მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს უსაფრთხოების გარემო" - რაზე ისაუბრეს ერგნეთის შეხვედრაზე
"ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს უსაფრთხოების გარემო" - რაზე ისაუბრეს ერგნეთის შეხვედრაზე

შეხ­ვედ­რის არც ერთ მო­ნა­წი­ლეს არ უთ­ქვამს, რომ დი­ა­ლო­გის რე­სურ­სი ამო­წუ­რუ­ლია, დი­ა­ლო­გის რე­სურ­სი არ­სე­ბობს და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, ირაკ­ლი ან­თა­ძემ ერგნეთ­ში გა­მარ­თუ­ლი მო­რი­გი ტექ­ნი­კუ­რი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, შეხ­ვედ­რა და­ეთ­მო ჩორ­ჩა­ნას მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს და იქ მიმ­დი­ნა­რე პრო­ვო­კა­ცი­ულ აქ­ტი­ვო­ბებს. თუმ­ცა, ან­თა­ძის თქმით, პო­ზი­ცი­ე­ბი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ კვლავ უც­ვლე­ლი დარ­ჩა.

„კვლავ გაჟ­ღერ­და მო­თხოვ­ნა, რომ სტან­დარ­ტუ­ლი სა­პო­ლი­ციო სა­გუ­შა­გო იქ­ნას მოხ­სნი­ლი, რა­ზეც კი­დევ ერთხელ გან­ვუ­მარ­ტეთ, რომ სა­გუ­შა­გო მდე­ბა­რე­ობს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ად­გილ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბას, არ შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე საფრ­თხის შემ­ცვე­ლი იყოს ად­გი­ლობ­რი­ვი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. მკაც­რად დად­გა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის სა­კი­თხი წაღ­ვლი­სა და ჩორ­ჩა­ნას მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ ტყის მა­სივ­ში, ასე­ვე შე­ფა­სე­ბა მი­ვე­ცით გუ­შინ­დელ ინ­ცი­დენტს“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ან­თა­ძემ.

რო­გორც ან­თა­ძემ გა­ნა­ცხა­და, სო­ფელ წნე­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო მე­სა­ზღვრე­ე­ბის მიერ ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­კა­ვე­ბა არის სა­გან­გა­შო და აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი.

„რე­გი­ონ­ში ერ­თა­დერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას ხელი შე­უ­შა­ლეს საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, რაც არის ძა­ლი­ან სა­გან­გა­შო და აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ფაქ­ტი. ერთი შე­მიძ­ლია დავ­ძი­ნო, რომ შეხ­ვედ­რის არც ერთ მო­ნა­წი­ლეს არ უთ­ქვამს, რომ დი­ა­ლო­გის რე­სურ­სი ამო­წუ­რუ­ლია, დი­ა­ლო­გის რე­სურ­სი არ­სე­ბობს და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა. მე არ შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ ზუს­ტი თა­რი­ღი, რო­დის შედ­გე­ბა შემ­დე­გი შეხ­ვედ­რა, მაგ­რამ შევ­თან­ხმდით, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ეს შეხ­ვედ­რა შედ­გე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ან­თა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ მოქ­მედ დრო­ე­ბით შე­ზღუდ­ვებს. ან­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეს დრო­ე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და მას სხვა რა­ი­მე დატ­ვირ­თვა არ აქვს.

ირაკ­ლი ან­თა­ძემ ახალ­გო­რის ჩა­კეტვის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გა­ა­კე­თა გან­მარ­ტე­ბა.

„რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­გო­რის ჩა­კეტვის სა­კითხს, ეს სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა პირ­და­პირ და­უ­კავ­ში­რეს ჩორ­ჩა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ებს, რი­თაც შე­ზღუ­დეს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა. გა­და­სას­ვლე­ლე­ბის და­კეტვით და­ზა­რალ­და მხო­ლოდ მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა და ხელი შე­ე­შა­ლათ ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. თა­ვად გუ­შინ­დე­ლი ინ­ცი­დენ­ტიც ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბაა, რამ­დე­ნად სა­ხი­ფა­თო შე­იძ­ლე­ბა იყოს იმ ტე­რი­ტო­რი­ას­თან გა­მო­ჩე­ნა, სა­დაც არის უსაფრ­თხო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გა­რე­მო, ეს დრო­ე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ ამას­თან და არ აქვს რა­ი­მე სხვა დატ­ვირ­თვა“, - აცხა­დებს ირაკ­ლი ან­თა­ძე.

რო­გორც ან­თა­ძე აცხა­დებს, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­სა­ვა­ლი არის მარ­ტი­ვი - უნდა შე­წყდეს პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. გარ­და ამი­სა, ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას უნდა მი­ე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი მან­და­ტი სრულ­ფა­სოვ­ნად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ამის შემ­დეგ კი ან­თა­ძის თქმით, სი­ტუ­ა­ცია თა­ვის­თა­ვად ჩად­გე­ბა ნორ­მა­ლურ კა­ლა­პოტ­ში.

ან­თა­ძემ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ასე­ვე ცხინ­ვა­ლის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ ე.წ. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე.

„ზოგ­ჯერ ცხად­დე­ბა წვრთნე­ბი, ცხად­დე­ბა ე.წ. გან­გა­ში, ზოგ­ჯერ საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა ხდე­ბა. დე ფაქ­ტო რე­ჟი­მი ასეთ ქმე­დე­ბებს პე­რი­ო­დუ­ლად მი­მარ­თავს, მაგ­რამ რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლია, ამას უფრო შემ­დგო­მი პრო­ცე­სე­ბი გვაჩ­ვე­ნებს. რა თქმა უნდა, ეს არის მათი მხრი­დან ცალ­სა­ხად პრო­ვო­კა­ცია და ამან შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზი­ა­ნოს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მო“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ან­თა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს უსაფრთხოების გარემო" - რაზე ისაუბრეს ერგნეთის შეხვედრაზე

"ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს უსაფრთხოების გარემო" - რაზე ისაუბრეს ერგნეთის შეხვედრაზე

შეხვედრის არც ერთ მონაწილეს არ უთქვამს, რომ დიალოგის რესურსი ამოწურულია, დიალოგის რესურსი არსებობს და კონსულტაციები გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში გამართული მორიგი ტექნიკური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა დაეთმო ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებს და იქ მიმდინარე პროვოკაციულ აქტივობებს. თუმცა, ანთაძის თქმით, პოზიციები შეხვედრის შემდეგ კვლავ უცვლელი დარჩა.

„კვლავ გაჟღერდა მოთხოვნა, რომ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო იქნას მოხსნილი, რაზეც კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ საგუშაგო მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საპოლიციო ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილზე უსაფრთხოებას, არ შეიძლება რაიმე საფრთხის შემცველი იყოს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. მკაცრად დადგა საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებების საკითხი წაღვლისა და ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, ასევე შეფასება მივეცით გუშინდელ ინციდენტს“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

როგორც ანთაძემ განაცხადა, სოფელ წნელისის შემოგარენში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მესაზღვრეების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების დაკავება არის საგანგაშო და აღმაშფოთებელი.

„რეგიონში ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ხელი შეუშალეს საქმიანობის განხორციელებაში, რაც არის ძალიან საგანგაშო და აღმაშფოთებელი ფაქტი. ერთი შემიძლია დავძინო, რომ შეხვედრის არც ერთ მონაწილეს არ უთქვამს, რომ დიალოგის რესურსი ამოწურულია, დიალოგის რესურსი არსებობს და კონსულტაციები გაგრძელდება. მე არ შემიძლია დაგიდასტუროთ ზუსტი თარიღი, როდის შედგება შემდეგი შეხვედრა, მაგრამ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ეს შეხვედრა შედგება“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოქმედ დროებით შეზღუდვებს. ანთაძის განცხადებით, ეს დროებითი შეზღუდვები დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებთან და მას სხვა რაიმე დატვირთვა არ აქვს.

ირაკლი ანთაძემ ახალგორის ჩაკეტვის საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება.

„რაც შეეხება ახალგორის ჩაკეტვის საკითხს, ეს საოკუპაციო ძალებმა პირდაპირ დაუკავშირეს ჩორჩანაში განვითარებულ მოვლეებს, რითაც შეზღუდეს ადგილობრივი მოსახლეობის უფლება. გადასასვლელების დაკეტვით დაზარალდა მხოლოდ მკვიდრი მოსახლეობა და ხელი შეეშალათ ყოველდღიურ საქმიანობაში. თავად გუშინდელი ინციდენტიც ნათელი დადასტურებაა, რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს იმ ტერიტორიასთან გამოჩენა, სადაც არის უსაფრთხოების დაზიანებული გარემო, ეს დროებითი შეზღუდვები დაკავშირებულია მხოლოდ ამასთან და არ აქვს რაიმე სხვა დატვირთვა“, - აცხადებს ირაკლი ანთაძე.

როგორც ანთაძე აცხადებს, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის მარტივი - უნდა შეწყდეს პროვოკაციული მოქმედებები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა საკუთარი მანდატი სრულფასოვნად განახორციელოს. ამის შემდეგ კი ანთაძის თქმით, სიტუაცია თავისთავად ჩადგება ნორმალურ კალაპოტში.

ანთაძემ კომენტარი გააკეთა ასევე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნის გამოცხადებაზე.

„ზოგჯერ ცხადდება წვრთნები, ცხადდება ე.წ. განგაში, ზოგჯერ საბრძოლო მზადყოფნის გამოცხადება ხდება. დე ფაქტო რეჟიმი ასეთ ქმედებებს პერიოდულად მიმართავს, მაგრამ რამდენად სერიოზულია, ამას უფრო შემდგომი პროცესები გვაჩვენებს. რა თქმა უნდა, ეს არის მათი მხრიდან ცალსახად პროვოკაცია და ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს უსაფრთხოების გარემო“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

"თუ მოქალაქეებმა არ იციან, სად გადის საზღვარი, პოლიციელებმა იციან... ჩვენ გავაფრთხილეთ" - შეხვედრა ერგნეთში, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ და მხარეების განცხადებები

"მას ხაჯიმბას მოცილებაში დიდი წვლილი მიუძღვის, რაც ბჟანიამ დაუფასა, ახლა მთავარია, ბჟანიაც არ მოიცილოს" - ვინ არის და რატომ დააკავეს ახრა ავიძბა?

"აფთრებივით გამოცვივდნენ და ეცნენ" - აფხაზი ექსჩინოვნიკის სადღეგრძელო ქართველებთან შერიგებაზე და ვიზიტი, რომელმაც სოხუმში მწვავე პროტესტი გამოიწვია