პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Bocuse d'Or Georgia-ს ეროვნულ შესარჩევ კონკურსზე მონაწილეთა სია ცნობილია
Bocuse d'Or Georgia-ს ეროვნულ შესარჩევ კონკურსზე მონაწილეთა სია ცნობილია

Bocuse d'Or Georgia-ს ეროვ­ნულ შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სზე მო­ნა­წი­ლე კან­დი­დატ­თა სია ცნო­ბი­ლია. 100–ზე მეტი აპ­ლი­კან­ტი­დან ჟი­უ­რის წევ­რებ­მა 8 სა­უ­კე­თე­სო შეფ–მზა­რე­უ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნეს. ისი­ნი 2 და 3 ნო­ემ­ბერს, სა­კუ­თარ გუნდთან ერ­თად "Expo Georgia"-ს მე–11 პა­ვი­ლი­ონ­ში ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტურ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ზე მო­სახ­ვედ­რად იბ­რძო­ლე­ბენ. „გას­ტრო­ნავ­ტი“ (ან მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა) კონ­კურ­სის ფი­ნა­ლის­ტებ­ზე მოკ­ლედ გი­ამ­ბობთ.

გაბ­რი­ელ წიკ­ლა­უ­რი – ფუა–გრა­სა და ხი­ლის მოტ­კბო-მომ­ჟა­ვო გე­მოს ტან­დე­მი გაბ­რი­ე­ლის­თვის წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი გახ­და, მის­მა მომ­ზა­დე­ბულ­მა კერძმა ჟი­უ­რის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. კი­თხვა­ზე – რას ნიშ­ნავს მის­თვის Bocuse d'Or–ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, პა­სუ­ხი შემ­დე­გია: „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გუნ­დი პირ­ვე­ლად გა­დის მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე, ის­ტო­რია ახლა იწე­რე­ბა, ჩვენ ვართ პი­ო­ნე­რე­ბი ამ საქ­მე­ში და სწო­რედ ეს მხიბ­ლავს ყვე­ლა­ზე მე­ტად Bocus d’or–ის მთელ ორომ­ტრი­ალ­ში“.

გაბ­რი­ე­ლი გას­ტორ­ნო­მი­ის სფე­რო­ში მე­გობ­რის რჩე­ვით 2013 წელს სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა. ყვე­ლა­ფე­რი მამა–პა­პუ­რი ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­დან და­ი­წყო და დღეს ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის გა­თა­ნა­მედ­რო­ვებ­ზე მუ­შა­ობს. სურს, რომ ეროვ­ნუ­ლი კერ­ძე­ბი მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე გა­ი­ტა­ნოს. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და გაბ­რი­ე­ლის ერ­თა­დერ­თი ჰობი, ისე­ვე რო­გორც პრო­ფე­სია, მზა­რე­უ­ლო­ბაა. საყ­ვა­რე­ლი კერ­ძის და­სა­ხე­ლე­ბას ნუ მოს­თხოვთ, რად­გან უყ­ვარს ყვე­ლა­ფე­რი გემ­რი­ე­ლი, რა­საც თა­ვად ამ­ზა­დებს.

გი­ორ­გი არა­ბუ­ლი – „Bocus d’or“–ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემ­თვის მსოფ­ლი­ო­სა და ხალ­ხის აღი­ა­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ვფიქ­რობ, ამ შეგ­რძნე­ბა­ზე უფრო აღ­მა­ტე­ბუ­ლი გას­ტრო­ნო­მი­ის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნის­თვის არა­ფე­რია“... გი­ორ­გიმ ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა 13 წლის წინ და­ი­წყო. ფიქ­რობს, ქარ­თულ გას­ტრო­ნო­მი­ას იმ­ხე­ლა რე­სურ­სი აქვს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით შე­უძ­ლია წა­რად­გი­ნოს თავი, რო­გორც ამას მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბი ახერ­ხე­ბენ. თა­ვა­დაც სცა­და ამ ყო­ვე­ლი­ვეს პრაქ­ტი­კა­ში და­დას­ტუ­რე­ბა და არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი, მა­ლა­კის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე – ტა­ი­ლან­დში – ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნის გახ­სნა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

მი­ხე­ილ სა­ნა­ძე – ზუ­თხი­სა და სე­ზო­ნუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის და­ბა­ლან­სე­ბულ­მა გე­მომ მი­ხე­ილს წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა და Bocuse d'Or Georgia-ს ეროვ­ნულ შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. მის­თვის გას­ტრო­ნო­მი­ულ სფე­რო­ში ის­ტო­რი­ის წერა 6 წლის წინ „კუ­ლი­ნა­ა­რის აკა­დე­მი­ი­დან“ და­ი­წყო. ფიქ­რობს, რომ ეს ის სფე­როა, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა და თა­ვა­დაც ცდი­ლობს ამ ტემპს არა­სო­დეს ჩა­მორ­ჩეს, სწო­რედ ამი­ტომ, შანსს არ უშ­ვებს ხე­ლი­დან რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ პრო­ექ­ტში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა,იგი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუს „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი“ –ს ერ­თერ­თი კონ­კურ­სან­ტიც გახ­ლდათ. ამ­ჟა­მად ის ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბა­ზე მუ­შა­ობს: „ვფიქ­რობ, რომ ქარ­თულ კერ­ძებს ვი­ზუ­ა­ლუ­რად გა­ცო­ცხლე­ბა სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ ვცდი­ლობ ამ პრო­ცეს­ში ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო, რა თქმა უნდა ისე, რომ კერ­ძის ავ­თენ­ტუ­რი გემო შე­ნარ­ჩუნ­დეს“ –ამ­ბობს მი­ხე­ი­ლი.

რო­გორც კონ­კურ­სან­ტი გან­მარ­ტავს, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა, მო­ტი­ვა­ცია, გე­მო­ე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან შე­ხა­მე­ბის უნა­რი და­ეხ­მა­რე­ბა ეროვ­ნულ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა­ში.

ერიკ სარ­ქი­სი­ა­ნი – სფე­რო­ში 8 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, ჯერ ქარ­თულ, შემ­დეგ კი ფრან­გუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა, ბურ­ჟუ­ა­ზი­ის სა­წყი­სებ­თან მიშ­ლე­ნის ვარ­სკვლა­ვის მქო­ნე რეს­ტო­რან­ში მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა და ისევ ქარ­თულ სა­რეს­ტორ­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა – ეს ის მოკ­ლე ის­ტო­რი­უ­ლი რა­კურ­სია, რო­მე­ლიც ერი­კის შე­სა­ხებ ბევრ რა­მეს ამ­ბობს.

ახა­ლი რა­ღა­ცე­ბის აღ­მო­ჩე­ნა – შექ­მნა, ხალ­ხის ემო­ცია კერ­ძის და­გე­მოვ­ნე­ბის შემ­დეგ – ეს ის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბია, რაც გას­ტრო­ნო­მი­ას­თან მის მჭიდ­რო კავ­შირს გა­ნა­პი­რო­ბებს.

ბატ­კნის ხორ­ცი გოგ­რის ფხა­ლის გარ­ნირ­თან, კა­ხურ ზეთ­თან და სხვა კომ­პო­ნენ­ტებ­თან ერ­თად ის კერ­ძი გახ­და, რო­მელ­მაც ეროვ­ნულ შე­სარ­ჩევ და­ხუ­რულ კონ­კურ­სზე გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა. ფიქ­რობს, რომ Bocus d’Or მის­თვი­საც და ქვეყ­ნის­თვი­საც ნამ­დვი­ლი ტრამ­პლი­ნია: „მი­მაჩ­ნია, რომ Bocuse d'Or ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას შე­უ­წყობს ხელს და ქარ­თუ­ლი გას­ტრო­ნო­მი­აც უფრო მე­ტად გან­ვი­თარ­დე­ბა. მსოფ­ლიო ყო­ველ­თვის ახა­ლი გე­მო­ე­ბის ძი­ე­ბა­შია, ქარ­თულ კერ­ძებს კი ნამ­დვი­ლად აქვს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ევ­რო­პა გა­ა­ო­ცოს“.

გი­ორ­გი კან­კა­ვა – გი­ორ­გის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ის­ტო­რია ერ­თერთ ჰი­პერ­მარ­კეტ­ში თევ­ზის სექ­ცი­ის გა­ფორ­მე­ბე­ბით და­ი­წყო, რო­მე­ლიც უყუ­რა­დღე­ბოდ ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ნი­ლა და გი­ორ­გის ცხოვ­რე­ბა­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი ეტა­პი, ახა­ლი პრო­ფე­სია– მზა­რე­უ­ლი გაჩ­ნდა. ეს ყო­ვე­ლი­ვე კი იტა­ლი­უ­რი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბი­თა და შეფ–მზა­რე­უ­ლის პო­ზი­ცი­ით დაგ­ვირ­გვინ­და.

ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც გას­ტრო­ნო­მი­ა­ში მოს­წონს სა­კუ­თა­რი თა­ვის მარ­თვა და მუდ­მი­ვად ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ყოფ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.ამ­ბობს, რომ კერ­ძი, რო­მე­ლიც და­ხუ­რულ კონ­კურ­სზე წა­რად­გი­ნა ნამ­დვი­ლი გე­მო­ე­ბის ზე­ი­მი იყო: „თით­ქმის სამი კერ­ძის ერ­თად შერ­წყმა მო­ვა­ხერ­ხე, რაც ტექ­ნი­კუ­რად საკ­მა­ოდ რთუ­ლი მი­საღ­წე­ვია. აქვე აღ­ვნიშ­ნავ იმა­საც, რომ გუ­დის ყვე­ლის პური მო­ვამ­ზა­დე, რო­მე­ლიც ჩემი სა­ავ­ტო­როა და ამ დრომ­დე არ­სად გვხვდე­ბა. ვფიქ­რობ, რომ ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო ამირ­ჩია ჟი­უ­რიმ“.

ალ­ბერტ ნალ­ბან­დი­ა­ნი – გე­ნი­ა­ლუ­რო­ბა, რომ სი­მარ­ტი­ვე­შია ეს კი­დევ ერთხელ ცხად­ყო ალ­ბერ­ტმა Bocus d’Or Georgia–ს შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სზე. ტყე­მა­ლი და ჭარ­ხა­ლი – ეს ის ორი კომ­პო­ნენ­ტი იყო, რომ­ლის მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კამ და გე­მომ ჟი­უ­რის წევ­რე­ბი აღაფრ­თო­ვა­ნა. რო­გორც ალ­ბერ­ტი აღ­ნიშ­ნავს, ჯერ კი­დევ ბევ­რმა არ იცის სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი ძი­რძვე­ლი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ, Bocus d’Or კი ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ას წა­რუდ­გენს. თუ ჰკი­თხავთ რო­მე­ლი კერ­ძით ისურ­ვებ­და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­დგე­ნას მსოფ­ლი­ოს­თვის, პა­სუ­ხად ხინ­კალს და ხა­ჭა­პურს ნამ­დვი­ლად ვერ მი­ი­ღებთ. ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გას­ტრო­ნო­მი­ის ფი­ლო­სო­ფია ბევ­რად უფრო ღრმა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, ამი­ტომ უფრო რთუ­ლი და მრა­ვალ­მხრივ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი გე­მოს მქო­ნე კერ­ძებს მი­ა­ნი­ჭებ­და უპი­რა­ტე­სო­ბას.

თემო კარ­დე­ნა­ხიშ­ვი­ლი – „ჩვენ, 8 ადა­მი­ანს, ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თლა, რომ ამ კონ­კურ­სში ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ეს არ არის გა­და­ცე­მა, ეს არ არის შოუ. ეს არის ფაქ­ტი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი გას­ტრო­ნო­მი­ის ის­ტო­რი­ა­ში ჩა­ი­წე­რე­ბა. ჩვენ უნდა შევ­ძლოთ მსოფ­ლი­ოს თავი და­ვა­მახ­სოვ­როთ! “ – აღ­ნიშ­ნავს თემო, რომ­ლის­თვი­საც გას­ტრო­ნო­მია ბავ­შვო­ბის გა­ტა­ცე­ბა იყო. იგი სულ რა­ღაც 16 წლის გახ­ლდათ, რო­დე­საც კო­ლე­ჯში ჩა­ბა­რე­ბა და ამ პრო­ფე­სი­ის სიღ­რმი­სე­უ­ლად შეს­წავ­ლა გა­და­წყვი­ტა.

კერ­ძი, რო­მელ­მაც ოდეს­ღაც აღაფრ­თო­ვა­ნა ასე ჟღერს – ღო­რის სუკი ციტ­რუ­სით, რო­მე­ლიც მიშ­ლე­ნის ვარ­სკვლა­ვის მქო­ნე შეფ–მზა­რე­ულ­თან ერ­თად მო­ამ­ზა­და და და­ა­გე­მოვ­ნა კი­დეც. მი­აჩ­ნია, რომ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის­თვის შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, რად­გან ის ერ­თგვა­რად მის­ტი­კუ­რი­ცაა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მისი ბო­ლომ­დე შეც­ნო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სოსო ჯა­ბა­ნაშ­ვი­ლი – წლე­ბის წინ კუ­ლი­ნა­რი­ის აკა­დე­მი­ის კედ­ლე­ბი­დან რე­ა­ლურ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მოხ­ვედ­რამ კი­დევ ერთხელ და­არ­წმუ­ნა Bocus d’Or Georgia–ს კონ­კურ­სან­ტი სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის სის­წო­რე­ში. ახა­ლი კერ­ძე­ბის შექ­მნა, კმა­ყო­ფი­ლი სტუ­მა­რი, ის ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბია, რაც მას გას­ტრო­ნო­მი­ა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ხიბ­ლავს.

სე­ზო­ნუ­რი კერ­ძი სხვა­დას­ხვა გე­მოს კომ­ბი­ნა­ცი­ი­თა და ქარ­თუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით მისი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი გახ­და შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში მო­სახ­ვედ­რად. Bocus d’Or Georgia,რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, მის­თვის ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა: „აღ­ნიშ­ნულ კონ­კურსს ანა­ლო­გი არ აქვს მსოფ­ლი­ო­ში და ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემ­თვის დიდი სტი­მუ­ლი და დიდი პა­ტი­ვია. ვფიქ­რობ, ში­ნა­გა­ნი შე­მარ­თე­ბა და თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა და­მეხ­მა­რე­ბა კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის“.

Bocuse d'Or Georgia-ს ეროვ­ნულ შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სზე მო­ნა­წი­ლე­ე­ბი 2 და 3 ნო­ემ­ბერს ქვე­მოთ მი­თი­თე­ბუ­ლი გან­რი­გის მი­ხედ­ვით იას­პა­რე­ზე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

Bocuse d'Or Georgia-ს ეროვნულ შესარჩევ კონკურსზე მონაწილეთა სია ცნობილია

Bocuse d'Or Georgia-ს ეროვნულ შესარჩევ კონკურსზე მონაწილეთა სია ცნობილია

Bocuse d'Or Georgia-ს ეროვნულ შესარჩევ კონკურსზე მონაწილე კანდიდატთა სია ცნობილია. 100–ზე მეტი აპლიკანტიდან ჟიურის წევრებმა 8 საუკეთესო შეფ–მზარეული გამოავლინეს. ისინი 2 და 3 ნოემბერს, საკუთარ გუნდთან ერთად "Expo Georgia"-ს მე–11 პავილიონში ევროპის კონტინენტურ ნახევარფინალზე მოსახვედრად იბრძოლებენ. „გასტრონავტი“ (ან მედიასაშუალების დასახელება) კონკურსის ფინალისტებზე მოკლედ გიამბობთ.

გაბრიელ წიკლაური – ფუა–გრასა და ხილის მოტკბო-მომჟავო გემოს ტანდემი გაბრიელისთვის წარმატების საწინდარი გახდა, მისმა მომზადებულმა კერძმა ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა. კითხვაზე – რას ნიშნავს მისთვის Bocuse d'Or–ში მონაწილეობა, პასუხი შემდეგია: „საქართველოს სახელით გუნდი პირველად გადის მსოფლიო ასპარეზზე, ისტორია ახლა იწერება, ჩვენ ვართ პიონერები ამ საქმეში და სწორედ ეს მხიბლავს ყველაზე მეტად Bocus d’or–ის მთელ ორომტრიალში“.

გაბრიელი გასტორნომიის სფეროში მეგობრის რჩევით 2013 წელს სრულიად შემთხვევით მოხვდა. ყველაფერი მამა–პაპური ქართული სამზარეულოდან დაიწყო და დღეს ქართული კერძების გათანამედროვებზე მუშაობს. სურს, რომ ეროვნული კერძები მსოფლიო ასპარეზზე გაიტანოს. გაგიკვირდებათ და გაბრიელის ერთადერთი ჰობი, ისევე როგორც პროფესია, მზარეულობაა. საყვარელი კერძის დასახელებას ნუ მოსთხოვთ, რადგან უყვარს ყველაფერი გემრიელი, რასაც თავად ამზადებს.

გიორგი არაბული – „Bocus d’or“–ში მონაწილეობა ჩემთვის მსოფლიოსა და ხალხის აღიარებასთან ასოცირდება. ვფიქრობ, ამ შეგრძნებაზე უფრო აღმატებული გასტრონომიის სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის არაფერია“... გიორგიმ ამ სფეროში მოღვაწეობა 13 წლის წინ დაიწყო. ფიქრობს, ქართულ გასტრონომიას იმხელა რესურსი აქვს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ისეთივე წარმატებით შეუძლია წარადგინოს თავი, როგორც ამას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ახერხებენ. თავადაც სცადა ამ ყოველივეს პრაქტიკაში დადასტურება და არც მეტი არც ნაკლები, მალაკის ნახევარკუნძულზე – ტაილანდში – ქართული რესტორნის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

მიხეილ სანაძე – ზუთხისა და სეზონური პროდუქტების დაბალანსებულმა გემომ მიხეილს წარმატება მოუტანა და Bocuse d'Or Georgia-ს ეროვნულ შესარჩევ კონკურსზე მონაწილეობის საშუალება მისცა. მისთვის გასტრონომიულ სფეროში ისტორიის წერა 6 წლის წინ „კულინაარის აკადემიიდან“ დაიწყო. ფიქრობს, რომ ეს ის სფეროა, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავადაც ცდილობს ამ ტემპს არასოდეს ჩამორჩეს, სწორედ ამიტომ, შანსს არ უშვებს ხელიდან რაც შეიძლება მეტ პროექტში მიიღოს მონაწილეობა,იგი კულინარიული შოუს „სამზარეულოს ომები“ –ს ერთერთი კონკურსანტიც გახლდათ. ამჟამად ის ქართული კერძების მოდერნიზებაზე მუშაობს: „ვფიქრობ, რომ ქართულ კერძებს ვიზუალურად გაცოცხლება სჭირდება, ამიტომ ვცდილობ ამ პროცესში ჩემი წვლილი შევიტანო, რა თქმა უნდა ისე, რომ კერძის ავთენტური გემო შენარჩუნდეს“ –ამბობს მიხეილი.

როგორც კონკურსანტი განმარტავს, შემოქმედებითობა, მოტივაცია, გემოების ერთმანეთთან შეხამების უნარი დაეხმარება ეროვნულ კონკურსში გამარჯვებაში.

ერიკ სარქისიანი – სფეროში 8 წლიანი გამოცდილება, ჯერ ქართულ, შემდეგ კი ფრანგული კულინარიულ სასწავლებელში მოღვაწეობა, ბურჟუაზიის საწყისებთან მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში მიღებული პრაქტიკა და ისევ ქართულ სარესტორნო დაწესებულებებში დაბრუნება – ეს ის მოკლე ისტორიული რაკურსია, რომელიც ერიკის შესახებ ბევრ რამეს ამბობს.

ახალი რაღაცების აღმოჩენა – შექმნა, ხალხის ემოცია კერძის დაგემოვნების შემდეგ – ეს ის მაპროვოცირებელი ფაქტორებია, რაც გასტრონომიასთან მის მჭიდრო კავშირს განაპირობებს.

ბატკნის ხორცი გოგრის ფხალის გარნირთან, კახურ ზეთთან და სხვა კომპონენტებთან ერთად ის კერძი გახდა, რომელმაც ეროვნულ შესარჩევ დახურულ კონკურსზე გამარჯვება მოუტანა. ფიქრობს, რომ Bocus d’Or მისთვისაც და ქვეყნისთვისაც ნამდვილი ტრამპლინია: „მიმაჩნია, რომ Bocuse d'Or ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და ქართული გასტრონომიაც უფრო მეტად განვითარდება. მსოფლიო ყოველთვის ახალი გემოების ძიებაშია, ქართულ კერძებს კი ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ევროპა გააოცოს“.

გიორგი კანკავა – გიორგის კულინარიული ისტორია ერთერთ ჰიპერმარკეტში თევზის სექციის გაფორმებებით დაიწყო, რომელიც უყურადღებოდ ხელმძღვანელების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და გიორგის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი, ახალი პროფესია– მზარეული გაჩნდა. ეს ყოველივე კი იტალიური კერძების მომზადებითა და შეფ–მზარეულის პოზიციით დაგვირგვინდა.

ყველაზე მეტად რაც გასტრონომიაში მოსწონს საკუთარი თავის მართვა და მუდმივად ახალი გამოწვევების წინაშე ყოფნის შესაძლებლობაა.ამბობს, რომ კერძი, რომელიც დახურულ კონკურსზე წარადგინა ნამდვილი გემოების ზეიმი იყო: „თითქმის სამი კერძის ერთად შერწყმა მოვახერხე, რაც ტექნიკურად საკმაოდ რთული მისაღწევია. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ გუდის ყველის პური მოვამზადე, რომელიც ჩემი საავტოროა და ამ დრომდე არსად გვხვდება. ვფიქრობ, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გამო ამირჩია ჟიურიმ“.

ალბერტ ნალბანდიანი – გენიალურობა, რომ სიმარტივეშია ეს კიდევ ერთხელ ცხადყო ალბერტმა Bocus d’Or Georgia–ს შესარჩევ კონკურსზე. ტყემალი და ჭარხალი – ეს ის ორი კომპონენტი იყო, რომლის მომზადების ტექნიკამ და გემომ ჟიურის წევრები აღაფრთოვანა. როგორც ალბერტი აღნიშნავს, ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის საქართველოსა და მისი ძირძველი გასტრონომიული კულტურის შესახებ, Bocus d’Or კი ის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ქვეყანას ფართო აუდიტორიას წარუდგენს. თუ ჰკითხავთ რომელი კერძით ისურვებდა საქართველოს წარდგენას მსოფლიოსთვის, პასუხად ხინკალს და ხაჭაპურს ნამდვილად ვერ მიიღებთ. ფიქრობს, რომ საქართველოს გასტრონომიის ფილოსოფია ბევრად უფრო ღრმა და მრავალფეროვანია, ამიტომ უფრო რთული და მრავალმხრივ დაბალანსებული გემოს მქონე კერძებს მიანიჭებდა უპირატესობას.

თემო კარდენახიშვილი – „ჩვენ, 8 ადამიანს, ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ კონკურსში ვიღებთ მონაწილეობას. ეს არ არის გადაცემა, ეს არ არის შოუ. ეს არის ფაქტი, რომელიც ქართული გასტრონომიის ისტორიაში ჩაიწერება. ჩვენ უნდა შევძლოთ მსოფლიოს თავი დავამახსოვროთ! “ – აღნიშნავს თემო, რომლისთვისაც გასტრონომია ბავშვობის გატაცება იყო. იგი სულ რაღაც 16 წლის გახლდათ, როდესაც კოლეჯში ჩაბარება და ამ პროფესიის სიღრმისეულად შესწავლა გადაწყვიტა.

კერძი, რომელმაც ოდესღაც აღაფრთოვანა ასე ჟღერს – ღორის სუკი ციტრუსით, რომელიც მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფ–მზარეულთან ერთად მოამზადა და დააგემოვნა კიდეც. მიაჩნია, რომ ქართული სამზარეულო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის შეიძლება გახდეს ძალიან საინტერესო, რადგან ის ერთგვარად მისტიკურიცაა. როგორც თავად ამბობს, მისი ბოლომდე შეცნობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

სოსო ჯაბანაშვილი – წლების წინ კულინარიის აკადემიის კედლებიდან რეალურ სამზარეულოში მოხვედრამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა Bocus d’Or Georgia–ს კონკურსანტი საკუთარი პროფესიული არჩევანის სისწორეში. ახალი კერძების შექმნა, კმაყოფილი სტუმარი, ის ძირითადი ფაქტორებია, რაც მას გასტრონომიაში ყველაზე მეტად ხიბლავს.

სეზონური კერძი სხვადასხვა გემოს კომბინაციითა და ქართული ელემენტებით მისი სავიზიტო ბარათი გახდა შესარჩევ კონკურსში მოსახვედრად. Bocus d’Or Georgia,როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის ახალი გამოწვევაა: „აღნიშნულ კონკურსს ანალოგი არ აქვს მსოფლიოში და ამ კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის დიდი სტიმული და დიდი პატივია. ვფიქრობ, შინაგანი შემართება და თავდაუზოგავი შრომა დამეხმარება კონკურსში გამარჯვებისთვის“.

Bocuse d'Or Georgia-ს ეროვნულ შესარჩევ კონკურსზე მონაწილეები 2 და 3 ნოემბერს ქვემოთ მითითებული განრიგის მიხედვით იასპარეზებენ.

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

გლდანში, კაზინოში გაზით 5 ადამიანი მოიწამლა

პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი აქსის თაუერსში