კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პროგნოზს აკეთებს ასტროლოგი გახარიაზე, ზურაბიშვილსა და კალაძეზე - "მარტიდან საკუთარი თანამდებობები ტვირთად ექცევათ..."
რა პროგნოზს აკეთებს ასტროლოგი გახარიაზე, ზურაბიშვილსა და კალაძეზე - "მარტიდან საკუთარი თანამდებობები ტვირთად ექცევათ..."

2020 წელს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წე­ლია - წინ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია.

0.6 პრო­ცენ­ტამ­დე და­წე­ულ­მა სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ერ­მა შექ­მნა მო­ლო­დი­ნი, რომ ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტი მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ასე არ ფიქ­რობს ას­ტრო­ლო­გი და­ვით ბუ­ტი­კაშ­ვი­ლი.

ას­ტრო­ლო­გის თქმით, რთუ­ლი და კრი­ტი­კუ­ლი პე­რი­ო­დი უდ­გათ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის სამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­გუ­რას: პრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და თბი­ლი­სის მერს კახი კა­ლა­ძეს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ბოლო თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე ხში­რად ხდე­ბი­ან კრი­ტი­კის ობი­ექ­ტე­ბი. ას­ტრო­ლო­გის თქმით, მარ­ტის თვე მათ­თვის გა­დამ­წყვე­ტი იქ­ნე­ბა.

"წელს, მძი­მე წე­ლი­წა­დი აქვს სა­ბან­კო სის­ტე­მას. ის ბან­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ ამარ­თლე­ბენ თა­ვის არ­სე­ბო­ბას, შე­საძ­ლოა, და­ი­ხუ­რონ. ლა­რის კურ­სი 2020 წლის მარ­ტის შემ­დეგ შე­და­რე­ბით გამ­ყარ­დე­ბა და ასე­თი ცვა­ლე­ბა­დი აღარ იქ­ნე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს სა­ბან­კო პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც მომ­დევ­ნო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გად იმუ­შა­ვებს.

2020 წლის მარ­ტი­დან და­ი­წყე­ბა 9-თვი­ა­ნი პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც გაგ­რძელ­დე­ბა ნო­ემ­ბრამ­დე და სა­ქარ­თვე­ლოს სირ­თუ­ლე­ე­ბი ექ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­რო­ში

რაც შე­ე­ხე­ბა სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს, იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი, მაგ­რამ გა­ი­მარ­ჯვებს ისე­თი ძალა, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად გა­მო­ავ­ლენს აგ­რე­სი­ას. ვინ იქ­ნე­ბა ფა­ვო­რი­ტი პარ­ტია, ამის შე­სა­ხებ შე­მიძ­ლია დე­კემ­ბრის ბო­ლოს გი­პა­სუ­ხოთ, რად­გან ასე­თი პარ­ტია გა­მო­იკ­ვე­თე­ბა 22 ნო­ემ­ბრი­დან 21 დე­კემ­ბრამ­დე, იმი­ტომ რომ ახლა პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი არის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და მოძ­რა­ობს მშვილ­დო­სან­ში.

მშვილ­დო­სა­ნი ვერ იტანს თვალ­თმაქ­ცო­ბას და ტყუ­ილს. ახლა თა­ნა­ბა­რი შან­სი აქვს ყვე­ლა პარ­ტი­ას. პარ­ლა­მენ­ტი არ იქ­ნე­ბა მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი, შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ე­ბი შე­ვიდ­ნენ, მაგ­რამ ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან ერთი პლატ­ფორ­მი­დან წა­მო­სუ­ლე­ბი და უკვე პარ­ლა­მენ­ტში გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან და სა­ბო­ლო­ოდ, ისევ დარ­ჩე­ბა ორი ძალა.

შე­საძ­ლოა, ბევ­რმა ისეთ­მა პარ­ტი­ამ ვერ გა­და­ლა­ხოს და­ბა­ლი ბა­რი­ე­რი, რომ ახლა ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენთ. ასე­ვე, ვირ­თხის წელი უფრო ლო­ი­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა ქა­ლე­ბის მი­მართ, ღო­რის წე­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით. ამი­ტომ ქა­ლებ­მა უნდა იაქ­ტი­უ­რონ პო­ლი­ტი­კა­ში.

- ბა­ტო­ნო და­ვით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, პრე­ზი­დენ­ტი და თბი­ლი­სის მერი ზო­დი­ა­ქო­თი თევ­ზე­ბი არი­ან, წელს ისი­ნი ყვე­ლა­ზე ხში­რად არი­ან კრი­ტი­კის ობი­ექ­ტე­ბი...

- მა­გა­ზე ხში­რად მი­ფიქ­რია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სამი მთა­ვა­რი სახე თევ­ზია. სამ­წუ­ხა­როდ, თევ­ზე­ბი ახლა გა­დი­ან ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ოდს, სა­მი­ვე, ვინც ჩა­მოთ­ვა­ლეთ, ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტე­ბი არი­ან და ყვე­ლა­ზე მეტ შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ. სა­დაც კი თევ­ზებ­მა თა­ვის თავ­ზე აი­ღეს პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა, ყველ­გან პრობ­ლე­მა მი­ი­ღეს.

და­ვი­წყოთ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­თი: 20 ივ­ნი­სის ღა­მეს, გა­ხა­რი­ას აჯან­ყე­ბუ­ლი ხალ­ხი რომ პარ­ლა­მენ­ტში შე­ეშ­ვა, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა მა­ინც მო­უ­წევ­და, პარ­ლა­მენ­ტის გა­რეთ გა­მო­ი­ყე­ნა ძალა და პრობ­ლე­მა მა­ინც მი­ი­ღო. გა­ხა­რი­ას ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ის არის, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე. ამით მის­თვის და­ი­წყო კარ­მუ­ლი ვა­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბა.

რად­გან ის ზო­დი­ა­ქო­თი თევ­ზე­ბია, მჯე­რა, რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის თავ­ში სრო­ლა მას არ უბ­რძა­ნე­ბია. საქ­მე იმა­შია, რომ სის­ტე­მა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ვერ შე­ას­რუ­ლეს თა­ვი­სი ფუნ­ქცია სა­თა­ნა­დოდ და რა თქმა უნდა, ისი­ნი არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი. მათ უნდა აე­ღოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, გა­ხა­რი­ას კი არა.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, გა­ხა­რი­ას ხელ­ში ეჭი­რა მო­ღუ­ნუ­ლი ლუ­ლით თოფი და იმის მა­გივ­რად, რომ პირ­და­პირ გა­ეს­რო­ლა, გვერ­დით გა­ის­რო­ლა. ვერ გა­უ­მარ­თლეს იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მან კი ყვე­ლა დარ­ტყმა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო და ამ შემ­თხვე­ვა­ში, მი­მაჩ­ნია მსხვერ­პლად. ეს ღრმა კვალს და­ტო­ვებს მის პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რა­ში. შეც­დო­მა მას შავ­მა მთვა­რემ და­აშ­ვე­ბი­ნა.

- სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­ზე რას გვე­ტყვით?

- სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­დაც კი პირი გა­ა­ღო, ყველ­გან მი­ი­ღო პრობ­ლე­მა და დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ღა­ლა­ტეს ეძა­ხი­ან. არა­და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ არა­ფე­რი ცუდი არ უნ­დო­და, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა თევ­ზე­ბის მხრი­დან, მათ­ვე უქ­მნით პრობ­ლე­მას.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს რომ სცოდ­ნო­და, რომ შავი მთვა­რე თევ­ზებ­შია, იქ­ნე­ბო­და ჩუ­მად და არა­ნა­ირ ინი­ცი­ა­ტი­ვას არ გა­მო­ავ­ლენ­და ერთი წელი მა­ინც. თან პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბე­ბი ისე­თი შეკ­ვე­ცი­ლია, ვე­რა­ვინ შე­ამ­ჩნევ­და. სა­დაც აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ყველ­გან შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვა. ისე­თი პა­ტიმ­რე­ბი გა­მო­უშ­ვა ცი­ხი­დან, დღემ­დე და­შო­კი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

- კახი კა­ლა­ძე ქა­ლაქ­ში მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ტრან­სპორ­ტის გამო ხში­რად არის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი. რო­გო­რი წელი ელის მერს?

- ახლა ფან­ჯა­რა­ში ვი­ყუ­რე­ბი და ჩემი კორ­პუ­სის წინ გა­და­თხრი­ლია ქუჩა, ეს გრძელ­დე­ბა თვე­ე­ბია. ლან­დშაფ­ტი ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში იც­ვლე­ბა და რე­ა­ლუ­რად კი არ აკე­თე­ბენ, თხრი­ან, და­ან­გრი­ეს ქა­ლა­ქი, მი­დის ნგრე­ვის პრო­ცე­სი. კახი კა­ლა­ძეს გა­რეგ­ნუ­ლა­დაც ეტყო­ბა რომ გახ­და, წო­ნა­ში და­იკ­ლო. უჭირს ამ პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბა. ისეთ რა­ღა­ცას შე­ე­ჭი­და თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ თავს ვე­ღარ არ­თმევს.

ამ ადა­მი­ა­ნებს რომ სცოდ­ნო­დათ თა­ვი­სი ჰო­როს­კო­პი, გა­ხა­რია რად­გან აპი­რებ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე აეღო, უნდა ებ­რძა­ნე­ბი­ნა, ია­რა­ღი არ გინ­დათ და წყლის ჭავ­ლით და­შა­ლეთ აქ­ცია. დღეს აღარ იქ­ნე­ბოდ­ნენ თვა­ლებ­და­თხრი­ლი გოგო-ბი­ჭე­ბი...

რაც შე­ე­ხე­ბა კახი კა­ლა­ძეს, ის რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი არ და­ი­წყებ­და ქუ­ჩე­ბის გა­და­თხრას, 2020 წლის მარ­ტამ­დე გა­და­დებ­და და ბრწყინ­ვა­ლედ გა­არ­თმევ­და თავს.

ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემ­თვის რო­გორც ას­ტრო­ლო­გის­თვის, მსხვერ­პლე­ბი უფრო არი­ან, ვიდ­რე დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი. ისი­ნი იმი­ტომ კი არ მო­იქ­ცნენ ასე, რომ ვინ­მე შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნათ ან გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ, უბ­რა­ლოდ, და­უშ­ვეს შეც­დო­მე­ბი.

- რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მათი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა 2020 წლის მარ­ტის შემ­დეგ, რო­დე­საც ას­ტრო­ლო­გი­უ­რად უნდა "ეშ­ვე­ლოთ"?

- ისე­თი გან­წყო­ბა ექ­ნე­ბათ, რომ მათ­თვის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი, რაც უკა­ვი­ათ, იქ­ცე­ვა ტვირ­თად და გან­წყო­ბი­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, რომ მალე გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. მარ­ტამ­დე კი­დევ ისეთ ქარ-ცე­ცხლს გა­ივ­ლი­ან, ინ­ტე­რე­სი აღარ ექ­ნე­ბათ გაგ­რძე­ლე­ბის.

მა­გა­ლი­თად, გი­ორ­გი გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა­ში წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თმევ­და თავს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. ბრწყინ­ვა­ლე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბო­და.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის შე­ეძ­ლოთ ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ კულ­ტუ­რის სფე­რო, მა­შინ ის ამ­დენ შეც­დო­მებს არ და­უშ­ვებ­და.

კახი კა­ლა­ძეს­თვის კი სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი იყო ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრო­ბა - არ უნდა წა­მო­სუ­ლი­ყო. ბრწყინ­ვა­ლედ გა­არ­თმევ­და თავს ბო­ლომ­დე.

totoro
0

ყველასსი პრეზიდენტი! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა პროგნოზს აკეთებს ასტროლოგი გახარიაზე, ზურაბიშვილსა და კალაძეზე - "მარტიდან საკუთარი თანამდებობები ტვირთად ექცევათ..."

რა პროგნოზს აკეთებს ასტროლოგი გახარიაზე, ზურაბიშვილსა და კალაძეზე - "მარტიდან საკუთარი თანამდებობები ტვირთად ექცევათ..."

2020 წელს ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წელია - წინ საპარლამენტო არჩევნებია.

0.6 პროცენტამდე დაწეულმა საარჩევნო ბარიერმა შექმნა მოლოდინი, რომ ახალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, თუმცა ასე არ ფიქრობს ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი.

ასტროლოგის თქმით, რთული და კრიტიკული პერიოდი უდგათ ქართული პოლიტიკის სამ მნიშვნელოვან ფიგურას: პრემიერ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და თბილისის მერს კახი კალაძეს. ეს ადამიანები ბოლო თვეების მანძილზე ყველაზე ხშირად ხდებიან კრიტიკის ობიექტები. ასტროლოგის თქმით, მარტის თვე მათთვის გადამწყვეტი იქნება.

"წელს, მძიმე წელიწადი აქვს საბანკო სისტემას. ის ბანკები, რომლებიც ვერ ამართლებენ თავის არსებობას, შესაძლოა, დაიხურონ. ლარის კურსი 2020 წლის მარტის შემდეგ შედარებით გამყარდება და ასეთი ცვალებადი აღარ იქნება. ხელისუფლება იძულებული გახდება ჩამოაყალიბოს საბანკო პოლიტიკა, რომელიც მომდევნო 9 წლის განმავლობაში კარგად იმუშავებს.

2020 წლის მარტიდან დაიწყება 9-თვიანი პერიოდი, რომელიც გაგრძელდება ნოემბრამდე და საქართველოს სირთულეები ექნება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში

რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, იქნება ძალიან აგრესიული, მაგრამ გაიმარჯვებს ისეთი ძალა, რომელიც ნაკლებად გამოავლენს აგრესიას. ვინ იქნება ფავორიტი პარტია, ამის შესახებ შემიძლია დეკემბრის ბოლოს გიპასუხოთ, რადგან ასეთი პარტია გამოიკვეთება 22 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე, იმიტომ რომ ახლა პლანეტა იუპიტერი არის ყველაზე ძლიერი და მოძრაობს მშვილდოსანში.

მშვილდოსანი ვერ იტანს თვალთმაქცობას და ტყუილს. ახლა თანაბარი შანსი აქვს ყველა პარტიას. პარლამენტი არ იქნება მრავალპარტიული, შეიძლება სხვადასხვა პარტიები შევიდნენ, მაგრამ ისინი იქნებიან ერთი პლატფორმიდან წამოსულები და უკვე პარლამენტში გაერთიანდებიან და საბოლოოდ, ისევ დარჩება ორი ძალა.

შესაძლოა, ბევრმა ისეთმა პარტიამ ვერ გადალახოს დაბალი ბარიერი, რომ ახლა ვერც კი წარმოვიდგენთ. ასევე, ვირთხის წელი უფრო ლოიალური იქნება ქალების მიმართ, ღორის წელისგან განსხვავებით. ამიტომ ქალებმა უნდა იაქტიურონ პოლიტიკაში.

- ბატონო დავით, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და თბილისის მერი ზოდიაქოთი თევზები არიან, წელს ისინი ყველაზე ხშირად არიან კრიტიკის ობიექტები...

- მაგაზე ხშირად მიფიქრია, რომ ხელისუფლებაში სამი მთავარი სახე თევზია. სამწუხაროდ, თევზები ახლა გადიან ყველაზე მძიმე პერიოდს, სამივე, ვინც ჩამოთვალეთ, ყველაზე დიდი კრიტიკის ობიექტები არიან და ყველაზე მეტ შეცდომებს უშვებენ. სადაც კი თევზებმა თავის თავზე აიღეს პასუხიმგებლობა, ყველგან პრობლემა მიიღეს.

დავიწყოთ გიორგი გახარიათი: 20 ივნისის ღამეს, გახარიას აჯანყებული ხალხი რომ პარლამენტში შეეშვა, ძალის გამოყენება მაინც მოუწევდა, პარლამენტის გარეთ გამოიყენა ძალა და პრობლემა მაინც მიიღო. გახარიას ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე. ამით მისთვის დაიწყო კარმული ვალების გასტუმრება.

რადგან ის ზოდიაქოთი თევზებია, მჯერა, რეზინის ტყვიების თავში სროლა მას არ უბრძანებია. საქმე იმაშია, რომ სისტემაში არიან ადამიანები, რომლებმაც ვერ შეასრულეს თავისი ფუნქცია სათანადოდ და რა თქმა უნდა, ისინი არიან დამნაშავეები. მათ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა, გახარიას კი არა.

წარმოიდგინეთ, გახარიას ხელში ეჭირა მოღუნული ლულით თოფი და იმის მაგივრად, რომ პირდაპირ გაესროლა, გვერდით გაისროლა. ვერ გაუმართლეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ხელმძღვანელობდა. მან კი ყველა დარტყმა საკუთარ თავზე აიღო და ამ შემთხვევაში, მიმაჩნია მსხვერპლად. ეს ღრმა კვალს დატოვებს მის პოლიტიკურ კარიერაში. შეცდომა მას შავმა მთვარემ დააშვებინა.

- სალომე ზურაბიშვილზე რას გვეტყვით?

- სალომე ზურაბიშვილმა სადაც კი პირი გააღო, ყველგან მიიღო პრობლემა და დღეს, საქართველოს მოღალატეს ეძახიან. არადა დარწმუნებული ვარ არაფერი ცუდი არ უნდოდა, მაგრამ ნებისმიერი ინიციატივა თევზების მხრიდან, მათვე უქმნით პრობლემას.

სალომე ზურაბიშვილს რომ სცოდნოდა, რომ შავი მთვარე თევზებშია, იქნებოდა ჩუმად და არანაირ ინიციატივას არ გამოავლენდა ერთი წელი მაინც. თან პრეზიდენტის უფლებები ისეთი შეკვეცილია, ვერავინ შეამჩნევდა. სადაც აიღო პასუხისმგებლობა, ყველგან შეცდომები დაუშვა. ისეთი პატიმრები გამოუშვა ციხიდან, დღემდე დაშოკილია საზოგადოება.

- კახი კალაძე ქალაქში მოუწესრიგებელი ტრანსპორტის გამო ხშირად არის კრიტიკის ობიექტი. როგორი წელი ელის მერს?

- ახლა ფანჯარაში ვიყურები და ჩემი კორპუსის წინ გადათხრილია ქუჩა, ეს გრძელდება თვეებია. ლანდშაფტი ყოველ ნახევარ საათში იცვლება და რეალურად კი არ აკეთებენ, თხრიან, დაანგრიეს ქალაქი, მიდის ნგრევის პროცესი. კახი კალაძეს გარეგნულადაც ეტყობა რომ გახდა, წონაში დაიკლო. უჭირს ამ პრობლემასთან გამკლავება. ისეთ რაღაცას შეეჭიდა თავისი ინიციატივით, რომ თავს ვეღარ ართმევს.

ამ ადამიანებს რომ სცოდნოდათ თავისი ჰოროსკოპი, გახარია რადგან აპირებდა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო, უნდა ებრძანებინა, იარაღი არ გინდათ და წყლის ჭავლით დაშალეთ აქცია. დღეს აღარ იქნებოდნენ თვალებდათხრილი გოგო-ბიჭები...

რაც შეეხება კახი კალაძეს, ის რამდენიმე თვის წინ კი არ დაიწყებდა ქუჩების გადათხრას, 2020 წლის მარტამდე გადადებდა და ბრწყინვალედ გაართმევდა თავს.

ფაქტობრივად, ეს ადამიანები ჩემთვის როგორც ასტროლოგისთვის, მსხვერპლები უფრო არიან, ვიდრე დამნაშავეები. ისინი იმიტომ კი არ მოიქცნენ ასე, რომ ვინმე შეგნებულად გაეღიზიანებინათ ან გაენადგურებინათ, უბრალოდ, დაუშვეს შეცდომები.

- როგორ განვითარდება მათი პოლიტიკური კარიერა 2020 წლის მარტის შემდეგ, როდესაც ასტროლოგიურად უნდა "ეშველოთ"?

- ისეთი განწყობა ექნებათ, რომ მათთვის თანამდებობები, რაც უკავიათ, იქცევა ტვირთად და განწყობილები იქნებიან, რომ მალე გათავისუფლდნენ. მარტამდე კიდევ ისეთ ქარ-ცეცხლს გაივლიან, ინტერესი აღარ ექნებათ გაგრძელების.

მაგალითად, გიორგი გახარია საქართველოს პოლიტიკაში წარმატებით გაართმევდა თავს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ბრწყინვალე საგარეო საქმეთა მინისტრი იქნებოდა.

სალომე ზურაბიშვილისთვის შეეძლოთ ჩაებარებინათ კულტურის სფერო, მაშინ ის ამდენ შეცდომებს არ დაუშვებდა.

კახი კალაძესთვის კი საუკეთესო ადგილი იყო ენერგეტიკის მინისტრობა - არ უნდა წამოსულიყო. ბრწყინვალედ გაართმევდა თავს ბოლომდე.

კორონავირუსით ინფიცირების 1 089  ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე