საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს წამყვანი ონკო-გინეკოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსის“ პაციენტების მკურნალობის დაგეგმვაში ჩაერთვებიან
მსოფლიოს წამყვანი ონკო-გინეკოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსის“ პაციენტების მკურნალობის დაგეგმვაში ჩაერთვებიან

“ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი” ონკო-გი­ნე­კო­ლო­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა (IGSC) და­ტე­ხა­სის ონ­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრის (MD Anderson) ერ­თობ­ლი­ვი ECHO პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე გახ­და, რაც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ონ­კო­ლო­გე­ბის მიერ “ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის” ონკო-გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის მკურ­ნა­ლო­ბის და­გეგ­მვის პრო­ცეს­ში ჩარ­თვა­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მას გუ­ლის­ხმობს.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შედ­გე­ნი­ლია ონ­კო­ლოგ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სი­ლი­უ­მი, რო­მე­ლიც და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ექი­მე­ბი­თა და მკვლე­ვა­რე­ბით. კონ­სი­ლი­უ­მის მიერ სის­ტე­მა­ტი­უ­რად იმარ­თე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ონ­ლა­ინ სე­სი­ე­ბი, სა­დაც ხდე­ბა თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის გან­ხილ­ვა და გა­ი­ცე­მა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მკურ­ნა­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დე­ბი­სა და მიდ­გო­მე­ბის შე­სა­ხებ. ონკო-გი­ნე­კო­ლო­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა (IGSC)და ტე­ხა­სის ონ­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრის (MD Anderson) ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი ECHO, 2017 წლი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა­სა და მე­დი­ცი­ნის უახ­ლე­სი მიგ­ნე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რებ­ში და­ნერგვას ემ­სა­ხუ­რე­ბა. სწო­რედ ამ პრო­ექ­ტში ჩა­ერ­თვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოც და ქარ­თველ ექი­მებს სა­კუ­თა­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სი­ლი­უმ­თან გან­ხილ­ვი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ.

პრო­ექ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სია“ ჩარ­თუ­ლი, თუმ­ცა რო­გორც „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ონკო-გი­ნე­კო­ლო­გი არ­ჩილ შა­რა­შე­ნი­ძე გან­მარ­ტავს, მას­ში ჩარ­თვა სხვა კლი­ნი­კე­ბის ექი­მებ­საც შე­უძ­ლი­ათ.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში,პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თა შემ­თხვე­ვაც არ არის ტი­პი­უ­რი და მარ­თვა გა­იდ­ლა­ინ­ში არ წე­რია, იკ­რი­ბე­ბა კონ­სი­ლი­უ­მი და იმარ­თე­ბა მსჯე­ლო­ბა, მისი და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვის ოპ­ტი­მა­ლურ გზებ­ზე. რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი უფა­სოდ კეთ­დე­ბა. ზო­გა­დად, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში მი­ღე­ბუ­ლია, რომ ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა არა ერ­თმა ექიმ­მა, არა­მედ - კონ­სი­ლი­უმ­მა უნდა და­გეგ­მოს. ზუს­ტად ამ პრაქ­ტი­კის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნერგვას უწყობს ხელს ჩვე­ნი ახა­ლი პრო­ექ­ტი. კონ­სი­ლი­უმ­სხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ ის ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის და პრო­ტო­კო­ლე­ბის შექ­მნა­ში. ამ კონ­სი­ლი­უ­მის თი­თო­ე­უ­ლი მო­ნი­ტო­რი, აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­ში და პრაქ­ტი­კულ მუ­შა­ო­ბა­ში. სწო­რედ ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ჩვე­ნი ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია,“ - გან­მარ­ტავს არ­ჩილ შა­რა­შე­ნი­ძე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ქარ­თველ ექი­მებს უწყვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ზრდის სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, რად­გან პრო­ექტს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დატ­ვირ­თვაც აქვს და პა­ცი­ენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის გან­ხილ­ვე­ბის შემ­დეგ, მას­ში ჩარ­თუ­ლი ექი­მე­ბის­თვის ტარ­დე­ბა­ლექ­ცია, რო­მელ­ზეც სფე­როს წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ ახა­ლი კვლე­ვე­ბის და მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ.

„ამ­ჟა­მად ვცდი­ლობთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი ქარ­თვე­ლი ექი­მი ჩავ­რთოთ პრო­ექ­ტში - ნე­ბის­მი­ერ ექიმს, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა რთუ­ლი შემ­თხვე­ვა, შე­უძ­ლია დაგ­ვი­კავ­შირ­დეს და მი­ი­ღოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო­ე­ქი­მე­ბის­გან. პა­ცი­ენ­ტებს კი აღარ მო­უ­წევთ სა­ზღვარ­გა­რეთ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­სა­ღე­ბად წას­ვლა, რად­გან ის სა­ქარ­თვე­ლო­შიც გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. დღეს ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ონ­კო­ლო­გი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ან სა­მე­დი­ცი­ნო რე­კო­მენ­და­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, პა­ცი­ენ­ტე­ბი უცხო­ე­თის კლი­ნი­კებს მი­მარ­თა­ვენ. რე­ა­ლუ­რად კი უცხო­ე­ლი­ე­ქი­მე­ბიც მათ­თან გა­დი­ან კონ­სულ­ტა­ცი­ას, ვის­გა­ნაც ამი­ე­რი­დან ჩვენ მი­ვი­ღებთ რჩე­ვებს,“ - და­ა­მა­ტა არ­ჩილ შა­რა­შე­ნი­ძემ.

ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ონკო-გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­დან, ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნეა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პა­პი­ლო­მა ვირუს­თან. თუმ­ცა რო­გორც არ­ჩილ შა­რა­შე­ნი­ძე გან­მარ­ტავს, ყვე­ლა­ზე ვე­რა­გი საკ­ვერ­ცხის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნეა.

„საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს ვაქ­ცი­ნა, რომ­ლის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დე­გაც რის­კი მცირ­დე­ბა. ვაქ­ცი­ნა კი რეპ­რო­დუქ­ცი­ის ასაკ­ში მყოფ­მა ქა­ლებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­კე­თონ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს სკრი­ნინგ პროგ­რა­მაც, რო­მე­ლიც და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნას უწყობს ხელს. სა­წყის ეტაპ­ზე და­წყე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა კი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის დიდ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა საკ­ვერ­ცხე­ე­ბის სიმ­სივ­ნეს, ის უმე­ტე­სად ფა­რუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს და მისი გა­მოვ­ლე­ნა უფრო ხში­რად მე­სა­მე სტა­დი­ა­ში ხდე­ბა, რაც სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბას საკ­მა­ოდ არ­თუ­ლებს. შემ­თხვე­ვე­ბის მხო­ლოდ 30-35%-ში ხდე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი სი­ცო­ცხლის 5 წელ­ზე მეტი ვა­დით გა­ხან­გრძლი­ვე­ბა. გვი­ან გა­მოვ­ლე­ნი­ლი შემ­თხვე­ვე­ბის დროს ძა­ლი­ან რთუ­ლი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია მკურ­ნა­ლო­ბა. ხში­რად რა­დი­კა­ლუ­რი ჩა­რე­ვაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. პა­ცი­ენტს სულ უწევს დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ ყოფ­ნა.საშ­ვი­ლოს­ნოს ტა­ნი­სა და ყე­ლის სიმ­სივ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­სა და სი­ცო­ცხლის 5 წლი­ა­ნი ხან­გრძლი­ვო­ბის მიღ­წე­ვა უფრო ხში­რია,“ - გან­მარ­ტავს ონ­კო­ქი­რურ­გი.

ონ­კო­ქი­რურ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბის მქო­ნე მო­სახ­ლე­ო­ბის კონ­ტრო­ლი ხდე­ბა BRCA1 და BRCA2 გენ­ზე. ეს ნიშ­ნავს, რომ ქა­ლებს, ვის პირ­ვე­ლი ან მე­ო­რე თა­ო­ბის წი­ნა­პარ­საც ჰქონ­და საკ­ვერ­ცხის ან ძუ­ძუს სიმ­სივ­ნე, უკეთ­დე­ბათ ანა­ლი­ზი და ად­გე­ნენ გე­ნის მუ­ტა­ცი­ას. შე­დე­გად ხდე­ბა დად­გე­ნა 40 წელს ზე­ვით ასაკ­ში და­ე­მარ­თე­ბათ თუ არა სიმ­სივ­ნე და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრე­ვენ­ცი­უ­ლად ხდე­ბა და­ნა­მა­ტე­ბის (საკ­ვერ­ცხის და ფა­ლო­პის მი­ლის) ამოკ­ვე­თა.

„გე­ნის მუ­ტა­ცი­ის დად­გე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია, პა­ცი­ენ­ტებ­მა უნდა მი­მარ­თონ კლი­ნი­კებს. პა­ცი­ენ­ტებს, რო­მელ­თაც საკ­ვერ­ცხე­ე­ბის სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი აღ­მო­აჩ­ნდე­ბათ, შე­უძ­ლი­ათ ორ­სუ­ლო­ბა 40 წლამ­დე და­გეგ­მონ, ხოლო 40 წლის ასა­კი­დან მოხ­დე­ბა საკ­ვერ­ცხი­სა და საშ­ვი­ლოს­ნოს მი­ლის ამო­ღე­ბა. პირ­და­პირ რომ ვთქვათ, და­ა­ვა­დე­ბას და მის სა­ვა­ლა­ლო შე­დეგს ვას­წრებთ. რაც შე­ე­ხე­ბა საშ­ვილ­სო­ნოს ყე­ლის სიმ­სივ­ნეს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა PAP-ტეს­ტმა. ის სკრი­ნინ­გის დო­ნე­ზე კეთ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და მო­ნი­ტო­რინ­გის კუ­თხით, ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გი გვაქვს. სა­სურ­ვე­ლია, რომ ქა­ლებ­მა PAP-ტეს­ტი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ გა­ი­კე­თონ. ზო­გა­დად, სკრი­ნინ­გი და პრო­ფი­ლაქ­ტი­კა არის პირ­ვე­ლი რგო­ლი.“ - აცხა­დებს შა­რა­შე­ნი­ძე.

რო­გორც ონ­კო­ქი­რურ­გი გან­მარ­ტავს, საშ­ვი­ლოს­ნოს ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს მთა­ვა­რი სიმპტო­მი მე­ნო­პა­უ­ზის დროს სის­ხლდე­ნე­ბია. ამ პრობ­ლე­მის აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლის­ტთან მი­მარ­თვა. „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ სრუ­ლი და მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ონ­კო­ქი­რურ­გი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით და მათ შო­რის ონკო-გი­ნე­კო­ლო­გი­ა­შიც ევ­რო­პუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი­თა და პრო­ტო­კო­ლე­ბით ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ. თი­თო­ე­უ­ლი ექი­მი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ევ­რო­პუ­ლად მო­აზ­როვ­ნეა. ხში­რად ტარ­დე­ბა კონ­სი­ლი­უ­მე­ბი და მსჯე­ლო­ბის შე­დე­გად ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. რაც შე­ე­ხე­ბა ონკო-გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას და მომ­სა­ხუ­რე­ბის სპექტრს, ჩვენ­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი ჩა­რე­ვა ტარ­დე­ბა, მათ შო­რის რა­დი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი, ქი­მი­ო­თე­რა­პია...“ - და­ა­მა­ტა არ­ჩილ შა­რა­შე­ნი­ძემ.

გახ­სოვ­დეთ, ონკო-გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­უ­კე­თე­სო პრე­ვენ­ცია სკრი­ნინ­გია. მეტი ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებს მას, ვი­საც გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცხოვ­რე­ბის ჯან­მრთე­ლი წესი და ჯან­სა­ღი კვე­ბა.

ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით „ნიუ ჰოს­პი­ტალსს“ ნო­მერ­ზე 0322 190 190

იხი­ლეთ ექი­მის ბი­ოგ­რა­ფია

თეიმურაზი
0

წარმატებები არჩილს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მსოფლიოს წამყვანი ონკო-გინეკოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსის“ პაციენტების მკურნალობის დაგეგმვაში ჩაერთვებიან

მსოფლიოს წამყვანი ონკო-გინეკოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსის“ პაციენტების მკურნალობის დაგეგმვაში ჩაერთვებიან

“ნიუ ჰოსპიტალსი” ონკო-გინეკოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებისა (IGSC) დატეხასის ონკოლოგიის ცენტრის (MD Anderson) ერთობლივი ECHO პროექტის მონაწილე გახდა, რაც მსოფლიოს წამყვანი ონკოლოგების მიერ “ნიუ ჰოსპიტალსის” ონკო-გინეკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის დაგეგმვის პროცესში ჩართვასა და რეკომენდაციების გაცემას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში შედგენილია ონკოლოგთა საერთაშორისო კონსილიუმი, რომელიც დაკომპლექტებულია მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების ექიმებითა და მკვლევარებით. კონსილიუმის მიერ სისტემატიურად იმართება სპეციალური ონლაინ სესიები, სადაც ხდება თითოეული პაციენტის მდგომარეობის განხილვა და გაიცემა რეკომენდაციები მკურნალობის საუკეთესო მეთოდებისა და მიდგომების შესახებ. ონკო-გინეკოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებისა (IGSC)და ტეხასის ონკოლოგიის ცენტრის (MD Anderson) ერთობლივი პროექტი ECHO, 2017 წლიდან საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და მედიცინის უახლესი მიგნებების სამკურნალო პროცედურებში დანერგვას ემსახურება. სწორედ ამ პროექტში ჩაერთვება საქართველოც და ქართველ ექიმებს საკუთარი პაციენტების მდგომარეობის საერთაშორისო კონსილიუმთან განხილვისა და რეკომენდაციების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

პროექტში საქართველოს მხრიდან „ნიუ ჰოსპიტალსია“ ჩართული, თუმცა როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-გინეკოლოგი არჩილ შარაშენიძე განმარტავს, მასში ჩართვა სხვა კლინიკების ექიმებსაც შეუძლიათ.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში,პაციენტებისთვის, რომელთა შემთხვევაც არ არის ტიპიური და მართვა გაიდლაინში არ წერია, იკრიბება კონსილიუმი და იმართება მსჯელობა, მისი დაავადების მართვის ოპტიმალურ გზებზე. რაც მთავარია, ეს ყველაფერი უფასოდ კეთდება. ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში მიღებულია, რომ ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობა არა ერთმა ექიმმა, არამედ - კონსილიუმმა უნდა დაგეგმოს. ზუსტად ამ პრაქტიკის საქართველოში დანერგვას უწყობს ხელს ჩვენი ახალი პროექტი. კონსილიუმსხელმძღვანელობენ ის ექიმები, რომლებიც მონაწილეობენ გაიდლაინების და პროტოკოლების შექმნაში. ამ კონსილიუმის თითოეული მონიტორი, აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო კვლევებში და პრაქტიკულ მუშაობაში. სწორედ ამიტომ საქართველოსთვის ჩვენი ახალი თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია,“ - განმარტავს არჩილ შარაშენიძე.

მისივე განმარტებით, ქართველ ექიმებს უწყვეტი განვითარებისა და ზრდის საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევათ, რადგან პროექტს საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს და პაციენტების შემთხვევების განხილვების შემდეგ, მასში ჩართული ექიმებისთვის ტარდებალექცია, რომელზეც სფეროს წამყვანი სპეციალისტები საუბრობენ ახალი კვლევების და მიღწევების შესახებ.

„ამჟამად ვცდილობთ, მაქსიმალურად ბევრი ქართველი ექიმი ჩავრთოთ პროექტში - ნებისმიერ ექიმს, რომელსაც ექნება რთული შემთხვევა, შეუძლია დაგვიკავშირდეს და მიიღოს რეკომენდაციები მსოფლიოს საუკეთესოექიმებისგან. პაციენტებს კი აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ ძვირადღირებული სამედიცინო სერვისების მისაღებად წასვლა, რადგან ის საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი. დღეს ხშირია შემთხვევები, როდესაც ონკოლოგიური მკურნალობის ან სამედიცინო რეკომენდაციის მისაღებად, პაციენტები უცხოეთის კლინიკებს მიმართავენ. რეალურად კი უცხოელიექიმებიც მათთან გადიან კონსულტაციას, ვისგანაც ამიერიდან ჩვენ მივიღებთ რჩევებს,“ - დაამატა არჩილ შარაშენიძემ.

ზოგადად, საქართველოში ონკო-გინეკოლოგიური დაავადებებიდან, ყველაზე გავრცელებული საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც დაკავშირებულია პაპილომა ვირუსთან. თუმცა როგორც არჩილ შარაშენიძე განმარტავს, ყველაზე ვერაგი საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნეა.

„საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში არსებობს ვაქცინა, რომლის ჩატარების შემდეგაც რისკი მცირდება. ვაქცინა კი რეპროდუქციის ასაკში მყოფმა ქალებმა აუცილებლად უნდა გაიკეთონ. საქართველოში ამ მიმართულებით ძალიან კარგად მუშაობს სკრინინგ პროგრამაც, რომელიც დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას უწყობს ხელს. საწყის ეტაპზე დაწყებული მკურნალობა და ჩატარებული ქირურგიული ჩარევა კი გამოჯანმრთელების დიდ შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება საკვერცხეების სიმსივნეს, ის უმეტესად ფარულად მიმდინარეობს და მისი გამოვლენა უფრო ხშირად მესამე სტადიაში ხდება, რაც სიცოცხლის გახანგრძლივებას საკმაოდ ართულებს. შემთხვევების მხოლოდ 30-35%-ში ხდება შესაძლებელი სიცოცხლის 5 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივება. გვიან გამოვლენილი შემთხვევების დროს ძალიან რთული და ძვირადღირებულია მკურნალობა. ხშირად რადიკალური ჩარევაც აუცილებელი ხდება. პაციენტს სულ უწევს დაკვირვების ქვეშ ყოფნა.საშვილოსნოს ტანისა და ყელის სიმსივნის შემთხვევაში, პაციენტების გამოჯანმრთელებისა და სიცოცხლის 5 წლიანი ხანგრძლივობის მიღწევა უფრო ხშირია,“ - განმარტავს ონკოქირურგი.

ონკოქირურგიული დაავადებების პრევენციისთვის ევროპის ქვეყნებში გენეტიკური განწყობის მქონე მოსახლეობის კონტროლი ხდება BRCA1 და BRCA2 გენზე. ეს ნიშნავს, რომ ქალებს, ვის პირველი ან მეორე თაობის წინაპარსაც ჰქონდა საკვერცხის ან ძუძუს სიმსივნე, უკეთდებათ ანალიზი და ადგენენ გენის მუტაციას. შედეგად ხდება დადგენა 40 წელს ზევით ასაკში დაემართებათ თუ არა სიმსივნე და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში პრევენციულად ხდება დანამატების (საკვერცხის და ფალოპის მილის) ამოკვეთა.

„გენის მუტაციის დადგენა საქართველოშიც შესაძლებელია, პაციენტებმა უნდა მიმართონ კლინიკებს. პაციენტებს, რომელთაც საკვერცხეების სიმსივნის განვითარების რისკი აღმოაჩნდებათ, შეუძლიათ ორსულობა 40 წლამდე დაგეგმონ, ხოლო 40 წლის ასაკიდან მოხდება საკვერცხისა და საშვილოსნოს მილის ამოღება. პირდაპირ რომ ვთქვათ, დაავადებას და მის სავალალო შედეგს ვასწრებთ. რაც შეეხება საშვილსონოს ყელის სიმსივნეს, ამ მიმართულებით დიდი გადატრიალება მოახდინა PAP-ტესტმა. ის სკრინინგის დონეზე კეთდება საქართველოში და მონიტორინგის კუთხით, ძალიან კარგი შედეგი გვაქვს. სასურველია, რომ ქალებმა PAP-ტესტი წელიწადში ორჯერ გაიკეთონ. ზოგადად, სკრინინგი და პროფილაქტიკა არის პირველი რგოლი.“ - აცხადებს შარაშენიძე.

როგორც ონკოქირურგი განმარტავს, საშვილოსნოს ონკოლოგიური დაავადებების დროს მთავარი სიმპტომი მენოპაუზის დროს სისხლდენებია. ამ პრობლემის აღმოჩენისთანავე აუცილებელია სპეციალისტთან მიმართვა. „ნიუ ჰოსპიტალსში“ სრული და მაღალკვალიფიციური ონკოქირურგიული მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ყველა მიმართულებით და მათ შორის ონკო-გინეკოლოგიაშიც ევროპული გაიდლაინებითა და პროტოკოლებით ვხელმძღვანელობთ. თითოეული ექიმი განათლებული და ევროპულად მოაზროვნეა. ხშირად ტარდება კონსილიუმები და მსჯელობის შედეგად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება ონკო-გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობას და მომსახურების სპექტრს, ჩვენთან ყველანაირი ჩარევა ტარდება, მათ შორის რადიკალური ოპერაციები, ქიმიოთერაპია...“ - დაამატა არჩილ შარაშენიძემ.

გახსოვდეთ, ონკო-გინეკოლოგიური დაავადებების საუკეთესო პრევენცია სკრინინგია. მეტი ყურადღება მართებს მას, ვისაც გენეტიკური განწყობა აღენიშნება. მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანმრთელი წესი და ჯანსაღი კვება.

ექიმთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით „ნიუ ჰოსპიტალსს“ ნომერზე 0322 190 190

იხილეთ ექიმის ბიოგრაფია

სამ რაან სპა-ცენტრმა 5 წლის იუბილე აღნიშნა - რა სასიხარულო სიახლე გააჟღერა სამ რაან სპამ იუბილეზე

„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ მომხმარებელს ახალი Toyota C-HR-ი წარუდგინა

10 რჩევა, როგორ გავხდეთ მილიონერი