მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Georgia Capital-ი უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მიმართულების განვითარებას გეგმავს
Georgia Capital-ი უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მიმართულების განვითარებას გეგმავს

7 ნო­ემ­ბერს სას­ტუმ­რო Kempinski-ს სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტზე გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­ში ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია m2Group-ის გეგ­მებ­ზე ისა­უბ­რეს. „Georgia Real Estate Holding“ (GRE) სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია „Georgia Capital“-ის ერ­თგვა­რი პლატ­ფორ­მაა, რო­მე­ლიც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე ორ უმ­სხვი­ლეს მი­მარ­თუ­ლე­ბას - m2 Group-სა და სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. კომ­პა­ნია გა­ნაგ­რძობს სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ტი­ურ ინ­ვეს­ტი­რე­ბას რო­გორც სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და ტუ­რიზ­მის კუ­თხით, ისე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ამი­ე­რი­დან m2 Group-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ას შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლი და­ი­კა­ვებს. ხოლო „Georgia Real Estate Holding“-ს ირაკ­ლი ბურ­დი­ლა­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე „Georgia Real Estate Holding“-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი ბურ­დი­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­ში­კომ­პა­ნია ახა­ლი ქარ­თუ­ლი ბრენ­დით, Amber Group-ით შე­მო­დის, რო­მე­ლი­ც­ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უნი­კა­ლურ ქარ­თულ კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე, ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ზე და სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას შე­უ­წყობს ხელს.

„Georgia Capital“-ი აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბას და ჩვენ გვჯე­რა, რომ ქვე­ყა­ნას აქვს ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რი­სა­და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი. შემ­დგო­მი ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, Georgia Real Estate Holding-ის პლატ­ფორ­მით 540 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­რე­ბას ვგეგ­მავთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვხე­დავთ გან­ვი­თა­რე­ბის სე­რი­ო­ზულ პერ­სპექ­ტი­ვებს. სწო­რედ ამი­ტომ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ძლი­ე­რი გუნ­დი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც და­გეგ­მი­ლი გვაქვს 11 სას­ტუმ­როს გახ­სნა ქვეყ­ნის ულა­მა­ზეს რე­გი­ო­ნებ­სა და დე­და­ქა­ლაქ­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის უკვე მო­ზი­დუ­ლია 130 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი. მი­მაჩ­ნია, რომ მსგავ­სი მას­შტა­ბის ინ­ვეს­ტი­ცია უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია რო­გორც ჩვენ­თვის, ისე ქვეყ­ნის­თვის, ვი­ნა­ი­დან ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა ხელს უწყობს ქვე­ყა­ნა­ში და­მა­ტე­ბი­თი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შექ­მნა­სა და მო­მიჯ­ნა­ვე დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას“, – გა­ნა­ცხა­დაGeorgia Real Estate Holding-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი ბურ­დი­ლა­ძემ.

„რო­გორც იცით, თა­ნა­მედ­რო­ვე ურ­ბა­ნულ მო­თხოვ­ნებ­ზე მორ­გე­ბულ უბანს უკვე ვა­შე­ნებთ, შემ­დგო­მი უბა­ნი კი გეგ­მა­რე­ბის ეტაპ­ზეა. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში, 410 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­რე­ბას გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. გა­მოწ­ვე­ვე­ბი საკ­მა­ოდ დი­დია, თუმ­ცა გვჯე­რა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, უკე­თე­სად ავით­ვი­სოთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბაზ­რის ყვე­ლა ფუნ­და­მენ­ტუ­რი სექ­ტო­რი.

ვცდი­ლობთ, ვი­ყოთ მუდ­მი­ვად ერთი ნა­ბი­ჯით წინ, მომ­ხმა­რებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ. ამის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს ჩვენ მიერ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დი, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რია შექ­მნა“, - გა­ნა­ცხა­და m2Group-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა შოთა ბე­რე­კაშ­ვილ­მა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

Georgia Capital-ი უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მიმართულების განვითარებას გეგმავს

Georgia Capital-ი უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მიმართულების განვითარებას გეგმავს

7 ნოემბერს სასტუმრო Kempinski-ს სამშენებლო ობიექტზე გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის სექტორში ახალი მიმართულების ჩამოყალიბებასა და უძრავი ქონების ბაზარზე დეველოპერული კომპანია m2Group-ის გეგმებზე ისაუბრეს. „Georgia Real Estate Holding“ (GRE) საინვესტიციო კომპანია „Georgia Capital“-ის ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე ორ უმსხვილეს მიმართულებას - m2 Group-სა და სასტუმროებისა და ტურიზმის მიმართულებებს გააერთიანებს. კომპანია განაგრძობს საქართველოში აქტიურ ინვესტირებას როგორც სასტუმროებისა და ტურიზმის კუთხით, ისე საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით.

ამიერიდან m2 Group-ის გენერალური დირექტორის პოზიციას შოთა ბერეკაშვილი დაიკავებს. ხოლო „Georgia Real Estate Holding“-ს ირაკლი ბურდილაძე უხელმძღვანელებს.

პრესკონფერენციაზე „Georgia Real Estate Holding“-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორშიკომპანია ახალი ქართული ბრენდით, Amber Group-ით შემოდის, რომელიცფოკუსირებული იქნება უნიკალურ ქართულ კულინარიაზე, ტრადიციულ ქართულ მეღვინეობაზე და საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

„Georgia Capital“-ი აგრძელებს საქართველოში ინვესტირებას და ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყანას აქვს ტურიზმის სექტორისადა უძრავი ქონების განვითარების უდიდესი პოტენციალი. შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებებით, Georgia Real Estate Holding-ის პლატფორმით 540 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის მიმართულებით ვხედავთ განვითარების სერიოზულ პერსპექტივებს. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ძლიერი გუნდი, რომელთან ერთადაც დაგეგმილი გვაქვს 11 სასტუმროს გახსნა ქვეყნის ულამაზეს რეგიონებსა და დედაქალაქში. ამ მიმართულებისთვის უკვე მოზიდულია 130 მილიონი აშშ დოლარი. მიმაჩნია, რომ მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია უმნიშვნელოვანესია როგორც ჩვენთვის, ისე ქვეყნისთვის, ვინაიდან ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს ქვეყანაში დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნასა და მომიჯნავე დარგების განვითარებას“, – განაცხადაGeorgia Real Estate Holding-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

„როგორც იცით, თანამედროვე ურბანულ მოთხოვნებზე მორგებულ უბანს უკვე ვაშენებთ, შემდგომი უბანი კი გეგმარების ეტაპზეა. მთლიანობაში, ინოვაციური პროექტების ფარგლებში, 410 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განვახორციელებთ. გამოწვევები საკმაოდ დიდია, თუმცა გვჯერა, რომ აღნიშნული საშუალებას მოგვცემს, უკეთესად ავითვისოთ უძრავი ქონების ბაზრის ყველა ფუნდამენტური სექტორი.

ვცდილობთ, ვიყოთ მუდმივად ერთი ნაბიჯით წინ, მომხმარებლის საჭიროებების კვალდაკვალ. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ჩვენ მიერ წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც ქვეყანაში უძრავი ქონების წარმატების ისტორია შექმნა“, - განაცხადა m2Group-ის გენერალურმა დირექტორმა შოთა ბერეკაშვილმა.

NS

"თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, ცხვირიდან ძმარს ვადენ" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

ქართველი მოსწავლეების პროექტი "Stem შაბათის სკოლა დევნილებისთვის" AEIF კონკურსის გამარჯვებული გახდა

დეკანოზი შალვა კეკელია - "ნაცმოძრაობა" წინამძღვრებს უცხოეთში ასვენებდა, მერე ვიდეოს უღებდნენ... თუ  მხარს არ დავუჭერდით, ამ კადრებს გაასაჯაროებდნენ"