კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეში თოდუას კლინიკა უფასო კონსულტაციებს ატარებს
ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეში თოდუას კლინიკა უფასო კონსულტაციებს ატარებს

პრე­ვენ­ცი­ის მე­თო­დე­ბის დახ­ვე­წის მი­უ­ხე­და­ვად, მკერ­დის კიბო ქა­ლებ­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნუ­რი პა­თო­ლო­გი­აა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­წყის ეტაპ­ზე ის უსიმპტო­მოდ ვი­თარ­დე­ბა. ამი­ტომ დრო­უ­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს თა­მა­შობს და­ა­ვა­დე­ბის სწორ მკურ­ნა­ლო­ბა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ქა­ლე­ბი პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით იშ­ვი­ა­თად მი­მარ­თა­ვენ ექიმს კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის, რაც, რა თქმა უნდა, და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბის სე­რი­ო­ზულ რისკს ქმნის.

ძუ­ძუს კი­ბოს დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­ზე, და­ა­ვა­დე­ბის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე, აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის მა­მო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ზაზა ყა­ტაშ­ვი­ლი და მა­მო­ლო­გი გი­ორ­გი კეჭყე­მა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

- რამ­დე­ნად ხში­რია ძუ­ძუს კი­ბოს შემ­თხვე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

ზაზა ყა­ტაშ­ვი­ლი: ქა­ლე­ბის სიმ­სივ­ნე­ებ­ში ძუ­ძუს კი­ბოს პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს მსოფ­ლი­ო­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ბოლო წლებ­ში მო­მა­ტე­ბუ­ლია შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ 90-იან წლებ­ში 100 000 მო­სახ­ლე­ზე წე­ლი­წად­ში 27 ახა­ლი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბო­და, დღეს ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 50-მდე გა­ი­ზარ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სა­ხელ­მწი­ფო სკრი­ნინგ პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბას მო­ი­ცავს. ესე­ნია: სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის, ნაწ­ლა­ვი­სა და პროს­ტა­ტის სკრი­ნინ­გი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მოკ­ვლე­ვა უფა­სოა, წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 000 ქალი მო­ნა­წი­ლე­ობს მას­ში, რაც და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

90-იანი წლე­ბის შემ­დეგ პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის დი­ნა­მი­კა უმ­ნიშ­ვნე­ლო­დაა გაზ­რდი­ლი. ეს და­ბა­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბი­თა არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, პა­ცი­ენ­ტე­ბი, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მე­ტას­ტა­ზუ­რი სიმ­სივ­ნე­ე­ბით მოგ­ვმარ­თა­ვენ, ანუ მა­შინ, როცა და­ა­ვა­დე­ბა შორს არის წა­სუ­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქა­ლებ­მა გა­ი­თა­ვი­სონ, რომ ძუ­ძუს კი­ბოს ად­რე­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რო­გორც მკურ­ნა­ლო­ბის, ისე ორ­გა­ნოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის კუ­თხით.

- რო­მე­ლი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის ქა­ლე­ბი არი­ან და­ა­ვა­დე­ბის მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ?

ზაზა ყა­ტაშ­ვი­ლი: აღი­ა­რე­ბუ­ლია, რომ ძუ­ძუს კი­ბოს რის­კი დი­დია მა­ღალ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში, ანუ 65 წელს ზე­მოთ. თუმ­ცა და­ა­ვა­დე­ბის ეპი­დე­მი­ო­ლო­გია სხვაა და რის­კი - სხვა. ეპი­დე­მი­ო­ლო­გია იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ძუ­ძუს კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე მეტი ქალ­ბა­ტო­ნი არის 40-60 წლის ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში. პა­რა­დოქ­სუ­ლია, მაგ­რამ რის­კი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად იზ­რდე­ბა 65 წლის ზე­მოთ.

ასე­ვე, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში მცი­რედ, მაგ­რამ მა­ინც შე­ი­ნიშ­ნე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა. ჩვენ, სამ­წუ­ხა­როდ, გვყავს 20, 22, 24 წლის პა­ცი­ენ­ტე­ბიც.

- რო­გორ ხდე­ბა სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში?

გი­ორ­გი კეჭყე­მა­ძე: მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ აკად.ფ. თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრს ძა­ლი­ან კარ­გი მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბაზა აქვს, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის. სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის პა­თო­ლო­გი­ის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა მა­მო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ით იწყე­ბა. პა­ცი­ენ­ტის გა­სინ­ჯვის შემ­დეგ უკვე მა­მო­ლო­გი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­გო­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი სჭირ­დე­ბა მას. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია პა­ცი­ენ­ტის დი­აგ­ნოზ­ზე.

ჩვენს კლი­ნი­კა­ში კეთ­დე­ბა რო­გორც ექოს­კო­პია, ისე მა­მოგ­რა­ფია, სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის მაგ­ნი­ტო-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, გულ-მკერ­დის თუ სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის კვლე­ვე­ბი, გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვა ასე­ვე, სარ­ძე­ვე ჯირ­კვალ­ში არ­სე­ბუ­ლი წარ­მო­ნაქ­მნის ბი­ოფ­სი­ე­ბი, მათი მორ­ფო­ლო­გი­უ­რი და იმუ­ნო­ჰის­ტო­ქი­მი­უ­რი შეს­წავ­ლა.კვლე­ვა შე­იძ­ლე­ბა იყოს მრა­ვალ­მხრი­ვი კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ჩვე­ნი კლი­ნი­კა ამა­ყობს იმით, რომ ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი­სად­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა გვაქვს. ჩვენ­თან და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კის გან­სა­ზღვრას სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სი­ლი­უ­მი იღებს, ეს არის მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მა, რაც თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გუნ­დუ­რად მი­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

- რა მიდ­გო­მებს იყე­ნებთ თქვენს კლი­ნი­კა­ში სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ?

გი­ორ­გი კეჭყე­მა­ძე: სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის მკურ­ნა­ლო­ბის მრა­ვა­ლი მე­თო­დი არ­სე­ბობს. არის ორი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა, ესე­ნია ად­გი­ლობ­რი­ვი და სის­ტე­მუ­რი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა სხი­ვურ და ოპე­რა­ცი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას მო­ი­ცავს. სის­ტე­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა კი გუ­ლის­ხმობს ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას, ჰორ­მო­ნო­თე­რა­პი­ა­სა და თარ­გე­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ოპე­რა­ცი­ებს, ჩვენ­თან კეთ­დე­ბა რო­გორც რა­დი­კა­ლუ­რი, ორ­გა­ნოს შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი, ისე აღ­დგე­ნით-რე­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი. რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის მი­ხედ­ვით ინიშ­ნე­ბა.

- პა­თო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რო­მელ ეტაპ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა?

გი­ორ­გი კეჭყე­მა­ძე: თა­ნა­მედ­რო­ვე ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დე­ბი­სა და სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის დახ­ვე­წამ მოგ­ვცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი სტა­დი­ის დროს, გარ­და მე­ო­თხი­სა, შევ­ძლოთ ორ­გა­ნოს შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, გვქო­ნია ისე­თი შემ­თხვე­ბი, როცა პა­ცი­ენტს ჰქონ­და მე-3 ა სტა­დია, დიდი ზო­მის სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი მე­ტას­ტა­ზე­ბით ლიმ­ფუ­რი კვან­ძებ­ში. ჩვენ­თან მას ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცი­ის­წი­ნა (ნე­ო­ა­დი­უ­ვან­ტუ­რი) ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის 8 კურ­სი, რის შემ­დე­გაც სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი საკ­მა­ოდ შემ­ცირ­და. ამან სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა ორ­გა­ნოს შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი ოპე­რა­ცია და ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც მე-3 ა სტა­დი­ით მო­ვი­და, დღეს ძა­ლი­ან კარ­გად გრძნობს თავს, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს ორ­გა­ნო და მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ სო­ცი­უმს სრულ­ფა­სო­ვან წევ­რად და­უბ­რუნ­და.

ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ქა­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მკერ­დი შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ლა­მა­ზი ფორ­მე­ბით.

- რა კეთ­დე­ბა კლი­ნი­კის მხრი­დან ძუ­ძუს კი­ბოს ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბის­თვის?

გი­ორ­გი კეჭყე­მა­ძე: ძუ­ძუს კი­ბოს ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბის მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ძუ­ძუს კი­ბოს­თან ბრძო­ლის თვე, ოქ­ტომ­ბერ­ში, ჩვენს კლი­ნი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია.

სწო­რედ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის ცნო­ბა­დო­ბა გა­ი­ზარ­დოს, ოქ­ტომ­ბრის ყო­ველ ხუთ­შა­ბათ­სა და პა­რას­კევს მა­მო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მა­მოგ­რა­ფი­აც, თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში არის უფა­სო. ამ დრო­ის­თვის აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში 200-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტია გა­სინ­ჯუ­ლი.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქალ­ბა­ტო­ნებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ დრო­უ­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გან ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე და­ა­ვა­დე­ბა გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად სამ­კურ­ნა­ლოა, ვიდ­რე გვი­ან სტა­დი­ა­ზე.

ამი­ტომ ყო­ველ ოქ­ტომ­ბერს მთელს მსოფ­ლი­ო­ში ტარ­დე­ბა ამ­გვა­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ე­ბი, რა­შიც თო­დუ­ას კლი­ნი­კა აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეში თოდუას კლინიკა უფასო კონსულტაციებს ატარებს

ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეში თოდუას კლინიკა უფასო კონსულტაციებს ატარებს

პრევენციის მეთოდების დახვეწის მიუხედავად, მკერდის კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებული სიმსივნური პათოლოგიაა.

როგორც ცნობილია, საწყის ეტაპზე ის უსიმპტომოდ ვითარდება. ამიტომ დროული და კვალიფიციური დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დაავადების სწორ მკურნალობაში. სამწუხაროდ, ქალები პროფილაქტიკის მიზნით იშვიათად მიმართავენ ექიმს კონსულტაციისთვის, რაც, რა თქმა უნდა, დაავადების გართულების სერიოზულ რისკს ქმნის.

ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე, დაავადების ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის მამოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ზაზა ყატაშვილი და მამოლოგი გიორგი კეჭყემაძე გვესაუბრებიან.

- რამდენად ხშირია ძუძუს კიბოს შემთხვევები საქართველოში?

ზაზა ყატაშვილი: ქალების სიმსივნეებში ძუძუს კიბოს პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოშიც და საქართველოშიც. ბოლო წლებში მომატებულია შემთხვევების რაოდენობა. მაგალითად, თუ 90-იან წლებში 100 000 მოსახლეზე წელიწადში 27 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 50-მდე გაიზარდა.

საქართველოში ფუნქციონირებს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ესენია: სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის, ფარისებრი ჯირკვლის, ნაწლავისა და პროსტატის სკრინინგი. მიუხედავად იმისა, რომ გამოკვლევა უფასოა, წელიწადში დაახლოებით 30 000 ქალი მონაწილეობს მასში, რაც დაბალი მაჩვენებელია.

90-იანი წლების შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით მომართვიანობის დინამიკა უმნიშვნელოდაა გაზრდილი. ეს დაბალი სამედიცინო განათლებითა არის გამოწვეული. სამწუხაროდ, პაციენტები, უმეტეს შემთხვევაში, მეტასტაზური სიმსივნეებით მოგვმართავენ, ანუ მაშინ, როცა დაავადება შორს არის წასული. აუცილებელია ქალებმა გაითავისონ, რომ ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც მკურნალობის, ისე ორგანოს შენარჩუნების კუთხით.

- რომელი ასაკობრივი ჯგუფის ქალები არიან დაავადების მაღალი რისკის ქვეშ?

ზაზა ყატაშვილი: აღიარებულია, რომ ძუძუს კიბოს რისკი დიდია მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, ანუ 65 წელს ზემოთ. თუმცა დაავადების ეპიდემიოლოგია სხვაა და რისკი - სხვა. ეპიდემიოლოგია იმაზე მეტყველებს, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებული ყველაზე მეტი ქალბატონი არის 40-60 წლის ასაკობრივ ჯგუფში. პარადოქსულია, მაგრამ რისკი კატასტროფულად იზრდება 65 წლის ზემოთ.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში მცირედ, მაგრამ მაინც შეინიშნება დაავადების გაახალგაზრდავება. ჩვენ, სამწუხაროდ, გვყავს 20, 22, 24 წლის პაციენტებიც.

- როგორ ხდება სარძევე ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტირება თოდუას კლინიკაში?

გიორგი კეჭყემაძე: მოგეხსენებათ, რომ აკად.ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრს ძალიან კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს, რაც აუცილებელია კვალიფიციური დიაგნოსტირებისთვის. სარძევე ჯირკვლის პათოლოგიის დიაგნოსტირება მამოლოგთან კონსულტაციით იწყება. პაციენტის გასინჯვის შემდეგ უკვე მამოლოგი იღებს გადაწყვეტილებას, როგორი გამოკვლევები სჭირდება მას. ეს დამოკიდებულია პაციენტის დიაგნოზზე.

ჩვენს კლინიკაში კეთდება როგორც ექოსკოპია, ისე მამოგრაფია, სარძევე ჯირკვლის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, გულ-მკერდის თუ სხვა ორგანოების კვლევები, გენეტიკური კვლევა ასევე, სარძევე ჯირკვალში არსებული წარმონაქმნის ბიოფსიები, მათი მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური შესწავლა.კვლევა შეიძლება იყოს მრავალმხრივი კონკრეტული პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.

ჩვენი კლინიკა ამაყობს იმით, რომ ყველა პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს. ჩვენთან დაავადებების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრას სამედიცინო კონსილიუმი იღებს, ეს არის მულტიდისციპლინური მიდგომა, რაც თითოეულ შემთხვევაში გადაწყვეტილების გუნდურად მიღებას გულისხმობს.

- რა მიდგომებს იყენებთ თქვენს კლინიკაში სარძევე ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ?

გიორგი კეჭყემაძე: სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის მრავალი მეთოდი არსებობს. არის ორი ძირითადი მიმართულება, ესენია ადგილობრივი და სისტემური.

ადგილობრივი მკურნალობა სხივურ და ოპერაციულ მკურნალობას მოიცავს. სისტემური მკურნალობა კი გულისხმობს ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიასა და თარგეტული პრეპარატებით მკურნალობას. რაც შეეხება ოპერაციებს, ჩვენთან კეთდება როგორც რადიკალური, ორგანოს შემანარჩუნებელი, ისე აღდგენით-რეკონსტრუქციული ოპერაციები. რომლებიც კონკრეტული შემთხვევის მიხედვით ინიშნება.

- პათოლოგიის განვითარების რომელ ეტაპზეა შესაძლებელი ორგანოს შენარჩუნება?

გიორგი კეჭყემაძე: თანამედროვე ქირურგიული მეთოდებისა და სხივური თერაპიის დახვეწამ მოგვცა შესაძლებლობა, ნებისმიერი სტადიის დროს, გარდა მეოთხისა, შევძლოთ ორგანოს შემანარჩუნებელი ოპერაციის ჩატარება. მაგალითად, გვქონია ისეთი შემთხვები, როცა პაციენტს ჰქონდა მე-3 ა სტადია, დიდი ზომის სიმსივნური წარმონაქმნი მეტასტაზებით ლიმფური კვანძებში. ჩვენთან მას ჩაუტარდა ოპერაციისწინა (ნეოადიუვანტური) ქიმიოთერაპიის 8 კურსი, რის შემდეგაც სიმსივნური წარმონაქმნი საკმაოდ შემცირდა. ამან საშუალება მოგვცა, ჩაგვეტარებინა ორგანოს შემანარჩუნებელი ოპერაცია და ქალბატონი, რომელიც მე-3 ა სტადიით მოვიდა, დღეს ძალიან კარგად გრძნობს თავს, შენარჩუნებული აქვს ორგანო და მკურნალობის შემდეგ სოციუმს სრულფასოვან წევრად დაუბრუნდა.

ბუნებრივია, რომ ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მკერდი შეინარჩუნონ ლამაზი ფორმებით.

- რა კეთდება კლინიკის მხრიდან ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლებისთვის?

გიორგი კეჭყემაძე: ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების მიზანს ემსახურება ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვე, ოქტომბერში, ჩვენს კლინიკაში მიმდინარე საქველმოქმედო აქცია.

სწორედ იმისთვის, რომ საქართველოში სარძევე ჯირკვლის დაავადებების ცნობადობა გაიზარდოს, ოქტომბრის ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს მამოლოგის კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში მამოგრაფიაც, თოდუას კლინიკაში არის უფასო. ამ დროისთვის აქციის ფარგლებში 200-ზე მეტი პაციენტია გასინჯული.

ძალიან მნიშვნელოვანია, ქალბატონებმა გააცნობიერონ, რომ დროული მომართვიანობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ადრეულ სტადიაზე დაავადება გაცილებით მარტივად სამკურნალოა, ვიდრე გვიან სტადიაზე.

ამიტომ ყოველ ოქტომბერს მთელს მსოფლიოში ტარდება ამგვარი საქველმოქმედო აქციები, რაშიც თოდუას კლინიკა აქტიურად არის ჩართული.

NS

LIVE "ნიუსრუმიდან": ექიმების პროტესტი და ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პროცესების შეფასებით

საქართველოში 100 000-ზე მეტ ადამიანს სესხი გაუძვირდა

პირველი შეკვეთიდან 5 მილიონამდე - Menu.ge 5 წლისაა