თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.
კერძოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურის ინფორმაციით, შალვა შევარდნაძეს ბრალი 118,1 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 8-9 ნოემბერს გაიმართა. ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მისი თანამოაზრეები და „ქართული მარშის“ წევრები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა. 8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ფილმის ჩვენება დღესაც არის დაგეგმილი.
metis girsiaaaa
ძალიან ვწუხვარ! ანა კარგი გოგოა-კარგი ქალბატონია! მაგრამ სამწუხაროდ აცდენილია ჭეშმარიტ ღირებულებებს, ქართული სულით ვერ ამაყობს. ყოველთვის სადღაც იქ!!! ეტენება და მერე ასე სამწუხარო ამბავი ხდება! ქართულმა საზოგადოებამ ვერ აიტანა ჰომოსექსუალიზმის ასეთი მოძალებული პროპაგანდა! რატომ გიკვრთ? ასეც უნდა იყოს!