დით, ღვი­ნოს ვსვამ­დით, მაგ­რამ რო­დის ვმუ­შა­ობ­დით არ მახ­სოვ­სო. არა­და რო­გორც ვი­ცით, მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი დამ­ღლე­ლი გა­და­ღე­ბე­ბი გქონ­დათ. რო­გორ გგო­ნი­ათ, რა­ტომ გა­უჩ­ნდა ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- დიახ, იცით, მე მახ­სოვს როცა ფილმზე მუ­შა­ო­ბი­სას ერთ-ერთ ფრან­გულ გა­ზეთს მის­ცა ინ­ტერ­ვიუ, იქ ცდი­ლობ­და გან­სხვა­ვე­ბა ნათ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ქარ­თულ და ფრან­გულ კი­ნო­გა­და­ღე­ბებს შო­რის.

ამ­ბობ­და, საფ­რან­გეთ­ში როცა დგა­ხარ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, ყო­ვე­ლი წუთი არის დათ­ვლი­ლი და გა­მო­ზო­მი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი აე­წყო­ბო­და, უნდა დაგ­ვე­წყო გა­და­ღე­ბა. უცებ ჯგუ­ფის რო­მე­ლი­მე წევ­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად სიმ­ღე­რას წა­მო­ი­წყებ­და, რე­ჟი­სო­რიც, რა თქმა უნდა, არ აჩე­რებ­და, ამ სიმ­ღე­რას კი­დევ ხმე­ბი შე­მო­ე­მა­ტე­ბო­და და გრძელ­დე­ბო­და ასე... ანუ დრო­ში სულ სხვა­ნა­ი­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­და­ღე­ბა, თუმ­ცა ამ გან­სხვა­ვე­ბულ სტილს ფილმზე გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია.

- ფილ­მის მიღ­წე­ვებ­მაც მა­შინ ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა - 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს მხო­ლოდ ოც­ნე­ბა თუ შე­იძ­ლე­ბო­და ოს­კა­რის ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე, ეს ამ­ბა­ვი რო­გორ შე­ი­ტყვეთ და თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი თუ გახ­სოვთ?

- მარ­თლაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი იყო, ყოვ­ლად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი! მე და პი­ერ­მა ნა­ნას­გან შე­ვი­ტყვეთ ეს და რა თქმა უნდა, იყო უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი. ცე­რე­მო­ნი­ალს არ დავ­სწრე­ბი­ვართ, თუმ­ცა სა­ო­ცა­რი ემო­ცი­ე­ბი გვქონ­და, არამ­ხო­ლოდ ჯილ­დო­ე­ბის, ზო­გა­დად ფილ­მის გამო, კან­შიც ძა­ლი­ან კარ­გად მი­ი­ღეს ფილ­მი.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა გიც­ნობთ რო­გორც რე­ჟი­სო­რის, ისე­ვე მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ით. რით იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ეს როლი თქვენ­თვის?

- ასეა, მსა­ხი­ო­ბის როლ­შიც ხში­რად მხე­და­ვენ ხოლ­მე. ეს ფილ­მი კი იყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი ტრამ­პლი­ნიც, სკო­ლაც, უამ­რა­ვი რამ ვის­წავ­ლე ამ გა­და­ღე­ბე­ბი­სას, ნა­ნამ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მას­წავ­ლა. ამას გარ­და სა­ო­ცა­რი ჯგუ­ფი იყო, დიდი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, მათ­გან ასე­ვე ბევ­რს ვსწავ­ლობ­დი.

მე მა­ნამ­დე მხო­ლოდ პა­ტა­რა ფილ­მებ­ში თუ მქონ­და რო­ლე­ბი, ყვე­ლა ჩემი მე­გობ­რე­ბის გა­და­ღე­ბუ­ლი იყო, ეს კი დიდი როლი გახ­ლდათ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფილ­მია ჩემ­თვის.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, ისე მოხ­და რომ ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი ფილ­მის შემ­დეგ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბაც საფ­რან­გეთს და­უ­კავ­შირ­და, შვილ­თან ერ­თად გა­დახ­ვე­დით პა­რიზ­ში, სა­დაც გაგ­რძელ­და თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა. თქვე­ნი და პიერ რი­შა­რის მე­გობ­რო­ბა თუ გაგ­რძელ­და?

ნინო კირ­თა­ძე ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

- დიახ, რო­დე­საც მე საფ­რან­გეთ­ში და­ვი­წყე ცხოვ­რე­ბა და ვი­ღებ­დი ჩემს რი­გით მე­ო­რე ფილ­მს - "ჩეჩ­ნურ იავ­ნა­ნას", მახ­სოვს ბარ­ში ვი­ჯე­ქი, პა­რიზ­ში, სა­დაც შე­მო­ვი­და პი­ე­რი, მო­მი­კი­თხა, მკი­თხა რას ვსაქ­მი­ა­ნობ­დი. მო­ვუ­ყე­ვი, რომ რე­ჟი­სო­რო­ბას მივ­ყა­ვი ხელი და ვი­წყებ­დი ახალ ფილმზე მუ­შა­ო­ბას. მა­შინ­ვე მი­თხრა - მე უნდა ვიყო ამ ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რიო, რაც რა თქმა, უნდა გა­მი­ხარ­და და და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა...

სრუ­ლი დატ­ვირ­თვით იმუ­შა­ვა. მახ­სოვს მოს­კოვ­ში, როცა ფილმზე მუ­შა­ო­ბი­სას შეხ­ვედ­რე­ბი გვქონ­და და გრძელ დე­რეფ­ნებ­ში ორი რიჟა დავ­დი­ო­დით, სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ვინ გვი­ყუ­რებ­და, რაც ფილ­მს ძა­ლი­ან ად­გე­ბო­და - ფილ­მის თე­მა­ტი­კა ისე­თია, ჩვენ რომ ცოტა სე­რი­ო­ზუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა, შე­იძ­ლე­ბა ფილ­მს პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნო­და და რა­ღა­ცე­ებ­ზე უფრო ჩაგ­ვძი­ე­ბოდ­ნენ. ვხუმ­რობ ხოლ­მე ამა­ზე, რომ პი­ე­რის კო­მი­კო­სის იმი­ჯი და­ეხ­მა­რა ფილ­მს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბოლო შეხ­ვედ­რას, ეს ფო­ტო­ე­ბი პა­რიზ­ში, პი­ე­რის სახ­ლშია გა­და­ღე­ბუ­ლი, ის ახ­ლოს ცხოვ­რობს ჩემ­თან. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ შვი­ლებ­თან ერ­თად შემ­ხვდა ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში და დამ­პა­ტი­ჟა მას­თან, ჰყავს ბრა­ზი­ლი­ე­ლი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ბრა­ზი­ლი­უ­რი ტო­მის ხელ­ნა­კეთ ნივ­თებს უწევს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. მათ სახ­ლში დამ­პა­ტი­ჟეს წვე­უ­ლე­ბა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა პი­ე­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კუ­ლი­ნა­რის 1001 რე­ცეპ­ტის" მი­მართ, ვიცი რომ ძა­ლი­ან უყ­ვარს, რად­გან მა­ნამ­დე რე­ჟი­სო­რე­ბი მხო­ლოდ კო­მი­კო­სად ხე­დავ­დნენ და მის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი როლი, რო­მე­ლიც აქვს ამ ფილმში.

ავ­ტო­რი: ზაურ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი

კ ო მ ბ ლ ე
12

რა შეგვიძლია უცხოელებს ვაჩუქოთ ნივთი? ყანწი ბატონო! ჩურცხელა და პიკული კიტრი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პიერ რიშარი და ნინო კირთაძე 20 წლის შემდეგ - როგორ გაგრძელდა გადასაღებ მოედანზე დაწყებული მეგობრობა

პიერ რიშარი და ნინო კირთაძე 20 წლის შემდეგ - როგორ გაგრძელდა გადასაღებ მოედანზე დაწყებული მეგობრობა

1996 წელს, რეჟისორ ნანა ჯორჯაძის გადაღებული ფილმი - "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი", პირველი და დღემდე ერთადერთი ქართული ფილმია, რომელიც საქართველოს სახელით "ოსკარის" ნომინანტი გახდა უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში.

ქართულ-ფრანგულ ფილმში მთავარ როლს არც მეტი არც ნაკლები, ფრანგული კინოს ლეგენდა პიერ რიშარი თამაშობს, მას კი პარტნიორობას მომხიბვლელი ქართველი მსახიობი და რეჟისორი ნინო კირთაძე უწევს.

"შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტის" გადაღებები ქვეყნისთვის საკმაოდ რთულ პერიოდში მიმდინარეობდა, თუმცა როგორც ამბობენ, რეჟისორს ფრანგული კინოს ვარსკვლავის როლზე დათანხმება არ გასჭირვებია.

ჯორჯაძემ და რიშარმა ერთმანეთი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიცნეს, სადაც ქართველი რეჟისორის ფილმი - "რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპი" ფესტივალის ერთ-ერთი პრიზიორი გახლდათ, უმნიშვნელოვანეს კინომოვლენას კი ფრანგი მსახიობიც ესწრებოდა.

"ერთმანეთს ფესტივალის ბანკეტზე შევხვდით, ახლოს მოგვიწია ჯდომა... რომ ვუყურებდი ამ კაცს, სულ სხვანაირი, ჩაფიქრებული, სევდიანი მომეჩვენა. გავისაუბრეთ და ვუთხარი, არ გიფიქრიათ კომედიისგან განსხვავებულ ჟანრში თამაში-თქო? მითხრა, როგორ არ მიფიქრია, უბრალოდ რეჟისორები მხოლოდ ასეთ როლებში მხედავენ და არა განსხვავებული ხასიათის გმირზეო. სწორედ მაშინ გადავწყვიტე მისი გადაღება ფილმში, რომელიც არ იქნებოდა კომედია", - იხსენებს ნანა ჯორჯაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამგვარად, რიშარი როლზე დათანხმდა და გადაღებაზე საქართველოშიც დიდი სიხარულით ჩამოვიდა. ფილმში ქართული კინოს მთელი თანავარსკვლავედი მონაწილეობდა: კახი კავსაძე, ხათუნა იოსელიანი, რამაზ ჩხიკვაძე, ნინო კირთაძე და სხვები.

ფილმი მნიშვნელოვანი გამოდგა ნინო კირთაძისთვის - სწორედ ამ ფილმის შემდეგ, მან ცხოვრება და მოღვაწეობა საფრანგეთში გააგრძელა. ცოტა ხნის წინ ქართველმა მსახიობმა სოციალურ ქსელში პიერ რიშართან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა წარწერით - " 20 წლის შემდეგ..."

AMBEBI.GE ნინო კირთაძეს დაუკავშირდა და პიერ რიშართან მისი ეკრანული პარტნიორობის, ასევე კადრს მიღმა არსებული მეგობრობის შესახებ ჰკითხა. როგორც აღმოჩნდა, მათი მეგობრობა საფრანგეთშიც გაგრძელდა და ნინო კირთაძის ერთ-ერთი ფილმის პროდიუსერი, სწორედ რიშარია.

- ქალბატონო ნინო ნანა ჯორჯაძის ფილმზე მუშაობა 1996-97 წლებში მიმდინარეობდა, ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ რთულ პერიოდში... როგორ გაიხსენებდით იმ დროს და როგორ მოხდა, რომ იმ სირთულეებმა, რაც იმ პერიოდის საქართველოში არსებობდა, ფილმზე ზეგავლენა ვერ მოახდინა?

- დიახ, ამ ფილმს სწორედ ასეთ პერიოდში ვიღებდით... გარდა იმისა, რომ უცხოელების ძალიან დიდი ჯგუფი იყო ჩამოსული, საერთოდ პირველი კოპროდუქცია გახლდათ ქართულ კინოში. გარდა პიერ რიშარისა, რომელიც მთავარ როლს ასრულებდა, საკმაოდ დიდი ჯგუფი ჩამოვიდა საფრანგეთიდან და ესეც ძალიან დიდი მოვლენა იყო იმ დროის თბილისისთვის, ჩვენთვის ყველასთვის.

ნანამ მაშინ ძალიან დიდი საქმე გააკეთა, ამ ფილმის გადაღებებისას მოახერხა ქართული კულტურის, ტრადიციების გაცნობა ბევრი უცხოელისთვის.

რაც შეეხება სირთულეებს, ჩვენ მართლაც რთულ მომენტებში ვიღებდით. მახსოვს გადაღებაზე ვიყავით წასული წყნეთის მიდამოებში, თუ მანგლისში მთელი დღით და რომ ჩამოვედით, ედუარდ შევარდნაძის ტერაქტის ამბავი გავიგეთ. წარმოიდგინეთ, ისე ვიღებდით, რომ არაფერი გაგვიგია ამის შესახებ და რა თქმა უნდა, შოკისმომგვრელი იყო ყველასთვის.

მახსოვს მანგლისში ვიღებდით ერთ ღრუბლიან დღეს, ნაწვიმარი და საოცარი ნისლი იყო... მდელოზე მოდიოდა იქაური მწყემსი, გამოვიდა ნისლიდან ეს კაცი, დაინახა პიერ რიშარი და ჩავარდა შოკში - მოგეხსენებათ, იმ პერიოდში უდიდესი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობდა რიშარი ჩვენთან და მსოფლიოში.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ არ ეტყობა ამ მძიმე პერიოდის დაღი ფილმს, ეს ნამდვილად ასეა. ფილმის პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და იქ თქვეს, როგორი მდიდარი ფილმიაო, არ აისახა ნამუშევარზე ის სირთულეები, რომლებსაც ვაწყდებოდით.

- ერთ-ერთ ინტერვიუში რიშარი ამბობდა, მახსოვს როგორ ვმღეროდით ამ ფილმზე მუშაობისას საქართველოში, ვცეკვავდით, ღვინოს ვსვამდით, მაგრამ როდის ვმუშაობდით არ მახსოვსო. არადა როგორც ვიცით, მრავალსაათიანი დამღლელი გადაღებები გქონდათ. როგორ გგონიათ, რატომ გაუჩნდა ეს დამოკიდებულება?

- დიახ, იცით, მე მახსოვს როცა ფილმზე მუშაობისას ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთს მისცა ინტერვიუ, იქ ცდილობდა განსხვავება ნათლად ეჩვენებინა ქართულ და ფრანგულ კინოგადაღებებს შორის.

ამბობდა, საფრანგეთში როცა დგახარ გადასაღებ მოედანზე, ყოველი წუთი არის დათვლილი და გამოზომილი, საქართველოში კი, როდესაც ყველაფერი აეწყობოდა, უნდა დაგვეწყო გადაღება. უცებ ჯგუფის რომელიმე წევრი მოულოდნელად სიმღერას წამოიწყებდა, რეჟისორიც, რა თქმა უნდა, არ აჩერებდა, ამ სიმღერას კიდევ ხმები შემოემატებოდა და გრძელდებოდა ასე... ანუ დროში სულ სხვანაირად მიმდინარეობდა გადაღება, თუმცა ამ განსხვავებულ სტილს ფილმზე გავლენა არ მოუხდენია.

- ფილმის მიღწევებმაც მაშინ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - 90-იანი წლების ბოლოს მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა ოსკარის ნომინაციაზე, ეს ამბავი როგორ შეიტყვეთ და თქვენი ემოციები თუ გახსოვთ?

- მართლაც წარმოუდგენელი ამბავი იყო, ყოვლად დაუჯერებელი! მე და პიერმა ნანასგან შევიტყვეთ ეს და რა თქმა უნდა, იყო უდიდესი სიხარული. ცერემონიალს არ დავსწრებივართ, თუმცა საოცარი ემოციები გვქონდა, არამხოლოდ ჯილდოების, ზოგადად ფილმის გამო, კანშიც ძალიან კარგად მიიღეს ფილმი.

- საზოგადოება გიცნობთ როგორც რეჟისორის, ისევე მსახიობის პროფესიით. რით იყო განსაკუთრებული ეს როლი თქვენთვის?

- ასეა, მსახიობის როლშიც ხშირად მხედავენ ხოლმე. ეს ფილმი კი იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრამპლინიც, სკოლაც, უამრავი რამ ვისწავლე ამ გადაღებებისას, ნანამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ამას გარდა საოცარი ჯგუფი იყო, დიდი პროფესიონალები, მათგან ასევე ბევრს ვსწავლობდი.

მე მანამდე მხოლოდ პატარა ფილმებში თუ მქონდა როლები, ყველა ჩემი მეგობრების გადაღებული იყო, ეს კი დიდი როლი გახლდათ და განსაკუთრებული ფილმია ჩემთვის.

- ქალბატონო ნინო, ისე მოხდა რომ ქართულ-ფრანგული ფილმის შემდეგ თქვენი ცხოვრებაც საფრანგეთს დაუკავშირდა, შვილთან ერთად გადახვედით პარიზში, სადაც გაგრძელდა თქვენი პროფესიული საქმიანობა. თქვენი და პიერ რიშარის მეგობრობა თუ გაგრძელდა?

ნინო კირთაძე ქალიშვილთან ერთად

- დიახ, როდესაც მე საფრანგეთში დავიწყე ცხოვრება და ვიღებდი ჩემს რიგით მეორე ფილმს - "ჩეჩნურ იავნანას", მახსოვს ბარში ვიჯექი, პარიზში, სადაც შემოვიდა პიერი, მომიკითხა, მკითხა რას ვსაქმიანობდი. მოვუყევი, რომ რეჟისორობას მივყავი ხელი და ვიწყებდი ახალ ფილმზე მუშაობას. მაშინვე მითხრა - მე უნდა ვიყო ამ ფილმის პროდიუსერიო, რაც რა თქმა, უნდა გამიხარდა და დავიწყეთ მუშაობა...

სრული დატვირთვით იმუშავა. მახსოვს მოსკოვში, როცა ფილმზე მუშაობისას შეხვედრები გვქონდა და გრძელ დერეფნებში ორი რიჟა დავდიოდით, სერიოზულად არავინ გვიყურებდა, რაც ფილმს ძალიან ადგებოდა - ფილმის თემატიკა ისეთია, ჩვენ რომ ცოტა სერიოზული შთაბეჭდილება დაგვეტოვებინა, შეიძლება ფილმს პრობლემები შექმნოდა და რაღაცეებზე უფრო ჩაგვძიებოდნენ. ვხუმრობ ხოლმე ამაზე, რომ პიერის კომიკოსის იმიჯი დაეხმარა ფილმს.

რაც შეეხება ბოლო შეხვედრას, ეს ფოტოები პარიზში, პიერის სახლშია გადაღებული, ის ახლოს ცხოვრობს ჩემთან. რამდენიმე კვირის წინ შვილებთან ერთად შემხვდა ერთ-ერთ რესტორანში და დამპატიჟა მასთან, ჰყავს ბრაზილიელი მეუღლე, რომელიც ერთ-ერთი ბრაზილიური ტომის ხელნაკეთ ნივთებს უწევს პოპულარიზაციას. მათ სახლში დამპატიჟეს წვეულებაზე.

რაც შეეხება პიერის დამოკიდებულებას "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტის" მიმართ, ვიცი რომ ძალიან უყვარს, რადგან მანამდე რეჟისორები მხოლოდ კომიკოსად ხედავდნენ და მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ის განსხვავებული როლი, რომელიც აქვს ამ ფილმში.

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი