სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მოსწავლეების პროექტი "Stem შაბათის სკოლა დევნილებისთვის" AEIF კონკურსის გამარჯვებული გახდა
ქართველი მოსწავლეების პროექტი "Stem შაბათის სკოლა დევნილებისთვის" AEIF კონკურსის გამარჯვებული გახდა

სა­ქარ­თვე­ლოს გუნ­დი ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი AEIF (Alumni Engagement Innovation Fund)-ის საგ­რან­ტო კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და პრო­ექ­ტით - "STEM“ სა­შა­ბა­თო სკო­ლა დევ­ნი­ლი ბავ­შვე­ბის­თვის". AEIF ყო­ველ­წლი­უ­რი კონ­კურ­სია, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ამე­რი­კუ­ლი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს უფი­ნან­სებს გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხო პრო­ექ­ტებს. წელს მსოფ­ლი­ოს 150 ქვეყ­ნის 1400 პრო­ექ­ტი­დან 64 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი შე­ირ­ჩა. სა­ქარ­თვე­ლოს გუნდში სამი მო­ნა­წი­ლეა - სო­ფიო ჩიხ­ლა­ძე, თინა გი­ორ­გა­ძე და თეკ­ლა ხმი­ა­დაშ­ვი­ლი. სოფო და თეკ­ლა ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან, თინა კი ამე­რი­კის „Bard College“ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტია. პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ მათ AMBEBI.GE-ს უამ­ბეს:

თქვე­ნი გუნ­დი გახ­და ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი AEIF (Alumni Engagement Innovation Fund)-ის საგ­რან­ტო კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. რას წარ­მო­ად­გენს თქვე­ნი პრო­ექ­ტი?

ჩვე­ნი პრო­ექ­ტი გუ­ლის­ხმობს 12-დან 17 წლამ­დე დევ­ნი­ლი ბავ­შვე­ბის­თვის STEM სა­შა­ბა­თო სკო­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბას, სა­დაც ბავ­შვებს ჩა­უ­ტარ­დე­ბათ გაკ­ვე­თი­ლე­ბი რო­ბო­ტი­კა­ში, პროგ­რა­მი­რე­ბა­ში და სხვა STEM მი­მარ­თუ­ლე­ბის საგ­ნებ­ში. პრო­ექ­ტი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის შე­ნო­ბა­ში მო­ხა­ლი­სე­ე­ბი (ამა­ვე სკო­ლის უფ­როსკლა­სე­ლე­ბი) სამ ნა­კა­დად ჩა­ა­ტა­რე­ბენ გაკ­ვე­თი­ლებს.

ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი არის და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ ბავ­შვე­ბი სა­მეც­ნი­ე­რო საგ­ნე­ბით და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, ვაჩ­ვე­ნოთ რამ­დე­ნად პერ­სპექ­ტი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია, გა­ვუ­ჩი­ნოთ სურ­ვი­ლი, რომ გან­ვი­თარ­დნენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. არ­სე­ბობს უამ­რა­ვი უფა­სო სას­წავ­ლო რე­სურ­სი, კლუ­ბე­ბი, კურ­სე­ბი. გვინ­და და­ვა­ნა­ხოთ ბავ­შვებს, რომ მეც­ნი­ე­რე­ბა არ არის რთუ­ლი და მი­უწ­ვდო­მე­ლი, პი­რი­ქით, სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სოა. გარ­და ამი­სა, ჩვენ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ვაჩ­ვე­ნოთ ბავ­შვებს სწავ­ლე­ბის ის უნი­კა­ლუ­რი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ა­შია და­ნერ­გი­ლი. ეს არის ოვა­ლურ, „ჰარკნე­სის“ მა­გი­დას­თან მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. ამ მა­გი­დას­თან ყვე­ლა თა­ნას­წო­რია - ბავ­შვე­ბი და მას­წავ­ლე­ბე­ლი მსჯე­ლო­ბენ, დე­ბა­ტე­ბით სწავ­ლო­ბენ. აქ არ არის სა­ჭი­რო არაფ­რის და­ზე­პი­რე­ბა. ყა­ლიბ­დე­ბა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, სა­კუ­თა­რი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის და გად­მო­ცე­მის უნა­რი. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამას­თან ტექ­ნი­კურ საგ­ნებ­თან ერ­თად და­მა­ტე­ბუ­ლი გვაქვს რამ­დე­ნი­მე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­გა­ნიც, რაც უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვანს და სა­ხა­ლი­სოს გახ­დის სწავ­ლე­ბის პრო­ცესს.

რო­გო­რი იყო საგ­რან­ტო კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბი? რო­გორ ჩა­ერ­თეთ მას­ში?

ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ერ, ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლეს შე­ეძ­ლო. ერ­თა­დერ­თი პი­რო­ბა იყო, რომ სამი ნე­ბის­მი­ე­რი პროგ­რა­მის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი ერთ გუნ­დად უნდა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო და ერთი პრო­ექ­ტი წა­რედ­გი­ნა. შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იყო რა­მო­დე­ნი­მე თემა - მეც­ნი­ე­რე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ქა­ლე­ბის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და სხვა. ჩვენ სწო­რედ ბოლო თემა შე­ვარ­ჩი­ეთ. გუნდში სამ­ნი ვართ - მე, თინა გი­ორ­გა­ძე და თეკ­ლა ხმი­ა­დაშ­ვი­ლი. სა­მი­ვე ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ბა­ნა­კის WiSCI მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვი­ყა­ვით, ხოლო თინა ასე­ვე FLEX კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია.

რო­გორ გაჩ­ნდა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის იდეა?

ჯერ კი­დევ სა­ნამ კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­დე­ბო­და, ხში­რად გვი­ოც­ნე­ბია, რომ გვქო­ნო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა დაგ­ვე­ინ­ტე­რე­სე­ბი­ნა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და სა­მეც­ნი­ე­რო საგ­ნე­ბით ის ბავ­შვე­ბი, ვის­თვი­საც ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის. ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ის ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ა­ში სა­შა­ბა­თო სკო­ლა დევ­ნი­ლე­ბის­თვის მა­ნამ­დეც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, მაგ­რამ არ გვქონ­და სა­ჭი­რო ხელ­სა­წყო­ე­ბი, რომ გვეს­წავ­ლე­ბი­ნა ბავ­შვე­ბის­თვის რო­ბო­ტი­კა და პროგ­რა­მი­რე­ბა. ახლა, რო­დე­საც გრან­ტი მო­ვი­პო­ვეთ, შევ­ძე­ლით დევ­ნი­ლი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდა, ვუზ­რუნ­ველ­ყა­ვით მათი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, კვე­ბა და სა­ჭი­რო ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა.

რო­გორ ფიქ­რობთ, რა გახ­და თქვე­ნი კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი?

ჩვენს პრო­ექტს ძა­ლი­ან ბევ­რი და­დე­ბი­თი მხა­რე აქვს. პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ ის რამ­დე­ნი­მე მხა­რის ჩარ­თუ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კულ­მა აკა­დე­მი­ამ უზ­რუნ­ველ­ყო სივ­რცე, სა­დაც ჩა­ტარ­დე­ბა მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი. ასე­ვე გვაქვს შე­თან­ხმე­ბა ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან, სა­მი­ვე ნა­კა­დის ბავ­შვებს ჩა­უ­ტარ­დე­ბათ შე­მეც­ნე­ბი­თი ექ­სკურ­სია ტექ­ნო­პარკში. დევ­ნი­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში და სა­მიზ­ნე ჯგუ­ფის შერ­ჩე­ვა­ში გვეხ­მა­რე­ბა დევ­ნი­ლე­ბის სა­არ­სე­ბო წყა­რო­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო. გარ­და ამი­სა, ამ პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლია ბევ­რი მო­ხა­ლი­სე. გაკ­ვე­თი­ლებს ჩვე­ნი­ვე სკო­ლის უფ­როსკლა­სე­ლე­ბი ვა­ტა­რებთ მას­წავ­ლებ­ლის მენ­ტო­რო­ბით და ესეც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ჩვენ­თვის, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­თვის, ისე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის, რად­გან ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ თა­ნა­ტო­ლე­ბის მიერ სწავ­ლე­ბა (peer education) გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია.

მას შემ­დეგ რაც კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვეთ, ჩვე­ნი პრო­ექ­ტი კი­დევ უფრო გა­ფარ­თოვ­და. მივ­მარ­თეთ მშვი­დო­ბის კორ­პუსს (Peace corp) და ისი­ნი დაგ­ვთან­ხმდნენ პრო­ექ­ტში ჩარ­თვა­ზე. რამ­დე­ნი­მე ამე­რი­კე­ლი მო­ხა­ლი­სე სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­უ­ტა­როს დევ­ნი­ლებს. ასე­ვე ვი­წყებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ამე­რი­კულ კუ­თხეს­თან, სა­დაც ძა­ლი­ან ბევრ აქ­ტი­ვო­ბას სთა­ვა­ზო­ბენ ბავ­შვებს.

რო­გორ უნდა ჩა­ერ­თონ დევ­ნი­ლე­ბი თქვენს პროგ­რა­მა­ში?

დევ­ნი­ლე­ბის სა­არ­სე­ბო წყა­რო­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო დაგ­ვეხ­მა­რა დევ­ნი­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა­ში. სა­მიზ­ნე ჯგუფს გა­ეგ­ზავ­ნა შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი. სა­ა­გენ­ტო­ში­ვე ჩა­ტარ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა დევ­ნი­ლებ­თან. საკ­მა­ოდ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა იყო და პირ­ვე­ლი ნა­კა­დი უკვე შევ­სე­ბუ­ლია. პირ­ვე­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა 16 ნო­ემ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა. მე­ო­რე ნა­კადს 1 თე­ბერ­ვლი­დან და­ვი­წყებთ. მე­ო­რე ნა­კა­დის­თვი­საც მოხ­დე­ბა დევ­ნი­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა.

გიორგი
0

ასეთ ამბებს რომ ვკითხულობ, მომავლის იმედი მიჩნდება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ქართველი მოსწავლეების პროექტი "Stem შაბათის სკოლა დევნილებისთვის" AEIF კონკურსის გამარჯვებული გახდა

ქართველი მოსწავლეების პროექტი "Stem შაბათის სკოლა დევნილებისთვის" AEIF კონკურსის გამარჯვებული გახდა

საქართველოს გუნდი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული AEIF (Alumni Engagement Innovation Fund)-ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა პროექტით - "STEM“ საშაბათო სკოლა დევნილი ბავშვებისთვის". AEIF ყოველწლიური კონკურსია, რომელიც მთელ მსოფლიოში ამერიკული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებს უფინანსებს გლობალური გამოწვევების საპასუხო პროექტებს. წელს მსოფლიოს 150 ქვეყნის 1400 პროექტიდან 64 გამარჯვებული შეირჩა. საქართველოს გუნდში სამი მონაწილეა - სოფიო ჩიხლაძე, თინა გიორგაძე და თეკლა ხმიადაშვილი. სოფო და თეკლა ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის მე-11 კლასის მოსწავლეები არიან, თინა კი ამერიკის „Bard College“ კომპიუტერული მეცნიერებების პირველი კურსის სტუდენტია. პროექტის შესახებ მათ AMBEBI.GE-ს უამბეს:

თქვენი გუნდი გახდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული AEIF (Alumni Engagement Innovation Fund)-ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. რას წარმოადგენს თქვენი პროექტი?

ჩვენი პროექტი გულისხმობს 12-დან 17 წლამდე დევნილი ბავშვებისთვის STEM საშაბათო სკოლის ორგანიზებას, სადაც ბავშვებს ჩაუტარდებათ გაკვეთილები რობოტიკაში, პროგრამირებაში და სხვა STEM მიმართულების საგნებში. პროექტი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ჩართულობით ხორციელდება. ამერიკული აკადემიის შენობაში მოხალისეები (ამავე სკოლის უფროსკლასელები) სამ ნაკადად ჩაატარებენ გაკვეთილებს.

ჩვენი პროექტის მიზანი არის დავაინტერესოთ ბავშვები სამეცნიერო საგნებით და ტექნოლოგიებით, ვაჩვენოთ რამდენად პერსპექტიული მიმართულებებია, გავუჩინოთ სურვილი, რომ განვითარდნენ ამ მიმართულებით. არსებობს უამრავი უფასო სასწავლო რესურსი, კლუბები, კურსები. გვინდა დავანახოთ ბავშვებს, რომ მეცნიერება არ არის რთული და მიუწვდომელი, პირიქით, სახალისო და საინტერესოა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვაჩვენოთ ბავშვებს სწავლების ის უნიკალური სისტემა, რომელიც ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაშია დანერგილი. ეს არის ოვალურ, „ჰარკნესის“ მაგიდასთან მეცადინეობა. ამ მაგიდასთან ყველა თანასწორია - ბავშვები და მასწავლებელი მსჯელობენ, დებატებით სწავლობენ. აქ არ არის საჭირო არაფრის დაზეპირება. ყალიბდება კრიტიკული აზროვნების, საკუთარი აზრის ჩამოყალიბების და გადმოცემის უნარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ტექნიკურ საგნებთან ერთად დამატებული გვაქვს რამდენიმე ჰუმანიტარული საგანიც, რაც უფრო მრავალფეროვანს და სახალისოს გახდის სწავლების პროცესს.

როგორი იყო საგრანტო კონკურსის პირობები? როგორ ჩაერთეთ მასში?

ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ, ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული გაცვლითი პროგრამის მონაწილეს შეეძლო. ერთადერთი პირობა იყო, რომ სამი ნებისმიერი პროგრამის კურსდამთავრებული ერთ გუნდად უნდა გაერთიანებულიყო და ერთი პროექტი წარედგინა. შემოთავაზებული იყო რამოდენიმე თემა - მეცნიერების, ტექნოლოგიის, ჯანმრთელობისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობა, ქალების როლის გაძლიერება, საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარება და სხვა. ჩვენ სწორედ ბოლო თემა შევარჩიეთ. გუნდში სამნი ვართ - მე, თინა გიორგაძე და თეკლა ხმიადაშვილი. სამივე ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ტექნოლოგიური ბანაკის WiSCI მონაწილეები ვიყავით, ხოლო თინა ასევე FLEX კურსდამთავრებულია.

როგორ გაჩნდა პროექტის განხორციელების იდეა?

ჯერ კიდევ სანამ კონკურსი გამოცხადდებოდა, ხშირად გვიოცნებია, რომ გვქონოდა შესაძლებლობა დაგვეინტერესებინა ტექნოლოგიებით და სამეცნიერო საგნებით ის ბავშვები, ვისთვისაც ეს მიმართულებები ხელმისაწვდომი არ არის. ზალდასტანიშვიის ამერიკულ აკადემიაში საშაბათო სკოლა დევნილებისთვის მანამდეც ფუნქციონირებდა, მაგრამ არ გვქონდა საჭირო ხელსაწყოები, რომ გვესწავლებინა ბავშვებისთვის რობოტიკა და პროგრამირება. ახლა, როდესაც გრანტი მოვიპოვეთ, შევძელით დევნილი ბავშვების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა, ვუზრუნველყავით მათი ტრანსპორტირება, კვება და საჭირო ტექნიკის შეძენა.

როგორ ფიქრობთ, რა გახდა თქვენი კონკურსში გამარჯვების მთავარი მიზეზი?

ჩვენს პროექტს ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია რომ ის რამდენიმე მხარის ჩართულობით ხორციელდება. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ უზრუნველყო სივრცე, სადაც ჩატარდება მეცადინეობები. ასევე გვაქვს შეთანხმება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, სამივე ნაკადის ბავშვებს ჩაუტარდებათ შემეცნებითი ექსკურსია ტექნოპარკში. დევნილებთან კომუნიკაციაში და სამიზნე ჯგუფის შერჩევაში გვეხმარება დევნილების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. გარდა ამისა, ამ პროექტში ჩართულია ბევრი მოხალისე. გაკვეთილებს ჩვენივე სკოლის უფროსკლასელები ვატარებთ მასწავლებლის მენტორობით და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, მოხალისეებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ თანატოლების მიერ სწავლება (peer education) განსაკუთრებით ეფექტურია.

მას შემდეგ რაც კონკურსში გავიმარჯვეთ, ჩვენი პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდა. მივმართეთ მშვიდობის კორპუსს (Peace corp) და ისინი დაგვთანხმდნენ პროექტში ჩართვაზე. რამდენიმე ამერიკელი მოხალისე სპეციალურად ჩამოვა რეგიონებიდან, რომ გაკვეთილები ჩაუტაროს დევნილებს. ასევე ვიწყებთ თანამშრომლობას ამერიკულ კუთხესთან, სადაც ძალიან ბევრ აქტივობას სთავაზობენ ბავშვებს.

როგორ უნდა ჩაერთონ დევნილები თქვენს პროგრამაში?

დევნილების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დაგვეხმარა დევნილების ინფორმირებაში. სამიზნე ჯგუფს გაეგზავნა შეტყობინებები. სააგენტოშივე ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა დევნილებთან. საკმაოდ დიდი გამოხმაურება იყო და პირველი ნაკადი უკვე შევსებულია. პირველი მეცადინეობა 16 ნოემბერს ჩატარდება. მეორე ნაკადს 1 თებერვლიდან დავიწყებთ. მეორე ნაკადისთვისაც მოხდება დევნილების ინფორმირება.

როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს

პოლიციას ალეკო ელისაშვილის დაკავების მცდელობა ჰქონდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამის საშუალება არ მისცეს

პარლამენტთან გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ზურა ჯაფარიძე დააკავეს