მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთავის თბილისთან რკინიგზით დაკავშირება იგეგმება
რუსთავის თბილისთან რკინიგზით დაკავშირება იგეგმება

„მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე დღეს სა­ინ­ტე­რე­სო გან­კარ­გუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი გა­მო­ვი­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო და­ი­წყებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს EBRD-თან და EIB-თან კონ­კრე­ტუ­ლად თბი­ლი­სის ურ­ბა­ნუ­ლი რკი­ნიგ­ზის პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად", - ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მან მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა ახა­ლი ურ­ბა­ნუ­ლი რკი­ნიგ­ზის პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე იყო გან­ხილ­ვა.

„დღეს რო­გორც იცით, მთავ­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის პირ­ვე­ლი სხდო­მაა. დღეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გან­კარ­გუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი გა­მო­ვი­და მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო და­ი­წყებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს EBRD-თან და EIB-თან, კონ­კრე­ტუ­ლად თბი­ლი­სის ურ­ბა­ნუ­ლი რკი­ნიგ­ზის პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ეს პრო­ექ­ტი საკ­მა­ოდ მსხვი­ლია, სამ­გო­რი-ლი­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ურ­ბა­ნუ­ლი რკი­ნიგ­ზის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტი. და­ახ­ლო­ე­ბით 7 სად­გუ­რი იქ­ნე­ბა და რაც მთა­ვა­რია, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში იგეგ­მე­ბა ამ სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლით რუს­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბა. ეს თბი­ლი­სის მე­რი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვაა და მათ მოგ­ვმარ­თეს თხოვ­ნით, რომ ჩვენ და­ვი­წყოთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. ორი­ვეს, EBRD-ს და EIB-ს აქვს ამ პრო­ექ­ტის ინ­ტერ­ტე­სი, პირ­ვე­ლა­დი ასე ვთქვათ, "მო­თელ­ვა" მათ და მე­რი­ას შო­რის მოხ­და და მე­რი­ამ ამ ეტაპ­ზე გვთხო­ვა, რომ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო ჩარ­თუ­ლი­ყო უშუ­ა­ლოდ პრო­ექ­ტის დე­ტა­ლებ­ში, მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის შეს­წავ­ლა­ში და მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში", - აღ­ნიშ­ნა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მან­ვე ისა­უბ­რა პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­სა და სა­ვა­რა­უ­დო და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ზე.

„და­ახ­ლო­ე­ბით 174 მლნ დო­ლა­რი­დან 200 მლნ დო­ლა­რამ­დეა სა­ვა­რა­უ­დო თან­ხა, იმის­და მი­ხედ­ვით, იქ­ნე­ბა ეს ერთხა­ზი­ა­ნი რკი­ნიგ­ზა თუ ორ­ხა­ზი­ა­ნი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სეს­ხზეა სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა ეს ის სფე­როა, სა­დაც ასე­ვე გრან­ტე­ბის მო­ზიდ­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ე.წ. ურ­ბა­ნულ connectivity-სთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ანუ რუს­თა­ვის და­კავ­ში­რე­ბა თბი­ლის­თან. რო­გორც წესი, ეს ის სფე­რო­ე­ბია, სა­დაც გრან­ტე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ვი­პო­ვოთ", - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რუსთავის თბილისთან რკინიგზით დაკავშირება იგეგმება

რუსთავის თბილისთან რკინიგზით დაკავშირება იგეგმება

„მთავრობის სხდომაზე დღეს საინტერესო განკარგულების პროექტი გამოვიდა, რომლის თანახმადაც, ფინანსთა სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს EBRD-თან და EIB-თან კონკრეტულად თბილისის ურბანული რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან მედიასთან ისაუბრა ახალი ურბანული რკინიგზის პროექტის შესახებ, რომლის შესახებაც მთავრობის სხდომაზე იყო განხილვა.

„დღეს როგორც იცით, მთავრობის ახალი შემადგენლობის პირველი სხდომაა. დღეს ძალიან საინტერესო განკარგულების პროექტი გამოვიდა მთავრობის სხდომაზე, რომლის თანახმადაც ფინანსთა სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს EBRD-თან და EIB-თან, კონკრეტულად თბილისის ურბანული რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად. ეს პროექტი საკმაოდ მსხვილია, სამგორი-ლილოს მიმართულებით ურბანული რკინიგზის განვითარების პროექტი. დაახლოებით 7 სადგური იქნება და რაც მთავარია, პროექტის ფარგლებში იგეგმება ამ სარკინიგზო მიმოსვლით რუსთავთან დაკავშირება. ეს თბილისის მერიის ინიციატივაა და მათ მოგვმართეს თხოვნით, რომ ჩვენ დავიწყოთ მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ორივეს, EBRD-ს და EIB-ს აქვს ამ პროექტის ინტერტესი, პირველადი ასე ვთქვათ, "მოთელვა" მათ და მერიას შორის მოხდა და მერიამ ამ ეტაპზე გვთხოვა, რომ ფინანსთა სამინისტრო ჩართულიყო უშუალოდ პროექტის დეტალებში, მიზანშეწონილობის შესწავლაში და მოლაპარაკებებში", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მანვე ისაუბრა პროექტის ღირებულებასა და სავარაუდო დაფინანსების წყაროზე.

„დაახლოებით 174 მლნ დოლარიდან 200 მლნ დოლარამდეა სავარაუდო თანხა, იმისდა მიხედვით, იქნება ეს ერთხაზიანი რკინიგზა თუ ორხაზიანი. რასაკვირველია, სესხზეა საუბარი, თუმცა ეს ის სფეროა, სადაც ასევე გრანტების მოზიდვაც შესაძლებელია. ე.წ. ურბანულ connectivity-სთანაა დაკავშირებული, ანუ რუსთავის დაკავშირება თბილისთან. როგორც წესი, ეს ის სფეროებია, სადაც გრანტები შესაძლებელია მოვიპოვოთ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ვის მისცემენ ბანკები შესაძლებლობას, სესხები კვლავ გადაავადონ

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 5,7%-ით გაიზარდა და 1 129 ლარი შეადგინა

"ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 8 ჰა ფართობი კერძო საკუთრებაში დაიტოვა, რაც "გულისამრევი თაღლითობაა"" - გიგი უგულავა