მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კატარაქტა და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
კატარაქტა და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გარე სამ­ყა­რო­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მხედ­ვე­ლო­ბის მიერ აღიქ­მე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ მი­ე­კუთ­ვნე­ბა თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი სტრე­სის გა­მომ­წვევ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მძლავრ ფაქ­ტო­რებს. მსოფ­ლი­ო­ში დღეს სხვა­დას­ხვა ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის მქო­ნე 170 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, ხოლო მათ­გან ყო­ვე­ლი მე­ო­თხე უსი­ნათ­ლოა. მხედ­ვე­ლო­ბის და­კარ­ვის შემ­თხვე­ვა­თა ნა­ხე­ვარ­ზე მეტს უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან ცნო­ბი­ლი და მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პა­თო­ლო­გია იწ­ვევს, რო­მე­ლიც კა­ტა­რაქ­ტის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. იგი თვა­ლის ბრო­ლის შემღვრე­ვის შე­დე­გად ვი­თარ­დე­ბა და მხედ­ვე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის დაქ­ვე­ი­თე­ბით ვლინ­დე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, თა­ნა­მედ­რო­ვე ოფ­თალ­მო­ქი­რურ­გი­ა­ში უკვე ფარ­თო­დაა და­ნერ­გი­ლი კა­ტა­რაქ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რი მე­თო­დო­ლო­გია, თუმ­ცა ამ დარ­გსაც ჰყავს თა­ვი­სი ლი­დე­რე­ბი და წარ­მა­ტე­ბას დი­დად გან­სა­ზღვრავს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ო­პე­რა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის თა­ნა­არ­სე­ბო­ბა.

კა­ტა­რაქ­ტა­ზე სა­სა­უბ­როდ ავერ­სის კლი­ნი­კის ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორს გი­ორ­გი პეტ­რი­აშ­ვილს ვეწ­ვი­ეთ და მა­ნაც ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი გას­ცა ჩვენს კი­თხვებს.

- რო­დის ვი­თარ­დე­ბა კა­ტა­რაქ­ტა და შე­იძ­ლე­ბა თუ არა მისი თა­ვი­დან აცი­ლე­ბა?

- კა­ტა­რაქ­ტა, რო­გორც წესი, მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბის ასაკ­ში ვლინ­დე­ბა, თუმ­ცა იგი შე­იძ­ლე­ბა თან­და­ყო­ლი­ლიც იყოს, გან­ვი­თარ­დეს ტრავ­მის შე­დე­გად, ან­თე­ბის ფონ­ზე და ა.შ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი მე­დი­ცი­ნის­თვის ცნო­ბი­ლი ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი პა­თო­ლო­გი­აა, მისი ეტი­ო­ლო­გია და პა­თო­გე­ნე­ზი ჯერ კი­დევ უამ­რავ კი­თხვას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ცალ­სა­ხად დად­გე­ნი­ლი მხო­ლოდ ისაა, რომ კა­ტა­რაქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა უკავ­შირ­დე­ბა თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას, ერ­თობ არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო ფაქ­ტო­რად ით­ვლე­ბა ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის ხან­გრძლი­ვი ზე­მოქ­მე­დე­ბა, ჭარ­ბი წონა და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი. კა­ტა­რაქ­ტა მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი თვა­ლის ბრო­ლის ასა­კობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბით და, ცხა­დია, ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად მისი სიხ­ში­რეც იზ­რდე­ბა.

- რო­გო­რია კა­ტა­რაქ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დო­ლო­გია?

- კა­ტა­რაქ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის წარ­მა­ტე­ბა ერ­თის მხრივ, მიკ­რო­ქი­რურ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, ხოლო მე­ო­რეს მხრივ - თვალ­ში­და ლინ­ზის ჩა­ნერგვის ტექ­ნო­ლო­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბამ. დღე­ი­სათ­ვის ეს ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბა უაღ­რე­სად დახ­ვე­წი­ლი და საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რია. კა­ტა­რაქ­ტის ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ტექ­ნი­კუ­რი დახ­ვე­წი­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ბრო­ლის დამ­ზა­დე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც.

- რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვდო­მია ავერ­სის კლი­ნი­კის პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის კა­ტა­რაქ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი?

- თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კა­ტა­რაქ­ტის ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ავერ­სის კლი­ნი­კა­ში ისე­თი­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ დო­ნე­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო კლი­ნი­კა­ში. აქ დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა უახ­ლე­სი მე­თო­დია ათ­ვი­სე­ბუ­ლი და კლი­ნი­კის უმაღ­ლე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ოფ­თალ­მო­ლო­გე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ დი­აგ­ნოს­ტი­კა­საც და მხედ­ვე­ლო­ბის აღ­დგე­ნის ურ­თუ­ლეს ოპე­რა­ცი­ებ­საც. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ტა­რაქ­ტის ოპე­რა­ცი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას, რო­გორც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ბრო­ლის მო­შო­რე­ბა, ასე­ვე ხე­ლოვ­ნუ­რი ლინ­ზის იმპლან­ტა­ცია, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც მი­ნი­მა­ლურ ტრავ­მუ­ლო­ბა­სა და მა­სა­ლე­ბის უმაღ­ლეს დო­ნე­სა და ხა­რისხს გუ­ლის­ხმობს. ჩვენ­თან შემღვრე­უ­ლი ბრო­ლის მო­შო­რე­ბა ლა­ზე­რი­სა და ულტრაბ­გე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ხდე­ბა, რაც შე­დე­გის მიღ­წე­ვას მი­ნი­მა­ლუ­რი გა­ნაკ­ვე­თის გა­მო­ყე­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს. გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზ­გა­სას­მე­ლია ავერ­სის კლინ­კა­ში წარ­მა­ტე­ბით და­ნერ­გი­ლი ფა­კო­ე­მულ­სი­ფი­კა­ცი­ის მე­თო­დი, რაც და­ბალ­სიხ­ში­რი­ა­ნი ულტრაბ­გე­რის გა­მო­ყე­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამ მე­თო­დი­კით ბრო­ლის დაშ­ლა თვა­ლის შიგ­ნით ხდე­ბა და ციც­ქნა (1-2 მმ) გა­ნაკ­ვე­თი­დან შე­ი­წო­ვე­ბა. გა­ნაკ­ვე­თი იმ­დე­ნად პა­ტა­რაა, რომ ნა­კე­რის და­დე­ბა­საც არ სა­ჭი­რო­ებს. მე­თო­დის წარ­მა­ტე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აპა­რა­ტუ­რის კლას­ზე დი­და­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, და სწო­რედ ამი­ტომ აღი­ჭურ­ვა ავერ­სის კლი­ნი­კა და­ნად­გა­რით, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო დო­ნის ფა­კო­ე­მულ­სი­ფი­კა­ტო­რებს შო­რის სა­უ­კე­თე­სო­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. ამე­რი­კუ­ლი ფირ­მა „ALCON“-ის აპა­რა­ტე­ბი “Infiniti” და „Constelation“ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მე­დი­ცი­ნო ტე­ნო­ლო­გი­ის უამ­რავ მიღ­წე­ვა­სა თუ სი­ახ­ლეს აერ­თი­ა­ნებს და ოპე­რა­ცი­ის უდი­დეს ეფექ­ტუ­რო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

- რო­გორ ხდე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი ბრო­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შერ­ჩე­ვა?

- უნდა ით­ქვას, რომ ჩვენს კლინ­კა­ში ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ო­პე­რა­ციო მა­სა­ლე­ბი და უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ინ­ტრა­ო­კუ­ლუ­რი ლინ­ზე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ავერ­სის კლი­ნი­კა მათ უდი­დეს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს და მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ამ­გვა­რი პრო­დუქ­ცი­ის სრულ სპექტრზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ექი­მებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს კონ­კრე­ტუ­ლი კლი­ნი­კუ­რი შემ­თხვე­ვის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩი­ონ გა­და­სა­ნერ­გი მა­სა­ლის ოპ­ტი­მა­ლუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი. ახა­ლი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის სინ­თეზ­მა მე­დი­ცი­ნის მრა­ვალ დარ­გს მის­ცა ახ­ლე­ბუ­რად გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და არც ოფ­თალ­მო­ლო­გია დარ­ჩე­ნი­ლა პრინ­ცი­პუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის გა­რე­შე. მა­გა­ლი­თად თუნ­დაც იმგვა­რი დრე­კა­დი ბრო­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა გა­მოდ­გე­ბა, რომ­ლებ­საც ფორ­მის და­მახ­სოვ­რე­ბის უნა­რი აქვთ და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რე­ბენ ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის ზო­მებ­სა და მო­ცუ­ლო­ბას. თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტრა­ო­კუ­ლუ­რი ლინ­ზე­ბი უაღ­რე­სად დახ­ვე­წილ და პრაქ­ტი­კუ­ლად სრულ­ყო­ფილ ნა­წარმს წარ­მო­ად­გენს. ისი­ნი უმ­ცი­რე­სი ზო­მის გა­ნაკ­ვეთ­ში თავ­სდე­ბი­ან, მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რე­ბენ მე­ო­რა­დი კა­ტა­რაქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს, შე­უძ­ლი­ათ და­იც­ვან ბა­დუ­რა ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან, არ ცვლი­ან ფე­რე­ბის აღ­ქმას და მაქ­სი­მა­ლუ­რად უახ­ლოვ­დე­ბი­ან ბუ­ნებ­რივ ბროლს. არ­სე­ბობს მულ­ტი­ფო­კა­ლუ­რი ლინ­ზე­ბიც, რომ­ლე­ბიც ფსევ­დო­ა­კო­მო­და­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლე­ვენ პა­ცი­ენტს ერ­თნა­ი­რად კარ­გად და­ი­ნა­ხოს ყვე­ლა მან­ძილ­ზე, შორ­საც და ახ­ლო­საც. ლინ­ზე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ჩე­ვა­ნი დი­დია, მაგ­რამ თუ ყო­ვე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის­თვის ბრო­ლის ერ­თა­დერ­თი, უნი­კა­ლუ­რი და მო­ცე­მუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის­თვის ოპ­ტი­მა­ლუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი არ შე­ირ­ჩა, შე­დე­გი სა­უ­კე­თე­სო ვერ იქ­ნე­ბა. ავერ­სის კლი­ნი­კას ამ­გვა­რი შერ­ჩე­ვის ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­აჩ­ნია და წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი სა­ი­დუმ­ლოც ალ­ბათ ამა­შია.

- რო­გორ უნდა მომ­ზად­დეს პა­ცი­ენ­ტი სა­ო­პე­რა­ცი­ოდ?

- კა­ტა­რაქ­ტის ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის საქ­მე­ში ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მიღ­წე­ვად ის უნდა ჩა­ით­ვა­ლოს, რომ პა­ცი­ენ­ტის რა­ი­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა სა­ჭი­რო აღა­რაა. მეტ­საც გე­ტყვით. თა­ვად ოპე­რა­ცი­აც სრუ­ლი­ად უმ­ტკივ­ნე­უ­ლოა, კეთ­დე­ბა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლად და საკ­მა­ოდ სწრა­ფად - (ავერ­სის კლი­ნი­კა­ში ეს დრო სტან­დარ­ტულ შემ­თხვე­ვებ­ში 5-10 წუ­თია), გარ­თუ­ლე­ბე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რი აქვს, ხოლო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი კი - ხან­მოკ­ლე (1-2 კვი­რა).

- ამ­დე­ნად, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ კა­ტა­რაქ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის სა­კი­თხი სა­ბო­ლო­ო­დაა გა­და­წყვე­ტი­ლი?

- ჰოც და არაც. დარ­გის თვალ­სა­ჩი­ნო პროგ­რე­სი უდა­ვოდ შთამ­ბეჭ­და­ვია, თუმ­ცა მან არას­გზით არ უნდა შექ­მნას პრობ­ლე­მის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თი. ექიმ­მაც და პა­ცი­ენ­ტმაც კარ­გად უნდა გა­ი­აზ­რონ, რომ, ერ­თის მხრივ, კა­ტა­რაქ­ტის სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა და მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა­ში მისი რო­ლის ზუს­ტი შე­ფა­სე­ბა საკ­მა­ოდ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა, ხოლო მე­ო­რეს მხრივ - კა­ტა­რაქ­ტის ოპე­რა­ცია ურ­თუ­ლეს ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვას წარ­მო­ად­გენს და მისი წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ უახ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ექი­მის უმაღ­ლე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ერ­თობ­ლი­ო­ბით მი­იღ­წე­ვა.

ქი­რურ­გია მე­დი­ცი­ნის ურ­თუ­ლე­სი დარ­გია და ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბას, რო­გორც წესი, უდი­დე­სი სიფრ­თხი­ლით აკე­თე­ბენ. ჩვენ­თვის კა­ტა­რაქ­ტა სა­სი­ა­მოვ­ნო გა­მო­ნაკ­ლი­სია, რად­გა­ნაც ავერ­სის კლი­ნი­კა­ში მისი ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად უახ­ლოვ­დე­ბა უმაღ­ლეს ნიშ­ნულს და ამა­ში ყვე­ლა დარ­წმუნ­დე­ბა, ვინც აქ გა­და­წყვეტს მხედ­ვე­ლო­ბის აღ­დგე­ნას.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კატარაქტა და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

კატარაქტა და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

როგორც ცნობილია, გარე სამყაროდან მიღებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი მხედველობის მიერ აღიქმება და სწორედ ამიტომ მიეკუთვნება თვალის დაავადებები სტრესის გამომწვევ ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ფაქტორებს. მსოფლიოში დღეს სხვადასხვა ოფთალმოლოგიური პრობლემის მქონე 170 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მათგან ყოველი მეოთხე უსინათლოა. მხედველობის დაკარვის შემთხვევათა ნახევარზე მეტს უხსოვარი დროიდან ცნობილი და მეტად გავრცელებული პათოლოგია იწვევს, რომელიც კატარაქტის სახელითაა ცნობილი. იგი თვალის ბროლის შემღვრევის შედეგად ვითარდება და მხედველობის სხვადასხვა სიმძიმის დაქვეითებით ვლინდება. საბედნიეროდ, თანამედროვე ოფთალმოქირურგიაში უკვე ფართოდაა დანერგილი კატარაქტის მკურნალობის ეფექტური მეთოდოლოგია, თუმცა ამ დარგსაც ჰყავს თავისი ლიდერები და წარმატებას დიდად განსაზღვრავს თანამედროვე საოპერაციო ტექნოლოგიებისა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის თანაარსებობა.

კატარაქტაზე სასაუბროდ ავერსის კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის უფროსს, მედიცინის დოქტორს გიორგი პეტრიაშვილს ვეწვიეთ და მანაც ამომწურავი პასუხები გასცა ჩვენს კითხვებს.

- როდის ვითარდება კატარაქტა და შეიძლება თუ არა მისი თავიდან აცილება?

- კატარაქტა, როგორც წესი, მოხუცებულობის ასაკში ვლინდება, თუმცა იგი შეიძლება თანდაყოლილიც იყოს, განვითარდეს ტრავმის შედეგად, ანთების ფონზე და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ იგი მედიცინისთვის ცნობილი ერთ-ერთი უძველესი პათოლოგიაა, მისი ეტიოლოგია და პათოგენეზი ჯერ კიდევ უამრავ კითხვასთან არის დაკავშირებული. ცალსახად დადგენილი მხოლოდ ისაა, რომ კატარაქტის განვითარება უკავშირდება თამბაქოს მოხმარებას, ერთობ არაკეთილსაიმედო ფაქტორად ითვლება ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება, ჭარბი წონა და შაქრიანი დიაბეტი. კატარაქტა მნიშვნელოვნადაა განპირობებული თვალის ბროლის ასაკობრივი ცვლილებებით და, ცხადია, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად მისი სიხშირეც იზრდება.

- როგორია კატარაქტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდოლოგია?

- კატარაქტის მკურნალობის წარმატება ერთის მხრივ, მიკროქირურგიის განვითარებამ განაპირობა, ხოლო მეორეს მხრივ - თვალშიდა ლინზის ჩანერგვის ტექნოლოგიის შემუშავებამ. დღეისათვის ეს ორივე მიმართულება უაღრესად დახვეწილი და საკმაოდ ეფექტურია. კატარაქტის ოპერაციული მკურნალობის ტექნიკური დახვეწილობის პარალელურად უმაღლეს დონეზეა დამუშავებული ხელოვნური ბროლის დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიებიც.

- რამდენად ხელმისაწვდომია ავერსის კლინიკის პაციენტებისთვის კატარაქტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?

- თამამად შეიძლება ითქვას, რომ კატარაქტის ოპერაციული მკურნალობა ავერსის კლინიკაში ისეთივე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ დონეზე ხორციელდება, როგორც ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის საუკეთესო კლინიკაში. აქ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა უახლესი მეთოდია ათვისებული და კლინიკის უმაღლესი კვალიფიკაციის ოფთალმოლოგები თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ დიაგნოსტიკასაც და მხედველობის აღდგენის ურთულეს ოპერაციებსაც. რაც შეეხება კატარაქტის ოპერაციულ მკურნალობას, როგორც დაზიანებული ბროლის მოშორება, ასევე ხელოვნური ლინზის იმპლანტაცია, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება, რაც მინიმალურ ტრავმულობასა და მასალების უმაღლეს დონესა და ხარისხს გულისხმობს. ჩვენთან შემღვრეული ბროლის მოშორება ლაზერისა და ულტრაბგერის გამოყენებით ხდება, რაც შედეგის მიღწევას მინიმალური განაკვეთის გამოყენებით უზრუნველყოფს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ავერსის კლინკაში წარმატებით დანერგილი ფაკოემულსიფიკაციის მეთოდი, რაც დაბალსიხშირიანი ულტრაბგერის გამოყენებას უკავშირდება. ამ მეთოდიკით ბროლის დაშლა თვალის შიგნით ხდება და ციცქნა (1-2 მმ) განაკვეთიდან შეიწოვება. განაკვეთი იმდენად პატარაა, რომ ნაკერის დადებასაც არ საჭიროებს. მეთოდის წარმატება გამოყენებული აპარატურის კლასზე დიდადაა დამოკიდებული, და სწორედ ამიტომ აღიჭურვა ავერსის კლინიკა დანადგარით, რომელიც მსოფლიო დონის ფაკოემულსიფიკატორებს შორის საუკეთესოდაა მიჩნეული. ამერიკული ფირმა „ALCON“-ის აპარატები “Infiniti” და „Constelation“ თანამედროვე სამედიცინო ტენოლოგიის უამრავ მიღწევასა თუ სიახლეს აერთიანებს და ოპერაციის უდიდეს ეფექტურობას უზრუნველყოფს.

- როგორ ხდება ხელოვნური ბროლის ინდივიდუალური შერჩევა?

- უნდა ითქვას, რომ ჩვენს კლინკაში ულტრათანამედროვე საოპერაციო მასალები და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული ინტრაოკულური ლინზები გამოიყენება. ავერსის კლინიკა მათ უდიდეს მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს და მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილი ამგვარი პროდუქციის სრულ სპექტრზე ხელმისაწვდომობა ექიმებს საშუალებას აძლევს კონკრეტული კლინიკური შემთხვევის თავისებურებების მიხედვით შეარჩიონ გადასანერგი მასალის ოპტიმალური პარამეტრები. ახალი ქიმიური ნივთიერებების სინთეზმა მედიცინის მრავალ დარგს მისცა ახლებურად განვითარების საშუალება და არც ოფთალმოლოგია დარჩენილა პრინციპული სიახლეების გარეშე. მაგალითად თუნდაც იმგვარი დრეკადი ბროლების წარმოება გამოდგება, რომლებსაც ფორმის დამახსოვრების უნარი აქვთ და მნიშვნელოვნად ამცირებენ ოპერაციული ჩარევის ზომებსა და მოცულობას. თანამედროვე ინტრაოკულური ლინზები უაღრესად დახვეწილ და პრაქტიკულად სრულყოფილ ნაწარმს წარმოადგენს. ისინი უმცირესი ზომის განაკვეთში თავსდებიან, მინიმუმამდე ამცირებენ მეორადი კატარაქტის განვითარების რისკს, შეუძლიათ დაიცვან ბადურა ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, არ ცვლიან ფერების აღქმას და მაქსიმალურად უახლოვდებიან ბუნებრივ ბროლს. არსებობს მულტიფოკალური ლინზებიც, რომლებიც ფსევდოაკომოდაციის მეშვეობით საშუალებას აძლევენ პაციენტს ერთნაირად კარგად დაინახოს ყველა მანძილზე, შორსაც და ახლოსაც. ლინზების თანამედროვე არჩევანი დიდია, მაგრამ თუ ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის ბროლის ერთადერთი, უნიკალური და მოცემული სიტუაციისთვის ოპტიმალური პარამეტრები არ შეირჩა, შედეგი საუკეთესო ვერ იქნება. ავერსის კლინიკას ამგვარი შერჩევის ყველა ტექნიკური საშუალება გააჩნია და წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოც ალბათ ამაშია.

- როგორ უნდა მომზადდეს პაციენტი საოპერაციოდ?

- კატარაქტის ქირურგიული მკურნალობის საქმეში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად ის უნდა ჩაითვალოს, რომ პაციენტის რაიმე სპეციალური მომზადება საჭირო აღარაა. მეტსაც გეტყვით. თავად ოპერაციაც სრულიად უმტკივნეულოა, კეთდება ამბულატორიულად და საკმაოდ სწრაფად - (ავერსის კლინიკაში ეს დრო სტანდარტულ შემთხვევებში 5-10 წუთია), გართულებები მინიმალური აქვს, ხოლო რეაბილიტაციის პერიოდი კი - ხანმოკლე (1-2 კვირა).

- ამდენად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კატარაქტის მკურნალობის საკითხი საბოლოოდაა გადაწყვეტილი?

- ჰოც და არაც. დარგის თვალსაჩინო პროგრესი უდავოდ შთამბეჭდავია, თუმცა მან არასგზით არ უნდა შექმნას პრობლემის გამარტივებული სურათი. ექიმმაც და პაციენტმაც კარგად უნდა გაიაზრონ, რომ, ერთის მხრივ, კატარაქტის სწორი დიაგნოსტიკა და მხედველობის დაქვეითებაში მისი როლის ზუსტი შეფასება საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, ხოლო მეორეს მხრივ - კატარაქტის ოპერაცია ურთულეს ქირურგიული ჩარევას წარმოადგენს და მისი წარმატება მხოლოდ უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებისა და ექიმის უმაღლესი კვალიფიკაციის ერთობლიობით მიიღწევა.

ქირურგია მედიცინის ურთულესი დარგია და ოპერაციის შედეგების პროგნოზირებას, როგორც წესი, უდიდესი სიფრთხილით აკეთებენ. ჩვენთვის კატარაქტა სასიამოვნო გამონაკლისია, რადგანაც ავერსის კლინიკაში მისი ოპერაციული მკურნალობის ეფექტურობა ყველაზე მეტად უახლოვდება უმაღლეს ნიშნულს და ამაში ყველა დარწმუნდება, ვინც აქ გადაწყვეტს მხედველობის აღდგენას.

R