საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მე-12 კლასელი ქართველი ბიჭი, რომლის ნიჭიც მსოფლიომ აღიარა
მე-12 კლასელი ქართველი ბიჭი, რომლის ნიჭიც მსოფლიომ აღიარა

კო­მა­რო­ვის სკო­ლა-პან­სი­ო­ნის მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე ნიკა ბირ­კა­ძე, ინ­ფორ­მა­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დის დი­დე­ბის დარ­ბაზ­ში შე­იყ­ვა­ნეს, რაც ქარ­თვე­ლი მო­ზარ­დის უდი­დე­სი აღი­ა­რე­ბაა.

ასეთ ტი­ტულს მხო­ლოდ ის მოს­წავ­ლე­ე­ბი იღე­ბენ, რომ­ლებ­საც ინ­ფორ­მა­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დებ­ზე 2 ოქ­როს მე­და­ლი აქვთ მო­პო­ვე­ბუ­ლი. ქარ­თვე­ლი გე­ნი­ო­სი კი, ორი ოქ­რო­სა და ერთი ვერ­ცხლის მედ­ლის მფლო­ბე­ლია.

მე-12 კლა­სე­ლი ნიკა უკვე სხვებ­საც უზი­ა­რებს თა­ვის ცოდ­ნას. ის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრ „მზი­ურ­ში“ მას­წავ­ლე­ბე­ლია. ნი­კას ორი წლით უფ­რო­სი ძმა, სა­ბაც წარ­მა­ტე­ბუ­ლია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭით გა­მო­ირ­ჩე­ვა. სა­ბა­საც კო­მა­რო­ვის სკო­ლა აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ახლა კი, სან დი­ე­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტია და ბი­ო­ქი­მი­ას სწავ­ლობს.

ნიკა თავ­და­პირ­ვე­ლად პირ­ველ ექ­სპე­რი­მენ­ტულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, მეშ­ვი­დე კლა­სი­დან კი, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა კო­მა­რო­ვის სკო­ლა­ში გა­აგ­რძე­ლა.

Mshoblebi.ge ნიკა ბირ­კა­ძის დე­დას, ლელა ნო­ნი­აშ­ვილს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც ნი­კას შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი გაგ­ვიმ­ხი­ლა. ქალ­ბა­ტო­ნი ლელა გვე­უბ­ნე­ბა, რომ ნი­კას არ უყ­ვარს თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა და ამის გამო, ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე ყო­ველ­თვის უარს ამ­ბობს:

- თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი იყო. სკო­ლა­ში მი­ვი­და თუ არა, იმ დღი­დან­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­თე­მა­ტი­კა­ში. რომ გი­თხრათ, თავს იკ­ლავს მე­ცა­დი­ნე­ო­ბით-თქო, არა, ასე არ არის. ვე­უბ­ნე­ბი, კი­დევ კარ­გი, ნი­ჭი­ე­რი ხარ-მეთ­ქი. როცა მა­თე­მა­ტი­კურ კონ­კურ­სებ­ში და­ვი­წყეთ გა­მოს­ვლა, მე­სა­მე კლას­ში იყო და სულ წარ­მა­ტე­ბე­ბი ჰქონ­და. მერე კო­მა­რო­ვის სკო­ლა­ში გა­და­ვი­და.

ამის გარ­და, და­დი­ო­და, ახ­ლაც და­დის და პლუს ას­წავ­ლის სა­ონ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრ „მზი­ურ­ში“. სწო­რედ იქ და­ინ­ტე­რეს­და ინ­ფორ­მა­ტი­კით. წელს მი­იწ­ვი­ეს მას­წავ­ლებ­ლად. ცენ­ტრს ნი­ჭი­ერ ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბის პროგ­რა­მა აქვს. ატა­რე­ბენ კონ­კურსს და წარ­მა­ტე­ბულ ბავ­შვებს იწ­ვე­ვენ. ჩვენც კონ­კურ­სის შემ­დეგ მიგ­ვიწ­ვი­ეს.

ნიკა მე­ექ­ვსე კლა­სი­დან და­დის მანდ და წელს უკვე სთხო­ვეს, რომ იქ­ნებ ერთი გაკ­ვე­თი­ლი ინ­ფორ­მა­ტი­კა­ში, პროგ­რა­მი­რე­ბა­ში ჩა­ა­ტა­როო, და­ე­თან­ხმა ესეც და კვი­რა­ში ერთ გაკ­ვე­თილს ატა­რებს. ასე რომ, მას­წავ­ლე­ბე­ლიც გახ­და წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ავტორი:

მე-12 კლასელი ქართველი ბიჭი, რომლის ნიჭიც მსოფლიომ აღიარა

მე-12 კლასელი ქართველი ბიჭი, რომლის ნიჭიც მსოფლიომ აღიარა

კომაროვის სკოლა-პანსიონის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკა ბირკაძე, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს, რაც ქართველი მოზარდის უდიდესი აღიარებაა.

ასეთ ტიტულს მხოლოდ ის მოსწავლეები იღებენ, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 2 ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული. ქართველი გენიოსი კი, ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლის მფლობელია.

მე-12 კლასელი ნიკა უკვე სხვებსაც უზიარებს თავის ცოდნას. ის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“ მასწავლებელია. ნიკას ორი წლით უფროსი ძმა, საბაც წარმატებულია და განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. საბასაც კომაროვის სკოლა აქვს დამთავრებული. ახლა კი, სან დიეგოს უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია და ბიოქიმიას სწავლობს.

ნიკა თავდაპირველად პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდა, მეშვიდე კლასიდან კი, განათლების მიღება კომაროვის სკოლაში გააგრძელა.

Mshoblebi.ge ნიკა ბირკაძის დედას, ლელა ნონიაშვილს ესაუბრა, რომელმაც ნიკას შესახებ საინტერესო დეტალები გაგვიმხილა. ქალბატონი ლელა გვეუბნება, რომ ნიკას არ უყვარს თავის წარმოჩენა და ამის გამო, ინტერვიუებზე ყოველთვის უარს ამბობს:

- თავიდანვე ძალიან ნიჭიერი იყო. სკოლაში მივიდა თუ არა, იმ დღიდანვე გამორჩეული იყო, განსაკუთრებით მათემატიკაში. რომ გითხრათ, თავს იკლავს მეცადინეობით-თქო, არა, ასე არ არის. ვეუბნები, კიდევ კარგი, ნიჭიერი ხარ-მეთქი. როცა მათემატიკურ კონკურსებში დავიწყეთ გამოსვლა, მესამე კლასში იყო და სულ წარმატებები ჰქონდა. მერე კომაროვის სკოლაში გადავიდა.

ამის გარდა, დადიოდა, ახლაც დადის და პლუს ასწავლის საონფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“. სწორედ იქ დაინტერესდა ინფორმატიკით. წელს მიიწვიეს მასწავლებლად. ცენტრს ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა აქვს. ატარებენ კონკურსს და წარმატებულ ბავშვებს იწვევენ. ჩვენც კონკურსის შემდეგ მიგვიწვიეს.

ნიკა მეექვსე კლასიდან დადის მანდ და წელს უკვე სთხოვეს, რომ იქნებ ერთი გაკვეთილი ინფორმატიკაში, პროგრამირებაში ჩაატაროო, დაეთანხმა ესეც და კვირაში ერთ გაკვეთილს ატარებს. ასე რომ, მასწავლებელიც გახდა წაიკითხეთ ვრცლად

BTU-ს სტუდენტი Perspektywy Women in Tech Summit-ზე წარადგენს

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება იმართება

"ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" -   პატრიარქის ექიმი