მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული ათასობით ტერორისტი განაჩენის მოლოდინშია - უმძიმესი ფოტოები ციხიდან
შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული ათასობით ტერორისტი განაჩენის მოლოდინშია - უმძიმესი ფოტოები ციხიდან

ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ა­ში, ცი­ხე­ებ­ში ქურთ სამ­ხედ­რო­ებს „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ათა­სო­ბით წევ­რი ჰყავთ და­კა­ვე­ბუ­ლი. „ფრანს პრე­სის“ ფო­ტოგ­რა­ფებ­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში შეს­ვლა და სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა შეძ­ლეს.

რო­დე­საც თურ­ქეთ­მა ქურ­თე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა წა­მო­ი­წყო, ცი­ხე­ებ­ში ქა­ო­სი შე­იქ­მნა. ქურ­თუ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მა­შინ გა­ნა­ცხა­დეს, რომ რამ­დე­ნი­მე ტე­რო­რის­ტმა გაქ­ცე­ვა შეძ­ლო, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, სი­ტუ­ა­ცი­ის კონ­ტრო­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და.

ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რომ უნი­ფორ­მებ­ში ჩაც­მუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ცი­ხე­ე­ბის ია­ტაკ­ზე წვა­ნან - თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ არის. ჯი­ჰა­დის­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, თუმ­ცა მათ სამ­შობ­ლო­ებს მათი უკან მი­ღე­ბა არ სურთ.

5000 ათას პა­ტი­მარს შო­რის სი­რი­ე­ლე­ბი, ერა­ყე­ლე­ბი, ბრი­ტა­ნე­ლე­ბი, ფრან­გე­ბი და გერ­მა­ნე­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი ხუთი წლის წინ „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­მი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის დროს ჩა­ვიდ­ნენ სი­რი­ა­ში.

დაჯ­გუ­ფე­ბას ბრა­ლად ედე­ბა უამ­რა­ვი მკვლე­ლო­ბა, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის ტყვედ აყ­ვა­ნა, მათი სიკ­ვდი­ლით დას­ჯა.

22 წლის ბრი­ტა­ნე­ლი ასილ მა­ტა­ნი ამ­ბობს, რომ სამ­შობ­ლო­ში სურს დაბ­რუ­ნე­ბა. უელ­სი მან 17 წლის ასაკ­ში და­ტო­ვა და ჩრდი­ლო­ეთ ერაყ­ში, მო­სულ­ში ძმას შე­უ­ერ­თდა.

რო­დე­საც მისი ძმა მოკ­ლეს, ის სი­რი­ა­ში, რა­ქა­ში გა­და­ვი­და.

„ბრი­ტა­ნეთ­ში მინ­და დაბ­რუ­ნე­ბა,“ - ამ­ბობს მა­ტა­ნი და აღ­ნიშ­ნავს, რომ ნა­ნობს 2014 წელს მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გამ­ხდა­რი­ყო ალ-ბაღ­და­დის მიერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ­მი­ის წევ­რი.

ცი­ხე­ში მყო­ფი პა­ტიმ­რე­ბის თით­ქმის მე­სა­მე­დი ავად არის და მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა, მათ შო­რის ბევ­რი C ჰე­პა­ტი­ტი­თა და შიდსით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი.

ცი­ხე­ში ბევ­რი პა­ტი­მა­რი არას­რულ­წლო­ვა­ნია, უკვე თვე­ზე მე­ტია არ­ცერთ მათ­განს მზე არ და­უ­ნა­ხავს.

ტე­რო­რის­ტე­ბი რუხ სა­ფენ­ზე წვა­ნან, რო­მე­ლიც ცივ ია­ტაკ­ზეა და­ფე­ნი­ლი. მათ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვთ, რა ხდე­ბა გა­რეთ. ტე­რო­რის­ტებ­მა არც „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ლი­დე­რის, აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დის ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ იცი­ან.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქონდარა
0
აბა რა კურორტრზე უნდა გაეშვათ ტერორისტები
abc
0
როგორც სჩანს აქ სხვა კანონზომიერებაა და ამათ გალიებში ბულბულები არ ზიან!!_ დდდდდდდ
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული ათასობით ტერორისტი განაჩენის მოლოდინშია - უმძიმესი ფოტოები ციხიდან

შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული ათასობით ტერორისტი განაჩენის მოლოდინშია - უმძიმესი ფოტოები ციხიდან

ჩრდილოეთ სირიაში, ციხეებში ქურთ სამხედროებს „ისლამური სახელმწიფოს“ ათასობით წევრი ჰყავთ დაკავებული. „ფრანს პრესის“ ფოტოგრაფებმა დაწესებულებებში შესვლა და სურათების გადაღება შეძლეს.

როდესაც თურქეთმა ქურთების წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო, ციხეებში ქაოსი შეიქმნა. ქურთული ძალების წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, რომ რამდენიმე ტერორისტმა გაქცევა შეძლო, თუმცა საბოლოოდ, სიტუაციის კონტროლი შესაძლებელი გახდა.

ფოტოებზე ჩანს, რომ უნიფორმებში ჩაცმული მამაკაცები ციხეების იატაკზე წვანან - თავისუფალი ადგილი, ფაქტობრივად, აღარ არის. ჯიჰადისტები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, თუმცა მათ სამშობლოებს მათი უკან მიღება არ სურთ.

5000 ათას პატიმარს შორის სირიელები, ერაყელები, ბრიტანელები, ფრანგები და გერმანელები არიან. ისინი ხუთი წლის წინ „ისლამური სახელმწიფოს“ საერთაშორისო არმიის ჩამოყალიბების დროს ჩავიდნენ სირიაში.

დაჯგუფებას ბრალად ედება უამრავი მკვლელობა, გაუპატიურება, ადამიანების ტყვედ აყვანა, მათი სიკვდილით დასჯა.

22 წლის ბრიტანელი ასილ მატანი ამბობს, რომ სამშობლოში სურს დაბრუნება. უელსი მან 17 წლის ასაკში დატოვა და ჩრდილოეთ ერაყში, მოსულში ძმას შეუერთდა.

როდესაც მისი ძმა მოკლეს, ის სირიაში, რაქაში გადავიდა.

„ბრიტანეთში მინდა დაბრუნება,“ - ამბობს მატანი და აღნიშნავს, რომ ნანობს 2014 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, გამხდარიყო ალ-ბაღდადის მიერ ჩამოყალიბებული არმიის წევრი.

ციხეში მყოფი პატიმრების თითქმის მესამედი ავად არის და მკურნალობა სჭირდება, მათ შორის ბევრი C ჰეპატიტითა და შიდსით არის დაავადებული.

ციხეში ბევრი პატიმარი არასრულწლოვანია, უკვე თვეზე მეტია არცერთ მათგანს მზე არ დაუნახავს.

ტერორისტები რუხ საფენზე წვანან, რომელიც ცივ იატაკზეა დაფენილი. მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება გარეთ. ტერორისტებმა არც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ იციან.

რას ამბობს გრიგორი კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე?

ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში - მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა

"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“