მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეპილაციას ზაფხულში ხშირად იკეთებენ, ვიდრე ზამთარში, რეალურად პროცედურა სიცივეში უფრო ეფექტურია" - რჩევები სპეციალისტისგან
"ეპილაციას ზაფხულში ხშირად იკეთებენ, ვიდრე ზამთარში, რეალურად პროცედურა სიცივეში უფრო ეფექტურია" - რჩევები სპეციალისტისგან

ალექ­სან­დრი­ტი თუ დი­ო­დი? იქ­ნებ სამ­სხი­ვი­ა­ნი ან ელექტრო ეპი­ლა­ცია? რა გან­სხვა­ვე­ბაა ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის სხვა­დას­ხვა ტი­პებს შო­რის და რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი? - ამ კი­თხვე­ბით კლი­ნი­კა „მედი პრი­ვეს“ დამ­ფუძ­ნე­ბელ ლიკა ჩახ­ვაშ­ვილს მივ­მარ­თეთ.

- რა პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებს სხვა­დას­ხვა ტი­პის ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცია?

- ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის სხვა­დას­ხვა ტიპი ერთი პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებს. მათ შო­რის სხვა­ო­ბა არის სხი­ვე­ბის სიგ­რძე. ეპი­ლა­ცი­ის შე­დე­გად, კა­პი­ლა­რი, რო­მე­ლიც თმის ფო­ლი­კულს სის­ხლით ამა­რა­გებს ანუ კვე­ბავს, უნდა გაქ­რეს. კა­პი­ლარს აქვს გარ­კვე­უ­ლი ფერი იმი­ტომ, რომ მას­ში სის­ხლი გა­დის. ლა­ზე­რუ­ლი სხი­ვი სწო­რედ ამ ფე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით პო­უ­ლობს კა­პი­ლარს, ახუ­რებს მას და შე­დე­გად კა­პი­ლა­რი გა­ნიც­დის ინ­ვო­ლუ­ცი­ას ანუ მოკ­ვდი­ნე­ბას. ის ფიბ­როზ­დე­ბა და აღარ არის აქ­ტი­უ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ფო­ლი­კულ­საც უწყდე­ბა კვე­ბა.

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ფო­ლი­კუ­ლი აღიდ­გენს სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბას, მაგ­რამ ის აღარ არის წი­ნან­დე­ლი­ვით ძლი­ე­რი. ყო­ვე­ლი შემ­დგო­მი პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ ფო­ლი­კუ­ლი უფრო სუს­ტდე­ბა და აღ­დგე­ნის უნარს კარ­გავს.

ცუდ და სუსტ აპა­რა­ტებს ახა­სი­ა­თებს, რომ მისი სხი­ვი საკ­მა­რი­სად ვერ აცხე­ლებს ფო­ლი­კუ­ლის ძირს და კა­პი­ლარს და მოკ­ვდი­ნე­ბის ნაც­ვლად ახ­დენს მის და­ზი­ა­ნე­ბას. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფო­ლი­კუ­ლი კი ორ­მა­გი ძა­ლით იწყებს რე­გე­ნე­რა­ცი­ას და უფრო მეტი თმა ამო­დის.

- თუ სხვა­დას­ხვა ტი­პის ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცია ერთი პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებს, რა გან­ხვა­ვე­ბაა მათ შო­რის? რით გან­სხვავ­დე­ბა დი­ო­დი ალექ­სან­დრი­ტი­სა და ია­გის­გან?

- მათ შო­რის სხვა­ო­ბა არის სხი­ვის სიგ­რძე. სხვა­დას­ხვა სიგ­რძის სხი­ვი სხვა­დას­ხვა ტი­პის, შე­ფე­რი­ლო­ბის კან­ზეა ეფექ­ტუ­რი. სხი­ვებს შო­რის სხვა­ო­ბას ეფექ­ტის­თვის ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

ია­გის სხი­ვი არის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი და მისი სიგ­რძე 1060-1064 ნა­ნო­მეტ­რია. ის გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია მუქი შე­ფე­რი­ლო­ბის კან­ზე. დი­ო­დი არის 805-810 ნა­ნო­მეტ­რი სიგ­რძის სხი­ვი და სა­შუ­ა­ლო შე­ფე­რი­ლო­ბის კან­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ალექ­სან­დრი­ტის სხი­ვი კი 705 ნა­ნო­მეტ­რი სიგ­რძი­საა და მას გან­სა­კუთ­რე­ბით ღია შე­ფე­რი­ლო­ბის კან­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ის უფრო ეფექ­ტუ­რია რო­დე­საც ღია კანი და მუქი ფე­რის თმას­თან გვაქვს საქ­მე.

რო­დე­საც კლი­ნი­კა­ში ვარ­ჩევ­დით აპა­რატს, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ, თუ რო­მე­ლი ტი­პის კანი და რო­გო­რი თმა არის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩვენს რა­სა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში უმე­ტე­სად მე-3-4 ტი­პის კანი გვხვდე­ბა, სა­დაც კა­ნი­ცა და თმაც ცოტა მუ­ქია. დიდი კონ­ტრას­ტე­ბი კან­სა და თმას შო­რის იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი ოქ­როს სტან­დარ­ტი არის დი­ო­დი, რო­მელ­საც აქვს შუ­ა­ლე­დუ­რი სიგ­რძის სხი­ვი.

სწო­რედ შუ­ა­ლე­დუ­რი სიგ­რძის სხი­ვი არის გა­რან­ტი იმი­სა, რომ კანი არ და­იწ­ვას. რაც უფრო მოკ­ლეა ტალ­ღა, მით მე­ტია შან­სი იმი­სა, რომ მუქი შე­ფე­რი­ლო­ბის კანი და­იწ­ვას. თუ მუქ კან­ზე ალექ­სან­დრიტს გა­ვა­კე­თებთ, მისი მოკ­ლე სხი­ვი ვერ მო­ა­ხერ­ხებს, რომ ჩას­ცდეს მე­ლა­ნო­ცი­ტე­ბის დო­ნეს და ზუს­ტად იმ შრე­ში იმუ­შა­ვებს, სა­დაც მე­ლა­ნო­ცი­ტე­ბი არის აქ­ტი­უ­რად გან­ლა­გე­ბუ­ლი. შე­დე­გად კი მი­ვი­ღებთ დამ­წვრო­ბას.

დამ­წვრო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ჩვენ გვჭირ­დე­ბა სხი­ვი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩას­ცდე­ბა მე­ლა­ნო­ცი­ტე­ბის შრეს. სწო­რედ ამი­ტომ არის ხში­რი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ალექ­სან­დრი­ტის ლა­ზე­რით ვი­ღებთ დამ­წვრო­ბას. ლა­ზე­რის ეს ტიპი მა­სი­უ­რად ჩვე­ნი რა­სის­თვის არ არის გათ­ვლი­ლი.

- რო­გორც ირ­კვე­ვა, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი დი­ო­დუ­რი სხი­ვია. სხვა­დას­ხვა მწარ­მო­ებ­ლის დი­ო­დურ აპა­რა­ტებს შო­რის არის სხვა­ო­ბა? ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი დი­ო­დი რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ?

- დიახ, დი­ო­დებს შო­რი­საც არის სხვა­ო­ბა. ეს არის 805-810 ნა­ნო­მეტ­რი სიგ­რძის სხი­ვი. 805 ნა­ნო­მეტ­რი­ა­ნი დი­ო­დუ­რი სხი­ვი კომ­პა­ნია Lumenis-მა შექ­მნა და და­ა­პა­ტენ­ტა ტექ­ნო­ლო­გია Lumenis lightsheer. ამ ტი­პის და ამ სიგ­რძის დი­ო­დუ­რი სხი­ვი დღემ­დე მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რად ით­ვლე­ბა. ჩვენს კლი­ნი­კა­ში გვი­მუ­შა­ვია რო­გორც ამ, ისე სხვა დი­ო­დუ­რი აპა­რა­ტე­ბით და გან­სხვა­ვე­ბა მარ­თლაც შე­სამ­ჩნე­ვია.

ზო­გა­დად, ეს არის მწარ­მო­ე­ბე­ლი, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა შექ­მნა და გა­მო­ი­ყე­ნა ლა­ზე­რი სა­მე­დი­ცი­ნო და ეს­თე­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, მათი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ამ სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე დი­დია. უსაფრ­თხო­ე­ბაც მაქ­სი­მა­ლუ­რად აქვთ და­ცუ­ლი.მისი უპი­რა­ტე­სო­ბა კვლე­ვე­ბით არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი.

Lumenis-ის ბოლო თა­ო­ბის აპა­რა­ტი კი კონ­კუ­რენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლია. მისი სხი­ვი გარ­კვე­ულ­წი­ლად უფრო მა­ღა­ლი სიმ­ძლავ­რი­საა, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად უფრო ეფექ­ტუ­რიც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ეს არის ვა­კუ­უმ ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც კანზ და­ზი­ა­ნე­ბის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად იცავს.

- ეპი­ლა­ცი­ის ტი­პის სწო­რად შერ­ჩე­ვის გარ­და, რა ფაქ­ტო­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა?

- სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და მათი ეფექ­ტუ­რო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ისეთ ფაქ­ტო­რებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: სქე­სი, ასა­კი, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, წე­ლი­წა­დის დრო და გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა. მა­გა­ლი­თად, ეპი­ლა­ცი­ას ზა­ფხულ­ში უფრო ხში­რად იკე­თე­ბენ, ვიდ­რე ზამ­თარ­ში. რე­ა­ლუ­რად კი პრო­ცე­დუ­რა სი­ცი­ვე­ში უფრო ეფექ­ტუ­რია, ვიდ­რე სი­ცხე­ში.

როცა ეპი­ლა­ცია კარ­გი აპა­რა­ტით კეთ­დე­ბა, სა­ბო­ლოო შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად 5-10 პრო­ცე­დუ­რაა სა­ჭი­რო. ზო­გა­დად, ერთი პრო­ცე­დუ­რის დროს ფო­ლე­კუ­ლე­ბის 10-20% არის აქ­ტი­უ­რი და სწო­რედ ეს ნა­წი­ლი გა­ნიც­დის სხი­ვის ზე­მოქ­მე­დე­ბას. აქ­ტი­უ­რი ფო­ლე­კუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას კი წი­ნას­წარ ვე­რა­ვინ გათ­ვლის. სწო­რედ ამი­ტომ ით­ვლე­ბა, რომ 5-10 პრო­ცე­დუ­რაა სა­ჭი­რო.

თუ 2-3 პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გი მიღ­წე­უ­ლი არ არის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან ან რეპ­რო­დუქ­ტო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცია და დად­გე­ნა რამე სა­ხის ჰორ­მო­ნა­ლურ პრობ­ლე­მას­თან ხომ არ გვაქვს საქ­მე. წე­ლი­წად­ში ერთხელ კი შე­მა­რა­ჩუ­ნე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ეპილაციას ზაფხულში ხშირად იკეთებენ, ვიდრე ზამთარში, რეალურად პროცედურა სიცივეში უფრო ეფექტურია" - რჩევები სპეციალისტისგან

"ეპილაციას ზაფხულში ხშირად იკეთებენ, ვიდრე ზამთარში, რეალურად პროცედურა სიცივეში უფრო ეფექტურია" - რჩევები სპეციალისტისგან

ალექსანდრიტი თუ დიოდი? იქნებ სამსხივიანი ან ელექტრო ეპილაცია? რა განსხვავებაა ლაზერული ეპილაციის სხვადასხვა ტიპებს შორის და როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის ყველაზე ეფექტური? - ამ კითხვებით კლინიკა „მედი პრივეს“ დამფუძნებელ ლიკა ჩახვაშვილს მივმართეთ.

- რა პრინციპით მოქმედებს სხვადასხვა ტიპის ლაზერული ეპილაცია?

- ლაზერული ეპილაციის სხვადასხვა ტიპი ერთი პრინციპით მოქმედებს. მათ შორის სხვაობა არის სხივების სიგრძე. ეპილაციის შედეგად, კაპილარი, რომელიც თმის ფოლიკულს სისხლით ამარაგებს ანუ კვებავს, უნდა გაქრეს. კაპილარს აქვს გარკვეული ფერი იმიტომ, რომ მასში სისხლი გადის. ლაზერული სხივი სწორედ ამ ფერის საშუალებით პოულობს კაპილარს, ახურებს მას და შედეგად კაპილარი განიცდის ინვოლუციას ანუ მოკვდინებას. ის ფიბროზდება და აღარ არის აქტიური. შესაბამისად, ფოლიკულსაც უწყდება კვება.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფოლიკული აღიდგენს სისხლით მომარაგებას, მაგრამ ის აღარ არის წინანდელივით ძლიერი. ყოველი შემდგომი პროცედურის შემდეგ ფოლიკული უფრო სუსტდება და აღდგენის უნარს კარგავს.

ცუდ და სუსტ აპარატებს ახასიათებს, რომ მისი სხივი საკმარისად ვერ აცხელებს ფოლიკულის ძირს და კაპილარს და მოკვდინების ნაცვლად ახდენს მის დაზიანებას. დაზიანებული ფოლიკული კი ორმაგი ძალით იწყებს რეგენერაციას და უფრო მეტი თმა ამოდის.

- თუ სხვადასხვა ტიპის ლაზერული ეპილაცია ერთი პრინციპით მოქმედებს, რა განხვავებაა მათ შორის? რით განსხვავდება დიოდი ალექსანდრიტისა და იაგისგან?

- მათ შორის სხვაობა არის სხივის სიგრძე. სხვადასხვა სიგრძის სხივი სხვადასხვა ტიპის, შეფერილობის კანზეა ეფექტური. სხივებს შორის სხვაობას ეფექტისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

იაგის სხივი არის ყველაზე გრძელი და მისი სიგრძე 1060-1064 ნანომეტრია. ის განსაკუთრებით ეფექტურია მუქი შეფერილობის კანზე. დიოდი არის 805-810 ნანომეტრი სიგრძის სხივი და საშუალო შეფერილობის კანზე გამოიყენება. ალექსანდრიტის სხივი კი 705 ნანომეტრი სიგრძისაა და მას განსაკუთრებით ღია შეფერილობის კანზე გამოიყენებენ. ის უფრო ეფექტურია როდესაც ღია კანი და მუქი ფერის თმასთან გვაქვს საქმე.

როდესაც კლინიკაში ვარჩევდით აპარატს, გავითვალისწინეთ, თუ რომელი ტიპის კანი და როგორი თმა არის ყველაზე გავრცელებული ჩვენს რასაში. საქართველოში უმეტესად მე-3-4 ტიპის კანი გვხვდება, სადაც კანიცა და თმაც ცოტა მუქია. დიდი კონტრასტები კანსა და თმას შორის იშვიათად გვხვდება. ამ შემთხვევაში კი ოქროს სტანდარტი არის დიოდი, რომელსაც აქვს შუალედური სიგრძის სხივი.

სწორედ შუალედური სიგრძის სხივი არის გარანტი იმისა, რომ კანი არ დაიწვას. რაც უფრო მოკლეა ტალღა, მით მეტია შანსი იმისა, რომ მუქი შეფერილობის კანი დაიწვას. თუ მუქ კანზე ალექსანდრიტს გავაკეთებთ, მისი მოკლე სხივი ვერ მოახერხებს, რომ ჩასცდეს მელანოციტების დონეს და ზუსტად იმ შრეში იმუშავებს, სადაც მელანოციტები არის აქტიურად განლაგებული. შედეგად კი მივიღებთ დამწვრობას.

დამწვრობის თავიდან ასაცილებლად ჩვენ გვჭირდება სხივი, რომელიც გარკვეულწილად ჩასცდება მელანოციტების შრეს. სწორედ ამიტომ არის ხშირი შემთხვევები, როდესაც ალექსანდრიტის ლაზერით ვიღებთ დამწვრობას. ლაზერის ეს ტიპი მასიურად ჩვენი რასისთვის არ არის გათვლილი.

- როგორც ირკვევა, ქართველებისთვის ყველაზე მისაღები დიოდური სხივია. სხვადასხვა მწარმოებლის დიოდურ აპარატებს შორის არის სხვაობა? ჩვენთვის ყველაზე ეფექტური დიოდი როგორ უნდა შევარჩიოთ?

- დიახ, დიოდებს შორისაც არის სხვაობა. ეს არის 805-810 ნანომეტრი სიგრძის სხივი. 805 ნანომეტრიანი დიოდური სხივი კომპანია Lumenis-მა შექმნა და დააპატენტა ტექნოლოგია Lumenis lightsheer. ამ ტიპის და ამ სიგრძის დიოდური სხივი დღემდე მსოფლიოში ყველაზე ეფექტურად ითვლება. ჩვენს კლინიკაში გვიმუშავია როგორც ამ, ისე სხვა დიოდური აპარატებით და განსხვავება მართლაც შესამჩნევია.

ზოგადად, ეს არის მწარმოებელი, რომელმაც პირველმა შექმნა და გამოიყენა ლაზერი სამედიცინო და ესთეტიკური მიმართულებით. შესაბამისად, მათი ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროში ყველაზე დიდია. უსაფრთხოებაც მაქსიმალურად აქვთ დაცული.მისი უპირატესობა კვლევებით არის გამყარებული.

Lumenis-ის ბოლო თაობის აპარატი კი კონკურენტებთან შედარებით ძალიან დახვეწილია. მისი სხივი გარკვეულწილად უფრო მაღალი სიმძლავრისაა, მაგრამ ამავდროულად უფრო ეფექტურიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის ვაკუუმ ტექნოლოგია, რომელიც კანზ დაზიანებისგან მაქსიმალურად იცავს.

- ეპილაციის ტიპის სწორად შერჩევის გარდა, რა ფაქტორებზეა დამოკიდებული მკურნალობის ეფექტურობა?

- საჭირო პროცედურების რაოდენობა და მათი ეფექტურობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: სქესი, ასაკი, ჰორმონალური მდგომარეობა, წელიწადის დრო და გეოგრაფიული მდებარეობა. მაგალითად, ეპილაციას ზაფხულში უფრო ხშირად იკეთებენ, ვიდრე ზამთარში. რეალურად კი პროცედურა სიცივეში უფრო ეფექტურია, ვიდრე სიცხეში.

როცა ეპილაცია კარგი აპარატით კეთდება, საბოლოო შედეგის მისაღებად 5-10 პროცედურაა საჭირო. ზოგადად, ერთი პროცედურის დროს ფოლეკულების 10-20% არის აქტიური და სწორედ ეს ნაწილი განიცდის სხივის ზემოქმედებას. აქტიური ფოლეკულების რაოდენობას კი წინასწარ ვერავინ გათვლის. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ 5-10 პროცედურაა საჭირო.

თუ 2-3 პროცედურის შემდეგ გარკვეული შედეგი მიღწეული არ არის, აუცილებელია ენდოკრინოლოგთან ან რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია და დადგენა რამე სახის ჰორმონალურ პრობლემასთან ხომ არ გვაქვს საქმე. წელიწადში ერთხელ კი შემარაჩუნებელი პროცედურების ჩატარებაა საჭირო.