მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში მხოლოდ ორი დოქსოპულოა დარჩენილი..." - ბერძნული გვარის რეალური ისტორია, რომელიც საქართველოში მოღალატის მეტაფორად იქცა
"საქართველოში მხოლოდ ორი დოქსოპულოა დარჩენილი..." - ბერძნული გვარის რეალური ისტორია, რომელიც საქართველოში მოღალატის მეტაფორად იქცა

ბევ­რმა შე­საძ­ლოა არც იცის, რომ თენ­გიზ აბუ­ლა­ძის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფილ­მის - "მო­ნა­ნი­ე­ბის" ოდი­ო­ზუ­რი გმი­რის გვა­რი რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს და დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ გვა­რის ორად ორი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ცხოვ­რობს.

ერთ-ერთი გახ­ლავთ ინ­გლი­სუ­რი ენის პრო­ფე­სო­რი მაია დოქ­სო­პუ­ლო, რო­მელ­საც AMBEBI.GE ინ­ტერ­ვი­უს­თვის და­უ­კავ­შირ­და და იშ­ვი­ა­თი გვა­რის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე გვი­ამ­ბო:

"მე კინო ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, უამ­რა­ვი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი მე­გო­ბა­რი მყო­ლია... კი­ნო­ე­ნაც ვიცი და რე­ა­ლო­ბაც. იმ შემ­თხვე­ვა­ში თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ ფილმში უცხო ეფექ­ტი გა­მო­ი­ყე­ნა, აი, რომ ეთ­ქვა, ჯა­ფა­რი­ძე შენ დედა გყავს, არ ექ­ნე­ბო­და ის ეფექ­ტი და გა­მო­ი­ყე­ნა ეს გვა­რი და არა იმი­ტომ, რომ ამის შემ­დეგ ვი­საც არ და­ე­ზა­რე­ბა ნა­ძი­რა­ლე­ბი ჩემი გვა­რით მო­იხ­სე­ნი­ოს!

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, იმ­დე­ნი უღირ­სი ბუ­დობს, აიღე და იმის გვა­რი უწო­დე ან თუ ძა­ლი­ან მა­მა­ცი ხარ, თა­ვი­სი გვა­რით მი­მარ­თე. ჩემი გვა­რით დატ­ვირ­თვა ამ სი­უ­ჟე­ტე­ბის, ძა­ლი­ან გა­უ­გე­ბა­რია.

- გვა­რის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით, აღ­ნიშ­ნავთ რომ, სულ ორი ადა­მი­ა­ნი ხართ დარ­ჩე­ნი­ლი...

- გვა­რი სა­ბერ­ძნე­თი­დან მო­დის, ბა­ბუა იქ იყო და­ბა­დე­ბუ­ლი, თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბით ჩა­მო­ვი­და ჭი­ა­თუ­რა­ში, შემ­დეგ მოხ­და არე­უ­ლო­ბე­ბის სე­რია და დარ­ჩა სა­ქარ­თვე­ლო­ში. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მა­მი­დე­ბი და ბი­ძე­ბი მყავ­და, ყვე­ლა ბერ­ძნუ­ლად სა­უბ­რობ­და. მე სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი ვის­წავ­ლე. ნამ­ყო­ფი ვარ ორ­ჯერ სა­ბერ­ძნეთ­ში და ბედ­ნი­ე­რი ვარ ამით! დედა ქარ­თვე­ლი მყავს.

პირ­ვე­ლად ნო­დარ გრი­გა­ლაშ­ვილ­მა ახ­სე­ნა ჩემი გვა­რი თა­ვის გა­ზეთ­ში დიდი ხნის წინ. მე მას მივ­წე­რე წე­რი­ლი და ავუხ­სე­ნი, რომ ეს გვა­რი არა­ფერ­ში არ გა­მო­გად­გე­ბათ, არას­წო­რია-მეთ­ქი. ის ფი­ლო­ლო­გი კაცი იყო, გა­მი­გო და ბო­დი­ში მო­მი­ხა­და. თა­ვი­სი­ვე გა­ზეთ­ში და­წე­რა, რომ არა­სო­დეს გა­მო­ი­ყე­ნებ­და ამ გვარს. სად ჩარ­ჩათ მა­ინ­ცდა­მა­ინც? ხომ ჰყავთ კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძე, ის ახ­სე­ნონ, მო­ეშ­ვან.

- სა­ბერ­ძნეთ­ში თქვე­ნი გვა­რი ცნო­ბი­ლი გვა­რია?

- არა. არის გვა­რი დი­მიტ­რი­ა­დი, ისი­ნიც ცო­ტა­ნი იყ­ვნენ. ბერ­ძნე­ბი ძი­რი­თა­დად ცხოვ­რო­ბენ ბა­თუმ­ში, არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სო­ფე­ლი ბა­კუ­რი­ან­თან - ცი­ხის­ჯვა­რი, იქაც. მერე წა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ სახ­ლე­ბი არ გა­უ­ყი­დი­ათ და ახლა ბრუნ­დე­ბი­ან.

- თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ ეს გვა­რი სა­ი­დან გა­მო­ი­ყე­ნა, იც­ნობ­და თქვენს ოჯახს?

- არ ვიცი, კი­ნო­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა, მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც, რად­გან ეს არის ერ­თგვა­რი ხერ­ხი, მიზ­ნის და ეფექ­ტის მი­საღ­წე­ვად, მაგ­რამ მე მეს­მის კინო, 50 წელი შე­ვა­ლიე უნი­ვერ­სი­ტეტს, მერე აღარ დავ­რჩი, არ იყო ის გა­ნათ­ლე­ბუ­ლი თა­ო­ბა, რო­მელ­საც მე შეჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი.

თუ გინ­და რომ ამით თქვა, „მო­ნა­ნი­ე­ბა“ გაქვს ნა­ნა­ხი, მო­ი­ნა­ნიე სხვა­ნა­ი­რად, რა შუ­ა­შია ჩემი გვა­რი? თუ გვარს იყე­ნებ, უნდა იკი­თხო რა­მეს ხომ არ ნიშ­ნავს. გვა­რი იშიფ­რე­ბა რო­გორც - მშვი­დო­ბის ჩიტი და რაში სჭირ­დე­ბათ სა­ლან­ძღა­ვად გა­მო­ყე­ნე­ბა, გა­უ­გე­ბა­რია.

ქალ­ბა­ტო­ნი მა­ი­ას შვი­ლი ნინ­ჩო ჯიბ­ლა­ძე, ჟურ­ნალ OK!-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია. ის დე­დის პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რებს და "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს:

"ალ­ბათ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა არ იცით და ვალ­დე­ბუ­ლი ვარ აგიხ­სნათ ერთი გა­რე­მო­ე­ბა. დე­და­ჩემს არა­ჩე­უ­ლებ­რი­ვი ბერ­ძნუ­ლი გვა­რი აქვს, დოქ­სო­პუ­ლო. ბა­ბუა სა­ლო­ნი­კი­დან ჩა­მო­ვი­და და ბე­ბი­ა­ჩე­მის­გან სამი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა - ორი ქი­მი­კო­სი და ერთი და­სავ­ლეთ ევ­რო­პის სპე­ცი­ა­ლის­ტი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი.

ბა­ბუა და ბე­ბია უაღ­რე­სად პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, ბე­ბია თა­ვა­დი იყო - მისი ნა­თე­სა­ვე­ბი 1937 წლის პე­რი­ოდ­ში ბევ­რი დახ­ვრი­ტეს, ამი­ტომ ჩვენს სახ­ლში კო­მუ­ნის­ტებს ვერ ახ­სე­ნებ­დი, არა­სო­დეს არა­ვის ჩვე­ნი ოჯა­ხი­დან სის­ტე­მას­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია.

დოქ­სო­პუ­ლო - ეს გვა­რი თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ მხატ­ვრუ­ლი თვალ­საზ­რი­სით გა­მო­ი­ყე­ნა! „მო­ნა­ნი­ე­ბა“ გა­მო­ვი­და თუ არა, დე­დამ მა­შინ­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა წე­რი­ლი - სა­დაც თენ­გიზ აბუ­ლა­ძეს გა­ნუ­მარ­ტა, რა­ტომ არ ჰქონ­და მას მისი გვა­რის ამ­გვა­რად გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა. "სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ერთი ოჯა­ხია, მა­მა­ჩე­მის ოჯა­ხი და მე, ჩემი ორი და..." - გრძე­ლი წე­რი­ლი იყო, რის შემ­დე­გაც თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ინა­ნა კი­დეც გვა­რი დოქ­სო­პუ­ლო მო­ღა­ლა­ტის მე­ტა­ფო­რად რომ იქცა.

ხში­რად დე­და­ჩე­მის გვა­რის გა­გო­ნე­ბა­ზე გას­ცი­ნე­ბი­ათ, გავ­ბრა­ზე­ბულ­ვარ, სა­ში­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი გა­მო­მივ­ლია და არ გა­მო­მი­ხა­ტავს, ახლა უნდა გა­მოვ­ხა­ტო! ერი, რო­მელ­შიც უხ­ვად გვყავ­და ბე­რი­ე­ბი, ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ე­ბი, ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლე­ბი, ჯუ­ღაშ­ვი­ლე­ბი, ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლე­ბი - მო­ღა­ლა­ტის ალე­გო­რი­ად ბერ­ძნულ გვარს იყე­ნებს, რომ­ლის მხო­ლოდ 4 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ცხოვ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში - ჩემი სა­ა­მა­ყო ბა­ბუა, დედა და დე­ი­დე­ბი.

მგო­ნი მო­ვი­და დრო დოქ­სო­პუ­ლოს ნაც­ვლად რე­ა­ლუ­რი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის გვა­რე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნოთ ქარ­თვე­ლებ­მა!" - წერს ნინ­ჩო ჯიბ­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოქსოპულოს მეგობარი
0

მე ვიცნობ ძმებ დოქსოპულოებს.

თამარ ფანცულაია
0

ჩემს ოჯახს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა გოგუაძე-დოქსოპულოების არაჩვეულებრივ ოჯახთან. თინა დეიდა (ქიმიკოსი) ჩემი დედის, ქეთევან ცაგარელი-ფანცულაიას, ბავშვობის მეგობარი გახლდათ - ლამაზი, სათნო, უკეთილშობილესი ქალბატონი. ძალიან ვწუხვარ, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, იშვიათად ვეხმიანებოდი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"საქართველოში მხოლოდ ორი დოქსოპულოა დარჩენილი..." - ბერძნული გვარის რეალური ისტორია, რომელიც საქართველოში მოღალატის მეტაფორად იქცა

"საქართველოში მხოლოდ ორი დოქსოპულოა დარჩენილი..." - ბერძნული გვარის რეალური ისტორია, რომელიც საქართველოში მოღალატის მეტაფორად იქცა

ბევრმა შესაძლოა არც იცის, რომ თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმის - "მონანიების" ოდიოზური გმირის გვარი რეალურად არსებობს და დღეს საქართველოში ამ გვარის ორად ორი წარმომადგენელი ცხოვრობს.

ერთ-ერთი გახლავთ ინგლისური ენის პროფესორი მაია დოქსოპულო, რომელსაც AMBEBI.GE ინტერვიუსთვის დაუკავშირდა და იშვიათი გვარის წარმომავლობაზე გვიამბო:

"მე კინო ძალიან კარგად ვიცი, უამრავი კინორეჟისორი მეგობარი მყოლია... კინოენაც ვიცი და რეალობაც. იმ შემთხვევაში თენგიზ აბულაძემ ფილმში უცხო ეფექტი გამოიყენა, აი, რომ ეთქვა, ჯაფარიძე შენ დედა გყავს, არ ექნებოდა ის ეფექტი და გამოიყენა ეს გვარი და არა იმიტომ, რომ ამის შემდეგ ვისაც არ დაეზარება ნაძირალები ჩემი გვარით მოიხსენიოს!

საქართველოში, ჩემდა სამწუხაროდ, იმდენი უღირსი ბუდობს, აიღე და იმის გვარი უწოდე ან თუ ძალიან მამაცი ხარ, თავისი გვარით მიმართე. ჩემი გვარით დატვირთვა ამ სიუჟეტების, ძალიან გაუგებარია.

- გვარის ისტორიის შესახებ მოგვიყევით, აღნიშნავთ რომ, სულ ორი ადამიანი ხართ დარჩენილი...

- გვარი საბერძნეთიდან მოდის, ბაბუა იქ იყო დაბადებული, თავისი სპეციალობით ჩამოვიდა ჭიათურაში, შემდეგ მოხდა არეულობების სერია და დარჩა საქართველოში. არაჩვეულებრივი მამიდები და ბიძები მყავდა, ყველა ბერძნულად საუბრობდა. მე სამწუხაროდ, მხოლოდ ძველი ბერძნული ვისწავლე. ნამყოფი ვარ ორჯერ საბერძნეთში და ბედნიერი ვარ ამით! დედა ქართველი მყავს.

პირველად ნოდარ გრიგალაშვილმა ახსენა ჩემი გვარი თავის გაზეთში დიდი ხნის წინ. მე მას მივწერე წერილი და ავუხსენი, რომ ეს გვარი არაფერში არ გამოგადგებათ, არასწორია-მეთქი. ის ფილოლოგი კაცი იყო, გამიგო და ბოდიში მომიხადა. თავისივე გაზეთში დაწერა, რომ არასოდეს გამოიყენებდა ამ გვარს. სად ჩარჩათ მაინცდამაინც? ხომ ჰყავთ კვაჭი კვაჭანტირაძე, ის ახსენონ, მოეშვან.

- საბერძნეთში თქვენი გვარი ცნობილი გვარია?

- არა. არის გვარი დიმიტრიადი, ისინიც ცოტანი იყვნენ. ბერძნები ძირითადად ცხოვრობენ ბათუმში, არის არაჩვეულებრივი სოფელი ბაკურიანთან - ციხისჯვარი, იქაც. მერე წავიდნენ, მაგრამ სახლები არ გაუყიდიათ და ახლა ბრუნდებიან.

- თენგიზ აბულაძემ ეს გვარი საიდან გამოიყენა, იცნობდა თქვენს ოჯახს?

- არ ვიცი, კინოში ყველაფერი შეიძლება, მხატვრულ ლიტერატურაშიც, რადგან ეს არის ერთგვარი ხერხი, მიზნის და ეფექტის მისაღწევად, მაგრამ მე მესმის კინო, 50 წელი შევალიე უნივერსიტეტს, მერე აღარ დავრჩი, არ იყო ის განათლებული თაობა, რომელსაც მე შეჩვეული ვიყავი.

თუ გინდა რომ ამით თქვა, „მონანიება“ გაქვს ნანახი, მოინანიე სხვანაირად, რა შუაშია ჩემი გვარი? თუ გვარს იყენებ, უნდა იკითხო რამეს ხომ არ ნიშნავს. გვარი იშიფრება როგორც - მშვიდობის ჩიტი და რაში სჭირდებათ სალანძღავად გამოყენება, გაუგებარია.

ქალბატონი მაიას შვილი ნინჩო ჯიბლაძე, ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორია. ის დედის პოზიციას იზიარებს და "ფეისბუქზე" წერს:

"ალბათ ბევრმა ადამიანმა არ იცით და ვალდებული ვარ აგიხსნათ ერთი გარემოება. დედაჩემს არაჩეულებრივი ბერძნული გვარი აქვს, დოქსოპულო. ბაბუა სალონიკიდან ჩამოვიდა და ბებიაჩემისგან სამი გოგონა შეეძინა - ორი ქიმიკოსი და ერთი დასავლეთ ევროპის სპეციალისტი, უნივერსიტეტის პროფესორები.

ბაბუა და ბებია უაღრესად პატიოსანი ადამიანები იყვნენ, ბებია თავადი იყო - მისი ნათესავები 1937 წლის პერიოდში ბევრი დახვრიტეს, ამიტომ ჩვენს სახლში კომუნისტებს ვერ ახსენებდი, არასოდეს არავის ჩვენი ოჯახიდან სისტემასთან შეხება არ ჰქონია.

დოქსოპულო - ეს გვარი თენგიზ აბულაძემ მხატვრული თვალსაზრისით გამოიყენა! „მონანიება“ გამოვიდა თუ არა, დედამ მაშინვე გამოაქვეყნა წერილი - სადაც თენგიზ აბულაძეს განუმარტა, რატომ არ ჰქონდა მას მისი გვარის ამგვარად გამოყენების უფლება. "საქართველოში მხოლოდ ერთი ოჯახია, მამაჩემის ოჯახი და მე, ჩემი ორი და..." - გრძელი წერილი იყო, რის შემდეგაც თენგიზ აბულაძემ დარწმუნებული ვარ, ინანა კიდეც გვარი დოქსოპულო მოღალატის მეტაფორად რომ იქცა.

ხშირად დედაჩემის გვარის გაგონებაზე გასცინებიათ, გავბრაზებულვარ, საშინელი სიტუაციები გამომივლია და არ გამომიხატავს, ახლა უნდა გამოვხატო! ერი, რომელშიც უხვად გვყავდა ბერიები, ორჯონიკიძეები, ბერბიჭაშვილები, ჯუღაშვილები, ყორღანაშვილები - მოღალატის ალეგორიად ბერძნულ გვარს იყენებს, რომლის მხოლოდ 4 წარმომადგენელი ცხოვრობდა საქართველოში - ჩემი საამაყო ბაბუა, დედა და დეიდები.

მგონი მოვიდა დრო დოქსოპულოს ნაცვლად რეალური მოღალატეების გვარები გამოვიყენოთ ქართველებმა!" - წერს ნინჩო ჯიბლაძე.