საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„აღმოაჩინე აჭარის მთები“- სოფლის ტურიზმის ახალი რგოლი
„აღმოაჩინე აჭარის მთები“- სოფლის ტურიზმის ახალი რგოლი

„აღ­მო­ა­ჩი­ნე აჭა­რის მთე­ბი“- ასე ჰქვია ახალ სა­ი­მი­ჯო ვი­დე­ორ­გოლს, რო­მე­ლიც აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა სოფ­ლის ტუ­რიზ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით გა­და­ი­ღო. ვი­დე­ორ­გოლ­ში წარ­მო­ჩე­ნი­ლია აჭა­რის მთე­ბი, ბუ­ნე­ბა, ტრა­დი­ცი­ე­ბი, სოფ­ლის ყოფა, ფოლკ­ლო­რი და სტუ­მარ­თმას­პინ­ძლო­ბა, რო­მე­ლიც წლის ნე­ბის­მი­ერ დროს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი შე­მოდ­გო­მა­ზეა ტუ­რის­ტე­ბის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი. სოფ­ლის ტუ­რიზ­მის სა­ი­მი­ჯო ვი­დე­ორ­გო­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის დაკ­ვე­თით ფონ­დი „პა­რა­ლე­ლი“-ს გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა მო­ამ­ზა­და.

„ბოლო წლებ­ში, აჭა­რა აქ­ტი­უ­რად პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს, რო­გორც ოთხი სე­ზო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ვი­დე­ორ­გო­ლით შე­ვე­ცა­დეთ გად­მოგ­ვე­ცა ის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც მთი­ა­ნა­ჭა­რას სოფ­ლის ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აჩ­ნია. ესაა ის ტრა­დი­ცი­ე­ბი, ფოლკ­ლო­რი, კუ­ლი­ნა­რია, ღვი­ნის კულ­ტუ­რა და ნა­ქე­ბი სტუ­მარ­თმა­პისნძლო­ბა. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ის ულა­მა­ზე­სი ფე­რე­ბიც, რაც წე­ლი­წა­დის ამ დროს მთი­ან აჭა­რა­ში შეგ­ხვდე­ბათ. ვი­დე­ორ­გო­ლით კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას იმოგ­ზა­უ­რონ მთა­ში, იმოგ­ზა­უ­რონ მთი­ან აჭა­რა­ში,“ აცხა­დებს აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე თა­მარ კა­ი­კა­ციშ­ვი­ლი.

ეს რი­გით მე­ცხრე სა­ი­მი­ჯო ვი­დე­ორ­გო­ლია, რო­მე­ლიც აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით 2017 წლი­დან დღემ­დე მო­ამ­ზა­და. ამას ემა­ტე­ბა შიდა ტუ­რიზ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის სე­რი­აც, სა­დაც ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი მა­ყუ­რე­ბელს აჭა­რა­ში დას­ვე­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და. სა­ი­მი­ჯო ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­მიზ­ნე ქვეყ­ნებ­ში რე­გი­ო­ნის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდი­სა და ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით, რო­გორც სა­ტე­ლე­ვი­ზიო, ისე ონ­ლა­ინ და გარე რეკ­ლა­მის წარ­მო­ე­ბი­სას.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

„აღმოაჩინე აჭარის მთები“- სოფლის ტურიზმის ახალი რგოლი

„აღმოაჩინე აჭარის მთები“- სოფლის ტურიზმის ახალი რგოლი

„აღმოაჩინე აჭარის მთები“- ასე ჰქვია ახალ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო. ვიდეორგოლში წარმოჩენილია აჭარის მთები, ბუნება, ტრადიციები, სოფლის ყოფა, ფოლკლორი და სტუმართმასპინძლობა, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი შემოდგომაზეა ტურისტებისთვის მიმზიდველი. სოფლის ტურიზმის საიმიჯო ვიდეორგოლი დეპარტამენტის დაკვეთით ფონდი „პარალელი“-ს გადამღებმა ჯგუფმა მოამზადა.

„ბოლო წლებში, აჭარა აქტიურად პოზიციონირებს, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულება. შესაბამისად, ამ ვიდეორგოლით შევეცადეთ გადმოგვეცა ის ტურისტული პროდუქტები და შესაძლებლობები, რაც მთიანაჭარას სოფლის ტურიზმის მიმართულებით გააჩნია. ესაა ის ტრადიციები, ფოლკლორი, კულინარია, ღვინის კულტურა და ნაქები სტუმართმაპისნძლობა. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ულამაზესი ფერებიც, რაც წელიწადის ამ დროს მთიან აჭარაში შეგხვდებათ. ვიდეორგოლით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას იმოგზაურონ მთაში, იმოგზაურონ მთიან აჭარაში,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.

ეს რიგით მეცხრე საიმიჯო ვიდეორგოლია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციის მიზნით 2017 წლიდან დღემდე მოამზადა. ამას ემატება შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, სარეკლამო კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლების სერიაც, სადაც ცნობილი ქართველები მაყურებელს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებდა. საიმიჯო ვიდეორგოლები აქტიურად გამოიყენება სამიზნე ქვეყნებში რეგიონის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით, როგორც სატელევიზიო, ისე ონლაინ და გარე რეკლამის წარმოებისას.

ამბროლაურის მერმა ტოტალიზატორის გათამაშებაში "პორშე" მოიგო, მის საქციელს  პარლამენტში "სამარცხვინო" უწოდეს

რა დახმარებას სთავაზობს საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტებს სახელმწიფო

პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარამდე იზრდება - რა იცვლება თბილისელი მძღოლებისთვის