მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და კიდევ 3 პირს პატიმრობა, 7 ბრალდებულს კი გირაო შეეფარდა
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და კიდევ 3 პირს პატიმრობა, 7 ბრალდებულს კი გირაო შეეფარდა

ფო­თის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს ირაკ­ლი კა­კუ­ლი­ას და მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბულ სამ პირს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ფატი ფურ­ცხვა­ნი­ძემ მი­ი­ღო, რი­თაც პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ 7 პირს, მათ გი­რაო შე­ე­ფარ­დათ. გი­რა­ოს თან­ხე­ბი ასე გა­ნი­სა­ზღვრა: რა­ინ­დი შე­რო­ზია - 8000 ლარი, თე­ი­მუ­რაზ ლა­ტა­რია - 25 000 ლარი, გი­ორ­გი ჟვა­ნია - 45 000 ლარი, ჯაბა არ­დია - 15 000 ლარი, ზუ­რაბ ჯამ­ბუ­რია - 45 000 ლარი, გუ­რამ მო­ნი­ა­ვა - 45 000 ლარი, გივი ბა­დაშ­ვი­ლი - 15 000 ლარი.

სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რი მი­რან­და წე­რე­თე­ლი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ირაკ­ლი კა­კუ­ლი­ას­თან და­კა­ვე­ბულ სამ ადა­მი­ან­თან ერ­თად, კი­დევ ერთი პი­რის­თვის ითხოვ­და. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ნა­წი­ლი თავს დამ­ნა­შა­ვედ ცნობს. ბრალს არ აღი­ა­რებს საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე პირი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 8 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­თა­გა­ნაც სამი მოქ­მე­დი, ერთი კი, ყო­ფი­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლეა. მათ შო­რის ქა­ლაქ ფო­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყო­ფი­ლი მერი და საკ­რე­ბუ­ლოს ახ­ლან­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კა­კუ­ლია. სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ბრა­ლად ედე­ბათ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით დიდი ოდე­ნო­ბით სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გაფ­ლან­გვა, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბა და ყალ­ბი სა­ან­გა­რიშს­წო­რე­ბო დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოხოხო
2

რამდენი რამე ჩაუდენიათ ბიჭებს? და ეგეთ რამეზე სამუდამო არა? 

ლიკა
0

ძალიან კარგი. ყველა მაგნაირს უნდა ასწავლონ ჭკუა. აღარ გაძღა მაგათი მუცელი! რაც ფოთში მაგათი გაკეთებული „საქმეები" აჩვენეს ტელევიზიით, მართლა შოკისმომგვრელი იყო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და კიდევ 3 პირს პატიმრობა, 7 ბრალდებულს კი გირაო შეეფარდა

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და კიდევ 3 პირს პატიმრობა, 7 ბრალდებულს კი გირაო შეეფარდა

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება დანარჩენ 7 პირს, მათ გირაო შეეფარდათ. გირაოს თანხები ასე განისაზღვრა: რაინდი შეროზია - 8000 ლარი, თეიმურაზ ლატარია - 25 000 ლარი, გიორგი ჟვანია - 45 000 ლარი, ჯაბა არდია - 15 000 ლარი, ზურაბ ჯამბურია - 45 000 ლარი, გურამ მონიავა - 45 000 ლარი, გივი ბადაშვილი - 15 000 ლარი.

საოლქო პროკურორი მირანდა წერეთელი პატიმრობის შეფარდებას ირაკლი კაკულიასთან დაკავებულ სამ ადამიანთან ერთად, კიდევ ერთი პირისთვის ითხოვდა. ბრალდებულების ნაწილი თავს დამნაშავედ ცნობს. ბრალს არ აღიარებს საკრებულოს თავმჯდომარე და კიდევ რამდენიმე პირი.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

ხარაგაულში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებული უმცროსი ომარ გამყრელიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

შსს ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს და გამოძიების დაწყებას არ აპირებს