სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა - მეუფე გრიგოლი მეუფე იაკობის განცხადებაზე
ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა - მეუფე გრიგოლი მეუფე იაკობის განცხადებაზე

ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მსგავ­სი შეხ­ვედ­რა არ ყო­ფი­ლა. მე ვერ ვი­ტყვი, მე­უ­ფე ია­კო­ბი სი­მარ­თლეს ამ­ბობს თუ ნა­ხე­ვარ სი­მარ­თლეს. ეს მან იცის და მას უნდა ჰკი­თხოთ. მას უნდა ჰკი­თხოს ალ­ბათ, სი­ნოდ­მა, - ამის შე­სა­ხებ ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტ­მა გრი­გოლ­მა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა და გან­ხილ­ვის სა­გა­ნი უნდა გახ­დეს.

„მას უნდა ჰკი­თხოს ალ­ბათ, სი­ნოდ­მა, რად­გან ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თემა და ბუ­ნებ­რი­ვია, რო­დე­საც სა­კი­თხი ეხე­ბა ასეთ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბას, რა­ზეც სა­უ­ბა­რია, ალ­ბათ, უნდა დად­გეს დღის წეს­რიგ­ში და იყოს გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. მე­უ­ფე ია­კო­ბის გან­ცხა­დე­ბას სი­ნო­დი შე­ა­ფა­სებს, თუ მი­იჩ­ნევს მსჯე­ლო­ბის ღირ­სად ამ თე­მას“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

რაკი მღდელმთა­ვარ­მა ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, ალ­ბათ, და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ყვე­ლა, ვი­საც ეს ეხე­ბა, მაგ­რამ უპირ­ვე­ლე­სად, უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს წმინ­და სი­ნო­დი, - ამის შე­სა­ხებ ფო­თი­სა და ხო­ბის მით­რო­პო­ლიტ­მა გრი­გოლ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს თუ არა პრო­კუ­რა­ტუ­რა მე­უ­ფე ია­კო­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ეკ­ლე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სხვა სივ­რცე­ში მსჯე­ლო­ბით ვერ გა­და­წყდე­ბა.

"რაკი მღდელმთა­ვარ­მა ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, ალ­ბათ, და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ყვე­ლა, ვი­საც ეს ეხე­ბა, მაგ­რამ უპირ­ვე­ლე­სად, უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს წმინ­და სი­ნო­დი. ეს არის ის ად­გი­ლი ის ერ­თო­ბა, ის შეკ­რე­ბა, ის ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც უნდა გა­და­წყდეს ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მა და გან­ხი­ლუ­ლი იყოს ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხი, რაც ეკ­ლე­სი­ის მო­წყო­ბას, მის კე­თილ­დღე­ო­ბას თუ გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის და­ყე­ნე­ბას და მათ­ზე მსჯე­ლო­ბას ეხე­ბა. სხვა­გან - არც მე­დი­ა­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სივ­რცე­ში ეს სა­კი­თხე­ბი, რაც არ უნდა ბევ­რი იყოს მათ­ზე მსჯე­ლო­ბა, არ გა­და­წყდე­ბა და ვერ გა­და­წყდე­ბა... ჩვენ ვხე­დავთ, რო­გორ იღ­ვრე­ბა არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­სივ­რცი­დან, ჭორ-მარ­თა­ლი ერ­თმა­ნეთ­შია არე­უ­ლი, რაც ძა­ლი­ან ცუდ გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ზე და გარ­კვე­ულ­წი­ლად ხელს უწყობს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­რი­ტე­ტის რყე­ვას და ზი­ანს აყე­ნებს მას“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, იყო თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა „ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ში“ ჩარ­თუ­ლი, მე­უ­ფე გრი­გოლ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ვე­რა­ფერს იტყვის.

„მე ამა­ზე ვერ გე­ტყვით, ად­რეც მქონ­და ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმუ­ლი აზრი. ძა­ლი­ან ძნე­ლია იმის თქმა, ვინ იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ჩვენ უნდა ვკი­თხოთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც პირ­და­პი­რი ან ირი­ბი შე­ხე­ბა ჰქონ­და. ვი­ცით, რომ გა­ი­მარ­თა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, მაგ­რამ მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­სა­მარ­თლომ დიდი სან­დო­ო­ბა ვერ და­იმ­სა­ხუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და და­ტო­ვა კი­თხვის ნიშ­ნე­ბი და რო­გორც ჩანს, ეს სა­კი­თხი კი­დევ დიდ­ხანს იქ­ნე­ბა დღის წეს­რიგ­ში. სა­ერ­თოდ სა­კი­თხი, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მუ­რია, უნდა დად­გეს ეკ­ლე­სი­ის დღის წეს­რიგ­ში და ის მღდელმთა­ვარ­თა მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი უნდა იყოს. . ჩვენ ვხე­დავთ, რო­გორ იღ­ვრე­ბა არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­სივ­რცი­დან, ჭორ-მარ­თა­ლი ერ­თმა­ნეთ­შია არე­უ­ლი, რაც ძა­ლი­ან ცუდ გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ზე და გარ­კვე­ულ­წი­ლად ხელს უწყობს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­რი­ტე­ტის რყე­ვას და ზი­ანს აყე­ნებს მას,“- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

ცნო­ბის­თვის, ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რია, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი სთა­ვა­ზობ­დნენ პატ­რი­არ­ქის გა­და­ყე­ნე­ბას. მე­უ­ფე ია­კო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თა სხვა მე­უ­ფე­ებ­თა­ნაც.

"პირ­ვე­ლი მე ვი­ყა­ვი მაგ შეხ­ვედ­რა­ზე, მერე იყო მე­უ­ფე თე­ო­დო­რე, მერე - მე­უ­ფე გრი­გო­ლი და მე­უ­ფე პეტ­რე. მე­უ­ფე პეტ­რეს კვი­რი­კაშ­ვი­ლი არ შეხ­ვდა, შეხ­ვდნენ გა­ხა­რია და გო­მე­ლა­უ­რი", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა - მეუფე გრიგოლი მეუფე იაკობის განცხადებაზე

ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა - მეუფე გრიგოლი მეუფე იაკობის განცხადებაზე

ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა. მე ვერ ვიტყვი, მეუფე იაკობი სიმართლეს ამბობს თუ ნახევარ სიმართლეს. ეს მან იცის და მას უნდა ჰკითხოთ. მას უნდა ჰკითხოს ალბათ, სინოდმა, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი თემაა და განხილვის საგანი უნდა გახდეს.

„მას უნდა ჰკითხოს ალბათ, სინოდმა, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ბუნებრივია, როდესაც საკითხი ეხება ასეთ დანაშაულებრივ ქმედებას, რაზეც საუბარია, ალბათ, უნდა დადგეს დღის წესრიგში და იყოს განხილვის საგანი. მეუფე იაკობის განცხადებას სინოდი შეაფასებს, თუ მიიჩნევს მსჯელობის ღირსად ამ თემას“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

რაკი მღდელმთავარმა ასეთი განცხადება გააკეთა, ალბათ, დაინტერესდება ყველა, ვისაც ეს ეხება, მაგრამ უპირველესად, უნდა დაინტერესდეს წმინდა სინოდი, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მითროპოლიტმა გრიგოლმა ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა დაინტერესდეს თუ არა პროკურატურა მეუფე იაკობის განცხადებით, პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიასთან დაკავშირებული პრობლემები სხვა სივრცეში მსჯელობით ვერ გადაწყდება.

,,რაკი მღდელმთავარმა ასეთი განცხადება გააკეთა, ალბათ, დაინტერესდება ყველა, ვისაც ეს ეხება, მაგრამ უპირველესად, უნდა დაინტერესდეს წმინდა სინოდი. ეს არის ის ადგილი ის ერთობა, ის შეკრება, ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა გადაწყდეს ნებისმიერი პრობლემა და განხილული იყოს ნებისმიერი საკითხი, რაც ეკლესიის მოწყობას, მის კეთილდღეობას თუ გარკვეული პრობლემების დაყენებას და მათზე მსჯელობას ეხება. სხვაგან - არც მედიაში, საზოგადოებრივ სივრცეში ეს საკითხები, რაც არ უნდა ბევრი იყოს მათზე მსჯელობა, არ გადაწყდება და ვერ გადაწყდება... ჩვენ ვხედავთ, როგორ იღვრება არაერთი ინფორმაცია მედიასივრციდან, ჭორ-მართალი ერთმანეთშია არეული, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და გარკვეულწილად ხელს უწყობს ეკლესიის ავტორიტეტის რყევას და ზიანს აყენებს მას“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა ხელისუფლება „ციანიდის საქმეში“ ჩართული, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ ვერაფერს იტყვის.

„მე ამაზე ვერ გეტყვით, ადრეც მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული აზრი. ძალიან ძნელია იმის თქმა, ვინ იყო დაინტერესებული. ჩვენ უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, ვისაც პირდაპირი ან ირიბი შეხება ჰქონდა. ვიცით, რომ გაიმართა სასამართლო პროცესი, მაგრამ მაინცდამაინც სასამართლომ დიდი სანდოობა ვერ დაიმსახურა საზოგადოებაში და დატოვა კითხვის ნიშნები და როგორც ჩანს, ეს საკითხი კიდევ დიდხანს იქნება დღის წესრიგში. საერთოდ საკითხი, რომელიც პრობლემურია, უნდა დადგეს ეკლესიის დღის წესრიგში და ის მღდელმთავართა მსჯელობის საგანი უნდა იყოს. . ჩვენ ვხედავთ, როგორ იღვრება არაერთი ინფორმაცია მედიასივრციდან, ჭორ-მართალი ერთმანეთშია არეული, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და გარკვეულწილად ხელს უწყობს ეკლესიის ავტორიტეტის რყევას და ზიანს აყენებს მას,“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური სთავაზობდნენ პატრიარქის გადაყენებას. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც.

"პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე თეოდორე, მერე - მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე. მეუფე პეტრეს კვირიკაშვილი არ შეხვდა, შეხვდნენ გახარია და გომელაური", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

"77 წლის მამაკაცია, სხეულის 35%-ანი დამწვრობით" - გუგა ქაშიბაძის თქმით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

რა ბედი ელის მეუფე იაკობს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - თეოლოგების შეფასებები და პროგნოზები

საქართველოში მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა - ექსპერტი   განმარტავს, რას შეიძლება ემსახურებოდეს თავდასხმა