„ბავშვთა უფლებების დაცვის“ თავმჯდომარის გურამ ფალავადიშვილის განცხადებით, ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეები დღეს ვერის ბაღში 16:00 საათზე შეიკრიბებიან.
როგორც ფალავანდიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაახლოებით 18:00 საათისთვის ისინი სხვადასხვა კინოთეატრებისკენ გადაინაცვლებენ.
შეგახსენებთ, გუშინ, „ქართული მარშის“ წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გააპროტესტეს. თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.
ჩვენ ვართ კავკასიელი ვიკინგები, ჩვენგან ცივილიზაცია შორს არის რა ევროპა რის ევროპა? ჩვენ ვერსად ვერ შევალთ და ვერ განვითარდებით ბნელა.
სადაც არ ბნელა მერე იქ წაბრძანდით საცხოვრებლად, ჩვენ აქ დაგვტოვეთ ამ "სიბნელეში".