საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვილნიუსიდან ბათუმში პირველი ჩარტერი ჩამოფრინდა
ვილნიუსიდან ბათუმში პირველი ჩარტერი ჩამოფრინდა

ვილ­ნი­უ­სი­დან ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­ვე­ლი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სი შეს­რულ­და. ლი­ე­ტუ­ვას დე­და­ქა­ლა­ქი­დან ჩა­მოფ­რე­ნილ პირ­ველ მგზავ­რებს ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტში აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე თი­ნა­თინ ზო­ი­ძე დახ­ვდა. მგზავ­რე­ბის­თვის აე­რო­პორ­ტში ფოლკ­ლორ შოუ და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.

ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით ბა­თუმს 180 ტუ­რის­ტი ეს­ტუმ­რა, რო­მელ­თა 95% ბა­თუმ­სა და ქო­ბუ­ლეთ­ში გეგ­მავს დას­ვე­ნე­ბას. ფრე­ნებს ავი­ა­კომ­პა­ნია GetJet Airlines ას­რუ­ლებს და ის სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე, ყო­ველ ორ­შა­ბათს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. 2020 წლის­თვის იგეგ­მე­ბა ფრე­ნე­ბის სიხ­ში­რის გაზ­რდაც. ვილ­ნი­უ­სი-ბა­თუ­მის ჩარ­ტე­რე­ბი შემ­დე­გი წლის­თვის ზა­ფხუ­ლის ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში შეს­რულ­დე­ბა. ის, ტა­ლი­ნი-ბა­თუ­მის ჩარ­ტე­რუ­ლი ფრე­ნე­ბის მსგავ­სად, ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია „აჭა­რა ტური“-სა და Tez Tour-ის ორ­გა­ნი­ზე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ტა­ლი­ნის შემ­დეგ ბა­თუმ­ში ჩარ­ტე­რე­ბი უკვე და­ი­წყო ვილ­ნი­უ­სი­და­ნაც. ამ შემ­თხვე­ვა­ში ფრე­ნე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე, თუმ­ცა სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ კომ­პა­ნია გეგ­მავს ფრე­ნე­ბის გაზ­რდას. შემ­დე­გი წლის­თვის, უკვე მთე­ლი ზა­ფხუ­ლის ტუ­რის­ტუ­ლის სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში გვექ­ნე­ბა ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბი ლი­ე­ტუ­ვას დე­და­ქა­ლა­ქი­დან. ეს­ტო­ნე­თი­სა და ლატ­ვი­ის მსგავ­სად, ლი­ე­ტუ­ვა ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ტუ­რის­ტუ­ლი ბა­ზა­რია, სა­დაც აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბას აქ­ტი­უ­რად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. შე­სა­ბა­მი­სად, რაც მეტი ფრე­ნა გვექ­ნე­ბა ევ­რო­პი­დან ბა­თუ­მი­სა და ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით, მით უფრო მეტი ევ­რო­პე­ლი ტუ­რის­ტი ეს­ტუმ­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას,“ - გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე თი­ნა­თინ ზო­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვილნიუსიდან ბათუმში პირველი ჩარტერი ჩამოფრინდა

ვილნიუსიდან ბათუმში პირველი ჩარტერი ჩამოფრინდა

ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა. ლიეტუვას დედაქალაქიდან ჩამოფრენილ პირველ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა. მგზავრებისთვის აეროპორტში ფოლკლორ შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ჩარტერული რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 95% ბათუმსა და ქობულეთში გეგმავს დასვენებას. ფრენებს ავიაკომპანია GetJet Airlines ასრულებს და ის სექტემბრის ბოლომდე, ყოველ ორშაბათს განხორციელდება. 2020 წლისთვის იგეგმება ფრენების სიხშირის გაზრდაც. ვილნიუსი-ბათუმის ჩარტერები შემდეგი წლისთვის ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში შესრულდება. ის, ტალინი-ბათუმის ჩარტერული ფრენების მსგავსად, ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“-სა და Tez Tour-ის ორგანიზებით ხორციელდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტალინის შემდეგ ბათუმში ჩარტერები უკვე დაიწყო ვილნიუსიდანაც. ამ შემთხვევაში ფრენები გაგრძელდება სექტემბრის ბოლომდე, თუმცა სასიხარულოა, რომ კომპანია გეგმავს ფრენების გაზრდას. შემდეგი წლისთვის, უკვე მთელი ზაფხულის ტურისტულის სეზონის განმავლობაში გვექნება ჩარტერული რეისები ლიეტუვას დედაქალაქიდან. ესტონეთისა და ლატვიის მსგავსად, ლიეტუვა ჩვენთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების რეკლამირებას აქტიურად ვახორციელებთ. შესაბამისად, რაც მეტი ფრენა გვექნება ევროპიდან ბათუმისა და ზოგადად, საქართველოს მიმართულებით, მით უფრო მეტი ევროპელი ტურისტი ესტუმრება ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი