მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერების უნიკალური დასკვნა მუსიკის დადებით გავლენაზე - "კლასიკის მოსმენა ჯანმრთელობას და მეხსიერებას აუმჯობესებს"
მეცნიერების უნიკალური დასკვნა მუსიკის დადებით გავლენაზე - "კლასიკის მოსმენა ჯანმრთელობას და მეხსიერებას აუმჯობესებს"

მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ საყ­ვა­რე­ლი მუ­სი­კის მოს­მე­ნა სის­ხლძარ­ღვე­ბი­სა და გუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ახალ ორ­ლე­ან­ში ამე­რი­კის კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი ასო­ცი­ა­ცი­ის შეხ­ვედ­რა­ზე წა­რად­გი­ნეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ და­დე­ბით ემო­ცი­ებს, რო­მელ­საც საყ­ვა­რე­ლი ან უბ­რა­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კის მოს­მე­ნის შე­დე­გად იღებთ, სის­ხლძარ­ღვებ­ზე გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ეფექ­ტი აქვს.

10 ადა­მი­ან­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა ოთხ ეტა­პად და­ი­ყო. თავ­და­პირ­ვე­ლად მათ მო­ას­მე­ნი­ნეს მუ­სი­კა, რო­მელ­მაც, მათი თქმით, მხი­ა­რუ­ლი ემო­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია. მე­ო­რე ეტაპ­ზე ის­მენ­დნენ მუ­სი­კას, რო­მელ­მაც მათ­ში ში­შის გრძნო­ბა აღ­ძრა. მე­სა­მე ეტაპ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს მო­ას­მე­ნი­ნეს მუ­სი­კა რე­ლაქ­სა­ცი­ის­თვის, ხოლო მე­ო­თხე ეტაპ­ზე მათ კო­მე­დი­უ­რი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი აჩ­ვე­ნეს.

ექ­სპე­რი­მენ­ტის ყო­ვე­ლი ეტა­პის და­წყე­ბის წინ, სწავ­ლობ­დნენ სის­ხლ-ძარ­ღვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას და რე­აქ­ცი­ას სის­ხლის ნა­კა­დის მკვეთ­რი ზრდი­სას. მეც­ნი­ე­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ, თუ რო­გორ რე­ა­გი­რე­ბენ ემო­ცი­ებ­ზე ძარ­ღვე­ბის შიდა ზე­და­პი­რუ­ლი შრის უჯრე­დე­ბი - ენ­დო­თე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა­სა და სის­ხლის შე­დე­დე­ბას არე­გუ­ლი­რე­ბენ. სწო­რედ მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბის რის­კის გან­ვი­თა­რე­ბა.

შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ექ­სპე­რი­მენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს, რო­მელ­თაც მხი­ა­რუ­ლი მუ­სი­კა მო­ის­მი­ნეს, სის­ხლძარ­ღვე­ბი 26%-ით გა­უ­ფარ­თოვ­დათ, სა­ში­ში მუ­სი­კის შემ­თხვე­ვა­ში - მხო­ლოდ 6%-ით, მათ, ვინც კო­მე­დი­ურ ვი­დე­ორ­გოლს უყუ­რა 19%-ით, ხოლო მათ, ვინც უს­მენ­და მუ­სი­კას რე­ლაქ­სა­ცი­ის­თვის - 11%-ით.

კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მუ­სი­კა­ზე სის­ხლძარ­ღვე­ბის რე­აქ­ცია შე­საძ­ლოა სი­ხა­რუ­ლის ჰორ­მო­ნით - ენ­დორ­ფი­ნე­ბით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სა­სი­ა­მოვ­ნო მე­ლო­დი­ე­ბის მოს­მე­ნა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნებ­ზე არ ზე­მოქ­მე­დებს და­დე­ბი­თად - სხვა­დას­ხვა მეც­ნი­ე­რულ­მა კვლე­ვამ მუ­სი­კის მი­მართ ცხო­ვე­ლე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა.

ფერ­მე­რე­ბის­თვის აქამ­დეც ცნო­ბი­ლი იყო, რომ სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კის ფონ­ზე ძრო­ხე­ბი გა­ცი­ლე­ბით მეტ რძეს იწ­ვე­ლე­ბი­ან. თუმ­ცა, 2001 წლის კვლე­ვით აღ­მოჩ­ნდა, რომ მათ მუ­სი­კა არა მხო­ლოდ აღაგ­ზნებთ, არა­მედ - სხვა­დას­ხვა მე­ლო­დი­ას არ­ჩე­ვენ კი­დეც.

ლა­ი­ცეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ძრო­ხებს სხვა­დას­ხვა მარ­ტი­ვად მო­სას­მე­ნი მე­ლო­დია ჩა­ურ­თეს, რა­მაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მოწ­ვე­ლი­ლი რძის 3%-ით გაზ­რდა გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა, რო­გორც კი მუ­სი­კის მე­ლო­დია აჩ­ქარ­და, ეს ბე­ნე­ფი­ტი გაქ­რა.

ჟურ­ნალ Frontiers in Neurology-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბით დად­გინ­და, რომ თაგ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც კლა­სი­კურ მუ­სი­კას ას­მე­ნი­ნებ­დნენ, ტკი­ვი­ლი­სა და ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის­გან ბევ­რად ნაკ­ლე­ბად იტან­ჯე­ბოდ­ნენ, ვიდ­რე თაგ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც მუ­სი­კას არ ას­მე­ნი­ნებ­დნენ.

იუ­ტას უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თა­თე­ბის მქო­ნე თაგ­ვებს მო­ცარ­ტის სამ სამ­სა­ა­თი­ან კომ­პო­ზი­ცი­ას ას­მე­ნი­ნებ­დნენ. 21-დღი­ა­ნი ექ­სპე­რი­მენ­ტის შემ­დეგ თაგ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­სი­კას უს­მენ­დნენ, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თა­თე­ბით წნე­ვა­სა და მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას 77 პრო­ცენ­ტით უფრო დიდ­ხანს უძ­ლებ­დნენ, ვიდ­რე ისი­ნი, რომ­ლე­ბიც მუ­სი­კას არ უს­მენ­დნენ.

მეც­ნი­ე­რებ­მა ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მუ­სი­კა გარ­კვე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აუმ­ჯო­ბე­სებ­და. მა­გა­ლი­თად, შე­სი­ე­ბის და­სა­ცხრო­ბად, მო­ცარ­ტი­თა და იბუპრო­ფე­ნით მკურ­ნა­ლო­ბი­სას, მხო­ლოდ იბუპრო­ფე­ნით მკურ­ნა­ლო­ბას­თან შე­და­რე­ბით, მეც­ნი­ე­რებ­მა 93 პრო­ცენ­ტით უფრო ეფექ­ტუ­რი შე­დე­გი მი­ი­ღეს. კა­ნა­ბი­დი­ო­ლი კი მუ­სი­კას­თან ერ­თად 21 პრო­ცენ­ტით უფრო ეფექ­ტუ­რი იყო.

კვლე­ვის ავ­ტო­რი ზე­გორზ ბუ­ლაი აცხა­დებს, რომ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თვის ტოქ­სი­უ­რია, მუ­სი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით კი შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტის დოზა შემ­ცირ­დეს, რაც ორ­გა­ნიზ­მზე და­დე­ბით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს.

მეც­ნი­ე­რე­ბი ახლა იმის დად­გე­ნას ცდი­ლო­ბენ, ზუს­ტად რა ტი­პის ელექტრულ აქ­ტი­ვო­ბას წარ­მოქ­მნის მუ­სი­კა ტვინ­ში, რაც ტკი­ვი­ლის შემ­ცი­რე­ბას იწ­ვევს.

ავ­ტო­რე­ბი ასე­ვე აცხა­დე­ბენ, რომ ამ მიზ­ნი­სათ­ვის ყვე­ლა ტი­პის მუ­სი­კა გა­მო­სა­დე­გი არ არის. მო­ცარ­ტის მუ­სი­კა ექ­სპე­რი­მენ­ტი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ირ­ჩა, რად­გან წი­ნა­მორ­ბე­დი კვლე­ვა მი­უ­თი­თებ­და, რომ მისი მუ­სი­კის გან­მე­ო­რე­ბად სტრუქ­ტუ­რას ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა ჰქონ­და.

არ­სე­ბობს თე­ო­რია იმის შე­სა­ხებ, რომ კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა ადა­მი­ანს სწავ­ლა­ში ეხ­მა­რე­ბა და მეხ­სი­ე­რე­ბა­საც აუმ­ჯო­ბე­სებს.

ბულ­გა­რე­ლი ფსი­ქი­ატ­რი გი­ორ­გი ლო­ზა­ნო­ვი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­და მუ­სი­კის ზე­მოქ­მე­დე­ბას სწავ­ლა­სა და მეხ­სი­ე­რე­ბა­ზე. სწო­რედ იგი იყო პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც და­ად­გი­ნა, თუ რო­მე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ჟან­რი იყო სა­უ­კე­თე­სო მე­ცა­დი­ნე­ო­ბის­თვის. ეს სწო­რედ კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა აღ­მოჩ­ნდა. მეც­ნი­ე­რის მტკი­ცე­ბით, სწავ­ლის პრო­ცე­სი სამ ეტა­პად იყო­ფა და თი­თო­ე­უ­ლის­თვის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი.

ე.წ რე­ლაქ­სა­ცი­ის, ანუ გან­ტვირ­თვის სტა­დია, რო­მე­ლიც სწავ­ლის და­წყე­ბამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ ეტაპ­ზე ლო­ზა­ნო­ვის აზ­რით, 3-5 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მტვირ­თვე­ლი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოს­მე­ნა გაზ­რდის მე­ცა­დი­ნე­ო­ბი­სას ინ­ფორ­მა­ცი­ის ათ­ვი­სე­ბის ხა­რისხს. მა­გა­ლი­თის­თვის შე­გიძ­ლი­ათ მო­უს­მი­ნოთ Claude Debussy’s Deux Arabesques-ს. ამას მოს­დევს აქ­ტი­უ­რი სწავ­ლის ეტა­პი, რომ­ლის დრო­საც ხდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლის ათ­ვი­სე­ბა, ამ დრო­ის მო­ნაკ­ვეთ­ში რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის უფრო ექ­სპრე­სი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. მა­გალ­თად: Tchaikovsky’s Concerto No. 1 in B flat minor for Piano and Orchestra.მე­სა­მე ფაზა არის მეხ­სი­ე­რე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ის ფაზა, რო­დე­საც თქვენ აჯა­მებთ მი­ღე­ბულ ცოდ­ნას, ინ­ფორ­მა­ცი­ის ხან­გრძლი­ვი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის კი ლო­ზა­ნო­ვი გვირ­ჩევვს პა­სი­ურ, მე­ლო­დი­ურ კონ­ცერტს. მა­გა­ლი­თად: Corelli’s Concerti Grossi, Op. 6, No. 2

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პატრიოტი 2
0
ვეთანხმები მუსიკის გამაჯანსაღებელ ეფექტზე ყველას. უბრალოდ მინდა უცხოელმა ექსპერიმენტატორებმა ქართული კომედიური ფილმი "უდიპლომო სასიძო" ნახონ. მაგრად იხალისებენ!
!
0
თქვე უღმერთოებო მუსიკა მაინც ჩაგვირთეთ, იქნება შიმშილის გრძნობამ და გაჭირვებამ ნაკლებად შეგვაწუხოს
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მეცნიერების უნიკალური დასკვნა მუსიკის დადებით გავლენაზე - "კლასიკის მოსმენა ჯანმრთელობას და მეხსიერებას აუმჯობესებს"

მეცნიერების უნიკალური დასკვნა მუსიკის დადებით გავლენაზე - "კლასიკის მოსმენა ჯანმრთელობას და მეხსიერებას აუმჯობესებს"

მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საყვარელი მუსიკის მოსმენა სისხლძარღვებისა და გულის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

კვლევის შედეგები ახალ ორლეანში ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის შეხვედრაზე წარადგინეს. აღმოჩნდა, რომ დადებით ემოციებს, რომელსაც საყვარელი ან უბრალოდ სასიამოვნო მუსიკის მოსმენის შედეგად იღებთ, სისხლძარღვებზე გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს.

10 ადამიანზე ჩატარებული კვლევა ოთხ ეტაპად დაიყო. თავდაპირველად მათ მოასმენინეს მუსიკა, რომელმაც, მათი თქმით, მხიარული ემოციები გამოიწვია. მეორე ეტაპზე ისმენდნენ მუსიკას, რომელმაც მათში შიშის გრძნობა აღძრა. მესამე ეტაპზე ექსპერიმენტის მონაწილეებს მოასმენინეს მუსიკა რელაქსაციისთვის, ხოლო მეოთხე ეტაპზე მათ კომედიური ვიდეორგოლები აჩვენეს.

ექსპერიმენტის ყოველი ეტაპის დაწყების წინ, სწავლობდნენ სისხლ-ძარღვების მდგომარეობას და რეაქციას სისხლის ნაკადის მკვეთრი ზრდისას. მეცნიერები განსაკუთრებით დაინტერესდნენ, თუ როგორ რეაგირებენ ემოციებზე ძარღვების შიდა ზედაპირული შრის უჯრედები - ენდოთელები, რომლებიც სისხლის მიმოქცევასა და სისხლის შედედებას არეგულირებენ. სწორედ მათზეა დამოკიდებული გულსისხლძარღვთა დაავადების რისკის განვითარება.

შედეგებმა აჩვენა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეებს, რომელთაც მხიარული მუსიკა მოისმინეს, სისხლძარღვები 26%-ით გაუფართოვდათ, საშიში მუსიკის შემთხვევაში - მხოლოდ 6%-ით, მათ, ვინც კომედიურ ვიდეორგოლს უყურა 19%-ით, ხოლო მათ, ვინც უსმენდა მუსიკას რელაქსაციისთვის - 11%-ით.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მუსიკაზე სისხლძარღვების რეაქცია შესაძლოა სიხარულის ჰორმონით - ენდორფინებით იყოს გამოწვეული.

როგორც აღმოჩნდა, სასიამოვნო მელოდიების მოსმენა მხოლოდ ადამიანებზე არ ზემოქმედებს დადებითად - სხვადასხვა მეცნიერულმა კვლევამ მუსიკის მიმართ ცხოველების საინტერესო დამოკიდებულება გამოავლინა.

ფერმერებისთვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ სასიამოვნო მუსიკის ფონზე ძროხები გაცილებით მეტ რძეს იწველებიან. თუმცა, 2001 წლის კვლევით აღმოჩნდა, რომ მათ მუსიკა არა მხოლოდ აღაგზნებთ, არამედ - სხვადასხვა მელოდიას არჩევენ კიდეც.

ლაიცესტერის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ძროხებს სხვადასხვა მარტივად მოსასმენი მელოდია ჩაურთეს, რამაც, საბოლოო ჯამში, მოწველილი რძის 3%-ით გაზრდა გამოიწვია. თუმცა, როგორც კი მუსიკის მელოდია აჩქარდა, ეს ბენეფიტი გაქრა.

ჟურნალ Frontiers in Neurology-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ თაგვები, რომლებსაც კლასიკურ მუსიკას ასმენინებდნენ, ტკივილისა და ანთებითი პროცესებისგან ბევრად ნაკლებად იტანჯებოდნენ, ვიდრე თაგვები, რომლებსაც მუსიკას არ ასმენინებდნენ.

იუტას უნივერსიტეტის მეცნიერები დაზიანებული თათების მქონე თაგვებს მოცარტის სამ სამსაათიან კომპოზიციას ასმენინებდნენ. 21-დღიანი ექსპერიმენტის შემდეგ თაგვები, რომლებიც მუსიკას უსმენდნენ, დაზიანებული თათებით წნევასა და მაღალ ტემპერატურას 77 პროცენტით უფრო დიდხანს უძლებდნენ, ვიდრე ისინი, რომლებიც მუსიკას არ უსმენდნენ.

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ მუსიკა გარკვეული მედიკამენტების ეფექტურობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა. მაგალითად, შესიების დასაცხრობად, მოცარტითა და იბუპროფენით მკურნალობისას, მხოლოდ იბუპროფენით მკურნალობასთან შედარებით, მეცნიერებმა 93 პროცენტით უფრო ეფექტური შედეგი მიიღეს. კანაბიდიოლი კი მუსიკასთან ერთად 21 პროცენტით უფრო ეფექტური იყო.

კვლევის ავტორი ზეგორზ ბულაი აცხადებს, რომ ტკივილგამაყუჩებლების დიდი ნაწილი ორგანიზმისთვის ტოქსიურია, მუსიკის გამოყენებით კი შესაძლებელია გამოსაყენებელი მედიკამენტის დოზა შემცირდეს, რაც ორგანიზმზე დადებით გავლენას მოახდენს.

მეცნიერები ახლა იმის დადგენას ცდილობენ, ზუსტად რა ტიპის ელექტრულ აქტივობას წარმოქმნის მუსიკა ტვინში, რაც ტკივილის შემცირებას იწვევს.

ავტორები ასევე აცხადებენ, რომ ამ მიზნისათვის ყველა ტიპის მუსიკა გამოსადეგი არ არის. მოცარტის მუსიკა ექსპერიმენტისათვის სპეციალურად შეირჩა, რადგან წინამორბედი კვლევა მიუთითებდა, რომ მისი მუსიკის განმეორებად სტრუქტურას ნერვულ სისტემაზე დადებითი გავლენა ჰქონდა.

არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ კლასიკური მუსიკა ადამიანს სწავლაში ეხმარება და მეხსიერებასაც აუმჯობესებს.

ბულგარელი ფსიქიატრი გიორგი ლოზანოვი 30 წლის განმავლობაში სწავლობდა მუსიკის ზემოქმედებას სწავლასა და მეხსიერებაზე. სწორედ იგი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც დაადგინა, თუ რომელი მუსიკალური ჟანრი იყო საუკეთესო მეცადინეობისთვის. ეს სწორედ კლასიკური მუსიკა აღმოჩნდა. მეცნიერის მტკიცებით, სწავლის პროცესი სამ ეტაპად იყოფა და თითოეულისთვის რეკომენდირებულია კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოები.

ე.წ რელაქსაციის, ანუ განტვირთვის სტადია, რომელიც სწავლის დაწყებამდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ლოზანოვის აზრით, 3-5 წუთის განმავლობაში განმტვირთველი კლასიკური მუსიკის მოსმენა გაზრდის მეცადინეობისას ინფორმაციის ათვისების ხარისხს. მაგალითისთვის შეგიძლიათ მოუსმინოთ Claude Debussy’s Deux Arabesques-ს. ამას მოსდევს აქტიური სწავლის ეტაპი, რომლის დროსაც ხდება ინფორმაციის ძირითადი ნაწილის ათვისება, ამ დროის მონაკვეთში რეკომენდირებულია კლასიკური მუსიკის უფრო ექსპრესიული ნაწარმოებები. მაგალთად: Tchaikovsky’s Concerto No. 1 in B flat minor for Piano and Orchestra.მესამე ფაზა არის მეხსიერების კონსოლიდაციის ფაზა, როდესაც თქვენ აჯამებთ მიღებულ ცოდნას, ინფორმაციის ხანგრძლივი შენარჩუნებისთვის კი ლოზანოვი გვირჩევვს პასიურ, მელოდიურ კონცერტს. მაგალითად: Corelli’s Concerti Grossi, Op. 6, No. 2

"წლის დაგვირგვინება..." - პატრული ხელის მოსაწერად პირდაპირ სამოქმედო კვადრატიდან მივიდა (ფოტო)

მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა

“33 წლამდე ასაკის კაცები უსარგებლოები არიან“ - ჯენიფერ ლოპესი