საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბულინგის მსხვერპლი გოგონა, რომელმაც ცხოვრების თავიდან დაწყება შეძლო - "მინდა იცოდნენ ამ ადამიანებმა, ყველას ყველაფერი ვაპატიე..."
ბულინგის მსხვერპლი გოგონა, რომელმაც ცხოვრების თავიდან დაწყება შეძლო - "მინდა იცოდნენ ამ ადამიანებმა, ყველას ყველაფერი ვაპატიე..."

მა­რი­ამ შვან­გი­რა­ძე ცნო­ბი­ლი ქუ­თა­ი­სე­ლი პო­ე­ტის, ლილი ნუ­ცუ­ბი­ძის შთა­მო­მა­ვა­ლია. სა­ნამ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ კონ­კურ­სან­ტი გახ­დე­ბო­და, 10-მდე სხვა კონ­კურ­სში უთხრეს უარი, მაგ­რამ არ და­ნებ­და და მის­მა ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო.

19 წლის მა­რი­ა­მი ერთ-ერ­თია იმ ადა­მი­ან­თა­გან, რომ­ლებ­მაც გა­ბე­დეს და ბუ­ლინგზე თა­მა­მად ალა­პა­რაკ­დნენ. AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­ულ პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს და გვიყ­ვე­ბა, თუ რო­გორ იპო­ვა გა­მო­სა­ვა­ლი, რომ ცხოვ­რე­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა და ისე­თი მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლი­ყო, რო­გო­რიც ახ­ლაა.

- მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა გაქვს, თუ თვით­ნას­წავ­ლი ხარ?

- ორი წლი­დან ვმღე­რი. რო­დე­საც სიმ­ღე­რა და­ვი­წყე, ვერც ვი­აზ­რებ­დი, რომ ეს ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე გახ­დე­ბო­და. პე­და­გოგ­თან არა­სო­დეს არ მივ­ლია, თვით­ნას­წავ­ლი ვარ. სა­ო­პე­რო სიმ­ღე­რებს ვას­რუ­ლებ­დი 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მყავ­და პე­და­გო­გი. არა­ერთ კო­ნურ­სში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ბევ­რჯერ პირ­ვე­ლი ად­გი­ლიც ამი­ღია, მსმე­ნე­ლის სიმ­პა­ტი­აც და სხვ.

მერე მივ­ხვდი, რომ ჩემ თავს პოპ­ში უფრო ვხე­დავ­დი, ვიდ­რე კლა­სი­კურ მუ­სი­კა­ში.

- შენი დიდი ბე­ბი­ის ლექ­სებ­ზე არა­ერ­თი სიმ­ღე­რაა და­წე­რი­ლი. მათ თუ ას­რუ­ლებ ხოლ­მე?

- დიახ, რა თქმა უნდა. მის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ებ­ზე ხში­რად გა­მოვ­დი­ვარ. ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ლილი ნუ­ცუ­ბი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლო­ბა, რად­გან ქუ­თა­ის­ში და არამ­ხო­ლოდ, ყვე­ლამ იცის მისი სა­ხე­ლი და გვა­რი. სულ ვფიქ­რობ, რომ ჩემი ქა­ლა­ქი, ჩემი ქვე­ყა­ნა ერთ არას­წორ ნა­ბიჯს არ მა­პა­ტი­ებს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ასე­თი ქა­ლის შთა­მო­მა­ვა­ლი ვარ.

ძა­ლი­ან ბევრ კარგ ამ­ბავს იხ­სე­ნე­ბენ ხოლ­მე მას­ზე და ჩემ­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ქა­ლია.

- მოკ­ლედ, სცე­ნა შენ­თვის უცხო ად­გი­ლი არ არის.

- არა, არც დიდი და არც პა­ტა­რა სცე­ნა ჩემ­თვის უცხო არ არის, მიჩ­ვე­უ­ლი ვარ და ძა­ლი­ან მიყ­ვარს. 8 წლის ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლად მი­ნუს ფო­ნოგ­რა­მა­ზე რომ ვიმ­ღე­რე. სხვა­თა­შო­რის, მაგ დღეს ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე - ერთი ის, რომ აღა­რა­სო­დეს აღარ ვიმ­ღე­რებ­დი ჩა­ნა­წერ­ზე და მე­ო­რე ის, რომ ეს იყო საქ­მე, რომ­ლის კე­თე­ბაც მსი­ა­მოვ­ნებ­და და მინ­დო­და.

ყვე­ლა კონ­კურ­სში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­და, მაგ­რამ პრე­კას­ტინ­გის შემ­დეგ არა­სო­დეს მი­რე­კავ­დნენ ხოლ­მე. რე­ა­ლუ­რად, იმის მი­საღ­წე­ვად, რა­საც ახლა მი­ვაღ­წიე, ექ­ვსი წელი დამ­ჭირ­და. მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც არ მი­რე­კავ­დნენ, ალ­ბათ, გამ­ბე­და­ო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა იყო და ამას ჟი­უ­რიც ამ­ჩნევ­და. შიში და ნერ­ვი­უ­ლო­ბა ყო­ველ­თვის ეტყო­ბა მომ­ღე­რალს.

- კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს და­ემ­თხვა ის რთუ­ლი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც თა­ნა­ტო­ლე­ბი გამ­ცი­რებ­დნენ, გა­ბუ­ლინ­გებ­დნენ?

- დიახ, ეგ პე­რი­ო­დი იყო. ალ­ბათ, მა­გი­ტო­მაც ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კონ­კურ­სებ­ში. მინ­დო­და, და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ არ ვი­ყა­ვი ცუდი ადა­მი­ა­ნი და იმა­ზე მეტი შე­მეძ­ლო, ვიდ­რე მათ წარ­მო­ედ­გი­ნათ. ყო­ვე­ლი უა­რის შემ­დეგ, მა­ინც რომ მივ­დი­ო­დი იქ და ვმღე­რო­დი, ამით სა­კუ­თარ თავს გამ­ბე­და­ო­ბას ვძენ­დი.

- ოჯა­ხის წევ­რებს თუ ესა­უბ­რე­ბო­დი შენს პრობ­ლე­მებ­ზე?

- არა, რად­გან ყო­ველ­თვის მქონ­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სურ­ვი­ლი, არ მი­მაჩ­ნდა სა­ჭი­როდ, ჩემს პრობ­ლე­მებ­ში ვინ­მე ჩა­რე­უ­ლი­ყო და მინ­დო­და, რომ თა­ვად მო­მეგ­ვა­რე­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი. თუმ­ცა, ვერ ვი­ტყვი, რომ გა­მომ­დი­ო­და. თუკი ვინ­მე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი არ მის­ცემ­დათ შე­ნიშ­ვნას, ჩემი, რო­გორც ბავ­შვის, სი­ტყვე­ბი მათ­თვის არა­ფერს ნიშ­ნავ­და.

მე ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნე ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. ბავ­შვო­ბი­დან­ვე მას­წავ­ლიდ­ნენ, რომ ერთ ლო­ყა­ში თუ გა­გარ­ტყა­მენ, მე­ო­რე უნდა მი­უშ­ვი­რო. ამ აზ­როვ­ნე­ბით გაზ­რდი­ლი ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, რომ მათ­თვის ისე­თი­ვე შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­მე­ყე­ნე­ბი­ნა, რო­გორ­საც მე მა­ყე­ნებ­დნენ...

- გა­მო­სა­ვა­ლი რაში იპო­ვე?

- ახა­ლი საქ­მე და ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. უფრო აქ­ტი­უ­რი გავ­ხდი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, ტრე­ნინ­გებს ვეს­წრე­ბო­დი, ფო­რუ­მებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი... ახა­ლი ნაც­ნო­ბე­ბი გა­ვი­ჩი­ნე. ასე იყო სა­ჭი­რო, მე­ო­რე სო­ცი­უმს პირ­ვე­ლი უნდა გა­და­ე­ფა­რა და გა­და­ფა­რა კი­დეც.

- რო­გორ ფიქ­რობ, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­სულ­ში გა­ბუ­ლინ­გებ­დნენ, სი­უ­ჟე­ტის ნახ­ვი­სა და ამ ინ­ტერ­ვი­უს წა­კი­თხვის შემ­დეგ მიხ­ვდე­ბი­ან, რომ მათი ვი­თომ ხუმ­რო­ბე­ბი ამ­ხე­ლა გავ­ლე­ნას ახ­დენ­და შენ­ზე?

- ალ­ბათ, ზო­გი­ერ­თი მიხ­ვდე­ბა, მაგ­რამ იქ­ნე­ბი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ვერც ზრდას­რულ ასაკ­ში ვერ გა­ა­ა­ნა­ლი­ზე­ბენ შეც­დო­მებს და იმა­ვეს გა­ი­მე­ო­რე­ბენ. მინ­და იცოდ­ნენ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი ვა­პა­ტიე.

მე ვფიქ­რობ, ბუ­ლინგზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი თუნ­დაც იმი­ტომ ღირს, რომ ერთი ადა­მი­ა­ნი მა­ინც და­ფიქ­რდეს ამ პრობ­ლე­მა­ზე, რაც, რე­ა­ლუ­რად, ძა­ლი­ან ბევ­რს აწუ­ხებს. ესეც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს და არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა კი­დეც სუ­ი­ცი­დის მი­ზე­ზი. მეც მი­ფიქ­რია, რა მოხ­დე­ბო­და, თუკი აღარ ვიქ­ნე­ბო­დი, ვინ იდარ­დებ­და, ვინ იტი­რებ­და...

მაგ­რამ იმა­ზე ფიქ­რი, რომ ჩემი ხე­ლით და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა სი­ცო­ცხლე, აკ­რძა­ლუ­ლი მქონ­და, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ეს არ შე­იძ­ლე­ბო­და. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ უმკლავ­დე­ბი­ან შავ ფიქ­რებს. მე მტკი­ვა ყვე­ლა ის გა­უგ­რძე­ლე­ბე­ლი სი­ცო­ცხლე და ჩემი არ­სე­ბო­ბით მინ­და ისიც გა­ვა­კე­თო, რაც მათ უნ­დო­დათ, მაგ­რამ ვერ გა­ა­კე­თეს.

სი­უ­ჟეტს, რო­მელ­შიც ბუ­ლინგზე ვსა­უბ­რობ, უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან დიდ სით­ბოს გა­მო­ხა­ტა­ვენ და მათ მინ­და ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, მათი თა­ნად­გო­მა ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს.

პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­შიც არა­ერ­თმა ადა­მი­ან­მა მომ­წე­რა. ჩემი ტო­ლე­ბიც და ჩემ­ზე პა­ტა­რე­ბიც ჯერ კი­დევ დგა­ნან ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე. ისი­ნი იჩაგ­რე­ბი­ან და ამა­ზე ხმა­მაღ­ლა ვერ სა­უბ­რო­ბენ. მწე­რენ, რომ ქუ­ჩა­ში გას­ვლის ეში­ნი­ათ, თავი უსუ­სუ­რი ჰგო­ნი­ათ და მე­კი­თხე­ბი­ან, მე რო­გორ ვძლიე ამ ში­შებს.

- რას ეტყვი ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ბუ­ლინ­გის მსხვეპლნი არი­ან?

- უნი­ვე­რა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს, შენ თვი­თონ უნდა მიხ­ვდე, რა გხდის კარ­გად, რა გა­ბედ­ნი­ე­რებს და მთე­ლი ენერ­გია ამის­კენ მი­მარ­თო. ვურ­ჩევ­დი, რომ აუ­ცი­ლე­ბად სცა­დონ და აპა­ტი­ონ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ავიწ­რო­ვე­ბენ, შე­უ­არ­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ. ვიცი რთუ­ლია, მაგ­რამ სა­ჭი­როა. ასე­ვე, ვურ­ჩევ­დი, ყვე­ლა სა­ხის გა­მოც­დი­ლე­ბა, და­დე­ბი­თიც თუ უარ­ყო­ფი­თიც, გა­მო­ი­ყე­ნონ იმის­თვის, რომ ბო­ლოს იბრწყი­ნონ.

- მუ­სი­კის გარ­და რით ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ. ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ეს ორი სფე­რო მა­ინ­ტე­რე­სებ­და - მუ­სი­კა და მე­დი­ცი­ნა. როცა კონ­კურ­სე­ბი­დან უა­რით მის­ტუმ­რებ­დნენ, წიგ­ნებს ვკი­თხუ­ლობ­დი. როცა სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რა მომ­წყინ­დე­ბო­და, ვმღე­რო­დი. ასე რომ, ეს ორი სფე­რო ერ­თმა­ნეთს აბა­ლან­სებს.

ერთხელ სოფო ბა­თი­ლაშ­ვილ­მა მკი­თხა: რას აპი­რებ, ორი­ვე სფე­რო­ში ხომ ვერ იქ­ნე­ბიო. მე ვუ­პა­სუ­ხე: ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის 100 %, მაგ­რამ მე მაქვს 200 და შე­მიძ­ლია, ორი­ვე სფე­რო­ში და­ვი­ხარ­ჯო 100-100 პრო­ცენ­ტით-მეთ­ქი.

- ბევ­რი იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­და­ი­ტა­ნე და არ გე­ში­ნო­და, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ეს მცდე­ლო­ბაც წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო?

- ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და. ვიცი, რომ უს­მე­ნო არ ვარ, მაგ­რამ ყვე­ლა ადა­მი­ანს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა აქვს. არ ვი­ცო­დი, ჟი­უ­რის ოთხი წევ­რი­დან რამ­დე­ნის გუ­ლის მო­გე­ბას მო­ვა­ხერ­ხებ­დი. თუმ­ცა, იმის ყვე­ლა­ზე დიდი მა­გა­ლი­თი, რომ არა­სო­დეს არ უნდა და­ნებ­დე და მიზ­ნის­კენ უნდა ის­წრა­ფო­დე, წინ მეჯ­და - ნა­თია თო­დუა. ჟი­უ­რის წევ­რებ­მა შე­ფა­სე­ბა რომ და­ი­წყეს, მა­შინ გა­ვი­აზ­რე, რომ კონ­კურ­სში ვი­ყა­ვი.

როცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­დე­ბი რა­ღა­ცას და, ბო­ლოს და ბო­ლოს, ხდე­ბა, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტია...

ავ­ტო­რი: მა­რი­ამ ტუ­რ­ძი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
5
მოკლედ,ბულინგი და ოჯახური ძალადობა პოდიუმზე ან საგრანტე პროექტში მოხვედრის ტოპკაა ,ისე, პოლიტიკურ ეკონომიკურ ბულინგში ერი, ოცდაათი წელია და, არც პოდიუმი ,ანუ რეფერენდუმი, და არც საგრანტე ,ანუ სახელმწიფო და კერძო მონოპოლისტური კომპანიების აქციონირება,არ ღირსებია!
ia
3
ცხოვრების თავიდან დაწყებაა რომ კიდევ იღებს მონაწილეობას კონკურსებში, წაგების შემდეგ????? კარგით რა!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ბულინგის მსხვერპლი გოგონა, რომელმაც ცხოვრების თავიდან დაწყება შეძლო - "მინდა იცოდნენ ამ ადამიანებმა, ყველას ყველაფერი ვაპატიე..."

ბულინგის მსხვერპლი გოგონა, რომელმაც ცხოვრების თავიდან დაწყება შეძლო - "მინდა იცოდნენ ამ ადამიანებმა, ყველას ყველაფერი ვაპატიე..."

მარიამ შვანგირაძე ცნობილი ქუთაისელი პოეტის, ლილი ნუცუბიძის შთამომავალია. სანამ „საქართველოს ვარსკვლავის“ კონკურსანტი გახდებოდა, 10-მდე სხვა კონკურსში უთხრეს უარი, მაგრამ არ დანებდა და მისმა ბრძოლისუნარიანობამ შედეგი გამოიღო.

19 წლის მარიამი ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, რომლებმაც გაბედეს და ბულინგზე თამამად ალაპარაკდნენ. AMBEBI.GE-სთან საუბარში თავისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ პერიოდს იხსენებს და გვიყვება, თუ როგორ იპოვა გამოსავალი, რომ ცხოვრება გაეგრძელებინა და ისეთი მხიარული ადამიანი ყოფილიყო, როგორიც ახლაა.

- მუსიკალური განათლება გაქვს, თუ თვითნასწავლი ხარ?

- ორი წლიდან ვმღერი. როდესაც სიმღერა დავიწყე, ვერც ვიაზრებდი, რომ ეს ჩემი საყვარელი საქმე გახდებოდა. პედაგოგთან არასოდეს არ მივლია, თვითნასწავლი ვარ. საოპერო სიმღერებს ვასრულებდი 5 წლის განმავლობაში, მხოლოდ ამ მიმართულებით მყავდა პედაგოგი. არაერთ კონურსში მიმიღია მონაწილეობა, ბევრჯერ პირველი ადგილიც ამიღია, მსმენელის სიმპატიაც და სხვ.

მერე მივხვდი, რომ ჩემ თავს პოპში უფრო ვხედავდი, ვიდრე კლასიკურ მუსიკაში.

- შენი დიდი ბებიის ლექსებზე არაერთი სიმღერაა დაწერილი. მათ თუ ასრულებ ხოლმე?

- დიახ, რა თქმა უნდა. მის საიუბილეო საღამოებზე ხშირად გამოვდივარ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ლილი ნუცუბიძის შვილიშვილობა, რადგან ქუთაისში და არამხოლოდ, ყველამ იცის მისი სახელი და გვარი. სულ ვფიქრობ, რომ ჩემი ქალაქი, ჩემი ქვეყანა ერთ არასწორ ნაბიჯს არ მაპატიებს, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი ქალის შთამომავალი ვარ.

ძალიან ბევრ კარგ ამბავს იხსენებენ ხოლმე მასზე და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალია.

- მოკლედ, სცენა შენთვის უცხო ადგილი არ არის.

- არა, არც დიდი და არც პატარა სცენა ჩემთვის უცხო არ არის, მიჩვეული ვარ და ძალიან მიყვარს. 8 წლის ვიყავი პირველად მინუს ფონოგრამაზე რომ ვიმღერე. სხვათაშორის, მაგ დღეს ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე - ერთი ის, რომ აღარასოდეს აღარ ვიმღერებდი ჩანაწერზე და მეორე ის, რომ ეს იყო საქმე, რომლის კეთებაც მსიამოვნებდა და მინდოდა.

ყველა კონკურსში მივიღე მონაწილეობა, რაც კი საქართველოში ჩატარდა, მაგრამ პრეკასტინგის შემდეგ არასოდეს მირეკავდნენ ხოლმე. რეალურად, იმის მისაღწევად, რასაც ახლა მივაღწიე, ექვსი წელი დამჭირდა. მთავარი მიზეზი, რატომაც არ მირეკავდნენ, ალბათ, გამბედაობის ნაკლებობა იყო და ამას ჟიურიც ამჩნევდა. შიში და ნერვიულობა ყოველთვის ეტყობა მომღერალს.

- კონკურსებში მონაწილეობის დროს დაემთხვა ის რთული პერიოდი, როდესაც თანატოლები გამცირებდნენ, გაბულინგებდნენ?

- დიახ, ეგ პერიოდი იყო. ალბათ, მაგიტომაც ვიღებდი მონაწილეობას კონკურსებში. მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ არ ვიყავი ცუდი ადამიანი და იმაზე მეტი შემეძლო, ვიდრე მათ წარმოედგინათ. ყოველი უარის შემდეგ, მაინც რომ მივდიოდი იქ და ვმღეროდი, ამით საკუთარ თავს გამბედაობას ვძენდი.

- ოჯახის წევრებს თუ ესაუბრებოდი შენს პრობლემებზე?

- არა, რადგან ყოველთვის მქონდა დამოუკიდებლობის სურვილი, არ მიმაჩნდა საჭიროდ, ჩემს პრობლემებში ვინმე ჩარეულიყო და მინდოდა, რომ თავად მომეგვარებინა ყველაფერი. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ გამომდიოდა. თუკი ვინმე ავტორიტეტული არ მისცემდათ შენიშვნას, ჩემი, როგორც ბავშვის, სიტყვები მათთვის არაფერს ნიშნავდა.

მე ძალიან მორწმუნე ოჯახში გავიზარდე. ბავშვობიდანვე მასწავლიდნენ, რომ ერთ ლოყაში თუ გაგარტყამენ, მეორე უნდა მიუშვირო. ამ აზროვნებით გაზრდილი ვერ ვახერხებდი, რომ მათთვის ისეთივე შეურაცხყოფა მიმეყენებინა, როგორსაც მე მაყენებდნენ...

- გამოსავალი რაში იპოვე?

- ახალი საქმე და ახალი ადამიანები. უფრო აქტიური გავხდი, არასამთავრობო ორგანიზაციებში დავიწყე სიარული, ტრენინგებს ვესწრებოდი, ფორუმებში ვმონაწილეობდი... ახალი ნაცნობები გავიჩინე. ასე იყო საჭირო, მეორე სოციუმს პირველი უნდა გადაეფარა და გადაფარა კიდეც.

- როგორ ფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც წარსულში გაბულინგებდნენ, სიუჟეტის ნახვისა და ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მიხვდებიან, რომ მათი ვითომ ხუმრობები ამხელა გავლენას ახდენდა შენზე?

- ალბათ, ზოგიერთი მიხვდება, მაგრამ იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ვერც ზრდასრულ ასაკში ვერ გააანალიზებენ შეცდომებს და იმავეს გაიმეორებენ. მინდა იცოდნენ ამ ადამიანებმა, რომ ყველას ყველაფერი ვაპატიე.

მე ვფიქრობ, ბულინგზე ხმამაღლა საუბარი თუნდაც იმიტომ ღირს, რომ ერთი ადამიანი მაინც დაფიქრდეს ამ პრობლემაზე, რაც, რეალურად, ძალიან ბევრს აწუხებს. ესეც შეიძლება გახდეს და არაერთხელ გამხდარა კიდეც სუიციდის მიზეზი. მეც მიფიქრია, რა მოხდებოდა, თუკი აღარ ვიქნებოდი, ვინ იდარდებდა, ვინ იტირებდა...

მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ხელით დამესრულებინა სიცოცხლე, აკრძალული მქონდა, რადგან ვიცოდი, რომ ეს არ შეიძლებოდა. არიან ადამიანები, რომლებიც ვერ უმკლავდებიან შავ ფიქრებს. მე მტკივა ყველა ის გაუგრძელებელი სიცოცხლე და ჩემი არსებობით მინდა ისიც გავაკეთო, რაც მათ უნდოდათ, მაგრამ ვერ გააკეთეს.

სიუჟეტს, რომელშიც ბულინგზე ვსაუბრობ, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. სრულიად უცხო ადამიანები ძალიან დიდ სითბოს გამოხატავენ და მათ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მათი თანადგომა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

პირად შეტყობინებებშიც არაერთმა ადამიანმა მომწერა. ჩემი ტოლებიც და ჩემზე პატარებიც ჯერ კიდევ დგანან ამ პრობლემის წინაშე. ისინი იჩაგრებიან და ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობენ. მწერენ, რომ ქუჩაში გასვლის ეშინიათ, თავი უსუსური ჰგონიათ და მეკითხებიან, მე როგორ ვძლიე ამ შიშებს.

- რას ეტყვი ადამიანებს, რომლებიც ბულინგის მსხვეპლნი არიან?

- უნივერალური გამოსავალი არ არსებობს, შენ თვითონ უნდა მიხვდე, რა გხდის კარგად, რა გაბედნიერებს და მთელი ენერგია ამისკენ მიმართო. ვურჩევდი, რომ აუცილებად სცადონ და აპატიონ იმ ადამიანებს, რომლებიც ავიწროვებენ, შეუარცხყოფას აყენებენ. ვიცი რთულია, მაგრამ საჭიროა. ასევე, ვურჩევდი, ყველა სახის გამოცდილება, დადებითიც თუ უარყოფითიც, გამოიყენონ იმისთვის, რომ ბოლოს იბრწყინონ.

- მუსიკის გარდა რით ხარ დაკავებული?

- სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ყველაზე მეტად სწორედ ეს ორი სფერო მაინტერესებდა - მუსიკა და მედიცინა. როცა კონკურსებიდან უარით მისტუმრებდნენ, წიგნებს ვკითხულობდი. როცა სამედიცინო ლიტერატურა მომწყინდებოდა, ვმღეროდი. ასე რომ, ეს ორი სფერო ერთმანეთს აბალანსებს.

ერთხელ სოფო ბათილაშვილმა მკითხა: რას აპირებ, ორივე სფეროში ხომ ვერ იქნებიო. მე ვუპასუხე: ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობების 100 %, მაგრამ მე მაქვს 200 და შემიძლია, ორივე სფეროში დავიხარჯო 100-100 პროცენტით-მეთქი.

- ბევრი იმედგაცრუება გადაიტანე და არ გეშინოდა, რომ შეიძლებოდა ეს მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩენილიყო?

- ძალიან მეშინოდა. ვიცი, რომ უსმენო არ ვარ, მაგრამ ყველა ადამიანს განსხვავებული მუსიკალური გემოვნება აქვს. არ ვიცოდი, ჟიურის ოთხი წევრიდან რამდენის გულის მოგებას მოვახერხებდი. თუმცა, იმის ყველაზე დიდი მაგალითი, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე და მიზნისკენ უნდა ისწრაფოდე, წინ მეჯდა - ნათია თოდუა. ჟიურის წევრებმა შეფასება რომ დაიწყეს, მაშინ გავიაზრე, რომ კონკურსში ვიყავი.

როცა წლების განმავლობაში ელოდები რაღაცას და, ბოლოს და ბოლოს, ხდება, ძალიან ემოციური მომენტია...

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

"დაჩაგრული ქალების სახე ვიქნები" - რატომ გადაწყვიტა ბარბარა სამხარაძემ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

სკოლაში ხატვის მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი ცნობილი ოჯახიდან

"ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, ასე რომ, რთული ბრძოლა იქნება" -  როგორ აფასებენ "საქართველოს ვარსკვლავის" შერჩეულ ათეულს ჟიურის წევრები