საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო
წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვით­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო წყალ­ტუ­ბოს გან­ვი­თა­რე­ბას 6-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის მი­ხედ­ვით აპი­რებს.

რო­გორც დღეს გა­მარ­თულ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ გა­ნა­ცხა­და, წყალ­ტუ­ბოს გან­ვით­რე­ბის პრო­ექ­ტის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა და­ი­წყო.

„1. კუ­რორტ წყალ­ტუ­ბოს გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის მომ­ზა­დე­ბა. 2. კუ­რორ­ტის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, წმინ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. 3. წყალ­ტუ­ბოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა­დას­ხვა ყო­ფილ სა­ნა­ტო­რი­უმ­სა თუ შე­ნო­ბა­ში მცხოვ­რე­ბი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის ღირ­სე­უ­ლი სა­ცხოვ­რი­სის შე­თა­ვა­ზე­ბა. 4. კუ­რორ­ტის ერ­თი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა და მარ­თვა. 5. მრა­ვალ­წლი­ა­ნი მარ­კე­ტინ­გუ­ლი გეგ­მის მომ­ზა­დე­ბა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. 6. კუ­რორ­ტის მთა­ვა­რი სიმ­დიდ­რის, სამ­კურ­ნა­ლო წყლის კერ­ძო სექ­ტო­რის­თვის მი­წო­დე­ბის, ერ­თი­ა­ნი მო­დე­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და მარ­თვა - ეს არის ძი­რი­თა­დი 6 პუნ­ქტი, რა­ზეც სა­ხელ­მწი­ფო არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ამ მას­შტა­ბურ პრო­ცეს­ში“, - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

მან ასე­ვე გან­მარ­ტა თუ რა მო­ი­აზ­რე­ბა თი­თო­ე­ულ პუნ­ქტში.

„ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­მო­თა­ვა­ზე­ბის შემ­დეგ, გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და ის სა­კი­თხი, რომ წყალ­ტუ­ბო უნდა გან­ვი­თარ­დეს არა რო­გორც ცალ­კე­უ­ლი ქა­ო­ტუ­რი ინი­ცი­ტი­ა­ტი­ვე­ბით, არა­მედ რო­გორც ერ­თი­ა­ნი გეგ­მა­ზო­მი­ე­რი კომ­პლექ­სი, სა­დაც თი­თო­ე­ულ ინ­ვეს­ტორს ეცო­დი­ნე­ბა და­ნამ­დვი­ლე­ბით რა ვა­დებ­ში და რა სა­ხით ვი­თარ­დე­ბა ეს კუ­რორ­ტი. თვი­თონ წყალ­ტუ­ბო თვი­დან­ვე იყო და­გეგ­მი­ლი რო­გორც სპა კუ­რორ­ტი და პირ­ვე­ლი გეგ­მა მისი 100 წლის წინ და­ი­წე­რა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გია დღემ­დე არ გვქონ­და. ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა ასე­ვე, იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, 477 ოჯა­ხი რჩე­ბა ყო­ფილ სა­ნა­ტო­რი­უმ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი, რთულ სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებ­ში უწევთ მათ ყოფ­ნა“, - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

ნა­თია თურ­ნა­ვას თქმით, წყალ­ტუ­ბო­ში მდე­ბა­რე, სა­ხელ­მწი­ფოს ბა­ლანსზე არ­სე­ბუ­ლი 15 სა­ნა­ტო­რი­უ­მის სა­ბაზ­რო ფასი, რომ­ლის შე­ძე­ნა­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აპი­რებს, 47.5 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, 2019 წლის შე­ფა­სე­ბით, 15 სას­ტუმ­როს ფასი 47.5 მლნ ლა­რია, თუმ­ცა რა ღი­რე­ბუ­ლე­ბით გა­ი­ყი­დე­ბა ეს ქო­ნე­ბა, ღია აუქ­ცი­ონ­ზე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

"ჩვენ ქო­ნე­ბას ბიზ­ნესს სა­ბაზ­რო ფა­სად შევ­თა­ვა­ზებთ.სა­ბაზ­რო ფასს რო­დე­საც ვსა­ზღვრავთ, ვეყ­რდნო­ბით 2019 წლის შე­ფა­სე­ბას, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად სა­ბაზ­რო ფასი დგინ­დე­ბა ღია აუქ­ცი­ო­ნის პი­რო­ბებ­ში. მთლი­ა­ნი კომ­პლექ­სის, სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 15 სას­ტუმ­როს სა­ბაზ­რო ფასი ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბით, 47.5 მი­ლი­ო­ნი ლა­რია," - აღ­ნიშ­ნა თურ­ნა­ვამ.

კი­თხვა­ზე: შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა წყალ­ტუ­ბო­ში მდე­ბა­რე ქო­ნე­ბა 1 ლა­რად გას­ხვის­დეს, მი­ნის­ტრი შემ­დეგ­ნა­ი­რად პა­სუ­ხობს: "ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. ვხე­დავთ ისეთ ინ­ტე­რესს, რომ ეს ქო­ნე­ბა სა­ბაზ­რო ფა­სად გას­ხვის­დე­ბა."

თურ­ნა­ვას თქმით, წყალ­ტუ­ბოს პრო­ექ­ტი უნდა გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც სი­ნერ­გია და არა რო­გორც კონ­კუ­რენ­ცია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი წყალ­ტუ­ბო­ში მდე­ბა­რე 22-ვე სას­ტუმ­როს შე­ძე­ნას გეგ­მავს. სა­უ­ბა­რია, რო­გორც წყალ­ტუ­ბო­ში მდე­ბა­რე, სა­ხელ­მწი­ფოს ბა­ლანსზე არ­სე­ბულ ქო­ნე­ბა­ზე, ისე კერ­ძო მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ სას­ტუმ­რო­ებ­ზეც. წყალ­ტუ­ბო­ში მდე­ბა­რე 22 სას­ტუმ­რო­დან, უშუ­ა­ლოდ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ბა­ლან­ზე 15 სას­ტუმ­როა.

სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ივა­ნიშ­ვი­ლი მათ ბა­ლანსზე არ­სე­ბულ შემ­დეგ 15 სა­ნა­ტო­რი­უმს შე­ის­ყი­დის: "სამ­გუ­რა­ლი; "მე­გობ­რო­ბა"; "გე­ო­ლო­გი"; "იმე­რე­თი"; "გე­ლა­თი"; "თბი­ლი­სი"; "რკი­ნიგ­ზე­ლი"; "აია"; "ფი­ლი­ა­ლი"; "უშიშ­რო­ე­ბა"; "წყალ­ტუ­ბო"; "მე­დეა"; "სა­ვა­ნე"; "წყალ­ტუ­ბო", "სი­ნათ­ლე".

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aqvsenti
1

gaiaret ra

grisha
1

მართლაც საშვილიშვილო საქმეს მოჰკიდა ხელი ბატონმა ბიძინამ და დარწმუნებული ვარ სულ მალე წყალტუბო იქნება სამოთხე დედამიწაზე. რომელის მილიონოპბით ტურისტს მოიზიდავს და ეკონომიკაც საბოლოოდ აყვავდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო წყალტუბოს განვითარებას 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით აპირებს.

როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, წყალტუბოს განვითრების პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო.

„1. კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმის მომზადება. 2. კურორტის ინფრასტრუქტურული განვითარება, წმინდა ინფრასტრუქტურული პროექტები. 3. წყალტუბოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ყოფილ სანატორიუმსა თუ შენობაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზება. 4. კურორტის ერთიანი ადმინისტრირება და მართვა. 5. მრავალწლიანი მარკეტინგული გეგმის მომზადება და განხორციელება. 6. კურორტის მთავარი სიმდიდრის, სამკურნალო წყლის კერძო სექტორისთვის მიწოდების, ერთიანი მოდელის ჩამოყალიბება და მართვა - ეს არის ძირითადი 6 პუნქტი, რაზეც სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ამ მასშტაბურ პროცესში“, - განაცხადა თურნავამ.

მან ასევე განმარტა თუ რა მოიაზრება თითოეულ პუნქტში.

„ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ის საკითხი, რომ წყალტუბო უნდა განვითარდეს არა როგორც ცალკეული ქაოტური ინიციტიატივებით, არამედ როგორც ერთიანი გეგმაზომიერი კომპლექსი, სადაც თითოეულ ინვესტორს ეცოდინება დანამდვილებით რა ვადებში და რა სახით ვითარდება ეს კურორტი. თვითონ წყალტუბო თვიდანვე იყო დაგეგმილი როგორც სპა კურორტი და პირველი გეგმა მისი 100 წლის წინ დაიწერა. საბოლოო ჯამში, ერთიანი სტრატეგია დღემდე არ გვქონდა. ჩვენი პრიორიტეტი იქნება ასევე, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული პირობების შეთავაზება, 477 ოჯახი რჩება ყოფილ სანატორიუმში განთავსებული, რთულ საცხოვრებელ პირობებში უწევთ მათ ყოფნა“, - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 15 სანატორიუმის საბაზრო ფასი, რომლის შეძენასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს, 47.5 მილიონი ლარია. მინისტრის განმარტებით, 2019 წლის შეფასებით, 15 სასტუმროს ფასი 47.5 მლნ ლარია, თუმცა რა ღირებულებით გაიყიდება ეს ქონება, ღია აუქციონზე განისაზღვრება.

"ჩვენ ქონებას ბიზნესს საბაზრო ფასად შევთავაზებთ.საბაზრო ფასს როდესაც ვსაზღვრავთ, ვეყრდნობით 2019 წლის შეფასებას, თუმცა რეალურად საბაზრო ფასი დგინდება ღია აუქციონის პირობებში. მთლიანი კომპლექსის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 სასტუმროს საბაზრო ფასი ოფიციალური შეფასებით, 47.5 მილიონი ლარია," - აღნიშნა თურნავამ.

კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა წყალტუბოში მდებარე ქონება 1 ლარად გასხვისდეს, მინისტრი შემდეგნაირად პასუხობს: "ეს შეუძლებელია. ვხედავთ ისეთ ინტერესს, რომ ეს ქონება საბაზრო ფასად გასხვისდება."

თურნავას თქმით, წყალტუბოს პროექტი უნდა განვიხილოთ, როგორც სინერგია და არა როგორც კონკურენცია.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22-ვე სასტუმროს შეძენას გეგმავს. საუბარია, როგორც წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ქონებაზე, ისე კერძო მფლობელობაში არსებულ სასტუმროებზეც. წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროდან, უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე 15 სასტუმროა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ივანიშვილი მათ ბალანსზე არსებულ შემდეგ 15 სანატორიუმს შეისყიდის: "სამგურალი; "მეგობრობა"; "გეოლოგი"; "იმერეთი"; "გელათი"; "თბილისი"; "რკინიგზელი"; "აია"; "ფილიალი"; "უშიშროება"; "წყალტუბო"; "მედეა"; "სავანე"; "წყალტუბო", "სინათლე".

18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება, თანხების ჩარიცხვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - პრემიერი დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებზე

18- წლამდე ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალ იწყება - დეტალური ინფორმაცია

მეთხილე ფერმერები წელს რეკორდულ მოსავალს ელოდებიან - რა ფასში იბარებენ წელს თხილს?