კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად მიდის რესტორნებში მორჩენილი საკვები საქართველოში?
სად მიდის რესტორნებში მორჩენილი საკვები საქართველოში?

სა­ქარ­თვე­ლო­ში კვე­ბის ობი­ექ­ტებს ხში­რად საყ­ვე­დუ­რო­ბენ იმის გამო, რომ საკ­ვე­ბად ვარ­გის, მორ­ჩე­ნილ პრო­დუქ­ტებს ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის არ იყე­ნე­ბენ. სად მი­დის და ახა­რის­ხე­ბენ თუ არა რეს­ტორ­ნე­ბი და კა­ფე­ე­ბი მორ­ჩე­ნილ საკ­ვებს, - ამ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი ბევრ ადა­მი­ანს აინ­ტე­რე­სებს.

AMBEBI.GE სა­კი­თხში გარ­კვე­ვას შე­ე­ცა­და. ამის­თვის, და­ახ­ლო­ე­ბით, 8 რეს­ტო­რან­სა და კა­ფეს და­ვუ­კავ­შირ­დით. მათი ნა­წი­ლი გან­მარ­ტავს, რომ სუფ­რა­ზე საკ­ვე­ბად ვარ­გი­სი კერ­ძე­ბი თით­ქმის არ რჩე­ბათ. იმ რეს­ტორ­ნებ­ში, სა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი მზად­დე­ბა, გვი­თხრეს, რომ სუფ­რა­ზე მორ­ჩე­ნი­ლი საკ­ვე­ბად ვარ­გი­სი კერ­ძე­ბი მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით რჩე­ბათ და მას პერ­სო­ნა­ლი მი­ირ­თმევს ან სახ­ლში მი­აქვს. ზო­გი­ერ­თი რეს­ტო­რა­ნი და კაფე კი მორ­ჩე­ნილ ვარ­გის პრო­დუქ­ტებს უბ­რა­ლოდ ყრის.

  • "როცა მიმ­ტა­ნე­ბი სუფ­რებს ალა­გე­ბენ, სა­კუ­თა­რი თვა­ლით რა­საც ვხე­დავ, თით­ქმის არა­ფე­რი არ რჩე­ბა. რაც რჩე­ბა, საკ­ვე­ბად გა­მო­უ­სა­დე­გა­რია და იყ­რე­ბა", - გან­გვი­მარ­ტა ერთ-ერთი რეს­ტორ­ნის მე­ნე­ჯერ­მა, სა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი მზად­დე­ბა.
  • "და­ი­ჯე­რებთ, რომ თით­ქმის არა­ფე­რი რჩე­ბა?! იმ­დე­ნიც კი არ რჩე­ბა, ძაღლს რომ ვა­ჭა­მოთ. იშ­ვი­ა­თად თუ სუფ­რა­ზე რა­ი­მეს ხე­ლუხ­ლებ­ლად და­ტო­ვე­ბენ, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვირ­თმევთ", - გან­გვი­ცხა­დეს რეს­ტო­რან­ში, სა­დაც ძი­რი­თა­დად, მეგ­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ალ­ბათ, ხში­რად შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ, დღის ბო­ლოს ზო­გი­ერთ მარ­კეტ­ში მზა საკ­ვე­ბი ფას­დაკ­ლე­ბით იყი­დე­ბა ხოლ­მე, რად­გან ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა მალე გას­დის. ეს არა მხო­ლოდ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ სა­ზღვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა­ცაა. უცხო­ეთ­ში, ზო­გი­ერთ მარ­კეტ­ში ცალ­კე თა­რო­ებ­საც შეხ­ვდე­ბით, სა­დაც ის პრო­დუქ­ცია იყი­დე­ბა, რო­მელ­საც ვადა ცოტა ხნის წინ გა­უ­ვი­და და საკ­ვე­ბად ჯერ კი­დევ ვარ­გი­სია. ჩვენ­თან ეს პრაქ­ტი­კა ნაკ­ლე­ბად არის დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ვარ­გი­სი მზა საკ­ვე­ბის "ამოყიდ­ვის­თვის" აქ­ცი­ებს ხში­რად შეხ­ვდე­ბით.

რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რემ, მა­დო­ნა კო­ი­ძემ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბი საკ­ვე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას იმ დრომ­დე ცდი­ლო­ბენ, ვიდ­რე მას ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა გა­უ­ვა. ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ კი მისი გა­ცე­მა ან რე­ა­ლი­ზა­ცია და­უშ­ვე­ბე­ლია.

"თუკი საკ­ვე­ბი არის ვარ­გი­სი­ა­ნი, მა­შინ ბიზ­ნე­სოპ­რა­ტო­რი, რა თქმა უნდა, ეც­დე­ბა, რომ მისი რე­ა­ლი­ზა­ცია მოხ­დეს და თუ ვერ ამოყი­და და გა­უ­ვი­და სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ვადა, მა­შინ ეს პრო­დუქ­ტი არც სო­ცი­ა­ლუ­რი­ად და­უც­ვე­ლებ­მა და არც სი­დუ­ხ­ჭი­რე­ში მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ. ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა, სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­დეს, მაგ­რამ ის ხომ სრულ­ყო­ფი­ლი, სრულ­ფა­სო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია - რა­ტომ უნდა ჭა­მოს ცუდი პრო­დუქ­ტი?! ან რა­ტომ უნდა შეჰ­კად­რონ?! თუკი ადა­მი­ანს, ქველ­მოქ­მე­დე­ბა სურს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ტი კი არა, არა­მედ საღი, ჯან­სა­ღი, უვ­ნე­ბე­ლი პრო­დუქ­ტი უნდა გას­ცეს. ეს არის ქველ­მოქ­მე­დე­ბა და სი­კე­თე და არა ის, რომ ვა­გა­და­სუ­ლი პრო­დუქ­ტი შეს­თა­ვა­ზოს ვინ­მეს", - გან­მარ­ტა მა­დო­ნა კო­ი­ძემ.

რეს­ტორ­ნებ­ში მორ­ჩე­ნი­ლი საკ­ვე­ბის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბას არც ერთი ორ­გა­ნო არე­გუ­ლი­რებს, შე­სა­ბა­მი­სად, ვე­რა­ვინ შე­ა­მოწ­მებს, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ის და შე­იძ­ლე­ბა თუ არა მისი მოხ­მა­რე­ბა.

ამას­თან, ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გამო, კვე­ბის ობი­ექ­ტებ­სა და მარ­კე­ტებს სან­ქცი­ე­ბი ეკის­რე­ბათ. რო­გორც სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, არ­სე­ბობს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რის მიერ ვა­და­გა­სუ­ლი სურ­სა­თის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას აკონ­ტრო­ლებს.

"თუკი რო­მე­ლი­მე ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი გა­და­წყვეტს, რომ ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ტი ვინ­მეს გა­დას­ცეს, ეს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სან­ქცი­ებს", - გან­მარ­ტა­ვენ სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
12
ვერავის მოატკვილებენ და ვერავის ტვალებს ვერ აუხვევენ დზალიან კარგად იცის უკვე მოსახლეობამ დარცჰენილ პროდუკტებს ისევ იგებენ მაგიდებიდან კინავენ აცხელებენ დაუმატებენ ახალ პრიპარასებს და ისევ გაკიდვასჰი და მირტმევასჰი აკვტ აცი რომ აგარ ეკნებატ მუსჰაობა მერე ნახონ მოსახლეობა იმ სიტუაციამდეა მისული ისევ სახლებსჰი და სეპებსჰი გადაიხადონ ლხინიც და ცჰირიც და კოველდგიური დროსტარება სახლებსჰი ბიოლოგიური პროდუკტებიტ სჰეცვალონ აგარც მოცამვლა ეკნებატ მოსახლეობას და აგარც სიცოცხლის მოსპობა მე პირადად აგარ ვსარგებლობ რესტორნებიტ რაც დავინახე პული გადავიხადო და სიცოცხლე ცჰავიგდო სარისკოტ აგარ გავაკეტებ უკვე დიდი პრობლემა საკარტველოსჰი რესტორნებსჰი კვება და საერტდ საკვებ ობიეკტებზე არც სისუპტავეა და არც ხარისხი რომ არ ვტკვატ რას გვაცჰმევენ და რას მივირტმევტ ბუზ დამჯდარია ტუ ვინმეს მოხმარებული და მერედ მესამედ გამოლენებული
A M E R I C A
35
ქართულ გაუმაძღრობას და უაზრო 3-საათიან სადღეგრძელოებს ალაფუშეტი ჯობია.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სად მიდის რესტორნებში მორჩენილი საკვები საქართველოში?

სად მიდის რესტორნებში მორჩენილი საკვები საქართველოში?

საქართველოში კვების ობიექტებს ხშირად საყვედურობენ იმის გამო, რომ საკვებად ვარგის, მორჩენილ პროდუქტებს ქველმოქმედებისთვის არ იყენებენ. სად მიდის და ახარისხებენ თუ არა რესტორნები და კაფეები მორჩენილ საკვებს, - ამ შეკითხვებზე პასუხი ბევრ ადამიანს აინტერესებს.

AMBEBI.GE საკითხში გარკვევას შეეცადა. ამისთვის, დაახლოებით, 8 რესტორანსა და კაფეს დავუკავშირდით. მათი ნაწილი განმარტავს, რომ სუფრაზე საკვებად ვარგისი კერძები თითქმის არ რჩებათ. იმ რესტორნებში, სადაც ტრადიციული ქართული კერძები მზადდება, გვითხრეს, რომ სუფრაზე მორჩენილი საკვებად ვარგისი კერძები მცირე რაოდენობით რჩებათ და მას პერსონალი მიირთმევს ან სახლში მიაქვს. ზოგიერთი რესტორანი და კაფე კი მორჩენილ ვარგის პროდუქტებს უბრალოდ ყრის.

  • "როცა მიმტანები სუფრებს ალაგებენ, საკუთარი თვალით რასაც ვხედავ, თითქმის არაფერი არ რჩება. რაც რჩება, საკვებად გამოუსადეგარია და იყრება", - განგვიმარტა ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერმა, სადაც ტრადიციული ქართული კერძები მზადდება.
  • "დაიჯერებთ, რომ თითქმის არაფერი რჩება?! იმდენიც კი არ რჩება, ძაღლს რომ ვაჭამოთ. იშვიათად თუ სუფრაზე რაიმეს ხელუხლებლად დატოვებენ, თანამშრომლები მივირთმევთ", - განგვიცხადეს რესტორანში, სადაც ძირითადად, მეგრული სამზარეულოა წარმოდგენილი.

ალბათ, ხშირად შეგიმჩნევიათ, დღის ბოლოს ზოგიერთ მარკეტში მზა საკვები ფასდაკლებით იყიდება ხოლმე, რადგან ვარგისიანობის ვადა მალე გასდის. ეს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთ მიღებული პრაქტიკაცაა. უცხოეთში, ზოგიერთ მარკეტში ცალკე თაროებსაც შეხვდებით, სადაც ის პროდუქცია იყიდება, რომელსაც ვადა ცოტა ხნის წინ გაუვიდა და საკვებად ჯერ კიდევ ვარგისია. ჩვენთან ეს პრაქტიკა ნაკლებად არის დამკვიდრებული, თუმცა ვარგისი მზა საკვების "ამოყიდვისთვის" აქციებს ხშირად შეხვდებით.

როგორც "საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის" თავმჯდომარემ, მადონა კოიძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, ბიზნესოპერატორები საკვების რეალიზაციას იმ დრომდე ცდილობენ, ვიდრე მას ვარგისიანობის ვადა გაუვა. ვადის გასვლის შემდეგ კი მისი გაცემა ან რეალიზაცია დაუშვებელია.

"თუკი საკვები არის ვარგისიანი, მაშინ ბიზნესოპრატორი, რა თქმა უნდა, ეცდება, რომ მისი რეალიზაცია მოხდეს და თუ ვერ ამოყიდა და გაუვიდა სარეალიზაციო ვადა, მაშინ ეს პროდუქტი არც სოციალურიად დაუცველებმა და არც სიდუხჭირეში მყოფმა ადამიანებმა არ უნდა გამოიყენონ. ადამიანს შეიძლება, საშუალება არ ჰქონდეს, მაგრამ ის ხომ სრულყოფილი, სრულფასოვანი ადამიანია - რატომ უნდა ჭამოს ცუდი პროდუქტი?! ან რატომ უნდა შეჰკადრონ?! თუკი ადამიანს, ქველმოქმედება სურს, ამ შემთხვევაში ვადაგასული პროდუქტი კი არა, არამედ საღი, ჯანსაღი, უვნებელი პროდუქტი უნდა გასცეს. ეს არის ქველმოქმედება და სიკეთე და არა ის, რომ ვაგადასული პროდუქტი შესთავაზოს ვინმეს", - განმარტა მადონა კოიძემ.

რესტორნებში მორჩენილი საკვების ვარგისიანობას არც ერთი ორგანო არეგულირებს, შესაბამისად, ვერავინ შეამოწმებს, რამდენად უსაფრთხოა ის და შეიძლება თუ არა მისი მოხმარება.

ამასთან, ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციის გამო, კვების ობიექტებსა და მარკეტებს სანქციები ეკისრებათ. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ბიზნესოპერატორის მიერ ვადაგასული სურსათის რეალიზაციას აკონტროლებს.

"თუკი რომელიმე ბიზნესოპერატორი გადაწყვეტს, რომ ვადაგასული პროდუქტი ვინმეს გადასცეს, ეს ექვემდებარება სანქციებს", - განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

როგორ იხარჯება ფული StopCoV ფონდიდან - რა თანხა მოხმარდა 2020 წელს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას და რამდენი ლარია ფონდში ამ დროისთვის

1-ელი თებერვლიდან ყველა მიმართულებით რეგულარული ფრენები აღდგება

2020 წელს, საქართველოში კომერციული ბანკების მოგება 10-ჯერ შემცირდა