მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამიშვილზე, სადაც კორპუსში აფეთქება მოხდა, მოსახლეობას ბინებში მომავალ კვირაში შეუშვებენ
გურამიშვილზე, სადაც კორპუსში აფეთქება მოხდა, მოსახლეობას ბინებში მომავალ კვირაში შეუშვებენ

თბი­ლის­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზი­რის #30-ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში, სა­დაც 19 ოქ­ტომ­ბერს აფეთ­ქე­ბა მოხ­და, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს ბი­ნებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვალ კვი­რა­ში შე­უშ­ვე­ბენ. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი ან­დღუ­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ამ­ჟა­მად სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში და­სუფ­თა­ვე­ბის და და­ზღვე­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის ირაკ­ლი ან­დღუ­ლა­ძის თქმით, მე-3, მე-4, მე-5 სარ­თუ­ლებ­ზე გან­თავ­სე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ და შე­სა­ბა­მის დას­კვნას და­დე­ბენ.

„ჯერ­ჯე­რო­ბით ად­გილ­ზე წინმსწრე­ბი და­ზღვე­ვი­თი და და­სუფ­თა­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, გან­სა­კუთ­რე­ბით მე-3, მე-4, მე-5 სარ­თულ­ზე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მე-4 სარ­თუ­ლი იყო აფეთ­ქე­ბის ეპი­ცენ­ტრი და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ზე დიდი და­ზი­ა­ნე­ბა მე­სა­მე და მე­ო­თხე სარ­თუ­ლებ­ზეა. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩა­მოთ­ვლი­ლი სარ­თუ­ლე­ბის გარ­და, სხვა სარ­თუ­ლებ­ზე მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას შე­ვუშ­ვებთ თა­ვი­ანთ სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მე-3, მე-4, მე-5 სარ­თულს, და­სუფ­თა­ვე­ბი­სა და და­ზღვე­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ, სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ინ­ჟინ­რო ჯგუ­ფი და მე­რი­ის ლა­ბო­რა­ტო­რია შევა, რის შემ­დე­გაც დას­კვნას და­დე­ბენ, რო­დის იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ სარ­თუ­ლებ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის შეს­ვლა. ჯერ დას­კვნა იქ­ნე­ბა გა­სა­კე­თე­ბე­ლი, შემ­დეგ შე­სა­ბა­მი­სი პრო­ექ­ტი და­სა­წე­რი და შემ­დეგ უკვე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ვე­ლო­დე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა სარ­თუ­ლებს, პირ­ვე­ლა­დი ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ, ვფიქ­რობთ, რომ მო­მა­ვალ კვი­რა­ში ან რამ­დე­ნი­მე ხან­ში შე­ვუშ­ვებთ მო­სახ­ლე­ო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ან­დღუ­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გუ­რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბა 19 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შავ­და ოთხი ადა­მი­ა­ნი, ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი ამ დრომ­დე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას.

გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზი­რის #30 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­ლე­ბი სას­ტუმ­რო­ებ­ში არი­ან გან­თავ­სე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გურამიშვილზე, სადაც კორპუსში აფეთქება მოხდა, მოსახლეობას ბინებში მომავალ კვირაში შეუშვებენ

გურამიშვილზე, სადაც კორპუსში აფეთქება მოხდა, მოსახლეობას ბინებში მომავალ კვირაში შეუშვებენ

თბილისში, გურამიშვილის გამზირის #30-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც 19 ოქტომბერს აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ნაწილს ბინებში, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში შეუშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე ირაკლი ანდღულაძემ განუცხადა, ამჟამად საცხოვრებელ კორპუსში დასუფთავების და დაზღვევის სამუშაოები მიმდინარეობს.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის ირაკლი ანდღულაძის თქმით, მე-3, მე-4, მე-5 სართულებზე განთავსებულ საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით სპეციალისტები იმუშავებენ და შესაბამის დასკვნას დადებენ.

„ჯერჯერობით ადგილზე წინმსწრები დაზღვევითი და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს, განსაკუთრებით მე-3, მე-4, მე-5 სართულზე. მოგეხსენებათ, რომ მე-4 სართული იყო აფეთქების ეპიცენტრი და შესაბამისად, ყველაზე დიდი დაზიანება მესამე და მეოთხე სართულებზეა. წინასწარი მონაცემებით, ჩამოთვლილი სართულების გარდა, სხვა სართულებზე მცხოვრებ მოსახლეობას შევუშვებთ თავიანთ საცხოვრებელ ფართებში. რაც შეეხება მე-3, მე-4, მე-5 სართულს, დასუფთავებისა და დაზღვევის სამუშაოების შემდეგ, სამხარაულის საინჟინრო ჯგუფი და მერიის ლაბორატორია შევა, რის შემდეგაც დასკვნას დადებენ, როდის იქნება შესაძლებელი ამ სართულებზე მოსახლეობის შესვლა. ჯერ დასკვნა იქნება გასაკეთებელი, შემდეგ შესაბამისი პროექტი დასაწერი და შემდეგ უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოები გასაკეთებელი, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას.

რაც შეეხება სხვა სართულებს, პირველადი ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, ვფიქრობთ, რომ მომავალ კვირაში ან რამდენიმე ხანში შევუშვებთ მოსახლეობას“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

ცნობისთვის, გურამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, ერთი დაშავებული ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში გადის მკურნალობას.

გურამიშვილის გამზირის #30 საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლები სასტუმროებში არიან განთავსებული.

"დაგვემშვიდობა მეც, თავის ძმასაც..." - დაკარგული ოპერატორის დედის თქმით, 29 წლის სანდრო ბერიძე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულია

პირველი არხის ოპერატორ სანდრო ბერაძეს ოჯახი ორი დღეა ეძებს

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს